გია ხუხაშვილი: "სახლობანას თამაში დასრულდა... ივანიშვილის დაბრუნება ცივი შხაპია "ქართული ოცნებისთვის"

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

დაიჯესტი

გია ხუხაშვილი: "სახლობანას თამაში დასრულდა... ივანიშვილის დაბრუნება ცივი შხაპია "ქართული ოცნებისთვის"

გია ხუხაშვილი:  "სახლობანას თამაში დასრულდა... ივანიშვილის დაბრუნება ცივი შხაპია "ქართული ოცნებისთვის"
"კვირის პალიტრა"

2018-05-14 17:59:37

"ივანიშვილმა პოლიტიკაში ოფიციალური დაბრუნებით დაადასტურა, რომ ქვეყანაში არაერთ პრობლემას ხედავს, რომლის გადაჭრაც მისი პირადი, ინტენსიური მართვის გარეშე შეუძლებელია. პირველ რიგში, ასეთი პრობლემა არსებობს მმართველობითი სისტემის მოდელში. რაც შეეხება მის გამოსვლას, ძირითადად გაჯერებული იყო უკვე 2013 წელს გაჟღერებული ნეგატიური გზავნილებით ოპოზიციის, ექსპერტებისა და მედიის მიმართ. თუმცა მისი ნაბიჯი მეტყველებს, რომ სამივე ფაქტორს და მათი მხრიდან კრიტიკას სერიოზულად ეკიდება. მეტიც, ივანიშვილმა აღიარა "ქართული ოცნების" წარუმატებლობა, როდესაც სიტყვით გამოსვლამდე რამდენჯერმე გაიმეორა ფრაზა - არ მინდოდა ამ ტრიბუნასთან ისევ დადგომა - თუმცა საკუთარ თავთან გაჯიუტება არ ჩათვალა მართებულად. მისასალმებელია, როდესაც ადამიანს შეუძლია წარუმატებლობის აღიარება და პასუხისმგებლობის აღება ვითარების შესაცვლელად", - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ივანიშვილის დაბრუნება ცივი შხაპია "ქართული ოცნებისთვის".

"მან მიღწევებზე იქ შეკრებილთა დასამშვიდებლად ისაუბრა - კარგად ჩანდა, რამდენად დაძაბული იყვნენ მმართველი პარტიისა თუ მთავრობის წევრები, როდესაც ტრიბუნაზე ბიძინა ივანიშვილი ავიდა. ამიტომ ეს უფრო პოლიტიკური რიტორიკა გახლდათ, ვიდრე რეალობის აღწერა, რომელსაც ყველაზე ადეკვატურად ისევ ბიძინა ივანიშვილი აფასებს. გასაგებია, რომ "ქართული ოცნება" ბევრად ჰუმანურია, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ ვინმეს სჯერა, რომ სასამართლო სისტემა გაჯანსაღდა?! "ქართული ოცნების~ მიღწევები რეალურად მხოლოდ ნახევარფაბრიკატებია და ეს ივანიშვილმა იცის, უბრალოდ, ჯოხი საჯაროდ არ გადატეხა მათზე. მისი დაბრუნება ცივი შხაპია "ქართული ოცნებისთვის", რადგან იციან, რომ "სახლობანას" თამაში დასრულებულია... დღეს პრემიერის შეცვლაც კი არ არის მთავარი, ივანიშვილის ნდობის ლიმიტი, სამწუხაროდ, აღარ არის ისეთი, როგორიც 2012 წელს. შესაბამისად, მას მოქმედების დროც მცირე აქვს - შიდაპარტიული დაძაბულობა, ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა, გადაწყვეტილების მიმღები ცენტრების თანხვედრაში მოყვანა, არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის, მთლიანად სისტემის გადახალისებას მოითხოვს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"პრობლემაა ისიც, რომ ვერ ჩამოყალიბდა ოპოზიციური ცენტრები, რის გამოც ძალაუფლება მონოპოლიზებულია და მართვის ბერკეტების უზურპაციას მოასწავებს. ასეთ დროს, ივანიშვილს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, რადგან მას გვერდით ჰყავს გუნდი, რომელსაც არათუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, კინკლაობასაც კი ვერ აგვარებს პარტიაში. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ის პარტიაში კონფლიქტის აღმოსაფხვრელად დაბრუნდა, ეს ივანიშვილს კულისებიდანაც შეეძლო, აქ უფრო სიღრმისეული პრობლემებია, რის გამოც მას როგორც პიროვნულად, ისე "ქართულ ოცნებაზე" პასუხისმგებელ პირს დისკომფორტი შეექმნა", - განაგრძობს ექსპერტი და შეკითხვაზე - "ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დაემთხვა მასშტაბური სპეცოპერაცია "ბასიანში"... - პასუხობს:

