საკონტროლო შეყიდვით პოლიციამ 5 000 ლარამდე ღირებულების ნარკოტიკი შეიძინა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

საკონტროლო შეყიდვით პოლიციამ 5 000 ლარამდე ღირებულების ნარკოტიკი შეიძინა

საკონტროლო შეყიდვით პოლიციამ 5 000 ლარამდე ღირებულების ნარკოტიკი შეიძინა
თამთა ქარჩავა

2018-05-15 09:30:48

ქეთი მურუსიძე; ვაჟა ჟამუტაშვილი; ლაშა მამულაშვილი; მიხეილ მიქაძე; ბორის დარახველიძე; თორნიკე ჩუტკერაშვილი; ჯემალ ელიავა და გიორგი მამუკელაშვილი - ასე გამოიყურება ნარკოდანაშაულში ბრალდებულების სია, რომელთა ასაკი 21-დან 30 წლამდეა. ნარკოტიკებით ვაჭრობის ფაქტზე შსს-ს 12 მაისს, კლუბ „ბასიანსა“ და კლუბ „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანი დააკავა. ასევე გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობის ფაქტი იყო ასახული.

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი ხათუნა ხურცილავა აცხადებს, რომ საქმეში არის დაინტერესებული პიროვნება და ბრალდების პირდაპირი მოწმე, რომელსაც იდენტური ჩვენებები აქვს მიცემული 8 ბრალდებულზე, იგი საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.

ადვოკატის ბრალდებას არ ადასტურებს ბრალდების მხარე. სკანდალური საქმის პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი აცხადებს, რომ ღამის კლუბებში სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა საქმეში მოწმის სახით 4 პირი ფიგურირებს. ეს მოწმეები არიან პირები, რომელთაც საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს ბრალდებულებისგან.

„დაკავებული პირები ღამის კლუბებში ახდენდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზებას. რაც შეეხება დაკავების ფაქტს, ყველა პირი დაკავებულია სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ერთი, ღამის კლუბის თანამშრომელი დაკავებულია ღამის კლუბთან. რაც შეეხება მტკიცებულებებს საქმეში მოიპოვება როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დაკვნები, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. საქმეში ფიგურირებს 4 მოწმე, რომელთაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ეს ის პირები არიან, ვინც საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს“, - აღნიშნა ვახტანგ ცალუღელაშვილმა.

სკანდალურია საქმის მასალები, სადაც დეტალურად არის საუბარი რა რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია განახორციელეს ბრალდებულებმა. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში ბრალდებულები სხვადასხვა კლუბში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა პირებზე სისტემატურად ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. კერძოდ, ღამის კლუბ „კაფე გალერიში“ სხვადასხვა დროს ბრალდებულმა ვაჟა ჟამუტაშვილმა 0,060 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი 2 ცალი აბი, 200 ლარად და 0,1214 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი ასევე 2 ცალი აბი 200 ლარად გაყიდა.

გამოძიების მასალების მიხედვით, ღამის კლუბ „კაფე გალერიში“ ბრალდებულმა ლაშა მამულაშვილმა 0,54137 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 600 ლარად გაყიდა; თბილისში, კოსტავას ქუჩა N75-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ქეთი მურუსიძემ 0,0824 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 1 ცალი აბი, 100 ლარად და 0,3874 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 4 ცალი აბი და აბის 2 ნატეხი, 500 ლარად გაყიდა. ასევე, საქმის მასალების თანახმად, ღამის კლუბ „კაფე გალერიში“ მიხეილ მიქაძემ 0,2907 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 420 ლარად გაყიდა. ამავე დანაშულისთვის ბრალდებულმა გიორგი მამუკელაშვიმა 200 ლარად გაყიდა 0,2268 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი;

ღამის კლუბ „ბასსიანის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა ბორის დარახველიძემ სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირზე ტენამფეტამინის შემცველი 2 ცალი აბი; 0,98825 გრამი მდმა-ს, 0,15975 გრამი მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 3 ცალი აბი 700 ლარად, 0,4619 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 3 ცალი აბი 650 ლარად და 0,2985 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი 750 ლარად გაყიდა.

