„ტრამპს ბევრი კარგი თვისება აქვს, მაგრამ მისი არაპროგნოზირობადობა და, ცოტა არ იყოს, თავხედური ნაბიჯები ცოტა საშიშია“
საზოგადოება

„ტრამპს ბევრი კარგი თვისება აქვს, მაგრამ მისი არაპროგნოზირობადობა და, ცოტა არ იყოს, თავხედური ნაბიჯები ცოტა საშიშია“

„ტრამპს ბევრი კარგი თვისება აქვს, მაგრამ მისი არაპროგნოზირობადობა და, ცოტა არ იყოს, თავხედური ნაბიჯები ცოტა საშიშია“
მანანა ნოზაძე

2018-03-13 20:00:51

როგორც კეთილად დასრულებულ ზღაპრებში ხდება ხოლმე, პუტინიც კეთილ სიტყვებს არ იშურებს ტრამპის მიმართ და სიმპათიებს გამოხატავს. მართალია, ვლადიმერ პუტინმა სულ ცოტა ხნის წინ ახალი ბირთვული იარაღის წარდგენისას ანიმაცია გამოიყენა და რუსული იარაღი აშშ-ის ერთ-ერთ შტატს, ფლორიდას მიმსგავსებულ ტერიტორიას დაუმიზნა, მაგრამ ტრამპის სამშობლოს მიმართ წყენის მიუხედავად, თავად ტრამპს ხოტბა შეასხა.

ახალ დოკუმენტურ ფილმში „მსოფლიოს წესრიგი 2018“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა მასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ის კეთილგონიერი ადამიანია. პუტინის თქმით, ტრამპთან შეიძლება მოლაპარაკება და კომპრომისების გამოძებნა, განსხვავებით, ამერიკული სისტემისგან, რომელიც არაეფექტური და არაპროგნოზირებადია.

„მე იმედგაცრუებული ვარ არა პარტნიორით, არამედ სისტემით, რადგან ამერიკული სისტემა არაეფექტურია, ასეთ სისტემასთან ურთიერთქმედება რთულია, ვინაიდან ის არაპროგნოზირებადია“, - განაცხადა პუტინმა.

რას ნიშნავს ქათინაურები დონალდ ტრამპის მისამართით და რას გამოელის მისგან პუტინი, თუკი ამერიკული სისტემის „მძევლად“ არ იქნება დონალდ ტრამპი დარჩენილი?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, ეტყობა, ტრამპისა და პუტინის ტემპერამენტი რაღაცით ერთმანეთს ჰგავს და ამიტომაც პუტინმა გარკვეული სიმპათია გამოხატა ტრამპის მიმართ. თუმცა რეალურად პირიქითაა, სწორედ ტრამპია არაპროგნოზირებადი, ხოლო ამერიკული სისტემა ყოველთვის პროგნოზირებადია. რატომღაც პუტინი უკუღმა ხედავს ყველაფერს, ეს მისგან გასაკვირი არ არის და ასეთი ექსცენტრული განცხადებები მას ახასიათებს.

„პოლიტიკაში არსებობს ტემპერამენტი, გაბედულება, რადიკალური ნაბიჯები, როცა პოლიტიკოსი არ ეპუება არავის და არ ერიდება დაპირისპირებებს. სწორედ ასე ფიქრობს პუტინიც და თვითონაც ამ სტილის პოლიტიკოსია. ცხადია, ასეთი ქათინაურით ვერ მოალბობს ტრამპის გულს, მაგრამ ეს ემოციური შეფასებაა. უფრო მგონია, რომ ზუსტად ის ხისტი სტილი მოეწონა ტრამპშიც, რაც პუტინს თავადაც ყოველთვის ახიასიათებდა. ამაში სათავისოდ პოზიტიური დაინახა. ამ დროს ტრამპს ბევრი კარგი თვისება აქვს, მაგრამ მისი არაპროგნოზირობადობა და, ცოტა არ იყოს, თავხედური ნაბიჯები ცოტა საშიშიცაა“, - მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი.

