ტატუნაშვილის საქმეზე ხელისუფლება და ოპოზიცია სავარაუდოდ ერთიან რეზოლუციას მიიღებს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

ტატუნაშვილის საქმეზე ხელისუფლება და ოპოზიცია სავარაუდოდ ერთიან რეზოლუციას მიიღებს

ტატუნაშვილის საქმეზე ხელისუფლება და ოპოზიცია სავარაუდოდ ერთიან რეზოლუციას მიიღებს
თამთა ქარჩავა

2018-03-13 12:30:46

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე რუსეთის საპატრიარქოსთან დამატებითი კომუნიკაცია არ ყოფილა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი წილკაანში, ტატუნაშვილის ოჯახში ჩავიდა, რომლის განცხადებით, საპატრიარქო შეშფოთებულია, რომ ამდენი ხანი გაჭიანურდა ცხედრის გამოსვენება და ოჯახს არ ეძლევა საშუალება ქრისტიანულად დაკრძალოს.

„ეს, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა. ამასთან ერთად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმას, თუ რა არის უდიდესი ჭრილობა და იარა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რაც არის ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი. ითქვა, რომ უახლოეს დროს მოხდება ცხედრის დაბრუნება, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ ხერხდება“, - განაცხადა შიო მუჯირმა.

საოკუპაციო რეჟიმი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას არ ჩქარობს, თუმცა ოკუპირებული ახალგორიდან გაათავისუფლეს ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს. ჩაუტარდათ სამედიცინო შემოწმებაც. ყოფილმა მძევლება მცხეთა-მთიანეთის პოლიციას ჩვენება მისცეს. თუმცა მათ არ იციან რა შეემთხვა მათან ერთად დაკავებულ არჩილ ტატუნაშვილს, რადგან დაკავების შემდეგ ყველანი ცალ-ცალკე ჰყავდათ.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გარშემო ვითარება არ იცვლება. მოკლული ამ დრომე ცხინვალის პროზექტურაშია დასვენებული. ვითარება რთულია და ამ პროცესს ისიც ამძიმებს, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე ერთობლივი რეზოლუციის შემუშავების მიზნით, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

პარლამენტში ინიცირებულია რეზოლუციის ორი პროექტი, რომელთაგან ერთის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობაა, ხოლო მეორე - საპარლამენტო უმცირესობამ „ევროპულმა საქართველომ“ მოამზადა. ორ დოკუმენტს შორის მთავარი განმასხვავებელი არის ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნა და ამ სიაში შეყვანილი ადამიანების წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის სანქციის დაწესება. აღნიშნული ინიციატივით საპარლამენტო უმცირესობა გამოდის და აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლეობის რეზოლუციის პროექტს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ მასში ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხის ასახვა მოხდება.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი რეზოლუციის ტექსტზე 14 მარტს კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს, რადგან ამ ეტაპზე რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით შეთანხმება არ შემდგარა. 

„ამ ეტაპზე შეთანხმება არ არსებობს და ჩვენ გვრჩება პრინციპული განსხვავებები მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. პირველ რიგში იმასთან მიმართებაში, თუ რა სიმძაფრით და რა ფორმით უნდა იყოს ასახული რეზოლუციაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო  ვერშეთანხმება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ზეგ კიდევ ერთხელ შევხვდებით და უკვე საბოლოოდ შევეცდებით, რომ მომავალი კვირის სესიის წინ შევაჯეროთ პოზიციები“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

როგორც ბაქარაძე აცხადებს, ჯერ კიდევ რჩება ძალიან მცირე, მაგრამ შესაძლებლობა, რომ 14 მარტს პარლამენტი ერთიან რეზოლუციაზე შეთანხმდეს. „ევროპულ საქართველოს“ იმედი აქვს, რომ მიღებული იქნება ერთიანი რეზოლუცია, რაც აუცილებლად მოიცავს თავის თავში სანქციების კომპონენტს, კერძოდ კი, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“.

