„ჩვენ გვყავს მერყევი მოსახლეობა, რომელსაც ვერაფერს აძლევს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მედია, გარდა თურქულ-ინდური სერიალებისა“
საზოგადოება

„ჩვენ გვყავს მერყევი მოსახლეობა, რომელსაც ვერაფერს აძლევს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მედია, გარდა თურქულ-ინდური სერიალებისა“

„ჩვენ გვყავს მერყევი მოსახლეობა, რომელსაც ვერაფერს აძლევს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მედია, გარდა თურქულ-ინდური სერიალებისა“
მანანა ნოზაძე

2018-04-16 14:00:05

„ჩვენი მოსახლეობის მერყევი ნაწილი პრორუსულ მოსაზრებებზე გადავა“, - მესამე სექტორი რუსული პროპაგანდისტული მედიის ქართულ ბაზარზე შემოსვლით შეშფოთებულია.

გაძლიერებული ანტიდასავლური ნარატივის ფონზე ვითარებას ართულებს ისიც, რომ „ნტვ პლუსი“ უმსხვილესი მედიაჰოლდინგის „გაზპრომმედიას“ შვილობილი კომპანიაა და წლის ბოლომდე 30 ათასი აბონენტის მიზიდვას აპირებს.

„ნტვ პლუსს“ საქართველოში ჯეროვნად დაუხვდნენ. მანიფესტიც შეიქმნა ამის გამო, რომელზეც ხელმომწერნი საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „ნტვ პლუსისთვის“ რეგისტრაციის გაუქმებას სთხოვენ.

შედარებით ოპტიმისტები აპოკალიფსურ სიტუაციას არ ხატავენ და ლოგიკურ გამოსავალს სთავაზობენ მთავრობას, რომ საჭიროა მძლავრი რუსულენოვანი არხის შექმნა, რომელიც „ნტვ პლუსის“ ალტერნატივა გახდება. სწორედ ამაზე მსჯელობენ ევროპელებიც რუსეთისგან მომავალი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ.

საინტერესოა, რომ მოლდოვამ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ახალი კანონი აამოქმედა და რუსული სამაუწყებლო კონტენტი აკრძალა.

რას მოიტანს ალტერნატიული რუსული არხის შექმნა და გადაფარავს თუ არა „ნტვ პლუსის“ პროპაგანდისტულ ზრახვებს?! ქართველებს ამის გამოცდილება ნამდვილად აქვთ. სააკაშვილის პერიოდში არსებობდა „პირველი კავკასიური“ რუსულენოვანი არხი, რომელსაც საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ აფინანსებდა. მისი სიგნალი ფარავდა სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას, უკრაინას, ბელორუსიას, აღმოსავლეთ ევროპას, რუსეთს, თურქეთს, ირანის ტერიტორიას. სხვათა შორის, 2011 წლის 25 იანვარს ახლაგახსნილი არხის პირველი სტუმარი მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. ეს რუსულენოვანი კავკასიური არხი სერიოზულად აპირებდა რუსულ პროპაგანდასთან გამალებულ ბრძოლას. თუმცა რამდენად გაამართლა „პირველმა კავკასიურმა“, ამაზე სპეციალისტებს ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.

დღესდღეობით საქართველოში ერთადერთი რუსულენოვანი არხი - „ტოკ ტვ“ ფუნქციონირებს, რომელიც სამცხე-ჯავახეთში მაუწყებლობს, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სომეხია და დაახლოებით 80%-მა ქართული ენა არ იცის.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეორე არხის გენერალური დირექტორი დოდო შონავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ნტვ პლუსის“ საქართველოში შემოსვლა საფრთხის შემცველია, რადგან იგი ფინანსურად ძალზე მძლავრი ჰოლდინგია. მართალია, გასართობი კონტენტი აქვს, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, რუსული პროპაგანდა სწორედ გასართობ კონტენტში გულისხმობს ისეთი შინაარსის ჩადებას, რომელიც ტელემაყურებლის ქვეცნობიერზე მოქმედებს.

