„საქართველოში მიმდინარეობს საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

„საქართველოში მიმდინარეობს საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე“

„საქართველოში მიმდინარეობს საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე“
თამთა ქარჩავა

2018-05-12 01:13:42

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს და პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა, ერთხმად დაამტკიცეს. პარტიის ახალმა თავმჯდომარემ 25 წუთიან გამოსვლაში რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. მათ შორის საგარეო პოლიტიკაზე და რუსეთთან ურთიერთობაზე.

ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ნაწილობრივ უკვე მოახერხა რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაცია და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შესაძლებელი გახდება ურთიერთმოსმენისა და დიალოგის რეჟიმზე გადასვლა. ამასთან, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველო ისე დაახლოებული არასოდეს ყოფილა ევროპასთან და ნატოსთან, როგორც ამჟამად.

პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს, ისე, როგორც არასდროს, საქართველოს ისტორიაში თავისუფალი და დაცულია ბიზნესი. მისივე თქმით, სავალუტო ფონდის ბოლო მონაცემებით, მომავალი 6-წლიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

„აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია, ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენების მიერ ხელში ჩაგდებული და მონოპოლიზირებული სფეროები, სადაც ფეხის შედგმის გაფიქრებაც კი, ჩვეულებრივ მეწარმეს მრავალწლიან პატიმრობად და მთელი ქონების დაკარგვად უჯდებოდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკაში მეორედ დაბრუნებას, როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილმა ადრეც რამდენჯერმე შესთავაზა პოლიტიკაში დაბრუნება, მაგრამ ამჯერად დათანხმდა. ივანიშვილის თქმით, 2012 წელს მან თავისი მისია შეასრულა და ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოაშორა მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება.

„გადავწყვიტე კვლავ ჩავუდგე სათავეში იმ პარტიას, რომელიც 2012 წელს დავაარსე და ჩემს ხალხთან ერთად შევასრულე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საპატიო მისია - დავამარცხეთ და ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება. ამის შემდეგ საკუთარი ინიციატივით გავედი აქტიური პოლიტიკიდან, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი როლი საზოგადოების განვითარებაში უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა.

მაშ, ახლა რატომ გახდა საჭირო პოლიტიკაში ჩემი დაბრუნება? ეს არის კითხვა, რომელზეც საზოგადოება მკაფიო პასუხს ელის და მზად ვარ გაგაცნოთ ჩემი მოსაზრებები. ვინც ახლოს მიცნობს, კარგად იცის, რომ ეს ჩემთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება არც დღევანდელი ხელისუფლების, არც „ქართული ოცნების“ და არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია, ისე, როგორც 2011 წლის ოქტომბერში, მიზანი ამჟამადაც იგივე და უცვლელია - საქართველო, ქართველი ხალხისა და თითოეული ადამიანის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი.

მეორე პრობლემა, რამაც დღევანდელი გადაწყვეტილების მიღებისკენ მიბიძგა, კონკურენტუნარიანი ოპოზიციის არარსებობაა. ჩვენი ოპონენტების უღირსი ნაწილი, ხელისუფლებასთან არგუმენტირებული, გონივრული, უკეთესი ალტერნატივების შეთავაზებისა და დასაბუთებული კრიტიკის ნაცვლად, შეპყრობილია მხოლოდ ანტიდემოკრატიული რევანშის წყურვილით. ერთმანეთს ეჯიბრებიან არა უკეთესი პროგრამების წარმოდგენაში, არამედ ქვეყანაში უპერსპექტივობისა და უიმედობის ატმოსფეროს დანერგვაში, რადგან კარგად იციან, რომ მხოლოდ ეროვნული პესიმიზმია მათი ის ერთადერთი პლაცდარმი, რომლიდანაც შეძლებენ ქართულ დემოკრატიაზე შურისძიებას.

