„მოვედი, რომ მხარი დავუჭირო „ბადაგონს“
საზოგადოება

„მოვედი, რომ მხარი დავუჭირო „ბადაგონს“

„მოვედი, რომ მხარი დავუჭირო „ბადაგონს“
ალა ისპირიანი

2018-04-14 01:09:06

„ალექსანდრეს ბაღში“ კომპანია „ბადაგონის“ მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა.

„ქართველებს ერთი არაჩვეულებრივი სიტყვა გვაქვს, - „ერთსულოვნება“ და იქ სადაც ერთსულოვნებაა ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნება. თქვენი აქ მოსვლაც ამაზე მეტყველებს“, - საზოგადოებასთან ასეთი მიმართვით გახსნა „ალექსანდრეს ბაღში“ კომპანია „ბადაგონის“ მხარდამჭერი კონცერტი, თეატრალურმა კრიტიკოსმა და ტელეწამყვანმა, ნიკოლოზ წულუკიძემ.

„ბადაგონის“ მხარდამჭერ კონცერტზე საათნახევრის განმავლობაში ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, მთავარი დირიჟორის, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღავნელობით უკრავდა.

კონცერტში მონაწილეობდნენ მომღერლები: ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, კომპოზიტორი და მომღერალი ზვიად ბოლქვაძე, არტისტი გიორგი ცაგარელი, კომპოზიტორი და ელექტრონული მუსიკის არტისტი ალექსანდრე კორძაია.

კონცერტი გაიხსნა გია ყანჩელის არაჩვეულებრივი მუსიკით და პეტრე გრუზინსკის შემოქმედებით, სიმღერით „ყვითელი ფოთლები“, რომელიც ნატო მეტონიძემ შეასრულა.

მსგავსი კონცერტებით და შემსრულებლებით არც თუ ისე ხშირად განებივრებულმა საზოგადოებამ მუსიკით ტკბობასთან ერთად მხარდაჭერა კომპანია „ბადაგონს“ გამოუცხადა, რომლებმაც For.ge- სთან იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რატომაც მოვიდნენ კონცერტზე. მათი თქმით „ბადაგონი“ არის კომპანია, სადაც ხარისხიანი პროდუქცია იწარმოება, ჰყავს დასაქმებული ბევრი ადამიანი და მისი გაჩერება ან დაზარალება სერიოზულ ეკონომიკურ საფრთხეს შექმნის.

„მიხარია, რომ საქართველოში არის ასეთი კომპანია, რომელსაც გააქვს ექსპორტზე ღვინო. ვიცი, რომ პოპულარულია „ბადაგონის“ პროდუქცია მე თვითონ ვყიდულობ მის მიერ დამზადებულ სასმელებს და ძალიან მომწონს. ვიცი, რომ კომპანია „ბადაგონს“ პრობლემები აქვს და მოვედი მხარდასაჭერად“, - აცხადებს For.ge- სთან საუბრისას მანანა ხულუზაური.

„კონცერტზე მოვედი, რადგან მხარი დავუჭირო „ბადაგონს“, ვინაიდან ძალიან მაგარი და წარმატებული ბრენდია და მინდა ეს წარმატება შეინარჩუნოს. ძალიან მომწონს ყველა ის მომღერალი, ვინც თავისი სიმღერით „ბადაგონს“ დღეს აქ მხარს უჭერს. განსაკუთრებულად გამიხარდა ნინო ქათამაძის და ნატო მეტონიძის ამ კონცერტზე ყოფნა, რადგან ძალიან მომწონს მათი შესრულება“, - ამბობს შორენა ცინცაძე.

„მინდა მუსიკისგან მიღებული სიამოვნება წავიღო დღევანდელი ამ კონცერტისგან და ასევე მხარი დავუჭირო „ბადაგონს“. გამისინჯავს მათი ღვინო და ვიცი, როგორი კარგია.

მიხარია, რომ დღეს „ბადაგონის“ მხარდამჭერ კონცერტზე გიორგი ცაგარელი იმყოფება, იმიტომ. რომ კონსერვატორიაში ვნახეთ მისი რამდენიმე საღამო და ძალიან მოგვეწონა, ასევე გვიხარია ქათამაძის აქ ყოფნა“, - აღნიშნავს აიფე მამაი.