„ძალიან რთულია, ინტერნეტის ეპოქაში ვინმეს დავუშალოთ ამ არხის ყურება, რადგან, თუ ვინმეს სურვილი აქვს, ინტერნეტითაც შეუძლია, „ნტვ პლუსის“ გადაცემები ნახოს. თუმცა მე ვისურვებდი, ქართული ტელევიზიები ისე მომძლავრდნენ, რომ საკუთარი მედიაპროდუქტის ხარისხით აჯობონ იმ რუსულ არხებს, რომლებიც დღეს საკაბელო ტელევიზიების თითქმის ყველა პაკეტშია. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ის მაყურებელიც, რომლისთვისაც რუსულენოვანი გადაცემები უფრო მისაღებია, აუცილებელია, ქართულ ტელესივრცეშიც გაჩნდეს ასეთი ტიპის არხები. რამდენადაც ვიცი, არის ამის მცდელობა, „ტოკ ტვ“ რუსულენოვანი არხია და ევროპულმა სტრუქტურებმა ყველანაირად უნდა შეუწყონ ხელი, ფინანსურადაც, გრანტების თვალსაზრისითაც, რომ ასეთი ტიპის არხი გაჩნდეს საქართველოში. ეს იქნება ღირსეული პასუხი იმ პროპაგანდაზე, რომელიც ჩრდილოეთიდან ნამდვილად ვრცელდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა დოდო შონავამ.

რუსული არხის საქართველოში შემოსვლას საშიშ ფაქტად მიიჩნევს მედიაექსპერტი ლელა კურდღელაშვილი. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ რუსებმა ძალიან კარგად იციან, როგორ აკეთონ ტელეპროდუქცია და მართლაც მაღალი ხარისხით აწვდიან პროდუქციას მაყურებელს. სამწუხაროდ, ჩვენი ტელევიზიები ვერაფერს შესთავაზებენ მოსახლეობას. ამიტომ, თუკი ქვეყანაში არ ჩამოყალიბდა პლატფორმები, მიდგომები, თუ როგორ უნდა გაფილტრონ რუსული პროპაგანდა და რა უნდა დაუპირისპირდეს ამას, მაშინ საფრთხე ნამდვილად არსებობს.

„ჩვენი ტელევიზიები ისე მიშვებულია, მე არც ვუყურებ ჩვენს არხებს. რუსებმა კარგად იციან, როგორც გასართობი, ისე საინფორმაციო და ინტელექტუალური პროდუქციის დადება, რასაც ჩვენ რთულად გავუწევთ წინააღმდეგობას ჩვენივე ტელევიზიების ინტელექტუალური, ტექნიკური და სხვა ტიპის რესურსებით. აქედან გამომდინარე, საფრთხე არსებობს, მით უმეტეს, რომ ვიცით, გვყავს მერყევი მოსახლეობა, რომელსაც ვერაფერს აძლევს ჩვენი სახელმწიფო და ვერც ჩვენი მედია, გარდა თურქულ-ინდური სერიალებისა“, -აღნიშნა ლელა კურდღელაშვილმა და შეკითხვის საპასუხოდ, თუ რას აკეთებს ფინანსურად მძლავრი დასავლეთი რუსული პროპაგანდის შესამცირებლად საქართველოში, განმარტა, „დასავლეთმა რა უნდა გააკეთოს? დასავლეთი ათასგვარი პროგრამით გვეხმარება, ევროპა არ არის ის ფენომენი, რომ მოვიდეს და რამე გაიძულოს. ჩვენ თვითონ ვეუბნებით, მიგვიღე ევროკავშირში, გვინდა ვიყოთ შენი წევრი და ისიც გვეხმარება, რომ მეტ-ნაკლებად აგვწიოს თავის დონეზე“.

ლელა კურდღელაშვილის აზრით, ჩვენ თვითონვე უნდა შევქმნათ მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტი, რომელიც ყურებადი გახდება. თორემ მიშას დროსაც იყო „პირველი კავკასიური“, რომელსაც არავინ უყურებდა. ამიტომ ჟურნალისტებმა უნდა მიიღონ ეს გამოწვევა რუსულენოვანი მოსახლეობის დასახმარებლად.

