მერია „გარაჟების“ აღებას აპირებს და ხალხის კეთილ ნებას ელოდება
ეკონომიკა

მერია „გარაჟების“ აღებას აპირებს და ხალხის კეთილ ნებას ელოდება

მერია „გარაჟების“ აღებას აპირებს და ხალხის კეთილ ნებას ელოდება
ბექა დანელია

2018-04-26 15:30:36

ავტოფარეხების დემონტაჟის იდეის გაცოცხლებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. თავისთავად ამ იდეაში მიუღებელი არაფერია, მაგრამ უცნაურია მისი გადაჭრის გზა, რომლსაც მერია საზოგადოებას სთავაზობს. ქალაქის მუნიციპალიტეტი არც კომპენსაციის გადახდას აპირებს და არც ექსპროპრიაციის მეთოდის გამოყენებას გეგმავს. ისინი მოსახლეობის კეთილ ნებას ელოდებიან.

„ყველა რაიონსა და უბანში არსებობს ავტოფარეხები, რომელთა ადგილზეც შესაძლებელია საინტერესო პროექტების განხორციელება. თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, ჩვენ მზად ვართ, მათ ადგილას გავაშენოთ სკვერები, ბაღები, სპორტული მოედნები და ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს თბილისის მერია. თუ უბნებში მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციით მოვახერხებთ, რომ ამ სიმახინჯეების ადგილას, რომელიც უფუნქციოა და მეტწილად არაკანონიერიც, მოეწყოს რეკრეაციული ზონები, ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. ქალაქში გაჩნდება უფრო მეტი მწვანე სივრცე, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ შესაძლებლობა, დრო გაატარონ“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ.

„გარაჟების“ იძულებით ჩამორთმევაზე ან დათმობის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდაზე საუბარი არ არის. თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ამბობს, რომ ეს არის თანამოქალაქეებთან ერთობლივი იდეა, რომელიც ძალიან წარმატებულად განხორციელდა ბევრ ქვეყანაში და შეიძლება განხორციელდეს თბილისშიც.

„კომპენსაციაზე საუბარი არ არის, ავტოფარეხმა დაკარგა თავისი ფუნქცია. ჩვენი მოწოდებაა, რომ მოსახლეობა, გამგეობებთან ერთად, აქტიურად ჩაერთოს დაგეგმვაში. ავტოფარეხების ნებაყოფლობით დათმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ ამ ტერიტორიების მოწყობას და მოწესრიგებას. არც კომპენსაციაზე, არც იძულებით ჩამორთმევაზე საუბარი არ არის. თუ ერთმა დათმო ავტოფარეხი და მეორემ არა, ასე არაფერი გამოვა“, - განმარტა მერის მოადგილემ.

მერის განცხადებას გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილიც. მისი აზრით, ავტოფარეხების უსახური ნაგებობები წარსულს უნდა ჩაბარდეს.

„მივესალმები თბილისის მერის ინიციატივას ავტოფარეხების ნებაყოფლობით დემონტაჟთან დაკავშირებით. საბურთალოზე, ჩვენს რაიონში უკვე გვაქვს მონიშნული ადგილები, სადაც ავტოფარეხების ნაცვლად შესაძლებელია სკვერების, სპორტული მოედნების თუ სხვა ტიპის საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა. ავტოფარეხებს წლების განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული სივრცე, რომელიც ჩვენ შვილებს, ხანდაზმულ ადამიანებს და ყველა მცხოვრებს ეკუთვნის. უსახური ნაგებობები წარსულს უნდა ჩაბარდეს“, - განაცხადა შაქარაშვილმა.

კალაძის ინიციატივას სკეპტიკოსებიც გამოუჩნდნენ. დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატს, ალეკო ელისაშვილ იდეა მოსწონს, მაგრამ მის განხორციელებაში ეჭვი ეპარება.