„როგორც ვიცი კომპანია „ბადაგონი“ ექსპორტიორთა შორის უპირობო ლიდერია და კოპანიაში 600 ადამიანია დასაქმებული, ამიტომ მხარს ვუჭერ „ბადაგონს“, მისი პროდუქციის მომხმარებელი ვარ და მინდა კიდევ დიდი ხანი იყოს ბაზარზე“, - ამბობს თამთა კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის მონაცემებით „ბადაგონი“ ყველაზე დიდი დამსაქმებელი გახდა მეღვინეობის დარგში. ეს ის კომპანიაა, რომლის ქვევრის ღვინომ, პირველად ქართული ღვინის ისტორიაში და ზოგადად, საქართველოს ისტორიაში, უმაღლესი ჯილდო, ანუ საუკეთესო ღვინის წოდება მოიპოვა და ამით მსოფლიოში ქართული ღვინისადმი ინტერესი გაზარდა.

„ბადაგონი“ არის კომპანია რომელიც დღეს 8 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს და, რომლის უმეტესობა მსოფლიოს 30 ქვეყანაში გადის. 2017 წლის მონაცემებით „ბადაგონი“ ექსპორტიორთა შორის უპირობო ლიდერია და კოპანიაში 600-მდე ადამიანია დასაქმებული.

კომპანია „ბადაგონისადმი“ მხარდამჭერი კონცერტი ბოლო დროს კომპანიის შიგნით განვითარებული მოვლენების გამოძახილია, რამაც კომპანიის დროებით გაჩერება გამოიწვია.

კონცერტი საათნახევარი გაგრძელდა და ნიკოლოზ წულუკიძის თქმის არ იყოს, საზოგადეობა „ერთსულოვნად“ ბოლო წუთამდე იდგა კომპანია „ბადაგონის“ მხარდასაჭერად.

ნანახია - 1266

arichopra 2

2018-04-14 10:45:26

საწარმოს შესახებ მიმდინარე ქონებრივი დავა კონცერტზე უნდა გადაწყდეს?!

arichopra 2

2018-04-14 10:46:59

ესენი, ეს მხარდამჭერები ყველა, მინუს 40-50 კაცი, ყველა მოსყიდულები არიან!

avrelianoo1

2018-04-14 15:30:59

ბევრი ხალხი იყო ჩემი თვალით ვნახე!










kira

2018-04-14 15:41:03

აჟიტირებული და მოსყიდული თავად ხარ, საიდან მოგაქვს, რაღაც სიბინძურეებს ავრცელებ, საიდან იცი, ესწრებოდი მოსყიდვას? ან და რა მოსყიდვა სჭირდება ელემენტარულ სოლიდარობას კომპანიასთან რომელიც ქვეყანას მუდმივად ასახელებს?!

ელი

2018-04-14 15:49:27

ძალიან მაგარი საღამო იყო, გმადლობთ ბადაგონი....

ელი

2018-04-14 15:49:41

ძალიან მაგარი საღამო იყო, გმადლობთ ბადაგონი....

arichopra 2

2018-04-14 21:26:06

შენ ხომ არ გაჟრიალებს? ლანჩხუთში ვცხოვრობ.ღვინო ჩემი მაქვს ან მეგობრები მჩუქნიან.3-4 წელია არაფერ ბიზნესს მე არ ვეწევი. რა აჟიტირებული და მოსყიდული უნდა ვიყო? მაინც ვინ მომისყიდა და რატომ? გამოვთქვი სრულიად საღი ვარაუდი, რაღაც ღვინის კომპანიის მესაუთრულ დავაზე სოლიდარობის კონცერტის გამართვა შენ ნორმალური გგონია?! მე მიკვირს! რომელი ეროვნული საკითხი ეს არის, რომელიმე მხარეს რომ სოლიდარობა გამოვუცხადო?! ეს სასამართლოს საკითხია! არ მოგეწონა, არ მეთანხმები, წადი გაიარე! ისე ვინმეს მოსყიდვის სურვილი თუ აქვს აქ მომწეროს პირობები და იქნებ მივეყიდო კიდეც?! ))) ვაიმეე... გამაგიჟებს ეს ხალხი!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80