"ეს არასასიამოვნო სანახავი იყო, არ გამოვრიცხავ ძალის გადამეტებასაც, საინტერესოა, ვის ტვინში მოიხარშა სპეცოპერაციის ამ ფორმით ჩატარება?! ეს იგივეა, კალიებთან ბრძოლის მიზნით, ბოსტანში ტანკით შევარდე და მიანგრიო იქაურობა. თუმცა ის, რაც მეორე მხარეს ხდება, ასევე გაუგებარია - აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, შსს-მ რა მტკიცებულებებიც უნდა გამოაქვეყნოს, ავტომატურად ფალსიფიცირებული იქნებაო. მუდმივად ცხოვრება პრინციპით: თავი ჩემია, მაგრამ ტანი - არა, შორს ვერ წაგვიყვანს. პრობლემას ვერც კლუბში შევარდნით მოვაგვარებთ, რადგან მთავარი ნარკოტრაფიკის საბითუმო ქსელის განადგურებაა და არა დისტრიბუცია. დღეს იქმნება აზრი, რომ ჯოხს გამსაღებლებზე ტეხს სახელმწიფო, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ ნარკომაფიის ხელმძღვანელები სწორედაც რომ სისტემაში არიან ჩაბუდებული. ამ კითხვებს სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს. შესაძლოა, პრევენციის მიზნით სპეცოპერაციები ტარდებოდეს, მაგრამ თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ამით ნარკოტრაფიკს აღმოფხვრის, უბრალოდ, შტერია. როგორ მიაღწია ნარკოტიკმა "ბასიანის" კარამდე - აქ არის მთავარი შეკითხვა".

"ხელისუფლების ერთადერთი პასუხი ასეთი უნდა იყოს - თუ ძალა გამოიყენეს, უნდა გამოიძიონ და კონკრეტული პირები დასაჯონ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათ ჩაუშხამეს სასიამოვნო საღამო. როგორ უნდა ტრანსფორმირდეს ეს პირადი დისკომფორტი პოლიტიკურ მოთხოვნასა და პრემიერის გადაყენების მოთხოვნად, სრულიად გაუგებარია... ეს ახალგაზრდები სულაც არ მიმაჩნია უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ გულანთებულ პატრიოტებად - არ გვინახავს ისინი ქუჩაში მაშინ, როდესაც საარჩევნო, სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის უფლებები ირღვეოდა ან სიტყვის თავისუფლებას ექმნებოდა საფრთხე... თუმცა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები კარგი გამაფრთხილებელი სიგნალია - ივანიშვილმა უნდა დაინახოს, რომ საზოგადოებაში დაგროვდა საპროტესტო მუხტი და მას ახლა მხოლოდ იმიტომ უმართლებს, რომ საპროტესტო ტალღას ლიდერი არ ჰყავს, ის კი მომავალში აუცილებლად გამოჩნდება - ვიმეორებ, პროტესტი არსებობს და როგორც კი ლიდერი და ალტერნატიული ძალა გამოჩნდება, რუსთაველის პროსპექტზე აუცილებლად გამოვა უამრავი ადამიანი" - დაასკვნის ხუხაშვილი. 

 

ნანახია - 384

კატრინა

2018-05-14 22:30:32

ბატონ გახარიას ჩემი რესპექტი! არ მეგონა,რომ მინისტრი ასე მომხიბლავდა! ასე მოქმედებს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი! შესაძლოა,ბოდიში არც კი გქონდეს მოსახდე
ლი,მაგრამ მოიხადო,სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80