„თავისთავად იდეა კარგია, მაგრამ არ მგონია იგი განხორციელდეს. ხალხს ამაში ფული აქვს გადახდილი და დარეგისტრირებული აქვთ. ნებაყოფლობით დათმობა ნაკლებ სავარაუდოდ მიმაჩნია. კალაძე მიედ-მოედება რაღაცებს და სერიოზულს არაფერს აკეთებს. ცდილობს დაგვანახოს, ვითომ რაღაცას აკეთებს და სინამდვილეში არაფერი. ქაოსური მშენებლობის, გამწვანების, ტრანსპორტის პრობლემები არ მოგვარებულა. ერთი „სითი პარკი“ გაუშვა და იმის იქით არაფერი გაკეთებულა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მოსახლეობის მხრიდან კეთილი ნების გამოვლენისა არ სჯერა პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს. ხალხის მხრიდან დათმობა ცოტა ძნელი წარმოსადგენია და სოციალური პროცესის დათმობაზე აგება არ არის პერსპექტიული. ამიტომ ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა მექანიზმები უნდა იყოს მრავალფეროვანი და მხოლოდ მეპატრონეების დათმობაზე არ უნდა იყოს აგებული.

„მაიმუნები რომ მაიმუნები არიან, ისინი არ თმობენ. დაკვირვება იყო ასეთი, მაიმუნების ლიდერს ფიცარი ედო გვერდით - არაფერში იყენებდა, მაგრამ როგორც კი ამ ფიცარს ვინმე მიეკარებოდა, ეჩხუბებოდა. ასე რომ, დათმობა ცოტა ისეთი თემაა - ერთმა შეიძლება დათმოს და მეორემ - არა. სოციალური პროცესის დათმობაზე აგება არ არის პერსპექტიული.

სხვა ქვეყნებში სახელმწიფო შეისყიდის ხოლმე იმ ტერიტორიას, რომელზეც სხვა რამე უნდა გააკეთოს და მერე განაგებს იმ ტერიტორიას. მიმართულება უდავოდ მისასალმებელია, მექანიზმები თუ მრავალფეროვანი გახდება და არ იქნება მხოლოდ მეპატრონეებზე, ალბათ, აჯობებს“, - განაცხადა საყვარელიძემ.

 

ნანახია - 781

natali

2018-04-26 16:18:54

რა კომპენსაცია, რაც ისარგებლეს იმ ავტოფარეხებით,იქეთ გადაიხადონ ჯარიმები.

natali

2018-04-26 16:19:24

ავტოფარეხები როგორ დაიკანონეს, ჯერ ის გაარკვიეთ.

იქ, სადაც ნაცი აქტივისტები ცხოვრობდნენ, კორპუსის ეზოებს დაუზუსტებელ ფართტობზე 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი ფართი დაუკანონეს. ეს მაშინ, როდესაც ცვლილება დაუზუსტებელ და საზუსტებულ ფართებს შორის მხოლოდ 1 პროცენტი იყო დასაშვები. ზოგან ქუჩებია შევიწროვებული და კორპუსის წითელ ზოლშია ტროტუარები მოხვედრილი. იქ კი ავტოფარეხები იყო, რომელიც დაუკანონა მაშინდელმა მერიამ და ახლა ასეთ ადგილას თითქმის ყველგან ავტოფარეხი კი არა, კომერციული ფართია. ამ ვითომ ავტოფარეხის მფლობელს დაკავებული აქვს ქუჩაში სამანქანე ადგილი, ავტოფარეხში მაღაზია აქვს, მაღაზიის წინ დამქირავებელს უდგას მანქანა......მოკლედ მერე გვიკვირს მანქანების ტევა რომ არაა.
თუ ავტოფარეხად დაიკანონა, მაშინ იქ მაინც დააყენოს მანქანა.
მოკლედ....გადაამოწმეთ როგორ აქვთ კორპუსებს წითელი ზოლები გაკეთებული და ნახავთ.

asdf961

2018-04-26 21:35:44


ავტოფარეხები უნდა აიღონ, კალაძეს მხარში უნდა დავუდგეთ!

რამდენი ხანიც ისარგებლეს ავტო ფარეხების მეპატრონეებმა, ეყოფათ! ახლა ასეთი მდგომარეობაა: ავტოფარეხში მანქანის შყვანა-გამოყვანა ეზარებათ და მანქანას ქუჩაში აჩერებენ. ასე რომ თითოეულ მანქანას ორი ადგილი უკავია - ერთი ფარეხის სახით და მეორე ქუჩაში.