„ნინოწმინდა და მისი მახლობელი სოფლები ჩემი ფეხით მაქვს მოვლილი და პირადად მოვისმინე, იქაური ხალხი როგორ იხვეწებოდა, ქართულის შესწავლა გვინდაო. ინტეგრაციის პროექტები გასაძლიერებელია. მათ სჭირდებათ კარგი ქართული არხი, რომელიც უშუალოდ იმ სეგმენტზე იმუშავებს. ის ხალხი ფულს იხდის იმაში, რომ ქართული ისწავლოს. ორი წლის წინ ნინოწმინდაში რომ ვიყავი, გამიჩნდა იდეა, იქნებ, საერთოდ გაკვეთილები გავაკეთოთ ამ ხალხისთვის ტელევიზიებმა-მეთქი, მაგრამ არ მოხერხდა. თუ ძალიან გვინდა, პირველ ეტაპზე იმ ხალხს ნაწილობრივ რუსული პროდუქტი შევთავაზოთ, მაგრამ ნელ-ნელა გადავიყვანოთ იქითკენ, რომ ქართული ისწავლონ. იმ ხალხს საქართველოში დარჩენა და მუშაობა სურს და არა სადღაც გაქცევა“.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ, როდესაც ქვეყანაში გყავს მერყევი საზოგადოება, ამ საზოგადოების სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და მსოფლმხედველობის განმტკიცებაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ და არა იმაზე, საქართველოში არც ერთი არხი არ შემოუშვას. ეს იგივეა, რაც საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა და, რასაც რადიოგადაცემების ჩახშობას ვუწოდებდით. სულ ბოლოს „ამერიკის ხმა“ და „თავისუფალი ევროპა“ ჩაახშეს.

„იმ პერიოდში გავიზარდე და დილიდან საღამომდე ვცდილობდით, ამ ჩახშობის ფონზე ორიოდე სიტყვა დაგვეჭირა და ორი ფრაზა გაგვეგო. თუ პროპარაგანდაა, შენც კონტრპროპაგანდა უნდა აამუშაო, მაგრამ პროპაგანდა კარგად მუშაობს მაშინ, როდესაც ეს თესლი ნოყიერ ადგილას ეცემა. თუ ჩამოვიდა რუსი და თქვა, რომ საქართველოში ყოველდღიურად ფასები მატულობს, უმუშევრობაა, ცხადია, ამას ყველა დაიჯერებს, რადგან ხალხი თვითონვე ხედავს, რომ ცხოვრება რთულდება. ახლა ვის დაუჯერებენ, ჩვენს ეკონომიკის მინისტრს, რომ თურმე ლამის 20%-ით გაიზარდა ჩვენთან ეკონომიკა და ყველა მაძღარია, თუ იმას, რასაც ყოველდღიურად ხედავენ ბაზარში?“ - აცხადებს სოსო ცინცაძე და მიიჩნევს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ნტვ პლუსი“ ვისი დაფინანსებულია.

მთავარი ის არის, რომ შენი ცხოვრების დონით მიაღწიო ნორმალურ პირობებს. როდესაც ადამიანი კარგად ცხოვრობს, ვერანაირი პროპაგანდა ვერ დააჯერებს, რომ ცუდად ცხოვრობს და, პირიქით, თუ ხალხი ცუდად ცხოვრობს, იმას ვერავინ დააჯერებს, რომ თურმე კარგად ცხოვრობს. თორემ ასე სააკაშვილის დროსაც იყო რუსული არხი, -„პირველი კავკასიური“, მაგრამ მან არანაირი ეფექტი არ მოგვცა.

ნანახია - 1764

მეგრელი

2018-04-16 15:41:49

სოსო ცინცაძეს.
----------------
ნამდვილად არ ველოდი. რეშპეკტ.

natali

2018-04-16 17:40:13

მაგრამ ხალხმა რომ კარგად იცხოვროს, მაქამდე ხომ უნდა მივიდეს ქვეყანა? რაც თავი მახსოვს, მის მერე ომში გვაცხოვრებს რუსეთი. ასე გაჭირვებაში რომ ვართ, ამდენი ლტოლვილი....ისევ რუსეთის ბრალი არაა? ნორმალურად რომ გვინდა ცხოვრება, აი მაგიტომაც ჯერ რუსეთს უნდა დავაღწიოთ თავი. როგორ? როგორ და ჩვენთვის ვეღარ უნდა მოიცალოს. ასეც იქნება, უფალი დიდია!!!!!!!!