ხალხის ნდობის არქონის გამო, ისინი ვერ ხედავენ დემოკრატიული პროცედურებით ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას და ამიტომაც ცდილობენ ისეთი განწყობის შექმნას, როდესაც არეულობა სიტუაციის შეცვლის ერთადერთ გზად უნდა მოეჩვენოს ხალხს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიები და მათ მიერ მართული ტელევიზიები და ასევე ექსპერტები დაადანაშაულა მიზანდასახულად უიმედობისა და შიშის ატმოსფეროს დანერგვაში. მისი თქმით, ქვეყანაში დამკვიდრდა სტრანდარტი, რომლის თანახმადაც, ფაქტს ახალი ამბის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ იგი ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს. ივანიშვილის განცხადებით, მედიის თავისუფლების ხარისხის მკვეთრმა ზრდამ, უამრავ სიკეთესთან ერთად, განაპირობა სიცრუისა და პროპაგანდის მანქანის ძალიან დიდი სიმძლავრით ამუშავება.

„ეს ცარიელი სიმრავლე ცდილობს დააჯეროს ხალხი, რომ ქვეყანა ინგრევა, ლამის აპოკალიფსი მოახლოვდა და ეს არის ამ ხელისუფლების დამსახურება, რომელიც თითქოს არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ცხადია ეს ბრალდებეები არც ერთი სანდო და დასაბუთებული ბრალდებებით არ არის გამყარებული, თუმცა შეჭირვებული და სიდუხჭირით დაღლილი ადამიანები ამ ოსტატურად შენიღბულ სიცრუეს იყენებენ. გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში მიმდინარეობს დღეს საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ამ გამოწვევას სათანადოდ ვერ უპასუხა. მისი თქმით, დემოკრატია არის ჩვენი უპირობო არჩევანი, თუმცა სწორედ ამ არჩევანისადმი ერთგულება გარკვეულწილად ზრდის ქვეყანაში პოლიტიკურ რისკებს.

„აუცილებლად უნდა შევინარუნოთ დემოკრატიის მაღალი დონე და მუდმივად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე. დემოკრატია არის ჩვენი უპირობო არჩევანი, თუმცა სწორედ ამ არჩევანისადმი ერთგულება გარკვეულწილად ზრდის ქვეყანაში პოლიტიკურ რისკებს, რადგან ავანტურისტული ჯგუფები დესტრუქციული მეთოდებით იბრძვიან ძალაუფლებისათვის“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მმართველო პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ, ივანიშვილი მედიასთან შესახვედრად გამოვიდა, თუმცა ქართულმა მედიამ ყოფილ პრემიერს განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა. ივანიშვილმა პარტიის ყრილობის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი საკადრო ცვლილებებზე და პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე გააკეთა. სხვა საკითხებზე კომენტარი ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია.

„თუ მიაქციეთ ყურადღება, პოლიტსაბჭოს წევრებთან ჩემი პირველი შეხვედრის შემდეგ ეს ხმაური დასრულდა. დაპირისპირებას ამას ვერ დავარქმევთ - იყო პატარა გაუგებრობა, რომელიც დღეს მოხსენებაშიც აღვნიშნე. არაფერი სერიოზული არ იყო და გამოჩენისთანავე, პრინციპში, დასრულდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრის შეცვლას, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერი ადგილზეა, შეცვლა არ სჭირდება. მისივე თქმით, ის არ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი. ყოფილმა პრემიერმა დაანონსა, რომ მედიას ხშირად შეხვდება.

 

ნანახია - 2107

chiora

2018-05-12 03:21:55

საინფორმაციო ცნობიერება კი არა,რეალური პრობლემების გადაჭრის გზებზე იფიქრეთ,ჩამოაყალიბეთ პირველ რიგში სამართლებრივი და სამართლიანი სახელმწიფო,ბრძოლა გამოუცხადეთ ნეპოტიზმსა და კლანურ აზროვნებას.გაიგეთ, არ იქნება სამართლიანობა არ იქნება მშვიდობა-ეს ჭეშმარიტი სიტყვებია.

arichopra 2

2018-05-12 11:02:03

ბასიანში და გალერიში განვითარებულმა წუხანდელმა მოვლენებმა, როცა პოლიცია შეებრძოლა ნარკომაფიას გვიჩვენა ერის მომავალის - ახალგაზრდობის უკიდურესი დეგრადაცია.