„ვიტყვი უბრალოდ იმას, რომ არსებობს პრინციპული განსხვავებები მათ შორის, პირველ რიგში, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასა და სანქციებთან მიმართებაში, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ შევთანხმდით, მაგრამ ზეგ ჩატარდება ბოლო კონსულტაცია და იმედი გაქვს, რომ მომავალი კვირის საპარლამენტო სხდომისთვის უკვე აუცილებლად ჩამოყალიბდება საბოლოო პოზიცია - ან შეთანხმებული ან შეუთანხმებელი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ბაქრაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, უმრავლესობაში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია რეზოლუციასთან დაკავშირებით. როგორც დეპუტატი აცხადებს, იმისთვის, რომ რუსეთმა გადადგას ადეკვატური ნაბიჯები, აუცილებელია, რომ საქართველომ რუსეთზე ეფექტიანი საერთაშორისო ზეწოლა მოახდინოს.

„ამიტომაც მნიშვნელოვანია რეზოლუციის მიღება, რომელიც პარლამენტში განიხილება. ძალიან სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს, უმრავლესობაში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით და, ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ გადაიდო რეზოლუციის მიღება. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია - ეს არის ის გზავნილი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ს ელჩისგანაც, რომ პარლამენტმა დროულად მიიღოს რეზოლუცია, რომელიც რუსეთზე საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს და გაზრდის“, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუცია იქნება მკაცრი. უმცირესობასთან კონსულტაციების შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ უმცირესობას რეზოლუციის პროექტის საკუთარი ვერსია შესთავაზეს, მათ შორის შესთავაზეს ვერსია სიის ფორმულირებასთან დაკავშირებით.

თალაკვაძის განმარტებით, უმრავლესობის ვერსია გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების სიის შექმნას და მათ მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.

„რეზოლუციის მისაღებად უახლოეს სესიამდე ჯერ კიდევ გვაქვს დრო. გრძელდება კონსულტაციები. დღეს უმცირესობას რეზოლუციის ტექსტის ჩვენი ვერსია შევთავაზეთ, მათ შორის შევთავაზეთ ჩანაწერი სიასთან დაკავშირებით. მათ გვითხრეს, რომ კონსულტაციას გუნდში გაივლიან. მორიგ შეხვედრაზე გვეცოდინება უმცირესობის პოზიცია. საბოლოო ტექსტი მას შემდეგ გახდება საჯარო, რაც საბოლოო შეთანხმება გვექნება“, - განუცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თვლის, რომ რეზოლუციის ტექსტი არ უნდა იყოს ფუჭი გასროლასავით. ვოლსკი ამბობს, რომ ტექსტი უნდა იყოს საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული და ქვეყნის პოზიციის გამომხატველი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და არა მარტო კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია არის.

„ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება იმ ფაქტორითაც, რაც შეეხება საქართველოს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. ასე რომ, ამ საკითხთან ზედმეტი განცხადებები და პათოსი აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. რეალობა არის ის, რომ ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ფეთქებადსაშიშია და მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირების პროცესის ნაწილია საქართველოში არსებული ვითარება. ამას უნდა შეფასება და გონივრული მიდგომა. ვფიქრობ, მთავრობას სწორი პოზიცია და სტრატეგია აქვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

აშშ-ის ელჩის იან კელის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს ჰქონდეს გარკვეული რეაქცია ამასთან დაკავშირებით და თუკი ეს რეაქცია იქნება ორპარტიული, მით უფრო მეტი ძალა ექნება.

„ტატუნაშვილთან დაკავშირებით არის ორი ძირითადი მიმართულება. პირველი - ეს არის ჰუმანიტარული. ნამდვილად შემაძრწუნებელია ის ფაქტი, რომ ოჯახს არ დაუბრუნეს ცხედარი და მათ ვერ მოახერხეს დაეკრძალათ ისე, როგორც წესი და რიგია. მე ნამდვილად არ მესმის და არც არავის ესმის, რატომ ხდება შეფერხება ცხედრის დაბრუნებასთან დაკავშირებით. მეორე - ეს არის პოლიტიკური საკითხი. აუცილებელია, რომ დადგეს სამართალი, ჩატარდეს გამოძიება იმ გარემოებების, რასაც ჰქონდა ადგილი და შესაბამისად, არსებობდეს ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ანალოგიური შემთხვევა იყო ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, როდესაც არ დამდგარა პასუხისმგებლობა.

