ენერგოპროექტები ჩიხშია, ხალხის პროტესტმა ვითარება აბსოლუტურად შეცვალა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

ენერგოპროექტები ჩიხშია, ხალხის პროტესტმა ვითარება აბსოლუტურად შეცვალა

ენერგოპროექტები ჩიხშია, ხალხის პროტესტმა ვითარება აბსოლუტურად შეცვალა
ბექა დანელია

2018-04-12 21:30:41

მთავრობა ხუდონჰესის პროექტს მიუბრუნდა. გიგანტური ჰესის აშენება მნიშვნელოვანია კრიზისისკენ მიმავალი ენეგოსექტორისთვის. თუმცა, სულ სხვაგვარად ფიქრობს რეგიონის მოსახლეობა. სვანეთში არა მარტო ხუდონის, არამედ სხვა ჰესების წინააღმდეგაც დაირაზმნენ. ზოგადად კი მთელ ქვეყანაში აპროტესტებენ ახალი ჰესების მშენებლობას და რეალურად საინვესტიციო პროექტების განხორციელება ჩიხშია შესული.

დარჩება თუ არა კომპანია „ტრანს ელექტრიკა“ ხუდონჰესის პროექტში უახლოეს მომავალში გაირკვევა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. „მოლაპარაკების სტადიაზე ვიმყოფებით და უახლოეს მომავალში შედეგი ცნობილი გახდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ხუდონჰესის პროექტი ამ ეტაპზე შეჩერებულია. ჰესის განმახორციელებელი კომპანია „ტრანს ელექტრიკა“ იყო, თუმცა არსებული ინფორმაციით, ჰესის მშენებლობას სახელმწიფო განახორციელებს. რამდენად მოახერხებს ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობის დაყოლიებას, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ამ მხრივ ვითარება არა მარტო სვანეთში გართულდა, არამედ საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც. თითქმის ყველგან, სადაც კი ენერგეტიკული პროექტები ხორციელდება ან იგეგმება, პროტესტის მძლავრი ტალღაა აგორებული.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის აზრით, ჰიდროელექტროსადგურების აშენების წინააღმდეგ გახშირებული საპროტესტო აქციები ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე ნეგატიურად აისახება. სხვადასხვა რეგიონში ჰესების წინააღმდეგ არსებულ ნეგატიურ განწყობაში დიდია პოლიტიკური მომენტი.

„სამწუხაროდ, გახშირდა შემთხვევები, როცა კანონიერად მოქმედი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას ეშლება ხელი და ინვესტორები გარკვეულ წინააღმდეგობებს აწყდებიან. ამ პროცესში ძალიან დიდია პოლიტიკური მომენტი და ასევე გარკვეული ჯგუფები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების სახით ცდილობენ ინვესტორების საქმიანობას ხელი შეუშალონ. ასეთი პრობლემა დგას სვანეთში, აჭარაში, ქვემო ქართლში, კახეთში და როცა ასეთი ტიპის მოქმედებებს აქვს ადგილი, ბუნებრივია, ეს არაა კარგი“, - განაცხადა ლექვინაძემ და ადგილობრივ ხელისუფლებას და მაჟორიტარ დეპუტატებს მოსახლეობასთან კომუნიკაციის გააქტიურებისკენ მოუწოდა.

„ასეთ დროს მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების როლი და ასევე იმ მაჟორიტარების როლი, რომლებიც ამა თუ იმ რეგიონს წარმოადგენენ. სწორედ მათი ნეიტრალური დამოკიდებულება ხელს უწყობს მსგავსი ტიპის ჯგუფების კიდევ უფრო გაძლიერებას. მაჟორიტარებმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ კეთილი ინებონ და მეტი ესაუბრონ მოსახლეობას, თუ რატომ უნდა აშენდეს ახალი ჰესები საქართველოში“, - განუცხადა „საქმის კურსს“ ლექვინაძემ.

ვითარება ენერგოსექტორში მართლაც დამაფიქრებელია. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, ხოლო ახალი პროექტები ვერ ხორციელდება.

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ეთანხმება მოსაზრებას ახალი ენერგოპროექტის აუცილებლობის შესახებ. თუკი ჰესი ზიანს არ აყენებს გარემოსა და მოსახლეობას, იგი მისაღებია. ბოლო წლებში მოთხოვნა მუდმივად მზარდია როგორც საქართველოში, ასევე - რეგიონის ქვეყნებში. ამიტომ ყველა ვარიანტში უნდა აიგოს ელექტროენერგიის გენერაციის ახალი სადგურები.