სულ რომ არაფერი ვთქვათ, ევროპულ ქალაქს აღარ უხდება ეს მახინჯი ნაგებობები


ბაბაია

2018-04-26 22:36:02


natali
მოდი ჯერ მერიამ დაანახვოს მოსახლეობას თუ როგორ ზრუნავს ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე,ავტომანქანების სადგომი ადგილების,ხიდების და ესტაკადების, გზის საფარის,ავარიული სახლების რეაბილტაციის და ა/შ კუთხით, და როდესაც თითქმის არაფერი არ კეთდება და "ჭკუისკოლოფები" ადგილზე მანევრებით, უაზრო ცალმხრივი მოძრაობების დაწესებით,პარკინგების შეზღუდვებით და არა ახალი ადგილების დამატებით ცდილობენ ფონს გასვლას, ა/ფარეხების თემის წამოწევას პოპულიზმის და გამორჩენის ნიშნები აქვს, ცხადია გაიწერება ამისთვის საჭირო გახდება დაფინანსება გაიწერება თანხები და დაილექება მავანის ჯიბეში, ეს კამპანია ემსგავსება ქალაქის ეკოლოგიაზე ვითომ ზრუნვის თემას მაშინ როცა პარალელურად აძვირებენ ავტოგაზს რითაც მოტივაცია ეკარგება მის გამოყენებას მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნები ყველანაირი შეღავათებით ხელს უწყობენ ბენზინის ჩანაცვლებას გაზით რადგან ის ეკოლოგიურად სუფთაა.ა/გაზზე ხელოვნურად გაზრდილი ფასის დაკლებით შესაძლებელია ქალაქის ეკო სიტუაციის კარდინალურად შეცვლა მაგრამ ვის ადარდებს ეს? მხოლოდ ბენზინდოლარებით არიან დაინტერესებული. ამასთან ისიც ცხადია რომ ცალკეულ შემთხვევაში: გამწვანების ზოლში, სათამაშო მოედნებზე,გზებზე განლაგებული ნაგებობები,ა/ფარეხები , ჯიხურები და ა.შ. აღებულნი უნდა იყვნენ ოღონდ ცივილურად და არა ძალადობრივად,

asdf961

2018-04-26 23:24:42


ბაბაია - შენ გეტყობა მამალი ნაცი იყავი ერთ დროს და ერთის მაგიერ ორი ავტოფარეხი გექნება. ამიტომ გასაგებია რატომ არ მოგეწონა ავტოფარეხების აღების იდეა!

natali

2018-04-27 00:49:27

ბაბაია

საბურთალოს ქუჩის და პეკინის გადაკვეთასთან იყო პატარა სკვერი. მწვანე ზოლი იყო. ნათესავი ცხოვრობდა იქ და ბავშვობაში ბევრი მითამაშია იქ. მერე ვიღაცეებმა ავტოფარეხები ჩადგეს, მერე მაღაზიები გააკეთეს, მერე....დაუკანონეს. და აი მერე საბურთალოს ქუჩა რომ გააფართოვეს, იქ ტროტუარი ვეღარ გააკეთეს და ფეხით რომ მიდიხარ, ქუჩაში გიწევს გავლა. არ უნდა ჩამოართვან?

იცი რამდენ ადგილასაა მასე? ქუჩებია შევიწროვებული,მანქანის ორი რიგი არ ეტევა. სულაც არ იყო კორპუსის ეზოები. დარღვევეითაა გაკეთებული წითელი ზოლები ზუსტად მაგიტომ, რომ მერე მეზობლების ხელმოწერებით დაეკანონებინათ ავტოფარეხები. ყველას გაქირავებული აქვს მაღაზიად, სალონად, საცხობად..... და მანქანა გარეთ უყენია. ეს სამართლიანია???
წითელი ზოლები უნდა გადამოწმდეს და მხოლოდ კი არ უნდა ჩამოართვან, არამედ პასუხიც უნდა აგონ სახელმწიფო მიწების მითვისებისთვის.

ბაბაია

2018-04-27 02:18:33


asdf961
შენი კომენტი გამკვირვებია ! ნაცი თან მამალი !? ოი.ოი, სწორედ ნაცების დროს იყო ძალადობის ესკალაცია ხალხს თავზე რომ გადაანგრიეს გაფრთხილების გარეშე არამარტო ავტოფარეხები არამედ უფრო მნიშვნელოვანი შენობები, საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვის მოტივით და მერე ბევრგან ისევ ააშენებინეს იქ თავიანთ დამქაშებს,ასე მოხდა დელისის მეტროსთან,ჭავჭავაძეზე ყოფილ სახანძროსთან,შარტავაზე და თაბუკაშვილის ქუჩის უპრეცენდენტო ნგრევა, მე არ მომწონს ძალადობა საზოგადოებაზე და არასოდეს არ დავჭერ მხარს ხალხის ერთი ნაწილის წაქეზებას მეორეზე გვეყო ! უნდა დამთავრდეს !ასე რომ ვერანაირად ვერ ყოფილხართ დედუქციური აზროვნებით დაჯილდოვებული და უსაზღვროდ სავსე დესტრუქციულით ! და ნაცური აზროვნება თქვენთან ბევრად ახლოა თანაც დედალ ნაცური !