DDDD

2018-04-16 19:49:27

natali
გადამრევ ნაღდად!
სად გაიარეთ ტრეინინგი, რა ტაბლეტები გაყლაპეს ასეთი რომ იმასაც კი, რაც ზედაპირზე დევს ვერ ხედავთ?
რა შუაშია რუსეთი?
1991-ში სამხრეთ ოსეთში რომ შეცვივდა ოპოზიცია საომრად, რუსებმა გაგზავნეს?
1991-ში ერთმანეთს რომ დევერიეთ, რუსებმა დაგვმოძღვრეს?
1992-ში აფხაზეთში რომ შეცვივდა ე.წ. გვარდია და მხედრიონი, რუსებმა გაგზავნეს?
2004-ში დორბლიანმა ბრძანება რომ გასცა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში შევარდა ჩვენი ჯარი, რუსებმა გაგზავნა?
2008-ში დორბლიანმა ე.წ. ცხინველის რეგიონში რომ გაგზავნა ჯარები და გზად მშვიდობისმყოფელებიც მიაყოლეს, რუსებმა გაგზავნეს?
1991-დან ქვეყანა რომ გაძარცვეს, გამოხრეს ახალგამოჩეკილმა ოლიგარქიამ, რუსებმა დამოძღვრეს?
1991-ში თავად ვარ მოწმე, როდესაც ერთ ერთი კახელი უროთი ხელში ანგრევდა კოლმეურნეობის გარაჟს და ვკითხე, რატომ ანგრევ მეთქი, მიპასუხა - კომუნისტების აშენებულია, მაგათი დედა და უნდა დაინგრესო, ეგეც რუსების დამოძღვრილი იყო?
რა გჭირთ ასეთი, რომ თეთრს შავად ხედავთ?
დააბრალეთ ყველაფერი რუსეთს და გულზე მოგეშვებათ. საკუთარ უნიათობას, უტვინობას, უსვინდისობას, გაუტანლობას, უმეცრებას ხომ გააპრავებთ?
დააბრალეთ 2008 რუსებს და გაუპრავეთ დორბლიანს დანაშაული - თურმე რუსები შემოცვენილან და დორბლიანი არაფერი შუაში არის.
არ დაინახოთ საკუთარ თავში ნაკლი და ასეთი ხედვით და მოქმედებით რა შეგვრჩება, იმასავ ვნახავთ.
გაუგორეთ კოჭი ირანელებს, ზანგებს, ჩინელებს, არაბებს, ინდუსებს, პაკისტანელებს, ავღანელებს და ათას სხვა ნაგავსა და მთხლეს და ვინღა დარჩება ამ ქვეყანეში ქართველობის მატარებელი, ისიც მაგოჩნდება ცოტა ხანში.
სამხრეთ კავკასიაში შვენი "ისტორიული მეგობარი" ჩვენს წაფორთხიალებას ელოდება - დააბრალე მერე ის, რაც მოხდება რუსებს და ჩვენ ყველას გულზე მოგვეშვება.
მალე ამ ქვეყანაში ქართველი სანთლით საძებნი გახდება, მაგრამ აგერ რუსი ხომ არის, და იმას დავაბრალოთ.
პინდოსებიც ხომ ყველაფერს რუსებს აბრალებენ?
ჯანდაბას პინდოსები, იმათი ხალხი მართლა დებილია, მაგრამ შენ ხომ დებილი არ ხარ?
გასაგებია, რომ ეს "ექსპერტებად" დანიშნულები დაკვეთას ასრულებენ და იმიტომ კნავიან იმას, რასაც კნავიან, მაგრამ შენ???
რა შუაშია რუსული რბილი ძალა და ან რუსული პროპაგანდა? ე.ი. იმდენად აჯმები ვართ, რომ თურმე კარგად ვცხოვრობთ, და რუსები გვაბოლებენ?
თუ ის, რომ ცუდად ვცხოვრობთ, რუსების ბრალია?
მაგრამ, რას გელაპარაკები?
რა აზრი აქვს?

natali

2018-04-16 20:08:24

კიი...კიიი... რუსებმა,რუსებმა!!!! და რუსულ ტაბლეტნაყლაპმა ქართველებმა.

ნეტავ მაგ ტაბლეტებს მოქმედების ვადა როდის გასდის?:)))



asdf961

2018-04-16 20:51:19


საქართველოში ყველაზე დიდი რუსი სააკაშვილია და მაგის დატოვილი ნაცბოზბანდა. სწორედაც რომ სააკაშვილის ლეკვები არიან მთავრობას მუშაობის საშუალებას არ აძლევენ და მოსახლეობას თავგზას რომ უბნევენ, თითქოს სააკაშვილის დროს პენსიებიც კარგი იყო და ცხოვრების დონეც და ოცნების დროს კი თურმე ქვეყანა ინგრევა. ქვეყანაში ნაცბოზბანდის მიერ ჩამოთესლებულ ასო-ებზე კი აღარაფერს ვამბობ, გაათახსირეს ყველაფერი.