„თუ გარემოზე ზემოქმედების დასკვნა მისაღებია, ჰესის აშენებას პრობლემა არ უნდა შეექმნას. ხალხი ყოველთვის აპროტესტებს მსხვილმასშტაბიან პროექტებს. მაგალითად, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ იმ ჰესების აშენებას, რომლებიც დღეს გამართულად მუშაობს.

ენერგობაზრის მოცულობა იზრდება, რაც მოთხოვნის მატებასაც უწყობს ხელს. იგივე შეიძლება ითქვას მთელ რეგიონზეც. მეზობელ ქვეყნებშიც მზარდია ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, ამიტომ ჩვენ ყველა ვარიანტში უნდა გვქონდეს ელექტროენერგიის გამომუშავების საკუთარი წყაროები, რომ არ აღმოვჩნდეთ მწვავე დეფიციტის წინაშე“, - აღნიშნა ჯგერენაიამ.

ნანახია - 795

პლატონი

2018-04-12 23:02:01

რა აზრი აქვს, რაც მეტი ჰესი შენდება ტარიფი უფრო მატულობს ქარის ელექტროსადგურიდან შესყიდვის ტარიფი 17 თეთრია.

petrekupry

2018-04-13 08:19:35

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის აზრით, ჰიდროელექტროსადგურების აშენების წინააღმდეგ გახშირებული საპროტესტო აქციები ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე ნეგატიურად აისახება. სხვადასხვა რეგიონში ჰესების წინააღმდეგ არსებულ ნეგატიურ განწყობაში დიდია პოლიტიკური მომენტი.



სწორედ ეგ უნდათ ნაცებს .... ჯერ მათ დაუდგებიან გვერდით .... მერე ქოცებს რომ გაყრიან და სასტიკ შურს იძიებენ, გგონიათ ხალხს ვინმე რაიმეს შეეკითხება? პირდაპირ დაბომბავს და ისე ააშენებს !



დღეს საქართველოს ხსნა - ენერგოპროექტების უსწრაფესად განხორცილებაშია!

tngh

2018-04-13 12:15:29

ეს პროტესტი კი არ არის, არამედ მიზანმიმართული საბოტაჟია საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ!!! დროა "მეგრანტეების" და "დილეტანტ-პოპულისტი" ექსპერტების ქმედებას თავისი სახელი დაერქვას. ის დემაგოგია, რომ რათ გვინდა "ჰესები", ტარიფი მაინც არ იაფდებაო, სწორედაც ქვეყნის განვითარებისბ წინააღმდეგ არის მიმართული.

tngh

2018-04-13 12:22:08

საქართველოს განვითარების ყველაზე დიდი პოტენციალი წლის უდიდესი რესურსების გონებრივად, უსაფრთხოდ და ტექნიკური პირობების სრული დაცვით გამოყენებაშია. ამიტომაც არის აუცილებელი "ჰესების" აშენება, რომ საქართველო ენერგო-რესურსების იმპორტიორი ქვეყნიდან მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნად გადაიქცეს და ადგილზეც უფრო მეტი მოიხმაროს, ვინემ ეხლა... ეს უსინდისო საბოტაჟნიკები, ასრულებენ უცხო ქვეყნების დავალებებს, რომ არ განვითარდეს ეკონომიკა და მუდმივად ვიყოთ დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე.

tngh

2018-04-13 12:28:12

პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს კანონი საბოტაჟის წინააღმდეგ და საბოტაჟის დამკვეთებიც და შემსრულებლებიც მკაცრად უნდა დაისაჯონ. ამოვიდა უკვე ყელში უსაფუძვლო "ნადგურდება", "იტბორება", "ჭაობდება"... და მსგავსი "დილეტანტ-პოპულისტური", სრულიად უსაფუძვლო "ბრძნული" დასკვნები.

