„თუ გადავწყვეტ, რომ ვიყარო კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩემი მოკავშირე იქნება მხოლოდ ქართველი საზოგადოება“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

„თუ გადავწყვეტ, რომ ვიყარო კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩემი მოკავშირე იქნება მხოლოდ ქართველი საზოგადოება“

„თუ გადავწყვეტ, რომ ვიყარო კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩემი მოკავშირე იქნება მხოლოდ ქართველი საზოგადოება“
თამთა ქარჩავა

2018-05-14 17:30:10

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, მისი მოკავშირე მხოლოდ და მხოლოდ ქართველი საზოგადოება იქნება. უკვე ცნობილია, რომ მარგველაშვილს მხარს უჭერს „თავისუფალი დემოკრატები“ და „ახალი მემარჯვენეები“ რომლებსაც საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლებათ.

„ჩემი მოკავშირე არის მხოლოდ ქართული საზოგადოება და თუ გადავწყვეტ, რომ ვიყარო კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩემი ამოსავალი და მოკავშირე იქნება მხოლოდ ქართველი საზოგადოება. სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ ფარგლებშიც ასე იყო, მე „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა მიჭერდა მხარს, მაგრამ არ ვიყავი „ქართული ოცნების“, როგორც პარტიის ან თუნდაც კოალიციის წევრი“, - განაცახადა გიორგი მარგველაშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი კანდიდატი ყოფილი დიპლომატი, გრიგოლ ვაშაძე იქნება. კანდიდატზე ჯერჯერობით შეთანხმება ვერ შედგა „ევროპულ საქართველოში“. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ჯერ არ ჰყავს შერჩეული კანდიდატი.

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელმაც საზოგადოებას თავი აქტიურობით დაამახსოვრა, არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი.

„ძალიან ბევრი ჭორი წამოვიდა ბოლო 2 თვის განმავლობაში. ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას, თუმცა რაც შემიძლია დავადასტურო არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად ეყოლება ღირსეული კანდიდატი, რომელიც ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მე ვარ იმ თანამდებობაზე, სადაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მიაჩნია, რომ თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია თავისი შესაძლებლობების და ხედვების რეალიზაცია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველ გუნდში მოლაპარაკებები რამდენიმე კანდიდატზე მიმდინარეობს. მათ შორის განიხილება საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით მმართველ პარტიაში არ ადასტურებენ.

ინდივიდუალურად კანდიდატების შეფასებისგან თავს იკავებს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელიც for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს ის დინება უნდა გადაჰყვეს, რომელიც დღეს აქვს.

„ახალი კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი პირდაპირი წესით არის არჩეული, სადაც მას გარკვეული ის დინება, რომელიც დღეს აქვს, უნდა გადაჰყვეს. ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული პოლიტიკური და დამაბალანსებლის ფუნქცია აქვს. ეს არის მნიშვნელოვანი, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ“, - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში იქნება თუ არა ქართველი ამომრჩეველი გიორგი მარგველაშვილის მოკავშირე, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მარგველაშვილის შანსი შეიძლება უფრო მეტი იყოს, თუ უარს იტყვის პარტიულ მხარდამჭერებზე.

„ისევე როგორც ელისაშვილმა თქვა უარი მერის არჩევნების დროს, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა უფრო მაღალი შედეგი მიიღო, ვიდრე ოპოზიციურმა კანდიდატებმა. ანალოგიური სქემა შეიძლება ამ არჩევნებზეც ამუშავდეს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს პარტიული ნიშანი არ ექნება, შეიძლება მისი შანსები მეტი იყოს, ვიდრე რომელიმე პარტიების დასახელების შემთხვევაში.

მარგველაშვილის გადასაწყვეტია, ის თავის თავს წარადგენს როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს თუ ამა თუ იმ ჯგუფის მიერ მხარდაჭერილს, ისეთი ჯგუფისა, რომელიც მაღალი რეიტინგით არ გამოირჩევა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კანდიდატს, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ყველაზე მომგებიანი იქნება გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურის ამოქმედება.

„ის არის გაწონასწორებული და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მისაღები და მხარდაჭერილი პოლიტიკური ფიგურა არის აშშ-ის და დასავლეთის მიერ. იგი ფუნქციონალურადაც ყველაზე კარგად შეესაბამება სტატუსს, რასაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი - სახელმწიფო სტრუქტურაც კარგად იცის, იცის საგარეო ურთიერთობა, რაც ასევე მნიშვენლოვანია, რადგან საგარეო ურთიერთობა იქნება პრეზიდენტის ერთ-ერთი ძირითადი არეალი“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება, პარტიის მხრიდან გარაკვეულ მიდგომას გულისხმობს. კერძოდ, პარატიის მიზანია, მათი კანდიდატი პროფესიონალიზმით და აკადემიზმით გამოირჩეოდეს. როგორც საყვარელიძე აცხადებს, ვაშაძე ამ თვისებებით ნადვილად გამოირჩევა, მაგრამ მისი მარცხი გადაწყვეტილია, იმიტომ, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს.

 

ნანახია - 2080

1234

2018-05-14 20:09:16

ადრეც ვთქვი, კვირიკაშვილის დონის სახემწიფო მოღვაწის და სპეციალისტის მომზადება მილიონები ჯდება, ქართული პოლიტიკისთვის უნიკალურ პოზიტიურ პიროვნულ თვისებებს რომ თავი დავანებოთ. საქართველოში მისი მსგავსი არ მოიძებნება რომ არსებულ ხელფასზე პრემიერად იმუშაოს.
მის უფუნქციო, ცერემონიალურ პრეზიდენტად გადაყვანა დიდი შეცდომა იქნებოდა და არც თვითონ ისურვებს ალბათ ამას. აქამდეც რომ გაჩერდა და გილაურებით მრავალმილიონიან ხელფასიან თანამდებობაზე არ გადავიდა მის პატიოტიზმზე მეტყველებს.
საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა გაუშვან არაამბიციური, დაბრძენებული და დადებითI იმიჯის მქონე კანდიდატი. აკადემიიდან შეარჩიონ. თუნდაც ანჩაბაძე.

antoni

2018-05-15 07:48:09

მარგველაშვილი გლახაკი და სასაცილოს ერთობად ჩამოყალიბდა. ქალაქში რომ მძიმე სიტუაცია იყო, ნაცვლიშვილისა და ჩიხრაძის კაბებს ამოეფარა; სიტუაცია რომ განიმუხტა, ეს რა მოხდა, ხელისუფლების კრახი იყოო(?) კრახი თვითონაა და სახელმწიფოს მეთაურის კარიკატურა - ადგილზე თუ არ მივიდოდა /რისი მიმსვლელია/ მიმართვა მაინც გაეკეთებინა დაპირისპირებულთათვის! ახლა იძახის საზოგადოება იქნება ჩემი მოკავშირე მომავალ არჩევნებსიო :-) ალბათ კრიმინალი ცოლოური /ძველის და ახლის/ და შეწყალებული ნარკობარიგები ყავს მხედველობაში.
სადღაც წავიკითხე, წიქარიშვილისა და სააკაშვილის ჰოლანდიაში შეხვედრის სურათები ვრცელდებაო; გასაკვირი არაა!

tngh

2018-05-15 14:13:05

ღრმად პატივცემულ ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს სწორი იქნებიდა ასე ეთქვა: ... ჩემი მოკავშირე იქნებიან მხოლოდ "მეგრანტეები". დავამატებდი... ნათლად გამოჩნდება მათი და მათი მხარდამჭერების რიცხვიც.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80