„თუ ამ შტურმის შედეგად ერთი ახალგაზრდა მაინც გადარჩა სიკვდილს, მაშინ ეს შტურმი აბსოლუტურად გამართლებული იყო“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

„თუ ამ შტურმის შედეგად ერთი ახალგაზრდა მაინც გადარჩა სიკვდილს, მაშინ ეს შტურმი აბსოლუტურად გამართლებული იყო“

„თუ ამ შტურმის შედეგად ერთი ახალგაზრდა მაინც გადარჩა სიკვდილს, მაშინ ეს შტურმი აბსოლუტურად გამართლებული იყო“
მანანა ნოზაძე

2018-05-15 18:30:25

ტრადიციული ზნეობის დამცველ საზოგადოებაზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრე ახალგაზრდების აქციამ რუსთაველის გამზირზე. ამ ადამიანებს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტი ასე მასობრივად არ გაუპროტესტებიათ და თუნდაც მდუმარე აქცია არ მოუწყიათ, არ გაუპროტესტებიათ არც ის, რომ მათივე თანატოლები გაურკვეველი ნარკოტიკული ნივთიერებებით ერთმანეთის მიყოლებით იღუპებიან, სამაგიეროდ, გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ სპეცნაზი კლუბში შევიდა და მათი კლუბური ცხოვრების სიმყუდროვე დაარღვია.

რამდენად არგუმენტირებულია ცალკეული ადამიანების კითხვა, ნუთუ „დაბოლილი“ ახალგაზრდების ნაწილს უნდა ჩავაბაროთ ჩვენი ქვეყნის მომავალი? ამის შესახებ For.ge-ს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნარკოლოგი გელა ლეჟავა ესაუბრა.

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ნარკოტიკების ლეგალიზაციას და აპროტესტებდნენ სპეცნაზის კლუბში შევარდნას. თუმცა რა უფრო დიდი ბოროტებაა, ამდენი ახალგაზრდის დაღუპვა ამ კლუბებში, თუ სპეცოპერაციის ნებისმიერ ადგილას ჩატარება?

- რასაკვირველია, მძიმე შთაბეჭდილება რჩება, როდესაც ტელევიზიით უყურებ იმ საზოგადოების ნაწილის გამოსვლას, რომელიც უტევს მთავრობას, უტევს შს სამინისტროს და მოითხოვს ნარკოტიკების ლეგალიზაციას. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს გახლავთ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი. გამორიცხული არ არის, ესენი ვიღაცისგან იყვნენ მართულნი. ცხადია, გვესმის კითხვები, ასეთ ადამიანებს უნდა ვანდოთ ქვეყნის მომავალი? ეს გამორიცხულია. რაც შეეხება თვითონ პოლიციის მოქმედებას, ცოტა რთულია ამის გარკვევა, მაგრამ, თუ პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ კლუბში არიან პირები, რომელთაც აქვთ მეფედრონი და შეიძლება, ეს მეფედრონი ვიღაცას მიჰყიდონ ან თავად დალიონ, მაშინ პოლიციის ჯიქური შესვლა კლუბში გამართლებულია.

ვისაც ნარკოტიკი ჰქონდა იმ მომენტში, ალბათ, ყველამ გადაყარა, ამიტომ მათ გაჩხრეკას აზრი არ ჰქონდა, რადგან, ვინც დასაჭერი იყო, ისინი მანამდე დაიჭირეს. თუმცა ამ ჯიქური შესვლით შესაძლოა, სპეცნაზელებმა იხსნეს ის ახალგაზრდები, ვისაც ნარკოტიკი ჰქონდა ჯიბეში და უნდა მოეხმარა, ან გაესაღებინა. ასეთი მოქმედება სასიამოვნო შთაბეჭდილებას არ იწვევს, მაგრამ, თუ ამოცანა იყო, რომ ახალგაზრდებს გადაეყარათ ნარკოტიკი და თუნდაც ამ შტურმის შედეგად ერთი ადამიანი მაინც გადაერჩინათ სიკვდილს, მაშინ ეს შტურმი აბსოლუტურად გამართლებული იყო.

