„თურქეთი არ ენდობა დასავლეთს და მიაჩნია, რომ დასავლეთი კიდევ ეცდება ხელისუფლების შეცვლას ამ ქვეყანაში“
საზოგადოება

„თურქეთი არ ენდობა დასავლეთს და მიაჩნია, რომ დასავლეთი კიდევ ეცდება ხელისუფლების შეცვლას ამ ქვეყანაში“

„თურქეთი არ ენდობა დასავლეთს და მიაჩნია, რომ დასავლეთი კიდევ ეცდება ხელისუფლების შეცვლას ამ ქვეყანაში“
მანანა ნოზაძე

2018-03-09 14:00:45

თურქეთი დასავლეთის ნერვებს ცდის. რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენაზე უარს არ იტყვის. საუბარია „C-400 ტრიუმფის“ შეძენაზე.

„თქვენ ამბობდით, რომ არ მისცემდით თურქეთს „C-400“-ების შეძენის უფლებას, რუსეთთან შეთანხმებას შეცდომა უწოდეთ. თქვენ, ასევე, ამბობდით, რომ სანქციების დაწესება შეგიძლიათ, ჩვენ არ ვაპირებთ ანგარიში ჩაგაბაროთ. ყოველგვარი დათმობის გარეშე ვივლით სწორ გზაზე საკუთარი მიზნების მისაღწევად“,-აღნიშნმა ერდოღანმა დასავლეთის მისამართით და დასძინა, რომ არავის გაუპროტესტებია საბერძნეთის მიერ რუსეთისგან „C-300“-ების შეძენა.

2016 წლის ნოემბერში რუსეთ-თურქეთს შორის „C-400“-ების შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკების შესახებ გახდა ცნობილი. რუსეთმა ეს ინფორმაცია 2017 წელს დაადასტურა და ერდოღანმაც არ დამალა, რომ კონტრაქტის ავანსი უკვე შეტანილი იყო. თუმცა შესყიდვების რაოდენობა არ სახელდებოდა.

სამხედრო-დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით, რუსეთი და თურქეთი 2020 წელსაც გეგმავენ, ხელი მოაწერონ „C-400“-ების მეორე კომპლექტის გადაცემის კონტრაქტს. ახალი დოკუმენტის მიხედვით, თურქეთს „C-400“-ების ცალკეულ ნაწილთა ადგილზე წარმოების უფლება მიეცემა.

რისთვის სჭირდება თურქეთს საზენიტო დანადგარები და რას ნიშნავს, რომ ნატოს წევრი ქვეყანა რუსეთისგან „C-400“-ებს შეისყიდის?!

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საზენიტო დანადგარების შეძენას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია და ნატოს დატოვებას არც აპირებს, ყველამ იცის, რომ საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობებია დასავლეთსა და თურქეთს შორის მრავალ თემასთან დაკავშირებით და ეს წინააღმდეგობა დღეს არ დაწყებულა. პირველი, ეს აიხსნება დემოკრატიზაციის ხარისხით, რადგან დასავლეთი მხოლოდ ინტერესები არ არის, ეს არის ფასეულობათა გარკვეული სისტემა და ამ სტანდარტში თურქეთი ვერანაირად ვერ ჯდება. გარდა ამისა, თურქეთს აქვს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ მის ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში რაღაცნაირად მონაწილეობდა დასავლეთი. თუნდაც იმავე ინჯირლიკის ბაზიდან შეიმჩნეოდა გარკვეული აქტიურობა იმ პერიოდში.

მესამე და მთავარი ფუნდამეტური საკითხია ქურთების საკითხი. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქურთებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია თურქებისთვის და ამაში სერიოზულ საფრთხეებს ხედავენ.

გია ხუხაშვილის აზრით, ამ სამი ძირითადი თემის გარდა, ალბათ, არის კიდევ სხვა წვრილმანი საკითხებიც, რადგან თურქეთი მუდმივად ახდენს დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების დემონსტრირებას.

„თურქებმა ორი მიმართულებით დაიწყეს რუსებთან თანამშრომლობა. ეს არის სამხედრო დანიშნულების „C-400“-ების შესყიდვა და ეკონომიკური თემა, რაც გაზის ტრანსპორტირების სამხრეთ ნაკადს გულისხმობს. „C-400“-ების შესყიდვას სხვა განზომილებაც აქვს თურქეთისთვის. კერძოდ, რბილად რომ ვთქვათ, თურქეთი არ ენდობა დასავლეთს და მიაჩნია, რომ დასავლეთი კიდევ ეცდება ხელი შეუწყოს ხელისუფლების შეცვლას ამ ქვეყანაში, რისთვისაც სხვადასხვა სცენარი მუშავდება. თურქეთი არ ენდობა ამერიკულ დაცვის სისტემებსაც. თურქები თვლიან, რომ ამერიკას სწორედ ამ სისტემებზე უყენია სპეციალური დამცავი შავი ყუთები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, დასავლური საჰაერო საშუალებების წინააღმდეგ მათ გამოყენებას შეუძლებელს ხდის. არა მგონია, ეს საზენიტოები საქართველოსთან მიმართებით იყოს საფრთხილო. უბრალოდ, თურქებს ეს სისტემები, ალბათ, დასავლეთთან ურთიერთობის შესაძლო გართულებისთვის სჭირდებათ. მართალია, ისინი სტრატეგიულად უფრო დასავლეთისკენ მიისწრაფიან, მაგრამ მიისწრაფიან თავისი პირობებით და არ სურთ, აღიარონ ყველა ის სტანდარტი, რაც დასავლეთშია“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ თურქები სწორედ რუსეთთან დაახლოების თემით ევაჭრებიან დასავლეთს. თუ დასავლეთი უფრო დამთმობი გახდება მათ მიმართ, ისინი ამ კარტს გადაათამაშებენ, რადგან რუსეთისა და თურქეთის ფუნდამენტური ეგზისტენციალური წინააღმდეგობიდან გამომდინარე, მათი გრძელვადიანი ალიანსი შეუძლებელია. თუმცა „C-400“-ებთან დაკავშირებით რუბიკონი უკვე გადალახულია და თანხებიც უკვე ჩარიცხულია.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთისგან შეიარაღებას ნატოს ზოგიერთი ქვეყანაც ყიდულობს და წარსულშიც ყიდულობდა. მაგალითად, თავის დროზე საფრანგეთში აქტიურად საუბრობდნენ სადესანტო გემ „მისტრალის“ შესყიდვაზე, რაც ფრანგებმა უკრაინის თემის გამო გადაიფიქრეს, თორემ აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება საფრანგეთის მთავრობამ.