natali
თქვენი წუხილი მესმის ადამიანურად გასაგებია და ის ადგილები სალონები, საცხობები უკვე გადაიყიდა და რა ქნას კეთილსინდისიერმა შემძენმა ? მივეჭრათ? გადავუაროთ? აბა მაშინ რატომ არ ვიწონებდით ძალადობას?აქ სიფრთხილეა საჭირო და არა "სტახანოვური" შემართება, და კიდევ ვიმეორებ:მოდი ჯერ მერიამ დაანახვოს მოსახლეობას თუ როგორ ზრუნავს ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე,ავტომანქანების სადგომი ადგილების,ხიდების და ესტაკადების, გზის საფარის,ავარიული სახლების რეაბილტაციის და ა/შ კუთხით დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ

asdf961

2018-04-27 09:17:03

ბაბაია

"asdf961
შენი კომენტი გამკვირვებია ! ნაცი თან მამალი !? ოი.ოი, სწორედ ნაცების დროს იყო ძალადობის ესკალაცია ხალხს თავზე რომ გადაანგრიეს გაფრთხილების გარეშე არამარტო ავტოფარეხები არამედ უფრო მნიშვნელოვანი შენობები, საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვის მოტივით და მერე ბევრგან ისევ ააშენებინეს იქ თავიანთ დამქაშებს" -
-------------------------------------------------------------

"თავიანთ დამქაშებს" - ანუ მამალ ნაცებს! მეც მაგას გეუბნებოდი ზემოთ, თუკი ვინმემ რაიმე გადაარჩინა ნაცბოზბანდის მმართველობის პერიოდში, უმეტესობა "მამალ ნაცებში" ასოცირდება.

მე იმაში არ გეთანხმები, რომ ამ მერია ჯერ დავაცადოთო, რას გააკეთებენო. დაცდის დრო არა გვაქვს, არა. ეგ მეთოდი ნაცების მოგონილია. ივანიშვილმაც დააცადა ნაცებს, გამოსწორდებიანო, მაგრამ რა მივიღეთ?

natali

2018-04-27 10:24:24

მეც ავარიულ კორპუსში ვცხოვრობ, კერძო საკუთრებაა. კარგია თუ გაამაგრებენ,მაგრამ მოდით ახლა სხვა პოზიციაში ჩევიყენოთ თავი. იმის ადგილას დავდგეთ, ვისაც ბინა საერთოდ არ აქვს, არც კომუნისტებისგან დარჩენია არაფერი და არც მდიდარი წინაპრისგან.მუშაობს და კეთილსინდისიერად იხდის გადასახადებს. იხდის ბინის ქირასაც. ახლა მისი გადახდილი გადასახადებიდან იმ ბინის პატრონს, ვისაც გაქირავებული აქვს, კორპუსი უნდა გაუმაგროს?
მე არ ვიცი როგორ უნდა მოევლოს ამ ამბავს. თავის დროზე პრივატიზება რომ მოხდა, ეს იყო დიდი შეცდომა. მე არც უნდა ვიცოდე.
ისე...მერად თუ ამირჩევთ ვიფიქრებ ერთი დღე,ორი,...ერთი კვირა და ბოლოს მოვიფიქრებ:))))

კეთილსინდისიერ შემძენს რაც შეეხება, აი ვისგანაც იყიდა ის ვითომ ავტოფარეხი, იმას დააბრუნებინონ უკან ფული. თუ იმასაც ნაყიდი აქვს, ვისგანაც იყიდა, იმისთვისაც დაბრუნებინონ ...მოკლედბოლოს უგულავამდე მივალთ:))) ახლა ხონელები რომ უნდა ააშენოს

ამიტომ ვამბობ-ძალიან რთულია კომუნისტური სისტემიდან კაპიტალისტურში გადასვლა...


natali

2018-04-27 10:27:55

ისე კი ყველაზე სწორი იქნება აი იმან, ვინც არასწორად გააკეთა წითელი ხაზები, ვინც სახლმწიფო მიწა ვიღაცას ასე უპრაკუნოდ საკუთრებაში გადასცა, აი იმას უნდა გადაახდევინონ კეთილსინდისიერი შემძენისთვის ის თანხა, რაც გადახდილი აქვს.
ეს იქნება ყველაზე სამართლიანი. და შემდეგში სხვა ვეღარ გაბედავს ქრთამის სანაცვლოდ ასე უპრაკუნოდ ანგრიოს ქვეყანა.