საერთაშორისო საზოგადოების და ყველას ყურადღება მიპყრობილია აქეთკენ და შესაბამისად, უნდა არსებობდეს პასუხისმგებლობა, როგორც უკვე აღვნიშნე. რეზოლუციაც მიმართული უნდა იყოს ამ პასუხისმგებლობის საკითხისკენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ აღმოვუჩინოთ დახმარება ნებისმიერ ძალისხმევაში საქართველოს ხელისუფლებას“, - განაცხადა იან კელიმ.

ნანახია - 1298

tngh

2018-03-13 13:54:02

ნუთუ არ შეიძლება, ჯერ მიცვალებული ჩამოვასვენოთ, დავკრძალოთ და რეზოლუცია შემდეგ მივიღოთ. ელემენტარული დიპლომატია ხომ უნდა გვქონდეს. ოჯახს მიცვალებულის გადმოსვენება უფრო აინტერესებს თუ რეზოლუცია??? ხომ შეიძლება ვკითხოთ...

papa

2018-03-13 14:38:53

ეხლა კომუნისტების მიერ აღზრდილ ,,მონური ფსიქოლოგიის წითელ ინტელიგენციაზე,,

ჯერ გრუბად იმაზე მოვრიგდეთ, თუ ვის ეძახოდნენ კომუნისტები ინტელიგენციას....
ზოგადად ეს ის ხალხი იყო ვინც სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობდნენ და ასე ვთქვათ გონებრივ შრომას ეწეოდნენ. ანუ ზოგადად ეს ის ხალხი იყო ვისაც,,რაღაცა,, დონის განათლება ჰქონდათ..მეტნაკლებად აზროვნებდნენ კიდეც და საზოგადოებაზეც რაღაცა გავლენასაც ახდენდნენ..
რა თქმა უნდა ყველაზე ვერ ვიტყოდი, მაგრამ იმ ე.წ.ინტელიგენციის 70 % მართლა ძალიან მაღალი დონის განათლების მქონე ხალხი იყო...მოკლედ ეს ის ხალხი იყო, ვინც კითხულობდა,... აზროვნებდა...ლოგიკურ დასკვნები გამოქონდათ....ხელისუფლების პროპაგანდას არ ასდევდა..
ანუ ეს ხალხი იყო ვინც განათლების საფუძველზე საღად აზროვნებდა..იაფასიან პოპულიზმს არ ასდევდა და ასე ვთქვათ ტყულ-მართალსაც კარგად არჩევდა(მე აქ მამალ-პარტიულ აქტივისტებს არ ვგულისხმობ)
ინტელიგენციაში არც პაპაჩემი შედიოდა და არც მამაჩემი-- ერთი 24 საათი ვენახში ოყიან თოხს უბრახუნებდა და მეორე კიდევ დილიდან საღამომდე ქარხანაში იყო შემძვრალი.
დაახლოებით რომ ვთქვათ იმ ე.წ. ინტელიგენციაში ... აი დააახლოებით(გრუბად) აქ ჩვენ რომ ვართ, ისეთი ხალხი იგულისხმებოდა--შედიოდა. .
ანუ აქ ისეთი ხალხი ვართ, რომლებიც იმ კომუნისტების პერიოდში მიღებული განათლების საფუძველზე, მეტნაკლებად ვაზროვნებთ..ვპოლემიკობთ..ვკამათობთ... უაპელაციოდ არაფერს არ ვიღებთ.. განვიხილავთ..გონებაში ვწონით...ვზომავთ და ა.შ.
ანუ რა განათლებაცა გვაქვს იმის საფუძველზე ვაზროვნებთ, იმ განათლების საფუძველზე მთავრობის სიაფანდობებსაც ვიგეთ, რუსებისასაც და კოლუმბისასაც...მოკლედ ასე ვთქვათ ყველაფერსაც კარგად ვიგებთ ..და ხელისუფლების სამწუხაროდ არც არავის პროპაგანდაზე იოლად არ ვეგებით....
არადა...მავანთათვის(,,ზემდგომებისთვიის,,) აუცილებელ--სასურველია რომ ამ ნატო ნატოს ძახილზე(და სხვა ესეთ სიაფანდობებზე) ჩვენი კატეგორიის ხალხმაც ეგრევე ტაშის კვრა დაუწყოთ .ანუ მათ ,,დიდ სამეებში,, ოდნავი ეჭვიც კი არ უნდა შევიტანოთ...
ჰოოდა აი ტაშსს რომ არ ვუკრავთ, სწორედ ეგ აგიჟებთ და აღიზიანებთ მავანთ(ესენი
მხოლოდ მათი გამხმოვანელები არიან) არადა ტაშის კვრას ვინღა ჩივის, პირიქით იქით ვუტ/რაკებთ კიდეც ამათ და აბა ეს ამათ ,,დიად საქმეებს,, აწყოობს რომ??--არა