ასევე ღამის კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა თორნიკე ჩუტკერაშვილმა 0,0836 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 1 ცალი აბი, 120 ლარად და 0,436 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 600 ლარად გაყიდა. ღამის კლუბ „ბასსიანში“ ჯემალ ელიავამ 0,1055 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი, 240 ლარად, 0,2292 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 3 ცალი აბი, 360 ლარად და 0,1670 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი, 240 ლარად გაყიდა.

სპეცოპერაციისას ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის და ასევე ბრალდებულების შუამდგომლობა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

კლუბ „გალერის“ თანამშრომელი, რომელიც სპეცოპერაციისას დააკავეს, სასამართლოს 5 ათას ლარიან გიროს სთავაზობს. ამასთან, კლუბის დაცვის წევრმა, ვაჟა ჟამუტაშვილმა მოსამართლეს სიტყვითაც მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახის განსაზღვრისას ოჯახური ფაქტორის გათვალისწინებაც სთხოვა.

„მყავს შვილი და მეუღლე, რომელსაც ჩემს მეტი არავინ ჰყავს და იქნებ ეს გაითვალისწინოთ საქმის განხილვისას. მე სასამართლოს 5 ათას ლარს ვთავაზობ. ამ თანხას ვასახელებ, მაგრამ სასამართლომ თვითონ განსაზღვროს თანხის ოდენობა“, - მიმართა ვაჟა ჟამუტაშვილმა.

კიდევ ერთი ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. მოსამართლეს მიმართა თავად ბრალდებულმაც და აღნიშნა, რომ გირაოს გამოყენების შემთხვევაში ის მიმალვას არ აპირებს. „არსად ვაპირებ გაქცევას, ჩაგაბარებთ დოკუმენტაციას“, - განაცხადა ბრალდებულმა. ბრალდებულების ადვოკატები მოსამართლის მიერ ბრალდების მხარის შუამდგომლობის გათვალისწინებას არ ეთანხმებიან. სასამართლო განჩინების ჩაბარების შემდეგ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ბრალდებულების ახლობლები კი მათ უდანაშაულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სამართალდამცავებისთვის ისედაც ცნობილია, ვინ არის რეალიზატორი და მათ რეალური ნარკომოვაჭრეები უნდა დააკავონ.

„ხომ გეგმავდნენ ამ სპეცოპერაციებს, ხომ იციან ვინ არიან გამსაღებლები?! დაიჭირონ რეალური გამსაღებლები. არ გვჯერა ჩვენ, რომ იმ დღეს ადეკვატურები იყვნენ პოლიციელები. იმიტომ, რომ გამოგვყარეს, დაგვყარეს იატაკზე. ადამიანებზე თოფები ჰქონდათ მიშვერილი.

ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ იქ ყველაფერი ახლა რასაც ლაპარაკობენ შესრულებული იყო. იყვნენ აბსოლუტურად არაადეკვატურები და ვერ დავიჯერებ, რომ ახლა ის ხალხი სამართალს იცავდა იქ. გუშინ, რომ მოიხადეს ბოდიში, ვნახოთ ის ბოდიში ბოდიშია რეალურად?!“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბრალდებულის ოჯახის ახლობელმა თინათინ ასათიანმა.

 

ნანახია - 1559

მეგრელი

2018-05-15 11:21:51

https://digest.pia.ge/post/202811-naxet-ras-hyveba-gogona-romelic-12-maisis-rames-klub-basiansi-imyofeboda-da-specoperacias-seeswro

ყველამ ვიხილეთ კადრები . არც ძალადობის ფაქტები იყო პოლიციის მხრიდან რაც წარმოუდგენელია ევროპაში თუ აშშ , როცა მსგავსი ოპერაციას ატარდება.ყველა კანონის დაცვით ,სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველაზე ჩატარებული სამაგალითო ოპერაცია გახარიას უწყების მიერ და გაუგებარია რა პრეტენიზია შსს მიმართ.
კიდევ ერთხელ . სააზოგადოების დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს სამართალდამცველ ორგანოებს . თქვენ გვერდით ვართ. არა რუსთავი -2 და სხვა ზოგიერთი მედიის მარაზმატიკურლ ნარკოპროპაგანდას.

