ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე ყველა დონეზე განიხილება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე ყველა დონეზე განიხილება

ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე ყველა დონეზე განიხილება
მარიამ თოდაძე

2018-03-09 09:30:47

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები პარლამენტში დღეიდან კვლავ განახლდება და როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციები იგეგმება.

განხილვის მთავარი თემაა რეზოლუციაში საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივის ჩამატება, ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შექმნის შესახებ. შეჯერების შემთხვევაში, პარლამენტში დასამტკიცებლად რეზოლუციის ერთიანი ტექსტი გავა.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე არსებობს რეზოლუციის ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროექტი. პირველი, რომლის ავტორიც საპარლამენტო უმრავლესობაა, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობას, როგორც ოკუპანტ ქვეყანას, რუსეთის ფედერაციას აკისრებს. მომხდარზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიების დაშვების მოთხოვნას გულისხმობს.

რეზოლუციის მეორე პროექტი, კი რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ შეიმუშავა, ე.წ. ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის შედგენას გულისხმობს.

ინიციატივის თანახმად, სიაში არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებში დამნაშავე პირები უნდა მოხვდნენ და მათზე სანქციები დაწესდეს.

უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კონსულტაციების შედეგად შესაძლოა, ამ ორი პროექტის ერთ დოკუმენტად გაერთიანება, რომელსაც შემდგომ პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

რაც შეეხება თავად პროცესს, ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საქმესთან დაკავშირებით, როგორც საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, „ყველანი ყოველწუთიერ რეჟიმში ჩართული ვართ კომუნიკაციაში“.

აღნიშნული საკითხი ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააყენა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.

„მე მოვედი აქ, რათა ჩემს მეგობრებს გავუზიარო ეს მწუხარება და მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, სიმართლის გარკვევაში დახმარებისთვის და გარდაცვლილის ოჯახისთვის ნუგეშის მიცემისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება გვახსენებს იმ სამწუხარო შედეგს, რაც კონფლიქტს მოსდევს.

„ჩვენ განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალი. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს იმ რეფორმებში, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს ორ რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას. საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება კონფლიქტის სამწუხარო შეხსენებაა“, - დასძინა დონალდ ტუსკმა.

როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ტოივო კლაარი აღნიშნავს, შემაშფოთებელია, რომ 22 თებერვლის ფატალური ინციდენტიდან ორი კვირის თავზე ამ საქმეზე პროგრესი არ არის. მისი თქმით, ცხინვალში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ვიზიტი ემსახურებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდის მომზადებას, მაგრამ მათ საჭიროდ ჩათვალეს აქცენტის გაკეთება ამ ინციდენტზე, რომელსაც „საერთო გარემოზე უარყოფითი გავლენა აქვს“.

„ვალდებულებაა, რომ ნათესავებს მიეცეთ საშუალება დაკრძალონ გარდაცვლილი პირი გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ორი გათავისუფლებული პირის შეზღუდვების გარეშე გადაადგილება და ოჯახებში დაბრუნება. ეს ინციდენტი უარყოფით გავლენას ახდენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმზე.

ისევე, როგორც 2018 წლის 26 თებერვლის ჩვენს განცხადებაში, ასევე დღესაც დისკუსიების დროს მოვუწოდეთ, რათა ცხედარი გადასცენ გარდაცვლილის ახლობლებს და მისცენ ორ დაკავებულ პირს თავისუფლად გადაადგილების საშუალება“, - აღნიშნა ტოვიო კლაარმა.

შეგახსენებთ, რომ ქართული მხარე ყველა დონეზე ცდილობს გარდაცვლილის ცხედრის დაბრუნებას - რამდენიმე დღის წინ საქართველოს პატრიარქმა დახმარება რუსეთის პატრიარქს სთხოვა, თუმცა კვლავ გაურკვეველია, რას გეგმავს მეორე მხარე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრესმდივანის მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხში დასახმარებლად რუსეთის პატრიარქისადმი მეორედ მიმართვა არ იგეგმება.

ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქო არ ფლობს ინფორმაციას ცხედრის გადმოსვენების ზუსტ დროზე და ელოდება კონკრეტულ ვადებს.

„სამწუხაროდ მხოლოდ პირველადი ინფორმაცია გვაქვს, რომ რუსეთის საპატრიარქომ მიიღო ჩვენი თხოვნა, რათა დაგვხმარებოდნენ აღნიშნული საკითხის მოგვარებაში. სხვა დამატებითი ინფორმაცია არ მიგვიღია. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ და ყოველწუთიერად ველოდებით შეგვატყობინონ დრო, როდის მოხდება ტატუნაშვილის გადმოსვენება“, – განაცხადა პატრიარქის პრესმდივანმა.

მამა მიქაელ ბოტკოველი ვარაუდობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მოხდეს.

 

ნანახია - 2640

antoni

2018-03-09 11:07:17

ტურას ლომთან ჩივილით და "აღშფოთებით" ვერ შეაშინებ; მისი სიტუტუცის წამალი ცხვირპირის დალეწვა და ლაყუჩების ახევაა; სწორედ იქითკენ მიდიან ეს ტურები

tngh

2018-03-09 11:43:34

ამდენ აღშფოთებებს და შეშფოთებებს ხომ არ სჯობია, ჩვენი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა გაბედოს რუსეთის ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრა??? იქნებ პირველ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე მოხდეს პოლიტიკური დიალოგი... როდემდე შეიძლება ესეთ "რუსოფობიულ" პოზაში ყოფნა??? ჯერ-ჯერობით ამ შეხვედრების უნარი და გამბედაობა მხოლოდ ქ-ნ ნინო ბურჯანაძეს აღმოაჩნდა და ნაწილობრივ "პატრიოტთა ალიანსის" წევრებს. მათ კი ის მაინც მოახერხონ, რომ დაძლიონ საკუთარი ამბიციები და ერთად იმუშაონ ამ საკითხზე.

tngh

2018-03-09 14:05:58

ეხლახან წავიკითხე ბ-ნი გიორგი კვირიკაშვილის მიმართვა რუსეთის ხელისუფლებისადმი> ვეთანხმები და, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილიც ეთანხმება. დროა, "რუსოფობების" გამოხტომებს მხოლოდ ღიმილით ვუპასუხოთ და ქვეყნის მშვიდობიანად, გონივრული კომპრომისებით გამთლიანების პოლიტიკა დავიწყოთ...

arichopra 2

2018-03-09 18:31:36

ძალიან საშინელი ქვეყანაა დღევანდელი რუსეთი, ამხელა ქვეყანაში ყველაფერი ერთმა კაცმა პუტინმა უნდა გადაწყვიტოს! რა არის ერთი ადამიანის ცხედრის გადაცემა?! არა და ფაქტია სანამ პუტინი არ იტყვის მანამ ამ საკითხს ვერც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელმძღვანელი, ვერც ლავროვი, ვერც შოიგუ ვერ გადაწყვეტენ. ეს აბსურდი კი რუსეთის ხელისუფლების კოლაფსის მაჩვენებელია. რუსეთისათვის უმჯობესი იქნება თუ 18 მარტს პუტინს კი არა ვინმე სხვას აირჩევენ, მაგალითად გრუდინინს!

Maverick

2018-03-10 10:19:41

ჩოპრა, აი გრუდინინია, გულია თუ გულარხეინა, ვინაა თუ იცი?..

arichopra 2

2018-03-10 13:44:49

კი ვიცი, პუტინი არაა! ესეც საკმარისია ჩემთვის! ჩაწერე Грудинин П.Н გუგლში. ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობ, თითონ ამოგიყრის მერე და მერე!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80