შეკითხვა...
კი მაგრამ ეს ფირალიშვილი იმ კომუნისტების პერიოდში მიღებული განათლებისა არააა?(ისემც ჩა...განათლებაში)..
მერე ეს როგორ??..ეს კაცი სხვანაირ განათლებას იღებდა და ჩვენ სხვანაიირს?(ტუტ პომნიუ ... ტუტ ნე პომნიუ..)
ჩვენ წითელი ინტელიგენცია ვააართ, მონური ფსიქოლოგიის და კოლონიზატორების აღზრდილი და ეს ესეთ ლიბერალებში გაჩითულიი? ეს როგორ, განათლება ხომ ერთმა სისიტემამ მოგვცა? ( სამწუხაროდ მარტო ეს არაა ლიბერალებში გაჩითული მედროვე)
აბა ეს როგორ არის?.... ეს ესეთი, სვეტურ საზოგადებაში სუ მიღებულ პერო--გაყრილი და ჩვენ კიდევ ..ჩასარეცხებიი? თუთაშხიასი არ იყოს --- ერთი აბრაგი და მეორე მთავრობის სამსახურში??..ეს როგორ??
რა ხდება?...მაგისი განათლება სუ ოქსფორდ--ბოსტონია და ჩვენი კიდევ...გეპეი უნივერსიტეტიიი?
მასე კი არაა ..ეგ ამათ წისქვილზე ასხამს, წყალს ამათ წისქვილზე ,,ვინც მოვიდა გაუმარჯოსო, ყოველთვის მაგას იძახის, ასე ვთქვათ გაქანებული მედროვეა(არა მარტო ეგ) დამსახურებული ,,მეტაშეა,, ხოოდა იმიტომაცაა ეს პერო-გაყრილთა საზოგადოებაში მიღებული და ,,ამათი,, და .... ჩვენ კიდევ -,,იმათი,, და თანაც აუცილებლად ჩასარეცხები...

