ოსტაპ ბენდერის მოტივებზე...

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

რეტრომედია

ოსტაპ ბენდერის მოტივებზე...

ოსტაპ ბენდერის მოტივებზე...
„თბილისელები“, 11 ოქტომბერი, 2011 წელი

2018-05-16 12:53:12

„ოსტაპი ჩაფიქრდა და ვორობიანინოვს გარს შემოუარა.

– წინამძღოლო, აბა, პიჯაკი გაიხადეთ, აბა, ცოცხლად.

გაოცებულ იპოლიტ მატვეევიჩს პიჯაკი ხელიდან გამოართვა. ძირს დააგდო და თავისი მტვრიანი ფეხსაცმელებით ზედ შედგა...

– შლაპა მომეცით! ახლა შარვალზე მტვერი შეიყარეთ და ნარზანით დაისველეთ! ჩქარა!

იპოლიტ მატვეევიჩი რამდენიმე წუთში ისე გაჭუჭყიანდა, რომ შეხედვა შეგეზარებოდა.

– აი, ახლა თქვენ მომწიფდით და ფულის პატიოსანი გზით შოვნის სრული შესაძლებლობა მოიპოვეთ. იმედია, ფრანგულ ენას ფლობთ. „ბატონებო, მეექვსე დღეა, არაფერი მიჭამია“, – აი, ამ ფრაზას ფრანგულად განა ვერ წარმოსთქვამთ?“

„თორმეტი სკამი“

რაკი, ერთი მხრივ, განვითარებადი ქვეყნის სტატუსი გვაქვს, ხოლო, მეორე მხრივ, ვერც სამუშაო ადგილების სიმრავლით დავიკვეხნით (რეალურად, თორემ ციფრებს არა უშავს), სამწუხაროდ, ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი (რაღა ნაწილი, როდესაც მილიონ ასი ათასი ოჯახიდან ნახევარი მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს უმწეოთა კატეგორიაში მოხვედრის თხოვნით?!). ასეა თუ ისე, „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ  მათხოვრები დასაქმებულთა სიაში შეიყვანა.

კერძოდ, გამგეობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ჩვენს ორგანიზაციას დახმარებისთვის უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანთა ჯგუფმა მიმართა, რომლებიც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით მათხოვრობენ. მათ განგვიცხადეს, რომ დახმარება მხოლოდ იმიტომ შეუწყვიტეს, რომ ისინი ლუკმა-პურის მოსაპოვებლად მათხოვრობენ.“

უფრო მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის ბიუროში განუმარტეს, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც სოციალური დახმარება მოეხსნათ, საკუთარი ბინა არ აქვთ და ხშირად იცვლიან საცხოვრებელ მისამართს, ამიტომაც სოციალურმა სააგენტომ კანონი მოიშველია და მათ დახმარება შეუწყვიტა.

ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა სოციალური სააგენტოს კახეთის ბიუროში „თორმეტი სკამი“ სამაგიდო წიგნი, თუმცა ფაქტია, რომ დიდი კომბინატორის ვნებანი არც მათთვის ყოფილა  უცხო ხილი, თუმცა უფრო მოკრძალებული მასშტაბებით.

 

 

 

 

 

ნანახია - 102

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80