tngh

2018-04-13 13:00:32

კიდევ კარგი, რომ "ენგურჰესის" და "ჟინვალჰესის" აშენება მოესწრო XX საუკუნის (60-70)-ან წლებში, თორემ რა დღეში ვიქნებოდით დღეს, ხომ წარმოგიდგენიათ??? ყველა ეს უმსგავსოება, 80-ანი წლების ბოლოს დაიწყო ჟვანიას მეთაურობით, როდესაც "ხუდონჰესის" მშენებლობა დაიბლოკა... დღეს უკვე მსოფლიოში არნახული მასშტაბები მიიღო "მეგრანტეების" და "დილეტანტ-პოპულისტების" მავნებლობამ. სახელმწიფომ დროულად უნდა აღკვეტოს ეს საბოტაჟები, თორემ შემდეგ გვიან იქნება. არც ერთი ინვესტორი საქართველოს აღარ "გაეკარება", და მძიმე კრიზისის ხანი დადგება...

serapina

2018-04-13 14:49:19

პარლამენტმა ის კანონები,რაც ადამიანს ადამიანური ცხოვრების საშუალებას მისცემდა,დღემდე ვერ/არ მიიღო... იმ უბრალო მიზეზით,რომ მერე მათი ბიზნესები(ბიძაშვილ-დეიდაშვილ-მძახლებზე გაფორმებული) მომგებიანი ვერ იქნებოდა.

შესაბამისად,ხალხს არც ინვესტორების და არც პარლამენტარების "ცრემლების" არ ჯერა... თორემ იმთავითვე ენერგოდამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე არავინ მგონია.

კი ბატონო, თუ ხალხის მდგომარეობას გააუმჯობესებს გააკეთონ მაგრამ...

...დასაქმების მოტივით და სამარცხვინო ხელფასებით, სიკვდილზე უშვებს,ვითომ სადღაც ოფშორში დარერიგისტ/რირებული ინვესტორი(რეალობაში კი ბეჟუაშვილი) ქართველ კაცებს.
ვისთვისაა შემოსავლიანი ტ/ყიბულის ბიზნესი?
რა ზომები მიიღო დღემდე ხელისუფლებამ?
ჩაფარცხეს ყველა ჯერზე!
ასე გაგრძელდება სამომავლოდაც.
რამდენი წელია შეგახსენოთ?
რამდენი გარდაიცვალა ის უმნიშვნელოა?! თუ რადგან პოლიტიკურ ქულებს არავის მოუტანს,არა უშავს... ასეთები ყველგან შეიძლება მოხდეს?!

დილეტანტ-პოპულისტების მავნებლობა რომ თავად პარლამენტიდან დს ხელისუფლებებიდან არ იღებდეს სათავეს, გვექნებოდა კანონი...
რომელიც დაიცავდა საქართველოს მოქალაქეს ექსპლუატაციისაგან...
მაგრამ მაშ,თავის თავს ხომ არ დასჯიან?! თავიანთ მსუყე ლუკმებს ხიმ არ დაკარგავენ?!
კანონი არ იცავს საქართველოს მოქალაქეს,სამაგიეროდ რაც უნდა იმის უფლებას აძლევს ინვესტორს.
ეს,თქვენ ნორმალური გგონიათ???

საქართველოს განვითარების ყველაზე დიდი პოტენციალი, უკვე არსებული "მონური შრომის" წახალისება კი არ არის...
არამედ ფუნქციონირებადი კანონები და ვარგისიანი განათლების სისტემაა.
ვერც ერთი შექმნეს,ვერც მეორე...
და ამ ერთხელ, ისევ "პოსლეზე" რატომ უნდა ენდოს წესიერი ქართველი ხელისუფლებას ან პარლამენტს?!

საბოტაჟნიკებით, ნუ ამართლებთ ამათ უსუსურობას!

serapina

2018-04-13 14:56:00

აგერ ლინკი:http://rustavi2.ge/ka/news/101211

(რუსთავი2 -ის დახასიათება არაა საჭირო. აქ მთავარი სხვა რამ არის).

serapina

2018-04-13 17:05:05

აგერ კიდევ შემდეგი...
ახლა საინტრესო ისაა,ეს თანხა რა სისწრაფით შემოეჭმებათ.
აბა,წინასაარჩევნოდ სირბილი, ხომ უნდა დაუფასდეს ამ ხალხს?!
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/56897/evrokavshiris-sabchom-saqartvelostvis-45-milioni-evros-gamokopis-gadatskvetileba-miigo

გულწრფელად მაინტერესებს,ამ თანხებს "სად უშვებენ" ამის დოკუმენტაცია არსებობს?!