arichopra 2

2018-05-12 11:03:29

ასე იცის ღამის თბილისის განვითარების შესახებ ოფიციალური პირების ბოდვამ!

arichopra 2

2018-05-12 11:09:32

ერთი ბწკარი გალაკტიონიდან - "ღამენათევი და ნამთვრალევი ცივ სამარეში ჩავესვენები"... ჩქარობენ ჩვენი ახალგაზრდები ცივ სამარეებში ჩასვენებას. მათ ამ თვითგამანადგურებელ სწრაფვას ვერ აჩერებს ვერავითარი ძალა, ბოლო 2-3 კვირაში ნარკომომხმარებლების მასიური დაღუპვის ვერავითარი შემაძრწუნებელი მაგალითი!

arichopra 2

2018-05-12 11:13:50

სამწუხაროდ, უახლოეს დროში ნარკომაფია, რომელსაც უდიდესი ეკონომიური ბერკეტები აქვს, მოსყიდული ყავს უმთავრესი ტელევიზიები, მასმედია, შექმნილი აქვს სხვადასხვა დასახელების ასოები, ალბათ გაიმარჯვებს!

თენგო

2018-05-12 11:46:08

მთავარია ეხლა ამ /ქვე/.../ფს/ია/ და /ლა/ჩა/რმ/ა/ მთავრობამ უკან არ დაიხიოს ამ უ/ზ/ნ/ეო
ასოების , ე.წ."სახალხო დამცველი"-ს და სხვა საქართველოს მტრების წინაშე !!! გაათახსირეს ,
გაანარკომანეს და /გაა/მე/ძა/ვეს/ ჩვენი მომავალი!!!!!! ღმერთო გვიშველე !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

serapina

2018-05-12 15:22:38

"საქართველოში მიმდინარეობს საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე“
---
ამაზე გამახსენდა...
მოკლედ, დაინიშნა განათლების მინისტ/რად კახა ლომაია(მერეც სულ დიდ პატივში ჰყავდა,იმ მთავრობასაც და ამასაც)...

გამოგვიგზავნეს ევროპაში (სადაც ვსწავლობდით... არა უცხოეთის დაფინანსებით... არამედ,მძიმე შრომით... არ ვიყავით მიშას რჩეულები! ესენი,ახლა მმართველი კლასია,გუგულისნაირებთან შეზელილი,პლურალიზმი რომ გვაქვს,იმის დასტურად) ახალი მინისტ/რის ინტერვიუ, კვირის პალიტ/რაში იყო...

მოკლედ,დაახლოებით.. ის რაც ხდებოდა განათლების სისტემაში დღემდეო,ეს იყო, ჯვაროსნული ლაშქრობა,ქართულ განათლებასა და ცნობიერებაზეო...
მერე,რაც იყო კი ვნახეთ!
ვინც დასკვნების გამოტანა შევძელით...

აგერ ბატონო, სკეპტიკურ განწყობებს (მარტო ამ საიტის,თქვენით აღფრთოვანებული ქართველების ხათრით), გვერდზე გადავდებ...კიდევ,ათას რაღაცას არ მივაქცევ ყურადღებას... ოღონდ რასაც ამბობთ გააკეთეთ... ამდენი თქვენი მომხრის გაწბილებას,ჩემი გაწბილება მირჩევნია.



"...რადგან ავანტურისტული ჯგუფები დესტრუქციული მეთოდებით იბრძვიან ძალაუფლებისათვის“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

აბა,კანონის არსი რა არის,ამ ჩვენს დემოკრატიაში?!
გუგულიმ რომ შაქრის ჭამის კ/ონტ/როლიორი ვარო და კანონები გვინდაო...
მაგ "ავანტურისტული ჯგუფების" მიმხედავი ვერავინ ნახეთ?!
აი,რომ გუგულისავით მიეხედა-მოეხედა და ამდენი ჯიპოსანი დაენახა...მათი ხუთი მანქანის,სამი სახლის,შვიდი ბინის და ესპანეთში ნაყიდი ვილის წარმომავლობა გაერკვია?!