ქვეყანაში რომ კიდევ ბევრი რამეა გამოსასწორებელი ყველამ ვიცით, მაგრამ ნაცბოზბანდა თვლის, რომ თურმე ეს მხოლოდ მთავრობის პრობლემაა. ხალხი კი თვლის, რომ ამ მშენებლობაში ოპოზიცია უნდა თამაშობდეს დიდ როლს, მაგრამ ისინი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობენ: როგორ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და როგორ აუპატიურონ მამაკაცები ციხეებში. ვერც იმას ვერ ხვდებიან, რომ როგორც თავიანთ ყურებს ვერ დაინახავენ, ისე ხელისუფლებაში ვეღარ მოვლენ. თუკი მოახერხეს რაიმე უკანონო გზებით ხელისუფლებაში მოსვლა, მაშინ ხალხი მაგათ ლინჩის წესით გაასამართლებს.




antikato

2018-04-16 21:09:47

ერთხელ უკვე ავღნიშნე,ეს ნატალი სოროსის ძუძუზე ზის მეთქი!
ერთი კითხეთ! ნატოში რომ შევიდეთ,ეს რასაკვირველია სოხუმის და ცხინვალის გარეშე იქნება,რუსეთმა რომ ცხინვალში რამე ააფეთქოს(სროლა რა საჭიროა,ვინ აღიგვება!)ამაზე თუ ფიქრობს ეს "ნატალი"?
როგორც თვითონ იძახის,კანონმორჩილი მძღოლია,ე.ი. მანქანა ყავს,კუხნაში არ შედის რადგან მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებს,ე.ი. კომპი აქვს.
მსახურობს კერძო სექტორში,ე.ი საქართველოში ხელს თუ გაანძრევ იცხოვრებ!
მეორე ვარიანტია არასამთავრობო სექტორშია დასაქმებული,რაც უფრო დამაჯერებელია,
აი პაპა რატომ კახურად არ უხსნის,ეს ვერ გავიგე(პაპა მიხვდება თუ ვინ ვარ,(მაისშიი)

Maverick

2018-04-16 21:10:19

ნატალი,

დროზე გამოხვიდე კუხნიდან აჯობებს და თუ ქვეYნის პარლამენტში არა, ადგილობრივ არჩევნებში მაინც მიიღე მონაწილეობა, რომ უფრო მძლავრად დაუპირისპირდე რუსულ პროპაგანდას. სულ მალე დაინახავ, რომ არანაირი რუსული პროპაგანდა არსებობს, გარდა გადაბერებული ერის, გამათხოვრებული ხალხის ხარჯზე მყოფი გაზულუქებული, ხელისუფლებაში მოკალათებული ბანკთაYVანისმცემლების, 4-5 და მეტი, თითქმის ყველა ქვეყნის (საქართველოს გამოკლებით) სპეცსამსახურების გავლენის აგენტებისა, რომლებიც წარმატებით აბრალებენ უდანაშაულო ადამიანებს იმას რაც თავად არიან.

საერთო ბინაში თუ ცხოვრობ, მიიხედე მოიხედე, რა ხდება შენ გარშემო, ვინ უწევს უპატრონო ძაღLEბს და კატებს, მღრღნეLებსა და მწერებს ნაგავსაYრეLთან კონკურენციას!!!!!!!!!!

რუსეთი რაც არის, დიდი ხანია ვიცით, მაგრამ ეს ჩვენი პარტიული ნაGავი რომ სიბინძურეში და სიბიLწეში რუსებს რომ ასწრებენ, ამაში ჯობნიან რუსები! და, ეს არის რუსული პროპაგანდის კლასიკური გამარჯვება!

natali

2018-04-16 21:25:16

ჩვენ არ გვქონია სახელმწიფო, არ ვიცით მართვა, ვერ ჩამოვყალიბდით სამოქალაქო საზოგადოებად....დიახ, სახელმწიფო რომ არ გვქონდა, ეს რუსეთის ბრალია და რომ აქამდე ვერ ჩამოვყალიბდით, ამაშიც რუსეთი გვიშლის ხელს. დიახ, არ გვყავს პოლიტიკოსები, თავიდანვე პოლიტიკაში რუსის ხელდასმის გარეშევ ვერავინ შეყოფდა ცხვირს. იმათ ისარგებლეს ზუსტად საერთო სახალხო საკუთრების დატაცებით, გაკერძოვებით და იმათ იშოვნეს ფული. დარჩნენ ისევ პოლიტიკაში და ახლა იმათი შვილები...სხედან პოლიტიკაში და კრიშავენ თავიანთ ბიზნესებს.
ხოდა...ვისი ბრალია????

