„მომხმარებლების მიმართ რეპრესიულმა სადამსჯელო მიდგომამ შედეგი ვერ გამოიღო“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

„მომხმარებლების მიმართ რეპრესიულმა სადამსჯელო მიდგომამ შედეგი ვერ გამოიღო“

„მომხმარებლების მიმართ რეპრესიულმა სადამსჯელო მიდგომამ შედეგი ვერ გამოიღო“
თამთა ქარჩავა

2018-05-16 09:00:44

თუკი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხმარებას წაახალისებს, ამ შემთხვევაში რეფორმას შს სამინისტრო მხარს არ დაუჭერეს. გიორგი გახარიას უწყება ისეთი ნარკოპოლიტიკის გატარებას ითხოვს, რომელიც არ წაახალისებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას. შს სამინისტრომ საკუთარი მოსაზრებები წარადგინა უწყებათაშორის კომისიაში, რომელიც იუსტიციის სამინისტროში არის შექმნილი.

როგორც უწყებაში ამბობენ, შსს-ს მიერ წარდგენილი პროექტი მოხმარებასთან დაკავშირებით საკმაოდ ჰუმანურ მიდგომებს ითვალისწინებს. for.ge-სთან საუბრისას ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი აცხადებს, რომ მომხმარებელთან და არა რეალიზატორთან მიმართებაში ჰუმანურ მიდგომების ითვალისწინებს ის კანონპროექტი, რომელიც თითქმის ერთი წელია პარლამენტშია ინიცირებული.

for.ge დავით ოთიაშვილს ესაუბრა.

მმართველი გუნდი მხარს არ უჭერს ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზებას. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ მკაცრმა ნარკოპოლიტიკამ შედეგი არ მისცა სახელმწიფოს. სად არის გამოსავალი, რომ კანონი მორგებული იყოს როგორც მომხმარებელზე, ასევე სახელმწიფოზე?

დავით ოთიაშვილი: ჩემთვის გაუგებარია რატომ არის ნახმარი ტერმინი - ლეგალიზაცია იმ კანონპროექტთან მიმართებაში, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. როგორც ამ კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორი, შემიძლია გითხრათ, რომ ახლოს არ არის რაიმე სახის ლეგალიზაციასთან. კანონპროექტში საუბრობს იმაზე, რომ დიახ, მომხმარებლების მიმართ რეპრესიულმა სადამსჯელო მიდგომამ შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ ჩვენ უნდა შევცვალოთ მიდგომა იმ ადამიანების მიმართ, ვინც მოიხმარს.

და არ არის ჩართული უკანონო გასაღებაში?

- გამსაღებლების მიმართ კანონი რჩება მკაცრი. ნებისმიერი ოდენობის გასაღება ძალიან მკაცრად იქნება დასჯადი, ისევე როგორც ეს ხდება დღეს. რის ცვლილებასაც კანონპროექტი სთავაზობს, არის ის ადამიანები, ვინც არ ვაჭრობენ და მოხმარების გამო პრობლემების წინაშე დგაგან. ამ ადამიანებს ნაცვლად დასჯისა და ციხეში გამომწყვდევისა, შევთავაზოთ დახმარება არსებული პრობლემების გადაჭრაში. აი, ამაზეა მთელი კანონპროექტი. იმისათვის, რომ დახმარების აღმოჩენა შეძლონ სპეციალისტებმა, კანონმა და პოლიციამ უნდა მისცეს მათ შესაძლებლობა, რომ მომხმარებელი ციხეში კი არ გამოკეტოს ბევრი წლით, არამედ მოხვდეს იქ, სადაც მას დაეხმარებიან. იმისათვის, რომ ამის გაკეთება მოხერხდეს რამდენიმე კანონში უნდა შევიდეს ცვლილება და მათ შორის ერთ-ერთი კრიტიკული ცვლილება გახლავთ ის, რომ სისხლის სამართლის კოდექსში უნდა გაუქმდეს მუხლი, რომელიც ამბობს, რომ მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში უნდა ჩა   სვა.

როგორ ფიქრობთ, რატომ არის ამდაგვარი ცვლილება დაკავშირებული ვითომ ლეგალიზაციასთან?