arichopra 2

2018-05-15 15:20:17

სრულიად ვეთანხმები მეგრელს. კიდევ დავამატებდი ტელევიზიებს და სხვა მასმედიასაც თითქოს ვიღაც უჩინარი მართავს სახელმწიფოს წინააღმდეგ. დღეს ტელევიზორი ჩავრთე იბერიაზე. გამზარდიას მოწვეული ყავდა 2 ადამიანი, მამაკაცი და ქალი,მგონი იმ ნარკოაქციის ორგანიზატორები. სანამ საუბარს დაიწყებდა მოწვეულ პირებთან დაანონსა ის კითხვები - საკითხები, რომლებითაც აპირებდა მათთვის მიმართვას. განცვიფრებაში მომიყვანა მისმა ფანტაზიამ, ისეთი ვერსიები წამოჭრა ვითომდა ხელისუფლების შიგნით დაუნდბელი ბრძოლების და ომების შესახებ, რომ იძულებული გავხდი გამომერთო. ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ჩემს აღშფოთებას არ აქვს საზღვარი! ან კიდევ წუხელ ტვ-1 ზე ამ მორილზე დამყნილმა გველგესლა ჟიჟილაშვილმა ისეთი ამბავი დაათენა, ისე დაამძიმა ყველაფერი თავი სადღაც ჯოჯოხეთში მეგონა. სულ ლიბერასტები, გადაგვარებულები და ცნებადაკარგულები ყავდა სტუმრად!

ცუგო

2018-05-15 17:34:47

ეს იმის ბრალია ჩემო კარგებო, რომ არასწორად ვიყენებთ ტელევიზორებს, უბედურების მაუწყებელ საინფორმაციო გადაცემებს, სხვადასხვა არხზე არსებულ ერთი და იგივე თოქ-შოუებს და მსგავს ნაგავს არ უნდა უყუროთ, ტელევიზორი გამოიყენეთ შემეცნებით-გასართობი გადაცემების სანახავად, ხოლო ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ელექტრონული მედია. პირადად მე, ზუსტად 10 წელია, ასე ვიქცევი, ნევროზი მოვირჩინე და ძილიც მოვიწესრიგე.

asdf961

2018-05-15 23:00:56


ნაცბოზბანდა ისევ ძველ რეჟიმშია, "თუ ჩვენ არ ვიქნებით, ქვა ქვაზე არ დარჩენილაო".

მაგათი ბელადის ავადმყოფ ტვინში მოიხარშა ეგ გეგმა: დავიწყებ ბოლოდან, უნდათ რომ პოლიციამ დაარბიოს მომიტინგეები და მიეცეს ნავბოზბანდას მიზეზი შემდეგი პროპაგანდისთვის.

ამისათვის საჭიროა შედგეს მიტინგი. ამისათვის საჭიროა მორფინისტების არმიის გამოყვანა სამიტინგოდ. ამისათვის საჭიროა პოლიციის შესვლა რაღაცა მიზეზის გამო ღამის კლუბებში და იქ შესული პოლიციელების შემადგენლობაში დარჩენილი ნაცბოზბანდის წევრი პოლიციელების უხეში
ჩარევით გამოიწვიონ მორფინისტების გაღიზიანება (თმებში მოქაჩვა და ა. შ.). ამისათვის საჭიროა მიზეზი, თუ რატომ შევიდეს პოლიცია ღამის კლუბებში. მივედით მთავარ ბოროტებასთან. თავის დროზე ნაცბოზბანდისგან შექმნილი ნარკოტრანზიტის, ბარიგების სისტემის და ნაცბოზბანდის წევრების საკუთრებაში მყოფი ღამის კლუბების მეშვეობით გაყიდული იქნა მომაკვდინებელი ნარკოტიკი, რათა გარდაცვლილიყო ხალხი, გამოეწვიათ ხალხის უკმაყოფილება და შემდეგ ამუშავდებოდა ზემოთ აღწერილი გეგმა.

სააკაშვილმა გაყიდა თავი და გეგმის ნაწილობრივ განხორციელებით გახარებულმა, მოუწოდა მორფინისტებს, რომ მხარში დაუდგება მათ როცა დაბრუნდება.

ჩვენმა მთავრობამ სწორად ამოხსნა მოსალოდნელი საფრთხე და აღკვეთა.

აი ასე "უხდის მადლობას" ნაცბოზბანდა შეთავაზებულ კოჰაბიტაციას.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80