„ოპოზიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მესახება - ძალიან რთულია, ინაშვილი და მელია გაერთიანდნენ“
პოლიტიკა

„ოპოზიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მესახება - ძალიან რთულია, ინაშვილი და მელია გაერთიანდნენ“

„ოპოზიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მესახება - ძალიან რთულია, ინაშვილი და მელია გაერთიანდნენ“
მანანა ნოზაძე

2018-03-12 14:30:59

ოპოზიცია ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევას ფიქრობს. ეს იდეა „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილსაც ხიბლავს. ის მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ასეთი კანდიდატის შერჩევის მიზნით დაწყებულ მოლაპარაკების პროცესში, მაგრამ მიიჩნევს, რომ ამ „კარგი და გრანდიოზული იდეის მიუხედავად, ერთიანი კანდიდატურის შერჩევა ვერ მოხერხდება“.

რაც შეეხება უმრავლესობის კანდიდატურებს, ეს სალომე ზურაბიშვილი იქნება, თეა წულუკიანი, თუ ენძელა მაჭავარიანი, ლევან ბერძენიშვილისთვის სულ ერთია. იგი ფიქრობს, რომ მმართველი ძალა ვისაც დაასახელებს, მას გაიყვანს კიდეც. თუმცა დასახელებული არც ერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი მას არ ესიმპათიურება. სალომე ზურაბიშვილს უწუნებს, რომ ამ ქალბატონს პარლამენტში რაღაც მაინც უნდა გაეკეთებინა, ხოლო „თეა წულუკიანისნაირი გულღრძო ადამიანის პრეზიდენტობა როგორ შეიძლება? ხომ შეიძლება, ადამიანს კულტურა მაინც ჰქონდეს? მკივანა, მწივანა, გამოხატული „ქოცი“ და კარიკატურული ფიგურა საქართველოს არ უნდა წარმოადგენდეს“.

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება არარეალურია. როგორ შეიძლება, „ევროპული საქართველო“ და ნინო ბურჯანაძე ერთად „დავსვათ?“ ამიტომ ეს უტოპიური იდეაა. მით უმეტეს, ძალზე განსხვავებულია ოპოზიციური სპექტრი. ამიტომაც არ მოხერხდება, მთლიანმა ოპოზიციამ ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი წარადგინოს.

პოლიტოლოგის თქმით, საერთოდ, საქართველოში კადრების დეფიციტია. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს ძალზე შეზღუდული უფლებები აქვს ამ სისტემაში, მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. რაც მთავარია, პრეზიდენტი უნდა იყოს კრიზისული სიტუაციების განმმუხტველი. ეს კი ითხოვს ძალიან დიდ შინაგან კულტურას, დიდ ცოდნას, დიდ თავშეკავებულობას, ბევრ დადებით თვისებას.

„პიროვნულად თეა წულუკიანსა და სალომე ზურაბიშვილს არ ვიცნობ, მაგრამ იმ ადამიანს, რომელიც პრეზიდენტად დასახელდება, პოტენციურად პოლიტიკური ამბიციები არ უნდა ჰქონდეს და არ უნდა იყოს პოპულისტი. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ პრეზიდენტმა არ გადადგას პოპულისტური ნაბიჯები თავისი პირადი კეთილდღეობისთვის, კარიერისთვის. სწორედ ასეთი კანდიდატი უნდა შეირჩეს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ქალი იქნება, თუ კაცი. იგი საზოგადოებაში უნდა იყოს პატივცემული, საზოგადოება მას უნდა ენდობოდეს. სამწუხაროდ, დღევანდელ პოლიტიკურ ელიტაში ასეთი პიროვნება არ ჩანს. ეს არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს პრობლემაცაა, რადგან ხალხი თავისთვის ცხოვრობს, ხოლო პოლიტიკური ელიტა თავისთვის. არაფერს ეტყობა, რომ პოლიტიკური ელიტა ქვეყანასა და ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრობდეს.

არ შეიძლება, პრეზიდენტად ქალი აირჩიონ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალია. მას ის თვისებები უნდა ჰქონდეს, რაზეც ვისაუბრე. ალბათ, ასეთ ღირსეულ კანდიდატურებს არც ეძებენ, ან ცუდად ეძებენ. ბევრს არც უნდა ამ ბინძურ თამაშებში მონაწილეობის მიღება“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ლევან ბერძენიშვილს ეთანხმება, რადგან ოპოზიციის გაერთიანებული კანდიდატის შერჩევა ასეთ ვითარებაში წარმოუდგენლად ესახება. რომც შეჯერდნენ ასეთ კანდიდატზე, ახალი სისტემის პირობებში პრეზიდენტი უნდა იყოს მაკონსოლიდირებელი, გამაერთიანებელი ფიგურა, რომელიც კი არ დაგვაპირისპირებს, პოლიტიკურ ბანაკებად კი არ დაგვყოფს, არამედ, პირიქით, დაყოფილ პოლიტიკურ ბანაკებს ერთ მთლიანობაში მოაქცევს. ეს რამდენადაა შესაძლებელი, ან ერთი, ან მეორე მხრიდან, ცოტა რთულია საუბარი.

„ოპოზიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მესახება, რადგან ძალიან რთულია, ირმა ინაშვილი და ნიკა მელია გაერთიანდნენ. ეს წარმოუდგენელია. ყოველ შემთხვევაში, „პატრიოტთა ალიანსს“ თავისი კანდიდატურა ეყოლება. თუკი დანარჩენმა ოპოზიციამაც მოახერხა გაერთიანება (რაშიც ეჭვი მეპარება, რომ ევროპულმა „საქართველომ“ და „ნაცებმა“ შეძლონ საერთო კანდიდატზე შეთანხმება), მაშინ მათ უნდა შეათანხმონ ისეთი კანდიდატი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ მებრძოლ პოლიტიკოსად აღიქმება. ოპოზიციის ასეთი გამაერთიანებელი რომც გამოჩნდეს, ის მთლიანად მაინც ვერ იქნება ერის გამაერთიანებელი. ბუნებრივია, ის იქნება გარკვეული პოლიტიკური ბანაკის გამომხატველი, მისი რეპრეზენტატორი, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, მთლიანი ერის მაკონსოლიდირებელ ფუნქციას ვერ შეასრულებს. პირიქით, დაპირისპირებას უფრო გაამწვავებს. ამას ვერ მოახერხებენ, რადგან დღეს ისეთი კონიუნქტურაა, რომ, ვერავითარ შემთხვევაში, ერთი მხრივ, „ნაცები“ და „ევროპული საქართველო“, ვერ გამონახავენ საერთო ენას. ხოლო, მეორე მხრივ, იქ მეორე ბანაკიცაა, „პატრიოტთა ალიანსის“ სახით, სადაც შეუძლებელია რაიმე კომპრომისზე საუბარი. ამას ემატება წვრილი ოპოზიციაც, რომლებიც ნამცეცებს ელოდებიან სუფრისგან. ისინი შეიძლება შეიერთოს ან ერთმა ბანაკმა, ან მეორემ, ან მესამემ. თუმცა ეს მაინც არ იქნება გაერთიანებული ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახელი შეიძლება დაირქვან. ასეთი პრაქტიკა გვქონდა საქართველოში, როცა რამდენიმე წვრილი პარტია გაერთიანდებოდა ხოლმე და დაირქმევდნენ რაღაც სახელს. დღესაც არსებობს ორგანიზაცია -„ლიდერთა საბჭო“, შალვა ნათელაშვილი და წვრილ-წვრილი პარტიები რომ შედიან. ეგენი გინდა გაერთიანებულან, მაინც აზრი არ ექნება ასეთ გაერთიანებას“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, მან განმარტა, რომ ეს ქალბატონი პოლიტიკური გუნდისგან უფრო დისტანცირებულია და მას აქვს დიპლომატიური უნარები. გარდა ამისა, ზურაბიშვილი მთლიანად დასავლური „პროდუქტია“, თუკი შეიძლება ასე ითქვას. ამდენად, მიუღებელია ზოგიერთების განცხადება, თითქოს სალომე ზურაბიშვილს არაფერი უკეთებია პარლამენტში. დავით ზარდიაშვილის თქმით, პარლამენტში მუშაობას თავისი სპეციფიკა აქვს და სალომეს დიდი დამსახურებაა, რომ მოქალაქეობის მიმართ საქართველოს კონსტიტუციაში მიდგომები შეცვალა. ჩვენმა ქვეყანამ დაუშვა ორმაგი მოქალაქეობა. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ძველ ემიგრაციაზე რომ არაფერი ვთქვათ, დღესდღეობით 2 მილიონამდე ახალი ემიგრანტი გვყავს. როგორ შეიძლება, ასეთმა ქვეყანამ არ დაუშვას ორმაგი მოქალაქეობა? სად გვყავს ჩვენ დასაკარგი ქართველები?