ბაბაია

2018-04-27 13:05:14


natali
მერია ყოველთვის იყო კორუფციის ჭაობი და როგორ გგონიათ ახლა შეიცვალა რამე ? გაიხსენეთ სულ ახლახან საახალწლო გირლიანდების, საბავშვო ბაღების კვების, სიტი პარკის და ა.შ. თემა. რაც შეეხება კერძო საკუთრებას მას სათანადო დასაბუთების გარეშე არავინ უნდა შეეხოს ! ეს არის სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედი, ძალადობა, ხალხის ერთმანეთზე წაქეზება,სხვა თემების გადაფარვის მიზნით პოპულიზმი აქ უნდა გამოირიცხოს! გასაკეთებელი ქალაქში უამრავია !არაფერი მნიშვნელოვანი ამ ბოლოს გაკეთებულა ! გასაგებია რომ ასფალტი არ იჭმევა და მთავარი გზა კი არა ადამიანია ამ გზაზე, მაგრამ ამ სიკეთეებით ხომ ყველა ვსარგებლობთ ? ამიტომ იაფფასიან ტრიუკებს "სამარლიანობისთვის" სჯობს დაიწყოს ქალაქის რეალური აღმშენებლობა. <<მეც ავარიულ კორპუსში ვცხოვრობ, კერძო საკუთრებაა. კარგია თუ გაამაგრებენ>> როგორც ვიცი ამ მხრივ წინსვლა არის და ქალაქში მრავალი შენობის. რეაბილტაციის პროექტები ხორციელდება. ნუ დააყოვნებთ მიმართეთ გამგეობას და ვფიქრობ დაგეხმარებიან.

ბაბაია

2018-04-27 13:16:52


natali
<<ამიტომ ვამბობ-ძალიან რთულია კომუნისტური სისტემიდან კაპიტალისტურში გადასვლა,>>
საერთოდ ძნელია გლობალური კატაკლიზმების პერიოდში ცხოვრება... დღევანდელი საქართველოში არანაირი ფორმაცია არ იკვეთება. არის ეკლექტიკური ნაერთი ფეოდალური,სოციალისტური,ველურ კაპიტალისტური ნიშნებისა, არადა დასავლეთში კაპიტალიზმი მთლიანად შეცვლილია და რეალური სოციალიზმის ფორმა მიიღო (განასხვავეთ ლენინიზმ-სტალინიზმი და რუსული სოციალიზმი მისგან).

natali

2018-04-27 14:19:56

ბევრ რამეში გეთანხმებით, იმაში განსაკუთრებით, რომ ხალხის ერთმანეთზე გადაკიდება არაა სწორი. ამისთვის კანონი უნდა არსებობდეს და იმას უნდა გადაწყვიტოს რა როგორ იქნება და არა ხალხმა ერთმანეთში საქმეების გარკვევით. მაშინ დავსვათ ქურდები და ისინი ყველაზე კარგად გაგვირჩევენ საქმეებს.
კანონებია მისარები, მაგრამ ეს კანონები უნდა იყოს სამართლიანი. კანონი უნდა იყოს ისეთი, რომ აღარავის არასდროს აზრად არ მოუვიდეს რამე დაისაკუთროს იმ იმედით, რომ შერჩება. დღეს რასაც ვუყურებ ყველას ყველაფერი შერჩა. ვინც არ მოიპარა ის დაჩაგრულია და დებილად გამოიყურება. ხოლო ისეთ ქვეყანას, სადაც მტაცებელი ხეირობს და ჯუნგლების კანონები მართავს, მომავალიც არ აქვს. ცივილიზაციამდე ძალიან შორს ვართ სამწუხაროდ.
რაც შეეხება კორპუსების გამაგრებას, მაინც არ მიმაჩნია სწორად ბიუჯეტის ფულის კერძო საკუთრებაზე დახარჯვა სწორად. აქ რაღაც სხვა გზებია მოსაძებნი. მოსახლეობასთან საუბრებია ჩასატარებელი იმაზე, რათა შეიგნონ, რომ კერძო საკუთრება როდესაც გაქვს, მას უნდა მიხედო კიდეც. და სულაც არაა სახელმწიფო ვალდებული გირემონტოს და გაამაგროს ეგ შენი კერძო საკუთრება.
ვიმეორებ- სულაც არაა ვალდებული ახალგაზრდა, რომელსაც არაფერი სარგებელი არ უნახავს სახელმწიფოსგან და მხოლოდ გადასახადებს იხდის, გაარემონტოს ვიღაცის კერძო საკუთრება. აგერ ცხვირწინ მიწა ააცალეს, ვიღაცამ რაღაც ფარდული ჩაუდგა,შერჩა მშვენივრად, აქირავებს და ცხოვრობს, რა ენაღვლება. ის კიდე დილიდან დაღამებამდე მუშაობს და შემოსავლის დიდ ნაწილს ბიუჯეტში იხდის. ამ ახალგაზრდის ფსიქიკაზე ეს როგორ მოქმედებს? და ახლა იმ ბიუჯეტიდან მისი ფული ამ "გარაჟის" მფლობელის ბინის გამაგრებაზე იხარჯება.
სანამ ვიღაცეებს რაღაცეები შერჩებათ, ვერასდროს წინ ვერ წავალთ. სულ უფრო და უფრო კარგ მადიანი ხალხი მოვა ხელისუფლებაში.