natali

2018-04-16 21:29:15

სოროსი:))))))
მეტი სქმე არ მაქვს ვინმეს ვემსახურო...სოროსი იქნება თუ პუტინი...:)))
თქვენგან განსხვავებით ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ!:))))))))))))))))))

natali

2018-04-16 21:38:38

ზოგიერთმა თქვენს თავს შეხედეთ! არასდროს არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მიმაჩნია, რომ ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას. თავისუფალი ვარ და სხვის თავისუფლებასაც პატივს ვცემ. რა მომართვაა, რა აგრესიაა....და მხოლოდ იმიტომ, რომ რუსი, რომელმაც ნახევარი თანამემამულეები ლტოლვილებად მიქცია, აგერ ორი დღის წინ ტატუნაშვილი აწამა, ცხედარიც კი ორგანოებდაცლილი ძლივს გადმოგვცეს, აუგად მოვიხსენიე. ე.ი. მე ვარ ვიღაცის ძუძს მიმჯდარი და მე მაქვს ტაბლეტები ნაყლაპი????
((((((((((((((( ეეეხ.........

natali

2018-04-16 22:01:24

ააა...მოიფიქრე ახლა რა ნიკით შემოხვალ და როგორ გამლანძღავ.

DDDD

2018-04-16 22:50:22

natali
არავის არ გაულანძღიხარ.
აქ კამათია და ხანდახან კამათის სახე მძიმე ფორმას იღებს.
ჩემი შენდამი ღრმა პატივისცემის და მაღალი ინტელექტის გამოა, რომ ასეთ ადამიანებზე უფრო ვბრაზობ ხოლმე, ვიდრე ვინმე უპრაკონოდ შემოღეტებულზე.
ამიტომ ნუ გეწყინება. მითუმეტეს, რომ უადგილო არავის არ უკადრებია.
რაც შეეხება რუსებს თუ არარუსებს.
ტყუილად ფიქრობ, რომ ვინმე აქ რუსს იცავს. ღმერთმა დამიფაროს. მითუმეტეს, რომ მას ჩემი და ჩემნაირების დასაცავი არაფერი სჭირთ. თვითონაც კარგად იცავენ თავის თავს.
იმ შენი მოყვანილ არგუმენტებში მე უფრო ჩვენს დანაშაულს ვხედავ ვიდრე რუსისას.
"ორი დღის წინ ტატუნაშვილი აწამა" - ტატუნაშვილი ოსმა აწამა და ეს ფაქტია. ოსს რუსი იცავს, მაგრამ ვინ მიიყვანა იქამდე, რომ ოსმა ჩვენიანი აწამა და რუსმა მწამებელი დაიცვა? ჩვენ ვართ დამნაშავე. არ ვიცოდით, რომ ასე მოხდებოდა? ვიცოდით, მაგრამ მაინც წაგვაქეზეს ამაზე და ჩვენც ყბადაღებულები ავყევით. რომც არ გვცოდნოდა, მაინც ჩვენი ბრალია - მაშინ რაში ვუხდით ჩვენს სახელოვან უშიშროების სამსახურებს გადასახადებს, თუ ისინი თავის მოვალეობას არ შეასრულებენ? თუ მათი მოვალეობა მარტო დორბლიანის დავალებით პოლიტიკური ოპონენტების ლოგინის სცენების გადახდა იყო?
"ნახევარი თანამემამულეები ლტოლვილებად მიქცია" - ვისი ბრალია, რუსის თუ ჩვენი? არ ვიცოდით, რომ ასე მოხდებოდა თუ ჩვენ იმ მიქარვას ჩავიდენდით, რაც ჩავიდინეთ? კიდევ ერთხელ შეგახსენებ - აფხზეთში შევცვივდით, ოსებთან შევცვივდით. და ეს სწორე იყო? თუ რუსი არ უნდა ჩარეულიყო და ჩვენ უნდა გვეჩმორებინა აფხაზები და ოსები?! ეს მართალი და კარგი იქნებოდა? გამოდის რომ რუსებმა ხელებში ჩაგვარტყეს მაშინ, როცა ჩვენ სხვებს იმავეს ვუპირებდით, რაც მერე ჩვენ დაგვმართეს!?
და შენ თვლი, რომ არ ვართ ამაში დამნაშავეები და მარტო რუსები არიან დამნაშავეები?
არ ვიცოდით, რომ კოსოვოს შექმნის პრეცედენტი აქაც გადმოინაცვლებდა? რატომ არ ვიცოდით? ე.ი. ჩვენი ბრალია - უნდა გვცოდნოდა.
აქ საუბარი არის იმაზე, რომ რუსების ყველა წვრილმანში დადანაშაულება უკვე აბსურდების თეატრია და სისულელე.
სხვათა შორის - ამერიკელების მიერ დაშვებული პრეცედენტი სი-რიის დაბომბვისა რეალური მიზეზის გარეშე -ესეც ძალიან ცუდი პრეცედენტია და შეიძლება გამეორებული იქნეს რუსები მიერ ჩვენს წინააღმდეგ. და თუ ვერ გავთვალეთ ისევ, მაშინ ჩვენი ბრალია.
ესაა ანალიტიკა, ესაა დიპლომატია.