კიდევ,ერთ რჩევას მოგცემთ პატივცემულო...
არ გააგრძელოთ ჟურნალისტებთან ისეთი ტონით საუბარი,როგორც გჩვევიათ. არადემოკრატიულია.
-არ მოგწონთ მათი პ/როფესიონალიზმი?(სხვას ვის მოსწონს,რომ?!).
-მიეცით უკეთესი კვალიფიკაციის მიღების საშუალება... თავის ქვეყანაში...(იგივე,პედაგოგებზე).

იმითომ რომ, არ შეიძლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა და უმაღ/ლესი სკოლა ,ვერ ასრულებდეს თავის ფუნქციას და მერე,ამ ჟურნალისტებს,თავიანთი მიკროფონები წაართვათ და ლამის თავში უბათქუნოთ!
არადა,რომ იმსახურებენ,ეს მეც ვიცი.

დავიწყე მეც ოცნება!
შემეცოდა ზოგიერთი,მარტო ოცნებებიღა რომ შერჩა!



arichopra 2

2018-05-12 16:50:50

..."დამრჩა სიყვარულის მხოლოდ მოგონება და ჩემი დღეები რბიან პეპლებივით"...

serapina

2018-05-12 17:44:01

ტაში!
დედა,როგორ შესციცინებდნენ თვალებში!

აი,თავებს რა მონდომებით აქნევდნენ... რაც უნდა ეთქვა,ყველაფერს მოიწონებდნენ!
ღრმა ბავშვობა და კომპარტია დამიდგა თვალწინ!



serapina

2018-05-12 17:51:42

ყველას თავისი ბიზნესი ადარდებს:
http://www.info9.ge/politika/192501-gvarjaladze-am-mocemulobashi-ghamis-ekonomikis-ganvitharebaze-saubari-tsarmoudgenelad-mimachnia.html?lang=ka-GE

arichopra 2

2018-05-12 20:31:48

ნახეთ ეს პოლიტიკურად და არა მარტო გაკოტერებული კიდევ როგორ იღებს ხმას, როგორ უტიფრად გვმოძღვრავს - როგორც გიგი უგულავა აცხადებს, ნარკოტრეფიკს, ნარკორეალიზაციას ასე არ ებრძვიან.

„თუ შსს სამი თვეა აკვირდება, შეეძლო სახლში ან დღისით აეყვანათ, ვინც ასაყვანია. ესაა უმდაბლესი, უხარისხო შოუ ერთი მიზნით - დასჯა ახალგაზრდობის, ვისაც მოსწონს კლუბური გართობა. ესაა შეტევა ცხოვრების წესსა და ადამიანის თავისუფალ არჩევანზე - კანონის ფარგლებში, იცხოვრო შენი სურვილის მიხედვით. ასე ტრაგედიას თავიდან ვერ ავიცილებთ და მხოლოდ გავაღმავებთ. ესაა სირცხვილი ჩადენილი სახელმწიფოს სახელით“, - განაცხადა გიგი უგულავამ.


arichopra 2

2018-05-12 20:39:11

არავითარ შემთხვევაში მთავრობის წარმომადგენლები არ უნდა დაემორჩილონ ამ აღვირახსნილი ნარკოდამოკიდებული საზოგადოების დიქტატს! კოლუმბიაა, მამაძაღლი?! გამოდიან დეკლასირებული ელემენტები მაგალითად ელისაშვილი და ამუნათებენ მთავრობას! აქიურობს ტვ-1, რომლის მთელი "სასტავი" აშკარად, შეუფარავად თანაგრძნობით არიან აღვსილნი ნარკოსაზოგადოების მიმართ. მხოლოდ ნარკოსაზოგადოების და მათი მხარდამჭერების ინტერვიუებს გადმოსცემენ მთელი დღის განმავლობაში! ამ გაჭირვებული ქვეყნის მთლად დაქცევაზე მუშაობენ პირაქაფებული!

serapina

2018-05-13 13:17:19

აი,ამათთან კოჰაბიტაციის შედეგი!

http://www.info9.ge/politika/192497-jafaridze-kulturulad-gavatare-3-saathi-policiashi.html?lang=ka-GE

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80