მაინტერესებს,2008 წლიდან რომ მესამე დახმარებააო... ამ,წინა ოროს ხარჯები სად ვნახო?
გთხოვთ მიმითითოთ ლინკი.

tngh

2018-04-13 21:40:56

პატივცემულო!!! როგორც გავიგე თქვენგან, უკვე 20 წელია გერმანიაში იმყოფებით. ბრძანდებოდეთ, რამდენ ხანსაც გნებავთ. ჩვენ კი, აქ მყოფებს ეკონომიკის განვითარება გვჭირდება. ეს კი, "ჰესების" აშენების გარეშე შეუძლებელია...

serapina

2018-04-13 22:07:52

tngh,
მე,გერმანიაში ვიქნები, თუ მარსზე,ეს თქვენი პ/რობლემა არ უნდა იყოს... და ნურც მოიკითხავთ.

საკითხავი ის არის,სად მიდის ამდენი "დახმარებები" და რას ხმარდება?
ეს,არ გაინტერესებთ?
არც იცით,რიგითმა მოქალაქემ ის ინფორმაცია,რაც ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს...
...სამაგიეროდ, გამალებით იმეორებთ რომ "ჰესები" აუცილებელია
რატომ,უფრო "დავიჯერებთ" რომ წინ მივდივართ?!

სახელმწიფოში,სადაც ადამიანის სიცოცხლე, ნულის ტოლია(მაჩვენეთ ვინ აგებს პასუხს ბოლოს გარდაცვლილ 6 ადამიანზე.. ..ან იქნება კი ეს, ბოლო?), ჰესები კი არა კანონი გვჭირდება.
...თუმცა თქვენისთანა ფანტაზიებში მცხოვრებისათვის ამის ახსნას,აზრი არ ააქვს!

serapina

2018-04-13 22:18:44

არცერთი შეკითხვის პასუხი არ გაქვთ(თქვენ ცოდნას კი არ ვამოწმებ. პასუხი მაინტერესებს...არგუმენტაცია... რას ეყრდნობით...)
ტიპიური მიშისტივით,ჩაიციკლებით ერთზე და რობოტივით იმეორებთ!

ყველა ხელისუფლებას ჰყავდა თქვენისთანები.აქ,ახალი არაფერია.
უბრალოდ,იმაზე მეცინება,როგორ ეძებს თქვენი აზროვნების ადამიანები, მორიგ "მსხვერპლს". ...რომ პასუხისმგებლობა აჰკიდოს.
საწყალი ივანიშვილი,თქვენისთანების ხელში,რაც გაუკეთებია ისიც არარაობად უქციეთ

ერთი კაცის აშენებული დემოკრატიის რომ გჯერათ,ეს უკვე ანეკდოტია, მაგრამ ამ სისულელის მტკიცება,მაინც არ მოგწყინდათ!

tngh

2018-04-14 15:07:19

სად "ჰესების" აშენება და სად ივანიშვილი, ან დემოკრატია... გერმანიაში იმკურნალე ჯობია... ან სად წაიკითხე, რომ ვინმე გიშლის იქ ყოფნას??? "პოჩერკზე" გეტყობა, რომ გაქანებული "მიშისტი" ხარ. ახლოს გყავს მანდ. ჩააკითხე!!!

serapina

2018-04-14 15:28:41

tngh,
რა მძიმე შემთხვევა ხარ?!

აი, მე რომ მიშისტი რომ ვარ, ზუსტად ასეთი გამჭროახობით გესმის პოლიტიკაც,სახელმწიფოც და დემოკრატიაც!

მკურნალობაც აღარ გიშველის...
"ვინც,ჩვენს გვერდით არ არის, ჩვენი მოწინააღმდეგეა!" ასე ბევრს ეგონა, მათ შორის მიშისტებსაც...
...ახლა,ბიძინისტებს გგონიათ ასე!

მე კი ვიცი,"პოჩერიკზე" რა გეტ/ყობა,მაგრამ როგორც უკვე ვთქვი,აღარაფერი შველის მასეთ მდგომარეობას!

gurekio

2018-04-18 01:52:30

რა წინსვლა და განვითარება-ყველაფერი უკანალისკენ მიდის, სულ გაქცევაზე უჭირავს უბრალო ხალხს თვალი და გარბიან კიდეც. მაგარი პიზდცია მოსული და ან არ ან ვერ ხვდებით

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80