serapina

2018-04-16 23:08:09

ოო,მედია "ჯადოსნური საწამლავია" ვირეშმაკოლოგების ხელში...
მაგრამ ახლა სხვა საკითხზე.

"...რომელიც სამცხე-ჯავახეთში მაუწყებლობს, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სომ/ეხია და დაახლოებით 80%-მა ქართული ენა არ იცის."

აგერ ბატონო,ახლა ეს გნებავთ რუსეთს დააბრალეთ,გნებავთ ევრო/ატ/ლან/ტიკას...
გამაგებინეთ ერთი,საქართველოს ტერიტორიაზე რატომ არ(!) ავალდებულებს ხელისუფლება გნებავთ სომ/ხებს,გნებავთ აზერბაიჯანლებს(გნებავთ სხვა ერის ხალხს...ჰარიჰარალოზე რომ მოქალაქეობას იღებენ საქართველოში), სახელმწიფო ენის ცოდნას?!

მეგრელი

2018-04-16 23:14:10

natali არასდროს არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მიმაჩნია, რომ ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას.
---------
ირიბი პროპაგანდა,რომელიც შეიძლება დასავლეთის გავლითაც კი ფინანსდებოდეს და ბევრი ჩვენი აქ მცხოვრები თანამემამულეც შეუგნებლად ეხმარებოდეს რუსეთს ასეთი სახის პროპაგანდაში, სერიოზულად მისახედი და დამაფიქრებელია. natali2018-04-16 11:07:05

შეურაწყოფა კი არა ეშაფოტზე უშვებ .

ეხლა მომისმინე ნატალი.საინტერესო ისტორიას უნდა მოგიყვე. იყო ამისთანა ფრანგი მწერალი-ქალი ოლიმპია დე გუჟი.,,დე " მერე დაიმატა . ყასაბის შვილი იყი. მან 1791 წ. გამოაქვეყნა ,, ქალის უფლებების დაცვის დეკლარაცია". მგონი ეს პირველი გენდერული მანიფესტი იყო ევროპაშო. თუმცა ნაციონალურმა კონვენტმა ის არ მიიღო. მას ეკუთვნის შემდეგი გენდერული ფრაზა ,, თუ ქალს აქვს უფლება ავიდეს ეშაფოტზე მას ასევე უნდა ჰქონდეს უფლება ტრიბუნაზეც ავიდესო". ანუ პოლიტიკობა უნდოდა . მართლაც გახდა პოლიტიკოსი . ტრიბუნაზე მართლა ავიდა თუმცა ცუდად იწინასწარმეტყველა. 1793 წელს ღალატის ბრალდებით აიყვანეს ეშაფოტზე. ეს საინტერესო ისტორიაა . მეტი არაფერი. იმედია მოგეწონა.

natali

2018-04-16 23:30:34

რას წამესიეთ ერთი ვერ გავიგე.

რუსული პროპაგანდა რომ მიდის პირდაპირიც და ირიბიც, მე აღმოვაჩინე?

რა დავწერე ერთი ისეთი, რაც ისედაც არ იცით.
ან რა ისტორიებს მიყვებით,რა შუაშია ეგ ისტორია ჩემთან, მართლა არ მესმის.

natali

2018-04-16 23:44:12

და სხვათა შორის შეურაწყოფა კი არა, შეურაცხყოფა!!!!!!:))))))

მეგრელი

2018-04-17 00:00:11

რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას.

ამ პროპაგანდის ერთერთი ნიმუში. რომელიც ძალიან საშიშია ეტყობა.

https://www.youtube.com/watch?time_continue=111&v=I_fRtZH-yiE

ეს ერთი. მეორე. მე მახსოვს დასავლეთის საინფორმაციო პროპაგანდაც.