ბაბაია

2018-04-27 18:13:33


natali
<<სანამ ვიღაცეებს რაღაცეები შერჩებათ, ვერასდროს წინ ვერ წავალთ.>> ძალიან ნაცნობი და ხშირად ნახმარი ფრაზების და საბოლოოდ აქედან არა გამოდის რა ! ასე არ "შეარჩინა" შევარდნაძემ მჟავანაძის ე.წ. კომბინატორებს,მიშამ შევარდნაძის მაფიოზებს და კვლავ მესამე წრეზე მივდივართ? ხომ ვამბობთ მიშა წართმეული ქონებით აშენებდაო და ამით უფრო მეტი ზიანი მაიდგა ქვეყანას ვიდრე აშენებით სიკეთე ? საქართველო არის ტრაგიკული პერიპეტიების მსხვერპლი ქვეყანა, ჩვენი ფსიქიკაც ასევე ტრავმირებულია,სტრესულ გარემოში ვცხოვრობთ და ამის კიდევ უფრო გამძაფრება ცეცხლზე ნავთის დასხმაა, ჩვენ გვჭირდება ეროვნული შერიგების მთავრობა რომელიც ხალხს კი არ დაჰყოფს პარტიული თუ ქონებრივი,ნაციონალური,აღმსარებლობითი კუთვნილებით (თუნდაც ავტოფარეხმფლობელებად და არამფლობელებით)არამედ გააერთიანებს,დაუყვავებს,მოეფერება ადამიანებს და წინ გაუძღვება ქვეყნის სასიკეთოდ გარდაქმნისათვის.და როცა ჩამოყალიბდება მყარი ქართველური სამოქალაქო საზოგადოება(რისაც ძლიერ ეშინია ყველა დიქტატორს) დადგება ჩვენი სულიერი ზეობის დროც.

asdf961

2018-04-28 08:02:25

ბაბაია

"...ჩვენ გვჭირდება ეროვნული შერიგების მთავრობა რომელიც ხალხს კი არ დაჰყოფს პარტიული თუ ქონებრივი,ნაციონალური,აღმსარებლობითი კუთვნილებით (თუნდაც ავტოფარეხმფლობელებად და არამფლობელებით)არამედ გააერთიანებს,დაუყვავებს,მოეფერება ადამიანებს და წინ გაუძღვება ქვეყნის სასიკეთოდ გარდაქმნისათვის.და როცა ჩამოყალიბდება მყარი ქართველური სამოქალაქო საზოგადოება(რისაც ძლიერ ეშინია ყველა დიქტატორს) დადგება ჩვენი სულიერი ზეობის დროც."
------------------------------------------------------------------

აგაშენოს ღმერთმა! "შენს პირს შაქარი"!. თურმე ჩვენ ერთ აზრზე ვყოფილვართ. ადრე მეც იგივეს ვწერდი. პირველი პრეზიდენტიდან დაწყებული სააკაშვილით დამთავრებული, სამივემ იმუშავა ხალხის
ჯგუფებად დაყოფაზე და შემდეგ გადაჰკიდეს ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ. ერთადერთი ივანიშვილი აღმოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელმაც ის ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია მოიფიქრა და ეცადა ის მტრობა გაენელებინა. სამაგიეროდ ნაცბოზბანდამ ვერ უღალატა თავიანთი პარტიის პრინციპს - "დაყავი და იბატონე". რა სიბინძურეები აღარ მოიფიქრეს ივანიშვილის წინააღმდეგ.
ნაცბოზბანდას ისე ყავს ზომბირებული თავიანთი მხარდამჭერები, მეეჭვება იმათგან ქართული სამოქალაქო საზოგადოება შეიქმნას.