ნანახი?- 2915

tngh

2018-03-12 14:44:59

ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი "ნაც-ოპოზიციის" მორიგი დემაგოგიაა, რომელსაც იმედია არ წამოეგება არც "დემოკრატიული მოძრაობა" და არც "პატრიოტთა ალიანსი". თუმცა ისინი ერთხელ უკვე წამოეგნენ "ნაც-ოპოზიციის" ფანდს, როდესაც არჩევნების შერეული სისტემის წინააღმდეგ გამოვიდნენ. შედეგიც დამსახურებული მიიღეს ადგილობრივ არჩევნებში... "რესპებზე" ლაპარაკიც კი არ ღირს. იქ სადაც ძმები ბერძენიშვილები ბრძანდებიან, შანსი "0"-ის ტოლია.

tngh

2018-03-12 16:29:27

რუსეთს ომს, რომ ვერ მოვუგებთ, ყველა ნორმალური ადამიანისთვის ნათელია. სანქციების ისე, რომ ეშინია, როგორც პატარძალს დიდი "პენისის", ესეც ყველა გონიერი ადამიანისთვის ნათელია. რჩება ერთად ერთი გამოსავალი: გონიერება და დიპლომატია...

antoni

2018-03-12 16:31:13

მელიას თავის, ნათელაშვილის ყბის, ჭიაბერშვილის ტანის და ბურჯანაძის "პურის ფულის" გაერთიანებთ არ გამოვა ერთიანი კანდიდატი?

tngh

2018-03-12 16:41:07

ბ-ნო ანტონ!!! ცნობისათვის, პურის "მეპატრონე" საქართველოში ქ-ნი ნინოს მამა იყო, და არა ნინო ბურჯანაძე. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ქ-ნი ნინო იყრის და არა მამამისი... ასე, რომ "პურის ფული" უკვე ღიმილის მომგვრელია...

tngh

2018-03-12 16:54:12

ოპოზიციის გაერთიანებას იმ ძალების გაერთიანება სჯობია, რომელთაც მშვიდობიანად, გონიერი პოლიტიკით და დახვეწილი დიპლომატიით საქართველოს გამთლიანება სურთ. პრემიერის მიმართვა "ლაკმუსი" აღმოჩნდა... უკვე ნათლად გამოჩდნენ ისინი, ვისაც საქართველოს გამთლიანების ეშინიათ და არც სურთ...

antoni

2018-03-12 20:50:58

1. იმ "მამამისს" თურქული ვალის მილიონები იმიტომაც გადაუხადა შევარდნაძისდროინდელმა ქვეყნის ბიუჯეტმა, რომ მისი შვილი პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე იყო; მანამდე ბ-ნი ანზორისთვის მილიონების მომტან ხალხისთვის დამპალი პურის ჭმევას მასთან ძმაკაცობის ხათრით იტანდა შევარდნაძე და ეს ორივე გზით მოხვეჭილი მილიონები ხომ ბურჯანაძეების ოჯახშია 2. საპრეზიდენტო არჩევნებს /ისე, როგორც ნებისმიერს/ ფული სჭირდება.
აქ ღიმილისმომგვრელი არაფერია, თუ მრუდე სარკეში არ იხედებით

tngh

2018-03-12 21:46:50

ბ-ნო ანტონ!!! იმას, რასაც თქვენ იხსენებთ, XX საუკუნეში იყო. დღეს XXI საუკუნეა. თან 2018 წელი... თანაც, ის "მამამისის" ვალი კი არ იყო, ქვეყნის ვალი იყო...

ფხიზელი

2018-03-13 03:13:46

!!!
როგორც მახსოვს, სულ ცოტა, სამჯერ გამოქვეყნდა ბურჯანაძეების წერილი მასმედიაში, სადაც ანზორ ბურჯანაძე დაწვრილებით განმარტავს ამ ყბადაღებული ვალის ამბავს:

ჩვენ არც თურქული ვალი აგვიღია, არც ფქვილი შემოგვიტანიაო!

ის ვალი აიღო სახელმწიფომ ისე, რომ პურპროდუქტების კორპორაციისთვის (თუ - როგორც ერქვა მის ორგანიზაციას) არავის არაფერი უკითხავსო!
ჩვენ მხოლოდ მისი განაწილება დაგვევალა, მეტი შეხება ამ თურქულ კრედიტთან არ გვქონია და სახელმწიფომვე გაისტუმრა ის ვალიო,- წერდა ანზორ ბურჯანაძე.
(მე მოკლედ ვყვები, რაც მახსოვს, იმას).

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხალხი განგებ არ კითხულობს ამ წერილს, რათა მუდმივად ატრიალონ ეს თემა ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ, ეძახონ "ფქვილოვნა", "პურის დედოფალი" და სხვა, მსგავი "მახვილგონივრული" ეპითეტები...