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პუტინის განცხადებებზე რომ არაფერი ვთქვათ, თვითონ ტრამპიც პუტინის მიმართ დითირამბებს ისვრის ხოლმე. თუმცა, როდესაც ამერიკულ სისტემაზეა ლაპარაკი, კონგრესში არიან აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ ძალზე დაპირისპირებული ძალები. ეს ძალები ტრამპს არ აძლევენ იმის უფლებას, კონსტრუქციული დიალოგი გაიმართოს რუსეთთან. როდესაც პუტინი ამერიკულ სისტემაზე ლაპარაკობს, სწორედ ეს „Checks and balance“-ის, ანუ გაწონასწორების, ბალანსისა და ერთმანეთის კონტროლის მექანიზმი აქვს მხედველობაში. ეს შტოები საკმაოდ ბევრ პრობლემას უქმნიან თავად ტრამპს.

„მოგეხსენებათ, რომ რუსეთის თემა ამერიკაში გამოიყენება შიდა ფაქტორისა და ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის, რომ თურმე რუსეთი ჩაერია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომ ტრამპი თურმე რუსეთის კანდიდატია და ა.შ. მაგრამ ტრამპი რა პოლიტიკასაც ახორციელებს, ეს არის იძულებითი პოლიტიკა, რადგან ამერიკის ჰეგემონია სუსტდება. საერთაშორისო ურთიერობების თეორიაში არის ასეთი ცნება, რომ ჰეგემონი დიდხანს ვერ ძლებს, ვინაიდან ეს საკმაოდ დიდ მორალურ, ფიზიკურ, ეკონომიკურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ დღესაც მსოფლიო წესრიგი იცვლება. აღარ არის უშუალოდ ერთპოლუსიანი სამყარო აშშ-ის მეთაურობით, უფრო მრავალპოლუსიანი სამყარო გახდა. თავად ტრამპმაც მოწინააღმდეგეებად დაასახელა ჩინეთი, ირანი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა. პუტინის მიერ იარაღის წარდგენა რადიკალურად ცვლის მსოფლიო წესრიგს. ამიტომ, ჩემი აზრით, დასავლეთი იძულებული იქნება, მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს.

ბირთვული იარაღის წარდგენისას პუტინმა განაცხადა, რომ ეს არ კეთდება იმისთვის, რათა რუსეთმა დომინირებას მიაღწიოს. უბრალოდ, ეს არის თავდაცვის მექანიზმი. საკმაოდ რთული სიტუაციაა, რადგან ამ იარაღის ჟღარუნის ფონზე, ალბათ, იქნება მოთხოვნა, რომ ეს იარაღი სადმე იყოს გამოყენებული. ამ შემთხვევაში, საქართველოში კონფრონტაციული და სიტუაციის დამძაბავი განცხადებები ძალზე უპასუხისმგებლოა“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც ჩვენ დასავლეთსა და რუსეთს შორის გავეჩხირეთ და სწორედ მათი საქმის გარჩევის ადგილად იქცა საქართველო. ამდენად, ჩვენი დღევანდელი ოპოზიციის განცხადებებიც შემაშფოთებელია. ისინი არ ფიქრობენ, ამ კონფრონტაციამ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ეს უპასუხისმგებლო განცხადებებია, რაც იმითაც აიხსნება, რომ, სამწუხაროდ, განათლების დონე პოლიტიკაში, საერთაშორისო ურთიერთობებში ძალზე დაბალია.

„მათი არგუმენტები ყოვლად მიუღებელია. უბრალოდ, ეს განსხვავებული განწყობებია: ზოგს პარიზი მოსწონს, ზოგს-ლონდონი, ზოგსაც- ვაშინგტონი. სინამდვილეში, სახელმწიფოს მართვა საკმაოდ რთულია და შენ ანგარიში უნდა გაუწიო იმ ძალებს, რომლებიც არსებულ პოლიტიკურ სცენაზე მოქმედებენ“.