- ჩემთვის გაუგებარია. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგად კოორდინირებული პროპაგანდის ნაწილი, როდესაც კანონპროექტის და ცვლილებების მოწინააღმდეგეები ვერ ახერხებენ შინაარსობრივად რაიმე რაციონალური არგუმენტი წარადგინონ ამ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ და ამიტომ იძულებული არიან მიმართონ კანონპროექტის ავტორთა და მხარდაჭერთა დისკრედიტაციას. აბრალებენ მათ დილერებთან კავშირს, იმას, რომ ლეგალიზაცია აქვთ ჩაფიქრებული, რომ ვახალისებთ მოხმარებას და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდის ნაწილი და სიმართლესთან არაფერი საერთო არ აქვს.

თუკი, მოხდება დეკრიმინალიზაციას, ფიქრობთ, რომ ეს იქნება პრობლემიდან გამოსავალი?

- დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოსავალი იქნება. ყველაფერი სხვა, რაც აქამდე გაკეთდა, აღმოჩნდა არაეფექტური. ამიტომ, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, არ ვცადოთ ის, რაც გააკეთა ცივილიზებულმა და განვითარებული სამყაროს უდიდესმა ნაწილმა და რა მიმართულებითაც მიიღო დადებითი და კარგი შედეგი. რატომ არ უნდა გავაკეთოთ იგივე იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოვითარება გვაქვს და გამოსავალი არ ჩანს.

არ მესმის, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ადამიანი ციხის ნაცვლად გავუშვათ სპეციალისტთან, ვინც მას დაეხმარება. ვიმეორებ, გამსაღებლის მიმართ ყველა მკაცრი პოლიტიკა შენარჩუნებული იქნება. მომხმარებლის მიმართ ვცვლით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. სხვა დანარჩენი შეზღუდვები, ადმინისტარციული სანქციები, უფლებების და პროფესიონალური შეზღუდვა, ფულადი ჯარიმები და სხვა ზომები ძალაში რჩება.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ალბათ, არის სააფთიაქო ქსელები, სადაც ფსიქოტროპული წამლების გაყიდვა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ხდება და განსაკუთრებით ახალგაზრდებზე. ამ მიმართულებით არ არის არანაირი შეზღუდვა. გასაგებია, რომ მომხმარებელი არ უნდა დაიჭირო და ციხის ნაცვლად, მას უნდა უმკურნალო, მაგრამ ეს მიმართულებაც ითხოვს ყურადღებას, რადგან სააფთიაქო ქსელი არანაკლებ საშიშია, ვიდრე იგივე რეალიზატორი...

- გეთანხმებით. აქ პირდაპირ იკვეთება სახელმწიფოს და სამართალდამცავი სტრუქტურების როლი. ერთი მხრივ კანონმდებლობის დახვეწა ამ მიმართულებით და მეორე მხრივ - აღსრულების დახვეწის. აქ ნამდვილად მნიშვნელოვანი უნდა იყოს სახელმწიფოს ქმედებები. მით უმეტეს ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს აფთიაქები ასე ღიად კანონდარღვევით ვერ იმოქმედებენ, რომ არ იყვნენ ვიღაცის მფარველობის ქვეშ. ბუნებრივია, მე ამის დამადასტურებელი ფაქტები არ მაქვს, მაგრამ ვითარება ნადვილად გაფიქრებინებს, რომ აქ არსებობს რაღაცა სისტემა, რომელიც ამას უშვებს და მფარველობს.

როდესაც ვსუბრობთ დეკრიმინალიზაციის აუცილებლობაზე, პარალელურად, დეკრიმინალიზაციის ნებისმიერი ფორმის მიუღებლობაზე საუბრობს საზოგადოება და ითხოვენ რეფერენდუმის ჩატარებას, რომ ხმათა უმრავლესობით გადაწყდეს ეს საკითხი. ქართული საზოგადოება არის მზად ამ ნაბიჯისთვის? ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არ არის ქვეყანა მზად ამ ცვლილებისთვის და მით უმეტეს ახალგაზრდა თაობა. დეკრიმინალიზაციას რამდენად ახლავს ის პრობლემა რაც გამოიწვევს მოხმარების წახალისებას, როგორც ეს მარიხუანას შემთხვევაში მოხდა?

- მე არ მჯერა იმისა, რომ ვიღაცა არ არის მზად. მაშინ, ჩვენ არაფრისთვის არ ვართ მზად, არც ევროპისთვის და არც ნატოსთვის. ეს არის პირადი მოსაზრებები და შთაბეჭდილებები ცალკე აღებული ადამიანების. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, გეთანხმებით, რომ აქაც იყო სახელმწიფოს ვალდებულება, რომ სწორად მიეტანა საზოგადოებამდე ინფორმაცია თუ რა მოხდა.