არ არის კარგი საქციელი, თორემ მე არაფერი მეწვის - ბურჯანაძეების ნაცნობსაც კი არ ვიცნობ არავის!

ფხიზელი

2018-03-13 03:45:32

რაც შეეხება უხარისხო (ბაღლინჯოიან) პურს, კარგად მახსოვს პარლამენტის სხდომის ტრანსლაცია, როცა ამის თაობაზე პარლამენტის ტრიბუნიდან უსაყვედურეს ამ პურის შემომტანს - ვიცე-პრემიერ ავთო მარგიანს... რაზედაც მან უპასუხა, - დიდი ბოდიში ახლა, მთვარეზე მოყვანილ პურს ვერ შემოგიტანთო!

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ნინო ბურჯანაძის კომპრომატად იყენებენ ამ სიცრუეს!

antoni

2018-03-13 07:33:47

ვისაც ბურჯანაძე, მისი ბოტები და რუსეთისკენ სწრაფვა მოგწონთ, მშვიდობაში მოიხმარეთ და წიწილები ოქტომბერში დაითვალეთ. ახლა რომელი საუკუნეა, ეს თქვენი ოჯახის წევრებს ასწავლეთ ქ-ნო!
მე იმ ასაკის არა ვარ, 20 და 25 წლის წინანდელი ამბები გავიხსენო, მაგრამ წაკითხულს ვენდობი. თქვენ უნდა გახსოვდეთ რა პოზიცია დაიკავა ბურჯანაძემ 2007 წლის ნოემბერში - 7 ნოემბრის მიტინგის დარბევა და ტელევიზიის შტურმით აღება გაამართლა - ქართული სახელმწიფო ამით გადარჩაო. თქვენც ამ აზრზე იქნებით რა თქმა უნდა.
ხელისუფლების უყურადღებობით გაუსაძლის პირობებში ჩავარდნილმა ლტოლვილებმა აფხაზეთში წასვლა რომ დააპირეს, ბურჯანაძემ მათ მოღალატეები ეძახა!
გაიხსენეთ რა პოზიცია ეჭირა სააკაშვილის იმპერატორის უფლებებით აღჭურვისას /2004 წკის თებერვალში/ ბურჯანაძეს, ან სასჯელთა უპირობო შეკრების კანონის, თუ დღეს მისგან დაწუნებული საარჩევნო კანონის მიღებისას
2008 წლის იანვარში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბურჯანაძემ არჩევნები სამართლიანად შეაფასა და სააკაშვილს გამარჯვება მიულოცა; ახლა ამბობს ის არჩევნები გაყალბებული იყოო. ეს მაშინ რომ ეთქვა, მიშა პრეზიდენტი ვერ გახდებოდა და არც აგვისტოს ომი იქნებოდა
კიდევ ბევრი სისაძაგლის გახსენება შეიძლება ბურჯანაძის პოლიტიკური ბიოგრაფიიდან

tngh

2018-03-13 11:27:29

პატვცემულო ანტონ!!! შენ რაც გინდა ის გაიხსენე... თუმცა მიკვირს, სად მოისმინე ქ-ნი ნინოსგან ტელევიზიის შტურმით აღების გამართლება. თანაც იმდენი მაინც უნდა იცოდე, რომ კანონებს პარლამენტი იღებს და არა პარლამენტის თავჯდომარე, რომელსაც მხოლოდ ერთი რიგითი ხმა აქვს. სამწუხაროა, რომ თქვენც იგივე კატეგორიას განეკუთვნებით, რომლებსაც ან ჰგონიათ, ან სურთ, საქართველოს გამთლიანებაზე ზრუნვა რუსეთისკენ სწრაფვად წარმოადგინონ. სწორედ ამიტომ არის ეს დემაგოგია, თუ უცოდინარობა ღიმილის მომგვრელი. იმის გარანტიას კი ნამდვილად მოგცემ, რომ "ნაც-ოპოზიციას" და "დემოკრატიულ მოძრაობას" ერთიანი კანდიდატი არ ეყოლებათ...

tngh

2018-03-13 11:33:13

პატ. ანტონ!!! არჩევნები სამართლიანად დამთავრებიდან რამოდენიმე საათში აშშ-ს ადმინისტრაციამ და პირადად ჯორჯ ბუშმა შეაფასა. და სიმართლე თუ გვინდა, ქ. თბილისის გარდა ყველგან მიშამ მოიგო. ქ-ნი ნინოს შეფასებას ვინ ეკითხებოდა და აზრიც აღარ ჰქონდა, რადგან რუსეთიც დაეთანხმა აშშ-ს შეფასებას...