ნანახი?- 1643

papa

2018-03-13 21:18:09

ამერიკის ჰეგემონია სუსტდება. საერთაშორისო ურთიერობების თეორიაში არის ასეთი ცნება, რომ ჰეგემონი დიდხანს ვერ ძლებს, ვინაიდან ეს საკმაოდ დიდ მორალურ, ფიზიკურ, ეკონომიკურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ დღესაც მსოფლიო წესრიგი იცვლება. აღარ არის უშუალოდ ერთპოლუსიანი სამყარო აშშ-ის მეთაურობით, უფრო მრავალპოლუსიანი სამყარო გახდა.



რაო რაოოო....აკაკი ბაქრაძის სიტყვები უცხადდებათ მაგათ უკვე?...მათი ჰეგემონიის დასასრული ახლოსაო რომ ამბობდა .
ისე ცინელებს ცოტა
.400
300
200
70
ჰაა ჰაა 30..
ე.ი დარჩა 5 წელი

ფხიზელი

2018-03-13 21:31:37

ჩემი დიდი პატივისცემა ქ-ნ თამარ კიკნაძეს! - როგორც ყოველთვის, რეალისტურად უყურებს მსოფლიო მოვლენებს და ზოგიერთი ჩვენი ჩიტირეკია "ექსპერტივით", რაც ენატრება, ის არ ელანდება.

ტრამპის თავდაპირველი, რუსეთისადმი ერთობ კეთილგანწყობილი რიტორიკა რომ მალევე შეიცვალა უკიდურესად ხისტი მიდგომებით, ესეც შიდა წნეხით უნდა აიხსნას, რადგან ტრამპს ნამდვილად დიდი გასაჭირი ადგას: დემოკრატიული პარტია და მთელი მათი მხარდამჭერი უზარმაზარი ძალის მასმედია მხოლოდ მისი დისკრედიტაციით, მისი "რუსული კუდების" ძიებითა და მის წინააღმდეგ ბრძოლით არის დაკავებული.
(ტრამპი ხომ რუსმა ჰაკერებმა აარჩევინეს და მიტ რომნის დანიშვნაც სახელმწიფო მდივნის პოსტზე რუს ჰაკერებს ჩაუშლიათ! :))
მოკლედ, გამოდის, რომ ამერიკასაც პუტინი მართავს - საკუთარი ჰაკერების ხელით!).

ისეა თუ ასე, ამ ორი ლიდერის შერიგება გვერჩიოს მათ ჩხუბს!

" ჩვენი დღევანდელი ოპოზიციის განცხადებებიც შემაშფოთებელია. ისინი არ ფიქრობენ, ამ კონფრონტაციამ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ეს უპასუხისმგებლო განცხადებებია, რაც იმითაც აიხსნება, რომ, სამწუხაროდ, განათლების დონე პოლიტიკაში, საერთაშორისო ურთიერთობებში ძალზე დაბალია."

სამაგიეროდ, გრანტების მოლოდინია ძალზე მაღალი!

tngh

2018-03-14 11:44:01

სამწუხაროდ ვატყობ, რომ ქ-ნი ნინო ბურჯანაძე ვერ ახერხებს თავისი ზედმეტი ამბიციების დათმობას... მისი განცხადება და შეფასება პრემიერის მიმართვისა, ესეთ შთაბეჭდილებას სტოვებს. თანაც, ყველგან და ყველაფერში, რატომღაც ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის "კვალს" ხედავს... ეს კი მის ავტორიტეტს, ვერაფრით ვერ წაადგება...

Maverick

2018-03-15 03:22:28

tngh,
ქალია, ამბიციური და თანაც ანჩხლი, განვლილმა წლებმა და გზამ ვერაფერი შეაგნებინა!...

რაც შეეხება "ყველაფერში, რატომღაც ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის "კვალს" ხედავს"; ანუ "კვალის" ხედვას, ჰილარი კლინტონს ბაძავს სხვის დადანაშაულებაში, აბა თავის თავს და დაშვებულ შეცდომებს ხომ არ დააბრალებს?!...

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80