არც ერთი განმარტება არ გაკეთებულა, არ მომხდარა სწორი ინფორმაციის მიწოდება საზოაგდოებამდე და ნამდვილად, ადამიანების ნაწილმა არასწორად აღიქვა, რომ ამ პრეპარატის მოხმარება თავისუფლად შეიძლებოდა. როდესაც ხდება ასეთი ფრაგმენტული ცვლილებები, იქნება ეს საკონსტიტუციო თუ რომელიმე ფრაგმენტული კანონპროექტი, ყოველთვის გვექნება საქმე იმასთან, რომ რაღაცას არ გაითვალისწინებენ, ვიღაცა არასწორად გაიგებს და ა.შ.

ზუსტად ამის საპირისპიროდ, კომპლექსურია ჩვენი კანონპროექტი. არის ერთობლიობა, როგორც საკანონმდებლო ცვლილებებისა, აგრეთვე, ყველა იმ სირევისის და ინტერვენციის, რომელიც სახელმწიფომ უნდა გაატაროს, დაწყებული პირველადი პრევენციიდან სკოლებში, სადაც ახალგაზრდებს უნდა ასწავლონ რა საფრთხეებია მოხმარებასთან დაკავშირებული და ასევე, სერვისების განვითარება, რომელიც იმ ადამიანებს დაეხმარება, ვისაც უკვე აქვს პრობლემები.

ნანახია - 1393

ganzieli

2018-05-16 10:11:34

მომხმარებელს ნუ დავიჭერთ და ვუმკურნალოთ თუ მას ეს უნდა! თუ ის მეორედ, მესამედ და ა.შ. კიდევ "იწამლებს" ჯარიმები! აბა როგორ, კაცი ნარკომანობას არ იშლიდეს და ჩემი და ჩემისთანების ფული წყალს გავატანოთ? და კიდევ: რა დააშავეს ლოთებმა? მათ მკურნალობასაც ასე მონდომებით მივხედოთ. მარკორეალიზატორები კი დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ; ვინც არ უნდა იყოს, მსახიობი, მომღერლის ქმარი, თუ წიქარიშვილების საახლობლო
ისე, არ არსებობს ნარკომომხმარებელი, რომელის ნარკოტიკს არ ავრცელებდეს: "განეცი" "ფეხი" "გამტარი"წამალზე ბევრს არ შეუსვამს სხვა? არ შეუთავაზებიათ?

ფხიზელი

2018-05-16 14:28:33

"- ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ალბათ, არის სააფთიაქო ქსელები, სადაც ფსიქოტროპული წამლების გაყიდვა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ხდება და განსაკუთრებით ახალგაზრდებზე. ამ მიმართულებით არ არის არანაირი შეზღუდვა.
- გეთანხმებით. აქ პირდაპირ იკვეთება სახელმწიფოს და სამართალდამცავი სტრუქტურების როლი. ერთი მხრივ კანონმდებლობის დახვეწა ამ მიმართულებით და მეორე მხრივ - აღსრულების დახვეწის. აქ ნამდვილად მნიშვნელოვანი უნდა იყოს სახელმწიფოს ქმედებები. მით უმეტეს ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს აფთიაქები ასე ღიად კანონდარღვევით ვერ იმოქმედებენ, რომ არ იყვნენ ვიღაცის მფარველობის ქვეშ."
------------------------------------
ამ კითხვა-პასუხიდან აშკარად ჩანს, რომ კანონპროექტში არაფერია ნათქვამი აფთიაქებზე და ეს უზარმაზარი ხვრელი ამოუქოლავი რჩება!
მაშინ, რა აზრი აქვს სახანძრო მანქანების მოყვანას ცეცხლმოკიდებულ სახლთან, თუ ერთ-ერთ კუთხეს, სადაც ბენზინის კასრი ინახება, ვერ ეკარები... რადგან იმ კასრს სხვა პატრონი ჰყავს?!

1234

2018-05-16 19:38:39

ბატონი "ექსპერტი" ერთ მთავარ ლოგიკურ შეცდომას უშვებს და შესაბამისად თუ მისი შედგენილია პარლამენტის პროექტი მაშინ კარგარდ არის საქმე.