კახა გოგოლაშვილის აზრით, თავად ფაქტია სამწუხარო, რომ რუსეთ-თურქეთის პოზიციების დაახლოება ხდება, რადგან თურქეთი ჩვენთვის ყოველთვის იყო პარტნიორი ნატოში გაწევრიანების გზაზე და, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებშიც ჩვენ ხედვების თანხვედრა გვქონდა. ახლა კი თურქეთი შეიძლება სულ სხვა პოზიციაზე დადგეს დასავლეთთან მიმართებით და ამის სიმპტომი შეიძლება რუსეთთან დაახლოება იყოს.

„გასაგებია, თურქეთი უზარმაზარი ქვეყანაა, მას დიდი არმია ჰყავს და შეიარაღების განახლება სჭირდება, მათ შორის, ტაქტიკური და თავდაცვითი შეიარაღების განახლებაც. ეს კომპლექსებიც ორგვარი ხასიათისაა-თავდაცვითი და ტაქტიკური. ახალი შეიარაღების შეძენას ვერავინ დაუშლის ცალკეულ ქვეყანას. ეს თურქეთის სამხედრო სიძლიერის გაზრდას ნიშნავს. თუ რუსეთისგან არ იყიდის, შეიძლება სხვა ქვეყნებისგან იყიდოს საზენიტო-სარაკეტო სისტემები, მაგრამ ასეთ ვითარებაში, როდესაც რუსეთი ასე აგრესიულად ექცევა თავის მეზობელ სახელმწიფოებს და დასავლეთსაც რაღაც ახალი ბირთვული იარაღით ემუქრება, ნატოს წევრმა სახელმწიფომ ასეთი კონტრაქტებისგან თავი უნდა შეიკავოს“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

ნანახი?- 1593

მეგრელი

2018-03-09 15:10:33

ნატოს წევრმა სახელმწიფომ ასეთი კონტრაქტებისგან თავი უნდა შეიკავოს“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.
--------------------------------------------------------------------------
თურქეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა (სარაკეტო კომპლექსი) არის ძველი. მის შეიარაღებაშია 72 ერთეული ამერიკული წარმოების ნაიკ-ჰერკულესი (საშუალო რადიუსი -1955 წლის გამოვება) , 84 ახლო მანძილის ბრიტანული ,, რაპირა" -1971 წ. და დენიკინის დროეინდელი ,, ჰოკი" . ფაქტიურად თურქეთის საჰაეროს სისტემა ამ კომპონეტში დაუცველია. ახ. აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენების გამო 2 თურქეთის მთავრობამ პერიოდულად მიმართა ნატოს განელაგა უფრო თანამედრო სისტემები პეტრიორი. 2012 წელს თურქეთში მიმდინარეობდა სწავლება , რომლის შემდეგ იქ დატოვეს ეს რაკეტები 20 მდე სისტემა. მაგრამ 2015 წელს ნატომ დაიწყო ამ სისტემების გატანა პეტრიოტიც მოძველებულ სისტემად ითვლება. რა ქნას ერდოღანმა. თუ ქურთება სადმე რუსული სკადები იყიდეს მაგალითად უკრაინაში?


შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქურთებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია თურქებისთვის და ამაში სერიოზულ საფრთხეებს ხედავენ. გია ხუხაშვილი
-------------------------------------------------------------------------------------------


აშშ სამხედრო დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა რალფ პეტერსმა 2006 წელს გამოაქვეყნა სტატია ,, სისხლიანი საზღვრევი" . მერე წიგნიც გამოსცა ,, ბრძოლა არასდოს წყდება". ეს არის ახალი ახლო აღმოსავლეთის ახალი ხედვა დიდი ქურტისტანის შექმნით . კონდოლიზა რაისი 2006 წელს აცხადებს შემდეგს ,, იბადება ახალი ახლო აღმოსავლეთი".

https://en.wikipedia.org/wiki/Ralph_Peters

Munji

2018-03-09 18:04:36

ვერ გავიგე, ერდოღანი კახა გოგოლაშვილის მოსაზრებებს არ კითხულობს?
აბა, რას კითხულობს?!

tngh

2018-03-10 15:17:42

აფსუსი არ არის!!! დედამიწაზე ხუხაშვილი და გოგოლაშვილი არსებობდნენ, და მათ "სიბრძნეს" არავინ არ იზიარებდეს...

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80