1992 წელი. ზუგდიდი. გამწარებული ხალხი როგორ უხსნიდა ჟურნალისტს დასავლეთიდან თუ რა ხდებოდა ზუგდიდში . გთხოვდა სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა ევროპისთვის. ევროპის მედია კი სულ სხვა ინფოს გადასცემდა.

Maverick

2018-04-17 00:08:47

ნატალი,

ერცერთი ჩვენგანი, რაც ქვეყანაში ხდება ვერ შეცვლის. ასეთი არის პატარა ერის ბედი. ერთადერთი გამონაკლისია ისრაელი, რომელსაც დედამიწის ყველა წერტილში თავის ლობი, ერისშვილი ყავს, და ამიტომაც არის ძლიერი, ჩვენ კი "დიდკაცი თუ გამოგვერია, ისე გავთელავთ, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადს"...

შურმა, ამბიციურობამ და პირველობისაკენ სწრაფვამ ასე იცის; თუნდაც არ გვესმოდეს, არაფრად ვაგდებთ გვესმის თუ არ გვესმის, ვიცით თუ არ ვიცით, გვეკუთვნის თუ არ გვეკუთვნის, ამიტომაც არის უვიცობის, უქნარობის, უმაქნისობის, ქვეგამხედვარობის და არაპროფესიონალიზმის აღზევების ხანა ქვეყანაში.

natali

2018-04-17 00:10:41

კარგით ბატონო, თქვენ თქვენი აზრი გაქვთ, მე ჩემი. სუ არ ვაპირებ რამეში დაგაჯეროთ და აზრი შეგიცვალოთ.
მაგრამ ის მაინც ამიხსენით კონკრეტულად მე ვინ გავუშვი ეშაფოტზე? ვისი ცოდვა დავიდე?

natali

2018-04-17 00:31:24

მე რუსებს ვადანაშაულებ ჩვენს უბედურებაში, თქვენ საკუთარ თავს. მე ეს ვიცი, რომ მე არ შევვარდნილვარ ცხინვალში და სოხუმში და თვალითაც კი არ მინახავს არცერთი. არ ვიცი, თქვენ თუ შევარდით, მაშინ მოუხადეთ ბოდიში აფხაზებს და ოსებს და სთხოვეთ შეგიერთონ.
აჰა! კმაყოფილები ბრძანდებით?

DDDzia

2018-04-17 12:01:51

InSerbia: Путин одурачил финансовых акул Запада

За несколько дней Россия скупила за бесценок свои нефтяные и газовые активы, которые находились в руках западных финансистов, утверждает InSerbia. И все благодаря тому, что российский рубль обесценился, и на рынке появились слухи, что и акции пойдут вниз. По словам издания, это была «самая удивительная операция, которую видели со времен создания фондового рынка».


https://russian.rt.com/inotv/2014-12-31/InSerbia-Putin-odurachil-finansovih-akul#.WtODLdZlRFY.facebook

natali

2018-04-17 12:30:14


Maverick
ხო, ებ/რა/ელები ჭკვიანი ხალხია. აი რა უთხრა უკრაინაში შიმონ პერესმა ახალგაზრდებს-----



"რა გინდათ, რომ გახსოვდეთ? თქვენს მიერ დაშვებული შეცდომები? ისტორიას ვერ დაეყრდნობით, ის არაფერს მოგცემთ. ისტორიკოსები იყვნენ მეფეთა ან მათი მეხოტბეები, ვინც ხელისუფლებაში იყო.
ადამიანებს ეშიანიათ... მაგრამ მხოლოდ ღმერთმა იცის რა მოგველის.
მეკითხებიან რა იყო თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა. მე ვპასუხობ, რომ გვქონდა უამრავი ოცნება, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ რაც უფრო ბევრი გაქვს ის და მიუწვდომელია, მით უფრო მეტს მიაღწევ. იოცნებეთ რაღაც დიდზე და მას აუცილებლად მიაღწევთ.
თქვენი ახალგაზრდა თაობა შესანიშნავია, მაგრამ რაც მათში არ მომწონს ისააა, რომ არ უყვართ პოლიტიკოსები. ისინი ლაპარაკობენ, რომ პოლიტიკა კორუმპირებულია, მე ვეუბნები მათ, თქვენ არ ხართ კორუმპირებული მაშინ წადით პოლიტიკაში და აღარ იქნება ის კორუმპირებული.
ეს არის გაკვეთილები, რომელიც მე მივიღე წარსულიდან."

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80