ბევრი რამის მთქმელია ის ფაქტი, რომ სულ რაღაც ორ კვირაში უშუალოდ ამ კლუბების ტერიტორიიდან 48 ახალგაზრდა გადაიყვანეს საავადმყოფოებში.

- ეს რაც ვიცით, ის ციფრია, თორემ რაც არ ვიცით, ორჯერ მეტი ფაქტი იქნება.

განსჯის საგნად იქცა ის ფაქტიც, რომ შს სამინისტრომ ხომ არ შეუტია კლუბურ ცხოვრებას და ღამის ეკონომიკის განვითარებას? დედაქალაქის მესვეურები დიდ იმედს ამყარებენ ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, მაგრამ გვინდა კი ისეთი ეკონომიკა და ისეთი ტურიზმი, რომელიც ახალგაზრდებს შეიწირავს? გვჭირდება კი მთელი მსოფლიოს ნარკომანების მოზიდვა ტურიზმის განვითარების მიზნით?

- კლუბების არსებობა თუ გვინდა, უნდა შემოვიღოთ ის სტილი, რომელიც საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული, სადაც კლუბის ხელმძღვანელობა პასუხს აგებს იმაზე, რომ კლუბში ნარკოტიკების მიღება არ მოხდეს. თუ ნარკოტიკმიღებულ პირს არ გააგდებენ კლუბიდან, ის კლუბი იხურება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც კი კლუბში აღმოჩნდება ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი, ის უნდა განდევნონ. ლაპარაკი იმაზე, მან კლუბის გარეთ მოიხმარა ნარკოტიკი, თუ კლუბის შიგნით, არ არის არსებითი. ის უნდა განიდევნოს კლუბიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბი დაიხურება. ისეთი კანონმდებლობა უნდა შემოვიღოთ, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობას აიძულებს, კლუბი არ იქცეს ნარკოტიკების მიღება-გავრცელების ორგანიზაციად. თუ ამას შევძლებთ, კი ბატონო, იფუნქციონეროს ღამის კლუბებმა. თუ არადა, არავითარი ტურისტი არ ღირს იმად, რომ საქართველოში ნარკომანია გავრცელდეს ახალგაზრდებში. სხვათა შორის, თავის დროზე იყო ასეთი მცდელობა „ნაციონალების“ მხრიდან, რომ მარიხუანაზე თვალი დაეხუჭათ და ამით მოეზიდათ ტურისტები. მაშინ ბათუმზეც იყო საუბარი, მაგრამ ამის გაკეთება „ნაციონალებმა“ ვერ გაბედეს. მით უმეტეს, ახლა, არა მგონია, რომელიმე ჭკუათმყოფელმა ეს გააკეთოს.

თქვენ საუბრობდით, რომ ეს პროცესი შეიძლება მართული იყოს გარკვეული ძალების მხრიდან. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია, ვიგულისხმოთ ნაციონალები? მით უმეტეს, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრე ყოფილი ნაციონალები - ზურაბ ჯაფარიძე და სხვები გამოჩნდნენ ამ აქციაზე.

- აქ რომ ვიღაცის ხელი ურევია, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რა ძალებია, ამაზე ვერაფერს გეტყვით. მერიდება იმაზე ვილაპარაკო, რაც არ ვიცი, თუმცა მიმაჩნია, რომ პროცესი უდაოდ მართულია.

აზრი იყოფა იმასთან დაკავშირებითაც, მოახერხა თუ არა გიორგი გახარიამ კრიზისის გადალახვა. ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ გახარიამ კრიზისების წარმატებული პრევენციის პირველი პრეცედენტი შექმნა. სხვა ექსპერტთა აზრით კი, სამარცხვინო იყო, როცა ჩვენი შს მინისტრი ებოდიშებოდა ნარკომანებს. ხომ არ გამოჩნდნენ ამით ნარკოტიკების გამსაღებლები დაჩაგრულებად ან გმირებად?