ესე იგი ....თუ ჩვენ,,მავანთა,, მორთმეულ სისულელეს, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე უაპელაციოდ მივიღებთ და ეგრევე აბი გლუკოზასავით გადავყლაპავთ, მაშინ ამათთვის ჩვენი განათლება მისაღებია!!! მაგრამ.....აი თუ შეწინააღმდეგება დავუწყეთ და ეს ამათი აბიგლუკოზა(ათასი სისულელეები ნატოს თამადობით) არ გადავყლაპეთ, მაშინ მტრისას.... წითელი ინტელიგენცია, მონური ფსიქოლოგია, კოლონიზატორების აღზრდილები და კიდევ სხვა ათასი უბედურება...
ე.ი ჩვენ, ამ ჩვენი განათლების საფუძველზე, რომ ვაზროვნებთ, რომ ვიგებთ მავანთა გოთვერნობებს, ამათ პროპაგანდას რომ არ ავდევთ და ყველაფერზე უსიტყ/ვოდ ტაშშს არ ვუკრავთ და მაგიტომ არ მოსწონთ მავანთ ჩვენი განათლება.. აი ჩვენ რომ ამათ ტაშს ვუკრავდეთ, მაშინ იცოცხლეთ...ჩვენნაირი განათლების ხალხი დედამიწის ზურგზე არ იქნებოდა.
აი როგორც თუნდაც ეს ფირალიშვილია
ესე იგი ჩვენ განათლება საერთოდ არ უნდა გვქონოდა, არ უნდა გვეაზროვნა, ამ ჩვენი აზროვნებით მაგათვის პრობლემებს არ უნდა ვქმნიდეთ....დღევანდელი ახალგაზრდებივით, შავსა და თეთრს ვერ უნდა ვარჩევდეთ.
..უნდა გვჯეროდეს როცა გვეუბნებიან რომ...მაისაია იმიტომ დაიჭირეს რომ ის კალტენბრუნერის აგენტი იყოვო...
რომ გეტყ/ვიან ზდანევიჩი მოგვიყვანე დასაკითხადო, არ უნდა ვუთხრათ ის კუკიის სასაფლაოზეაო, რომ თავიაანთი უვიცობის გამო უხერხულობაში არ ჩავაყენოთ.
არსენა ოძელაშვილის კასპში დასაჭერად რომ გაგვაგზავნიან, ეგრევე კასპში თავქუდმოგლეჯილები უნდა გავიქცეთ და ა. შ.
ხოოო... ტიციანზე გამახსენდა ..
კარგი ჩვენი თავი ჯანდაბას .....ჩვენ ასე ვთქვათ კოლონიზატორების მიერ აღზრდილი მონური ფსიქოლოგიის წითელი ინტელიგენცია ვართ და ჩასარეცხები
მაგრაააამ ........... მაგრაააააამ
მაგრამ რატო იყო რომ თავის დროზე ჟორდანიას მთავრობის განდევნის მერე, ის პავლიკა კორჩაგინეები და პავლიკა მოროზოვები ,,ხალხის მტრების იარლიკით,, მთელ განათლებულ საზოგადოებას დაერივნენ?
რატო იყო რომ მაშინ თუ ვინმე განათლებული, წესიერი ადამიანი იყო, ყველა გაანადგურეს? ---ზოგი დახვრიტეს, ზოგი გააციმბირეს, ზოგი გაააქციეს??
და საერთოდ განათლებული ხალხის ოჯახები ამოწყვიტეს მთლიანად... რატომ??
მაგალითები მოგიყვანოოთ?? არამგონია აქაურებს(თუნდაც მოლიბერალოებს) ეგ გჭირდებოდეთ....ათასობითა გვაქვს იმდროინდელი საქართველოს ისტორიიდან. მოსაყოლად 1937 წელიც საკმარისია (არადა 1921 წლიდანააა მოსაყოლი)
რაო,.. რატო დახოცეს და განსდევეს ისინი??
ისინიც კოლონიზატორების მიერე აღზრდილი მონური ფსიქოლოგიის წითელი ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნეეენ??
მათ შორის ხომ ასობით ევროპაში განათლებული ხალხიც იყო?? მერე ის სუ ფრანციცულად განათლებული ხალხი რატო არ მოეწონათ კომუნისტებს?? რატომ გაანადგურეს ის განათლებული ფენა
ჰოოოო ჰოოოოოო ჰოოოოოოოო ზნაჩიტ ბუდეაააააა.....
რაო ლიბერალებო და მათო მიმდევრებო, რამე ხომ არ გეცნოთ??
როცა ბოკერიას და მის კამანდას, საქმეში კომუნისტების სალანძღავად თემა სჭირდებოდა, ეგრევე 37 წლით მარიაჟობდნენ ხოლმე(დაჟე წიგნები დაბეჭდეს)--აი კომუნისტები რა ჩათლახები იყვნენ, განათლებულ საზოგადოებას სუ თავიდან იშორებდნენო...იმიტომ რომ ისინი თავიაანთი განათლებით ნებით თუ უნებლიედ, კომუნისტებს ახალი სისტემის შექმნა--ჩამოყალიბებაში ხელს უშლიდნენ--ეწინააღმდეგებოდნენო...იმიტომაც იშორებდნენ მათ თავიდანო...ასე ვთქვათ ახალი ადამიანის, ახალი მენტალიტეტის შექმნაში, ის ძველი განათლებული საზოგადოება ხელს უშლიდათო
ეგრეა ...განათლებული ადამიანი დურაკს ხელს უშლის!! (მაგ ივანიშვილსაც)
ასე იყო ათა-ბაბადან ...ასეა დღესაც...ესენიც კომუნისტები არიან, კომუნისტები ... ესენიც ახალი მენტალობის ადამიანის შექმნას ცდილობენ, მაგრამ ესენი კომუნისტების დონესთან ახლოსაც ვერ მივლენ...
კიდევ კარგი ეხლა ე.წ.დემოკრატიააა(ჯანდაბას ამით მაინც ვიხეიროთ) თორემ ესენი აქაურებს, უმრავლესობას, აქამდე ყველას წირვას გამოგვიყვანდნენ---ბუნტოვშიკობისათვის და ახალგაზრდების ცნობიერების გარყვნითვის.....ოდაბადეს სეპარატიზმსაც დაუმატებდნენ, მაგას ორჯერ დახვრეტდნენ.