"მომხმარებლების მიმართ რეპრესიულმა სადამსჯელო მიდგომამ შედეგი ვერ გამოიღო" მხოლოდ იმას ნიშნავს რომ არსებულმა პოლიტიკამ თუ მისმა აღსრულებამ თუ არ აღსრულებამ შედეგი არ გამოიღო. ეს ავტომატურად არ ნიშნავს რომ უფრო "არარეპრესიული" პოლიტიკა ნარკომმხმარებლების რიცხვს შეამცირებს. ლოგიკა უნდა ისწავლოს ექსპერტმა სანამ რაღაცის მტკიცებას შეეცდება.
არსებული პოლიტიკა რომ არ მოქმედებს ნათელია. მაგრამ ეს რეპრესიულობის გამო არის თუ არასაკმარისი რეპრსიულობის გამო ეს ჯერ კიდევ საკითხავია. იქნება გაშოლტვამ (სინგაპურის მაგალითი) ან გამოსასწორებელ სამუშაოზე გაშვებამ უკეთესი შედეგი გამოიღოს? როგორც ბოლო მოვლენებმა აჩვენა ეს ე.წ. "რეპრესიული" პოლიტიკა არც ისე რეპრესიული იყო. პოლიცია ან არ ან ვერ ამოწმებდა რეგულარულად გეი-კლუბებს ნარკოტიკების გაყიდვა მოხმარებაზე. დაიწყეს შემოწმება მას შემდეგ როც მასიურად დაიხოცა ხალხი, და მაშინაც სპეცნაზი დასჭირდათ რომ იქ შესულიყვნენ და საგამოძიებო მოქმედება ჩაეტარებინათ. ასევე ამ ბოლო წლების განმავლობაში მიდიოდა აქტიური პროპაგანდა ნარკოტიკების ლეგალიზაციის მხარდასაჭერად, და თუ ამას დავუმატებთ მარგველას მიერ ნაკო ბარიგების შეწყალებებს, ახალგაზრდებში ინერგებოდა იდეა რომ ნაკოტიკის მოხმარება მისაღებია რუსთავი ორის და კეკლუცი პოლიტიკოსების მიერ. ე.წ. "რეპრსიული პოლიტიკა" პრაკქტიკულად არ ხორციელდებოდა.
რაც შეეხება ე.წ. ჰუმანურ მიდგომას. თუ ექსპერტია ისიც უნდა თქვას რა დაჯდება ეს ჰუმანური მიდგომა და რამდენად შეამცირებს ის მოხმარებას. იქნებ უფრო გაზარდოს არსებული ეპიდემია? გათვლა გააკეთა? ვინ გადაიხდის ამის ფულს? ჯაფარიძე? ასო-ები თუ საქართველოს ბიუჯეტი რომელსაც პენსიებიც კი ვერ გაუზრდია? დაითვალა ვინმემ? ბუჰღალტერი ჰყავთ პარლამენტშI? რომ ედრება, ჯერ გაიხედ გამოიხედოს გარშემო, ეკომიური მდგომარეობის ციფრებს შეხედოს ის გასცემს პასუხს არის თუ არა საქართველო ევროპა. აი ეს ქვეყნებია საქართველოს ეკონომიკური დები და ძმები სულზე შიდა პროდუქტის მოცულობის მიხედვით: აზერბაიჯანი, შომხეთი, ანგოლა, მონღოლეთI, ტუნისი, ინდონეზია, ეგვიპტე ... შეისწავლა როგორი პოლიტიკა მუშაობს ან არ მუშაობს ამ ქვეყნებში სანამ 7-ჯერ და 10-ჯერ მდიდარი ქვეყნების მაგალითებს დაატრიალბდნენ?

Maverick

2018-05-17 00:08:21

ნარკომანს რაც არ უნდა ჰუმანურად მიუდგე, ოქროში რომ ჩასვა და სამოთხისეული პირობაც რომ შეუქმნა, მაინც გააგრძელებს გაჩხერას, ყნოსვას და ყლაპვას. რატომ?! იმიტომ რომ მისი ეგო ითხოვს კაიფს და არ არსებობს არაფერი მისთვის წმინდა და სასურველი ნარკოტიკის გარდა!