- მე მგონი, ბატონი გახარია სწორად მოიქცა, რადგან პირველი ამოცანა იყო ახალგაზრდებში დაპირისპირების აცილება. ყველამ ვნახეთ, იქ მეორე ჯგუფიც იყო, რომელიც სერიოზულად აპირებდა გასწორებოდა ნარკოტიკის მომხმარებელთა დამცველებს. გახარიამ პირველ ამოცანას მიაღწია და ახალგაზრდები დაიცვა შეტაკებისგან. ასევე, მიღწეულ იქნა მეორე ამოცანა, რომ ისინი მშვიდობიანად დაიშალნენ. ამიტომ ვერ გეტყვით, ბოდიშის მოხდა აყენებს თუ არა გახარიას უხერხულ მდგომარეობაში. საბოლოო ჯამში, მისი ქმედება აბსოლუტურად გამართლებულია პოლიტიკური და მოქალაქეობრივი თვალსაზრისით. პირიქით, გახარია მადლობის ღირსია.

ნარკოგამსაღებელი ქალბატონის დამცველები ამბობენ, რომ ეს ქალბატონი მარტო ზრდის შვილებს და, მისი დაჭერის შემთხვევაში, ბავშვები უპატრონოდ დარჩებიან. თუმცა გაუგებარია, საკუთარი შვილების ბედნიერების ხარჯზე სხვისი შვილები უნდა დაიღუპონ?

- ის, რომ ამ ქალბატონს შვილები ჰყავს, მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. რამდენადაც ვიცი, ეს ქალბატონი თვითონაც ნარკოტიკების მომხმარებელია და, თუ ასე უყვარს თავისი შვილები, ნარკოტიკებს რატომ ეძალება? ყველაზე დიდი, რაც შეიძლება მოხდეს, მოსამართლემ გაითვალისწინოს, რომ უპატრონოდ რჩება ორი ბავშვი და ეს შემარბილებელ გარემოებად ჩათვალოს. თუ ეკუთვნის, ვთქვათ, 7 წელიწადი, მისცეს 3 წელიწადი. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვასაც ჰყავს შვილები და ნარკოგამსაღებლების გამო სხვისი შვილები იღუპებიან. ისიც არ ვიცი, ამისთანა დედის ხელში რა ბავშვები გაიზრდებიან, ასეთი დედის ყოლას შეიძლება, უპატრონოდ დარჩენა სჯობდეს.

როგორც ამბობენ, კლუბური ნარკოტიკების უმეტესობა ჩინეთში მზადდება. მათ შორისაა მეფედრონიც?

- მეფედრონი არის ამფეტამინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც შეიძლება დამზადდეს, გნებავთ, ჩინეთში და, გნებავთ, თბილისში, რადგან მისი დამზადება არ არის რთული. ის უფრო ტოქსიკურია, ვიდრე თუნდაც სხვა ნარკოტიკი, მათ შორის, ექსტაზი. ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ძალიან კარგად უპასუხა, რომ არ არსებობს განსხვავება და ყველა ნარკოტიკი ნარკოტიკია. ექსტაზს არ აკრძალავ და მეფედრონს აკრძალავ? როგორ გაარჩევ? სრულიად დასაშვებია, რომ, ვინც ამ ნარკოტიკს ყიდის, არც იცოდეს, რომ ეს არის მეფედრონი და ეგონოს ექსტაზი. შეიძლება, ვიღაცამ დაამზადა, ვერ გაყიდა და ნარკოგამსაღებელს ექსტაზად მიასაღა. ამიტომ აბსოლუტურად მცდარი გზაა, რომ ერთი სახის ნარკოტიკი ავკრძალოთ და მეორე დავტოვოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ნარკოტიკი ნარკოტიკია.

 

ნანახია - 2068

arichopra 2

2018-05-15 18:58:29

ამას თუ რად უნდა? ეს ვისგან არის დაფარული?! დიახ იმ სპეცნაზის იმ რეიდმა გადაარჩინა, ბევრი გადაარჩინა იმ ღამესაც და სხვა შემდგომ ღამეებშიც! იმ ღამეებშიც კი რომელნიც ჯერ არ დამდგარან! ხოლო აი ამათ
https://www.youtube.com/watch?v=r6V_7tpNTfY
https://www.palitravideo.ge/yvela-video/eqskluzivi/95402-qgogona-kibeze-daagores-agvighes-da-gamogvitanes-garethq-ras-amboben-kafe-qgalerisq-stumrebi-romlebic-specoperaciis-datsyebis-dros-adgilze-imyofebodnen.html

