რაზე მეტყველებს თქვენი ნაწერი
სხვადასხვა

რაზე მეტყველებს თქვენი ნაწერი

რაზე მეტყველებს თქვენი ნაწერი
for.ge

2018-03-12 13:29:58

ტელეფონზე საუბრისას, ლექციის მოსმენისას, ან სხვა რაიმე საქმის კეთებისას, ფურცლის ნაგლეჯზე სხვადასხვა ნახატებს ვაკეთებთ. დიდი ბრიტანეთის პლიმუტის უნივერსიტეტის მევნიერების მტკიცებით ეს ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას.

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები მაინცდამიანც არ გადარდებთ ან საერთოდ არ გაინტერესებთ. შესაძლოა, თქვენ მსუბუქ კრიზისს განიცდით. ახლა აუცილებელია თავს მიხედოთ, რომ არ აფეთქდეთ და არ მიაყენოთ მოსაუბრეს შეურაცხყოფა.

ყვავილები, მზე, გირლანდები - სინამდვილეში არც ისე მხიარულად ხართ, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. უფრო პირიქით. ყველაზე მეტად ნატრობთ მეგობრობასა და სითბოზე. ეცადეთ უახლოეს პერიოდში უფრო მეტი დრო გაატაროთ სხვა ადამიანების გარემოცვაში.

ცა, მზე და ღრულები - სიცოცხლისმოყვარული, მხიარული და ენერგიით სავსე ბრძანდებით.

უჯრები - გრძნობთ, რომ მოხვდით სარისკო ან უხერხულ სიტუაციაში. აუცილებელია წყენა და გაღიზიანება გულში ჩაიკლათ.

გულების გადაკვეთა - გრძნობებით ხართ აღსავსე. გსურთ მთელ მსოფლიოს მოეალერსოთ. არაა საჭირო ასეთი ცივი და უკარებას როლის თამაში და გრძნობების დამალვა. გამოთქვით და გამოხატეთ ისინი!

შპალერის მსგავსი ორნამენტები - ასეთი ორნამეტი მეტყველებს თქვენს მოწყენილობაზე. ალბათ მოგბეზრდათ ის საუბარი, რასაც ისმენთ ხატვის მომენტში. ან იქნებ ცხოვრების სტილიც?!

ჯვრები - ჯვრები გამოხატავენ დანაშაულის გრძნობას, რაც სავარაუდოდ საუბრის მომენტში გაჩნდა. რაღაცა გაწუხებთ: ან თქვენ თვითონ არ ასვენებთ თქვენს თავს, ან მოსაუბრე გამტყუნებთ და ბრალს გდებთ რაღაცაში.

ადამიანები - ეს უსუსურობის ნიშანია, ან გამოხატავს სურვილს თავი აარიდოთ რაიმე ვალდებულებას.

ლამაზი სახე და პროფილი - გახასიათებთ ჩართულობა და დაინტერესებულობა საქმით, ჰუმანურობა და სიყვარული ადამიანების მიმართ.

საშინელი, მახინჯი სახეები - უსიამოვნო მდგომარეობაზე ან გარკვეული მიზეზის გამო უხასიათობაზე მეტყველებს.

კვადრატები, სამკუთხედები და სხვა გეომეტრიული ფიგურები - ამ დროს ნახატი ნახაზს უფრო გავს. არაა ადვილი თქვენი მოტყუება. თქვენ გაქვთ კონკრეტული მიზნები და რწმენები, თითქმის არასდროს მალავთ საკუთარ აზრებს. ძირითადად ხართ მობილიზებული და ცდილობთ შეხედოთ მოვლენებს მარტივად. თუკი კუთხეები განსაკუთრებით წაწვეტებულია, ეს უკვე აგრესიის ნიშანია, რომლის დაფარვასაც ცდილობთ ხოლმე.

ტალღოვანი ხაზები, ნოტები ან მუსიკალური გასაღები - მუსიკისკენ მიდრეკილებას გამოხატავს.

ფუტკრის ფიჭა - ასეთი ნახატი გამოხატავს სწრაფვას სიმშვიდისკენ, ჰარმონიისკენ და დალაგებული ცხოვრებისკენ. ასევე შეიძლება აღნიშნავდეს ოჯახის შექმნის სურვილს.

ჭადრაკის დაფა - როგორც ჩანს, უსიამოვნო სიტუაციაში, ან გასაჭირში ხართ. თუ ასეთი გამოსახულებები ხშირად ჩნდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფარული კომპლექსები გაწუხებთ.

ხეები - თუ ხე თხელია და გაშიშვლებული - დაბნეულობას და დათრგუნულობას ნიშნავს, ხოლო სქელი დატოტვილი ხე ენერგიულობაზე და სიცოცხლის ხალისის ქონაზე მეტყველებს.

ციფრები - კონცენტრირებული ხართ მატერიალურზე უფრო მეტად, ვიდრე სულიერზე. თქვენი აზრები ტრიალებს ფულის შოვნის ირგვლივ. შესაძლოა ვალების გასტუმრების დრო დადგა.

კიბეები - დაურწმუნებლობის და დაძაბულობის აღმნიშვნელია.

ვარსკვლავები - ისწრაფვით მიიღოთ ის, რაც არ გაქვთ. თუნდაც აღიარება, ან სიყვარული. ოპტიმისტი ბრძანდებით.

 

 

ნანახი?- 381

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80