მქონდა მაგ კატეგორიასთან (აშშ-ში) შეხება, მდიდარ, უმდიდრეს და საშუალო კლასის ოჯახის შვილებთან, ზოგიერთი მათგანი 3,4,5-ჯერ იყო ნამყოფი სარეაბილიტაციო ცენტრში, თავად მიყვებოდნენ "ძალიან გვინდა რომ თავი დავანებოთ ნარკოტიკს, მაგრამ ვერ ვახერხებთ! სარეაბილიტაციო ცენტრიდან თითქოს განკურნებული გამოვდიოდით, მაგრამ როგორც კი ჩვეულებრივ ცხოვრებას ვიწყებდით რამოდენიმე დღეში კვლავ წამლის საშოვარზე დავდიოდითო!...

მიზეზი?! გარემო, საკმარისი ხდებოდა მოგვესმინა ნარკოტიკის სახელწოდება, რომ კვლამ ამ ჭაობში თავით სიამოვნებით გადავეშვითო.

ტვინი, რომელიც ნარკოტიკს, მისგან გამოწვეულ სიამოვნებასაა მიჩვეული გალიაში გამომწყვდეული ვირთხასავით ეძებს გასაძრომს, ამ შემთხვევაში მაგიურ სიტყვას ნარკოტიკს - ჰეროინის, კოკაიონის, სხვადასხვა კაკლების და სხვა... სახელწოდებით და მზად არის ყველა და ყველაფერი ანაცვალოს მას ოღონდ დაყნოსოს, გაიკეთოს ან ჩაყლაპოს.

ასე, რომ ამ ავადმყოფობისგან გათავისუფლება მოითხოვს ტანტალისეულ შრომას და უდიდეს ნებისყოფას, რმელიც ერთეულებს გააჩნია, ხოლო ტვინს, რომელიც ნარკომიდრეკილია ვერავინ შეცვლის, რეკომენდირებული არ არი და ვერც მივესალმები, რადგან არაჰუმანურია!

გარდა ამისა, დღეს ნარკოტიკების შემოდინება, ნარკოპროპაგანდის მანქანა ისეთი სიძლიერით არის ამუშავებული, რომ ბოროტი ძალის მიერ ამოქმედებული ამ მანქანის გაჩერება რევოლუციის, სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასია...

ბაბაია

2018-05-19 15:06:20


Maverick
თავზარდამცემი სიმართლეა ყოველივე ზემოთ თქმული !! არადა ჩვენს ქვეყანაში ამ დიდი საფრთხის წინაშე მდგომი ერი სულიერ და ხორციელ გადარჩენაზე, გამოსავლის ძიებაზე კი არა მიმართული არამედ ისევ ურთიერთსიძულვილის გაღვივებით სულდგმულობს ! ნაც-ქოცური ტაშფანდურით როკავს ერი თავდავიწყებით და სრულიად დაავიწყდა რომ წინ დიდი უფრსკრულია ! შეხედეთ თავსაც იწონებს ნარკოინკუბატორ კლუბების მეპატრონეები: მსოფლიოშიც გაგვიცნეს და გვსტუმრობენო!აი აქ გაგახსენდება :"თაფლი იყოს თორემ ფუტკარი ბაღდადიდან მოვაო" ოღონდ თაფლი კი არა ფეკალიების "არომატით" აყროლებულ ჯურღმულებისკენ მოისწრაფიან სატანური შავი ბუზები თბილისისკენ !წალეკვას რომ უქადნიან ეროვნულ ცნობიერებას და ადამიანურობას! გამოვიდეს ბატონი ბიძინა და გაგვცეს პასუხი თუ რატომ იღუპება ახალგაზრდობა! რატომ არ გაატარა სათანადო ღონისძიებები მთავრობამ და რატომ მიიყვანა აქამდე საქმე? ვინ არის პასუხიმგებელი და ვინ აგებს პასუხს ამ ყოველივეზე? და გაატარონ ქმედითი ზომები დაიჭირონ ბობოლა ნარკობარონები, ისინი ვინც მფარველობდა და სათავეში ედგა ერის გახრწნას, აგვიხსნას სად იყვნენე 6 წლის მანძილზე სამართალდამცავები, პუნქტობრივად ჩამოაყალიბოს როგორ აპირებს სიტუაციის გამოსწორებას! და დაიწყევლოს ის სამარადჟამოდ ერისა და ბერისაგან ვინც ჩვენი ახალგაზრდობა გასწირა დასაღუპად და ამოიძირკვოს ის სარეველა რომელიც უშლის სიკეთეს აღმოცენებას და აღარ გვინდა ცრუ დაპირებები საამური ცხოვრების შესახებ!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80