ესე იგი როგოც მიშა იძახოდა,,ახალი მსოფლიო ადამიანის შექმნაში,, ....ჩვენ ხელს ვუშლით
ისე მარკ მალენმა ამ თანამედროვე პავლიკ მოროზოვებს(ამათი აითოლა) ჯერ კიდევ კმარას პერიოდში ასწავლათ -----თუ გინდათ რომ ახალი აააშენოთ აუცილებლად ძველი უნდა დაანგრიოთო
ჰოოდა ანგრევენ...

papa

2018-03-13 14:42:39

ეს წინა სტატიის კომენტარებს მანამ წაშლიდნენ... მაშინ დავიწყე წერა
როცა უნდა დამედო და ფაააფუ ... დაკეტილი იყო ის წერილი (ეტყობა ფირალიშვილის ხათრით)
ჰოოდა აქ დავდე...

arichopra 2

2018-03-13 14:58:57

რას შეცვლის მერე ეს რეზოლუცია? რომ გვიკვირს და აღგვაშფოთა ამდენი ხანი ცხედარი რატომ არ გადმოგვცესო? აგერ მთელი ქვეყანა ქაღალდზე 1 გვერდიანი რეზოლუციის შექმნას ვერ ახერხებს და ამის მერე კიდევ სხვისი რა უკვირთ?! ქვეყნის მართვის ასეთი მოდელი ყოვლად მიუღებელია. ძირს დემოკრატია! ძირს თავისუფლება! გაუმარჯოს მოვალეობას!

arichopra 2

2018-03-13 15:02:09

ახლა წავიკითხე შენი კომენტარი პაპაექსპერტო! ვაიმე რა მაგარი აქცენტები გაქვს გაკეთებული, მაგრა ვისიამოვნე, კიდე სუ მეღიმებოდა! მაგრა იყავი!

omexi

2018-03-13 15:58:57

იან კელიმ რომ მოკეტოს არ შეიძლება?

papa

2018-03-13 18:14:48

ნატალი


აი რას კითხულობენ ....იან კელიმ რომ მოკეტოს არ შეიძლებაოოო??


მე ვპასუხობ .... არა ....მაგან ჯერ ხალხი, ვინც კიდევ ჯერ ისევ მედასავლეთეები არიან არიან(ნატალის თამადობით), ისინიც ბოლომდე უნდაა გაააგიჟოს და მერე ... წავა
ეგ სინამდვილეში არის პუტინის აგენტი..
ანუ როგორც იმერელს უყვარს თქმა--- ეგააა კრემლის გაქანებული აგენტი
მაგას ფიცი პუტინის ერთგულებაზე აქვს დადებული და ბოლომდეც ემსახურება მას. სინამდვილეში ეგ ეხლა პუტინის საქმეს აკეტებს....არა თუ??
..თქვენ კიდევ რუსეთუმე ხაარო...
აბა სად მე და სად მაგის შესაძლებლობები.?? მე აქ ძლივს ვაკაკუნებ და ეგ კიდევ ოპტომ უსრულებს პუტინს ზაკაზებს --დაააფრთხე ხალხი დასავლეთისგან და ყველა ჩემ მხარეზე გადმოყვანეო
რაო ნატალი ესე არააა??

,,იმერელო,, აი გიპოვე კრემლის ნაღდი აგენტი..
აქ ჩვენთან რას დაეძებ, წადი დიდ დიღომი გაიარე, თან მიშას ხალხი წაიყვანე და ეგ მართლა პუტინის კაცი სახალხოდ ამხილეთ..
პლაკატები, პლაკატები წაიღეთ თან--- ძირს პუტინის კაცი თქო.....

რაო იმერელო ცირკიაააა??

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80