როგორ მოუხადა ჰუმანურმა სახელმწიფომ თავისი შსს მინისტრის პირით ბოდიში ჩვენ ყველამ ვნახეთ.
ვაი სირცხვილო ვისი მხარე უჭირავთ ქართველ ჟურნალისტებს და ქართულ მას-მედიას! სამარცხვინოები!

arichopra 2

2018-05-15 20:47:30

არ უნდა აგერჩიათ კალაძე მერად... ის წელს ჩაგვიტარებს პირველ გეი აღლუმს თბილისში!

arichopra 2

2018-05-15 20:50:06

ეს უკვე გადაკრუად ნათქვამი კი არაა. ეს პირდაპირ წამქეზებლური განცხადებაა - „ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში ყველას თავისი შეხედულებების გამოთქმის შესაძლებლობა აქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უსაფრთხოება დაცული იყოს. ამისთვის შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია. ის, რომ ადამიანებს გარკვეულ დაჯგუფებებს თავიანთი შეხედულებები აქვთ ეს ნორმალური პროცესია. ესაა დემოკრატია, ვერავის უფლებები ვერ შეიზღუდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეგრელი

2018-05-15 21:15:57

გელა ლეჟავა
--------------------

Respect

arichopra 2

2018-05-15 21:37:39

ლეჟავა - ეს რა მაგარი ადამიანია, ერთი აქცენტიც კი არ შეშლია! არ შეიძლება ეს კაცი ავირჩიოთ პრეზიდენტად?!

asdf961

2018-05-15 21:55:12


ნაცბოზბანდა ისევ ძველ რეჟიმშია, "თუ ჩვენ არ ვიქნებით, ქვა ქვაზე არ დარჩენილაო".

მაგათი ბელადის ავადმყოფ ტვინში მოიხარშა ეგ გეგმა: დავიწყებ ბოლოდან, უნდათ რომ პოლიციამ დაარბიოს მომიტინგეები და მიეცეს ნავბოზბანდას მიზეზი შემდეგი პროპაგანდისთვის.

ამისათვის საჭიროა შედგეს მიტინგი. ამისათვის საჭიროა მორფინისტების არმიის გამოყვანა სამიტინგოდ. ამისათვის საჭიროა პოლიციის შესვლა რაღაცა მიზეზის გამო ღამის კლუბებში და იქ შესული პოლიციელების შემადგენლობაში დარჩენილი ნაცბოზბანდის წევრი პოლიციელების უხეში
ჩარევით გამოიწვიონ მორფინისტების გაღიზიანება (თმებში მოქაჩვა და ა. შ.). ამისათვის საჭიროა მიზეზი, თუ რატომ შევიდეს პოლიცია ღამის კლუბებში. მივედით მთავარ ბოროტებასთან. თავის დროზე ნაცბოზბანდისგან შექმნილი ნარკოტრანზიტის, ბარიგების სისტემის და ნაცბოზბანდის წევრების საკუთრებაში მყოფი ღამის კლუბების მეშვეობით გაყიდული იქნა მომაკვდინებელი ნარკოტიკი, რათა გარდაცვლილიყო ხალხი, გამოეწვიათ ხალხის უკმაყოფილება და შემდეგ ამუშავდებოდა ზემოთ აღწერილი გეგმა.

სააკაშვილმა გაყიდა თავი და გეგმის ნაწილობრივ განხორციელებით გახარებულმა, მოუწოდა მორფინისტებს, რომ მხარში დაუდგება მათ როცა დაბრუნდება.

ჩვენმა მთავრობამ სწორად ამოხსნა მოსალოდნელი საფრთხე და აღკვეთა.

აი ასე "უხდის მადლობას" ნაცბოზბანდა შეთავაზებულ კოჰაბიტაციას.



თენგო

2018-05-15 21:58:21

მე ამ სიტყვას დემოკრატიას კი არა დიდი ხანია დემონოკრატიას ვუწოდებ-ესენი ღმერთს ებრძვიან!!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80