"ჩემ შვილიშვილს ჩაგრავდნენ და ფულს სძალავდნენ" - რას ამბობს ბორის კაკუბავა ხორავას ტრაგედიაში მისი შვილიშვილების როლზე?!

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

დაიჯესტი

"ჩემ შვილიშვილს ჩაგრავდნენ და ფულს სძალავდნენ" - რას ამბობს ბორის კაკუბავა ხორავას ტრაგედიაში მისი შვილიშვილების როლზე?!

"ჩემ შვილიშვილს ჩაგრავდნენ და ფულს სძალავდნენ" - რას ამბობს ბორის კაკუბავა ხორავას ტრაგედიაში მისი შვილიშვილების როლზე?!
"კვირის პალიტრა"

2018-03-12 10:56:44

2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ თანატოლების მიერ დაჭრილი ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

ცოტა ხნის წინ, მედიაში გავრცელდა საქმის მოწმეების ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც მოწმეები ამბობენ, რომ საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის ბაბუა მათ მოსყიდვას ცდილობდა.

ამ ჩანაწერების გასაჯაროვებიდან მალევე, გაზეთმა "ვერსიამ" დაწერა, რომ ბაბუა, რომელიც თითქოს მოწმეების მოსყიდვას ცდილობს, პარლამენტის ყოფილი წევრი ბორის კაკუბავაა, ეს უკანასკნელი კი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მას ცილს სწამებენ.

როგორც ირკვევა ორმაგი მკვლელობის საქმეში ექსპარლამენტარის ორი შვილიშვილი ფიგურირებს.

ბორის კაკუბავას სიძეს, თენგიზ კალანდიას კი გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება, ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და პოლიტიკოსი, რომელიც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის მოწყობის ბრალდებით გაასამართლეს, "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში ამბობს, რომ კონფლიქტი სკოლის მოსწავლეებს შორის მისი შვილიშვილის გამო დაიწყო, რომელსაც უფროსკლასელები ჩაგრავდნენ.

კაკუბავას მტკიცებით, კონფლიქტი მკვლელობამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო და რომ მის მე-9 კლასელ შვილიშვილს უფროსკლასელები ჩაგრავდნენ და მასზე ძალადობდნენ.

"ადგებოდნენ თავზე და ფულს სძალავდნენ. თავს აყოფინებდნენ უნიტაზში. მან დაურეკა თავის დეიდაშვილს დახმარებისთვის, ის რაგბისტია, მე-12 კლასელი. ჰოდა უთხრა, რომ ჩვენ ახლა გაკვეთილების შემდეგ გვცემენ ესენიო, ამის გამო უფროსმა დეიდაშვილმა საქმის გასარჩევად ძმაკაცები წამოიყვანა. ვითომ გაარჩიეს საქმე, მერე ვერ შეთანხმდნენენ და დაერივნენ ერთმანეთს".

ბორის კაკუბავა პასუხისმგებლობას არასრულწლოვნებოს ოჯახებს აკისრებს: "დილას ბავშვი სახლიდან რომ მიდის, მშობელმა უნდა იცოდეს მის შვილს პისტოლეტი უდევს ჯიბეში, დანა, წიგნი თუ საწერ-კალამი...

სკოლამაც უნდა აკონტროლოს ბავშვი, უნდა აღზარდოს. პედაგოგებს, დამრიგებელს, დირექტორს უნდა სცოდნოდათ რომ კონფლიქტი ჰქონდათ ბავშვებს, ეს ხომ უცებ არ წარმოიქმნა, ეს ხომ წლების მანძილზე გრძელდებოდა", - ამბობს კაკუბავა.

"კურიერის" ინფორმაციით, ბორის კაკუბავა, რომელიც ამჟამად ტრაპზონში ცხოვრობს, უარყოფს მოწმეებზე რაიმე ზეწოლას, შესაბამისად, საქართველოში ჩამოსვლას და საკუთარი უფლებების დაცვას აპირებს.

ნანახია - 723

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80