ისევ ივანიშვილს ველოდებით ამ საკითხის გადასაჭრელად.

natali

2018-04-28 10:27:26

მაგას რა ლაპარაკი უნდა საზოგადოება რომ არ უნდა დაყო ჯგუფებად, მე მაგას ვამბობ????:)))))))
გეკითხებით- მოპარული არ უნდა დაუბრუნო პატრონს?ასე თუ არ მოხდა, თქვენ საზოგადოების დაყოფა მერე ნახეთ. მითვისებული არ უნდა ჩამოართვა? ასე ხომ მუდმივად მოიპარავენ და მიითვისებენ? ნაცები სახელმწიფოს კი არ უბრუნებდნენ, ართმევდნენ და თვითონ ითვისებდნენ. თუ რამე სახელმწიფოს დაუბრუნდა, სწორიც იყო. აბა სამართლიანობის აღდგენაო რომ ითხოვდით, რას გულისხმობდთ? ახლა ახალი ლოზუნგი იქნება-შემარჩინე და შემირიგდი????:)))) ამას არ სჯობს-დააბრუნე და შეგირიგდები?:))))

natali

2018-04-28 11:10:29

ნაცები ზუსტად მაგას აკეთებდნენ. თვითონ მილიარდებს იჯიბავდენენ, ხოლო ვიღაცეებს ავტოფარეხებს:) უკანონებდნენ და ამით ყიდულობდნენ. აი ასეთი ხალხი ჰყავდათ მხარდამჭერები. და ახლა ასეთი ხალხი იმ ერთი ავტოფარეხის გამო მზადაა ისევ ნაცები დააბრუნოს თუ მის ავტოფარეხეს ჩამორთმევის საშიშროება დაემუქრება. ესენიც ეფერებიან, რომ არ გაბრაზდეს. არადა ასეთი პიროვნება მაინც ნაცების მხარდამჭერია იცოდეთ.

natali

2018-04-28 11:11:39

და ასეთი პოლიტიკით აპირებთ ქვეყნის აშენებას?((((((((((
ასე არაფერი გამოვა!

ბაბაია

2018-04-28 11:46:10

ეს დისკუსია კი აღარაა, აქ უკვე აღარაა ობიექტურობა სადაც არგუმენტის დამაჯერებლობა გამოიკვეთება,როგორც ჩანს ზოგის იმედები ისევ მხსნელ "ვარსკვლავთბიჭუნას" უკავშირდება არადა ასეთი აბსურდული როლისთვის უკვე კარგა ხნის წინ შერჩეული პიროვნება თვითონვე უარზეა მის განსახიერებაზე. მეორეც : გამოვხატავთ რა სურვილს საყოველთაო სამოქალაქო შერიგებისა და მშვიდობისა იქვე ვაუფასურებთ ან კეთილშობილურ იდეალს ახალი ძალადობისკენ ანუ მითიური "სამართლიანობის აღდგენისკენ" ანუ ისევ ძალადობისკენ მოწოდებით და მავანისთვის ეს ვითომ სამართლიანობა მხოლოდ შირმაა საკუთარი ფარული ზრახვების განსახორციელებლად.

natali

2018-04-28 12:02:45

კი,ფარული ზრახვები ნამდვილად შეიძლება ჰქონდეთ ვიღაც-ვიღაცეებს. ზემოთ ეგ არ ვთქვი? "შემირიგდის" უკან "შემარჩინე" იმალებოდეს.


natali

2018-04-28 12:07:34

არ შეიძლება შერჩენა იმიტომ, რომ ყოველი ახალი მოსული მითვისებაზე იფიქრებს და თან დარწმუნებულიც იქნება იმაში, რომ შერჩება. ასე ქვეყანას არ ეშველება.
მე ასე ვფიქრობ. თქვენ უფლება გაქვთ სხვანაირად იფიქროთ. და ნურც ის გაღელვებთ, რომ მე, ერთ კონკრეტულ ადამიანს ჩემი შეხედულებით რაიმეს შეცვლა შემიძლია.