ფხიზელი

2018-03-13 12:51:47

რა ბოტები, რაზეა ლაპარაკი? :)
მე არ ვიცი, სად დაინახეთ ბურჯანაძე ბოტებსა თუ კალოშებში, მაგრამ როცა პოლიტიკოსზე საუბარს ბოტებით იწყებენ, ცხადია, რომ ობიექტური შეფასების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს!
საერთოდ, სიძულვილი (განსაკუთრებით - უსაფუძვლო სიძულვილი) ცუდი მეგზურია სიმართლისკენ მიმავალ გზაზე.
*
კი, ყველამ წაკითხულიდან ვიცით უმეტესი რამ, ოღონდ გააჩნია, ვინ რას კითხულობს! - ზოგი მხოლოდ იმას კითხულობს, რომ ბურჯანაძის მამას ჭიებიანი ხორბალი შემოჰქონდა და ამაში აკეთებდა მილიონებს, მაგრამ არ დაინტერესდება ამ დეზინფორმაციის უარმყოფელი ფაქტებით. ასეთს, რამდენი კონტრარგუმენტიც არ უნდა დაულაგო ცხვირწინ, მაინც თავისას გაიმეორებს...
*
7 აპრილზე ის კი არ გაახსენდებათ, პარლამენტის თავმჯდომარემ რომ სრულიად უპრეცედენტო და სარისკო ნაბიჯი გადადგა - პარლამენტის კარები რომ გააღო და შეიფარა და გადაარჩინა დემონსტრანტები, რომელთაც ნაცი ზონდერები მოსდევდნენ!
არც ის, რუსთაველზე - "ბადრის რა? დედის ...ნა!"-ს ღრიალით მომავალ გავეშებულ ბრბოს რომ მოუწოდა, დაბრუნდით სახლებში, აღარ გვჭირდება თქვენი დახმარებაო და ამითი შემდგომი ესკალაცია რომ აარიდა!
მხოლოდ ის გაახსენდებათ, სახელმწიფო შედგაო, რომ თქვა! (მაგრამ არ მოისმენენ განმარტებას - რატომ თქვა!).
*
... არჩევნები დამთავრებული არ იყო, რომ ბუშმა გამარჯვება მიულოცა სააკაშვილს და
ბურჯანაძეს რომ ეკივლა, გაყალბდაო , გრეჩიხას გამოაცხადებდნენ გამარჯვებულად და ომი აგვცდებოდა? :)
*
სააკაშვილი რომ ბათუმის დაბომბვას აპირებდა თვითმფრინავიდან, როცა რუსული ბაზა ჯერ კიდევ მანდ იდგა (წარმოიდგინეთ შედეგები!) და მე გადავაფიქრებინეო, - ნინო რომ ყვება ტელევიზიით და მოწმეებს ასახელებს, ეს არ გაახსენდებათ!
არც ის, რამდენჯერ გადააფიქრებინა, თურმე, ცხინვალში შევარდნა (აქაც კონკრეტულ მოწმეებს ასახელებს)...
მაგრამ აუცილებლად გაიხსენებენ, რომ ბურჯანაძე, თურმე, წვრილი ქუსლებით მდგარა ზამთარში, პაკლონნაია გარაზე (ეტყობა, თექის ჩექმებით უნდა მდგარიყო!).
აქვს აზრი გაგრძელებას?

ფხიზელი

2018-03-13 13:19:48

პ.ს.
მე ყურადღებით ვუსმენ ბურჯანაძის სატელევიზიო გამოსვლებს და არ მეჩვენება, რომ ის რუსეთისკენ ექაჩება საქართველოს. არც რუსეთისკენ ექაჩება, არც სინგაპურისკენ!
მაგრამ არც ის მოსწონს, მე მგონი, საითმე რომ ექაჩებიან ქვეყანას...
მის პოზიციას ასე ვხედავ: აცალეთ საქართველოს, იდგეს იქ, სადაც დგას!
და ისე მოვიქცეთ, რომ დაგვაყენონ ჩვენს ადგილზე!
ჩემი პოზიციაც ეს არის.
ამიტომ ვცემ პატივს.

tngh

2018-03-13 14:04:55

იმათთან, ვინც ისიც კი არ იცის, რომ "პოკლონნაია გორა"-ზე დგომა II მსოფლიო ომში დაღუპული ჩვენი მამა-პაპისადმი პატივის მიგებაა, ლაპარაკიც არ ღირს. ესეთებმე ალბათ ისიც კი არ იციან, რომ იმ ომიდან საქრთველოში 300 000 მებრძოლი უკან ვერ დაბრუნდა... შეუნდოს უფალმა არ ცოდნა!!!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80