ბაბაია

2018-04-28 13:46:38


natali
ჩემი ოჯახი მნიშვნელოვნად დაზარალდა გახდა წინა მთავრობის ნგრევის კომპანიის პროცესში,ტელევიზიაშიც იყო ეს ფაქტი გაშუქებული მახსოვს ასეთი შინაარსის განცხადება გავაკეთე :
როდესაც კომუნისტები მოვიდნენ საახელმწიფოს სათავეში პირველი რაც გააკეთეს იყო შეტევა კერძო საკუთრებაზე და ეკლესიაზე ,თქვენც იგივეს იმეორებთ და ეს თავხედურად სამართლის დადგენის გარეშე დანგრეული საკუთრება ჟღრიალია ზარის იმ ბოლშევიკების ეკლესიის სამრეკლოდან ჩამოგდებული ზარის მსგავსი და არ გეგონოთ რომ ეს შერჩება ვინმეს დაუსჯელადთქო.
და რა სამართლიანობა აღდგა ახლა და დაგვიბრუნეს წართმეული ? ადამიანი არ უნდა გაბოროტდე არასდროს, ეს პირველ რიგში შენვე დაგანგრევს. კომუნისტური იდეოლოგია = პროპაგანდა მიმართული იყო სწორედ ქვეყნად სამართლიანობის დამყარებისკენ და შედეგი?- ტირანული ქვეყანა.
ნატალი თქვენი თავშეკავებულობით და ემოციების მოთოკვის უნარით , არგუმენტირებული პოსტებით მართლაც დადებითი კუთხით წარმოჩნდით და არ მინდა ვიფიქრო რომ ყოფილ "გარაჟში" მომუშავე დალაქი თუ ხილბოსტნით მოვაჭრე თქვენს იმდენად განერვიულებთ რომ იმის იქით გროვად დაგროვებულ უზარმაზარ პრობლემებს ვერ ხედავთ რაც ქვეყანაშია, ეს რაღაცით იმას ჰგავს რომ ოჯახის დასაპურებლად რწყილს ატყავებდე.

natali

2018-04-28 14:45:40

კეთილშობილება...მიმტევებლობა....ძალიან კარგია,
მაგრამ ლაპარაკია სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნაზე. მე შეიძლება ადამიანს ჩემი მოკვლის მცდელობაც მივუტევო, მაგრამ სამართლმა ეს არ უნდა ქნას.

ვიმეორებ-მე ასე ვფიქრობ. და ჩემი პიროვნული შეფასებები და ის, თუ მე რომელი დალაქი და ხილ-ბოსტნის გამყიდველი მანერვიულებს:) არაფერ შუაშია იმ თემასათან, რაზეც ვლაპარაკობთ.
მე მსურს სამართლებრივ სახელმშიფოში ცხოვრება, მე მსურს რომ მანქანა ტროტუარზე რომ დაგსას, მე კი არ ვაძლევდე შენიშვნას,არამედ ჩემს მიერ დაქირავებული პატრული აჯარიმებდეს. გაიაეთ ქალაქში, ტროტუარებზე იმდენი მანქანაა გაჩერებული, რომ დააჯარიმონ,ერთ დღეში შეავსებდნენ ბიუჯეტს. წესრიგს სამართალმა უნდა მიგვაჩვიოს, თორემ სულ ასე ვიცხოვრებთ.
კორპუსების პირველ სართულებზე ბინები და სარდაფები კომერციულ ფართებად რომ აქციეს და მიაჯღანეს რაღაც ნაირ-ნაირი კიბეები, მეპატრონეები აიძულონ მაინც,რომ რაღაც საერთო დიზაინით გაალამაზონ, მის ცხვირწინ მაინც მოუარონ ის უკანონოდ კიბით დაკავებულ ტროტუარს, ნაწვიმარზე ფილაზე ფეხს რომ დაადგამ და ტალახი რომ შემოგასხაპუნებს:)))

ბაბაია

2018-04-28 15:13:53


natali
ადმინისტრირების გამკაცრება უნდა მოხდეს ქვეყანაში აღმშენებლობის,მოსახლეობის შემოსავლების გაზრდის,დასაქმების საერთო კეთილდღეობის გაზრდასთან ერთად.ხალხთან მიდგომა უნდა იყოს მაქსიმალურად ჰუმანური, უარი ძალადობას ! მაშინაც კი როდესაც ზოგიერთის აზრით "მიზანი ამართლებს საშუალებას"

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80