რუსეთის პატრიარქი ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნებას დაგვპირდა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

რუსეთის პატრიარქი ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნებას დაგვპირდა

რუსეთის პატრიარქი ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნებას დაგვპირდა
თამთა ქარჩავა

2018-03-07 10:00:23

საქართველოს პატრიარქმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის პატრიარქისგან საპასუხო წერილი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ.  

„ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. არჩულ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით.

ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას, სულიერი და ფიზიკური ძალის სიმტკიცით განვლოთ წმინდა ორმოცეულის (დიდმარხვის) მაცხონებელი გზა, უცვლელად ვრჩები თქვენდამი ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით“, - ნათქვამია პატრიარქ კირილის წერილში.

ქართული მხარე ახლა ცხედრის გადმოცემის მოლოდინშია. საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ნილ სკოტი აცხადებს, რომ ყოველ წუთს ელოდებიან იმას, რომ მოხდება ცხედრის გადაცემა ოჯახისთვის.

„ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და ყოველ წუთს ველოდებით იმას, რომ მოხდება ცხედრის გადაცემა ოჯახისთვის. ასევე ველოდებით ორი დაკავებული ადამიანის გათავისუფლებას. ზუსტ თარიღებზე ჩვენ ვერ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ზუსტი თარიღები არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა ნილ სკოტმა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის საქართველოსთვის გადმოცემის წინააღმდეგ აქცია გამართეს ოკუპირებულ ცხინვალში საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. „Sputnik-Ossetia“ -ს ინფორმაციით, ინტელიგენციის წარმომადგენლები, სტუდენტები და უფროსკლასელები ითხოვენ, არ გადასცენ ოჯახს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. სკოლის მოსწავლეები აქციაზე 1989 წლიდან 2008 წლამდე საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ფოტოებით მივიდნენ.

„სტუდენტებს მოჰქონდათ ტრანსფარანტები ლოზუნგებით: „საქართველო, დაგვიბრუნე ჩვენი შვილების ცხედრები“; „ევროკავშირო, არ დაუჭირო მხარი საქართველოს მიერ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ტერორს“; „საქართველო პასუხისმგებელია უგზო-უკვლოდ დაკარგულ 145 ოსზე“, - აღნიშნავს „Sputnik-Ossetia“.

ამის მიუხედავად, საქართველოს შს მინისტრს იმედი აქვს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხი გონივრულ ვადებში გადაწყდება.

„კონკრეტულ დღესა და დროზე კომენტარს არ გავაკეთებ, რამეთუ ეს არ არის სწორი. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ კონკრეტული მოქალაქეების, ადამიანების ტრაგედიებზე ვსაუბრობთ. დამატებითი დღეების, მოლოდინების შექმნა, წუთების თვლა არ არის სწორი. ჩვენ გეუბნებით, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა უნდა დასრულდეს გონივრულ დროში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჯერჯერობით უცნობია, არჩილ ტატუნაშვილის ფაქტთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია გახდება თუ არა დღევანდელი პლენარულ სხდომაზე განხილვის საგანი. პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესა და უმცირესობას შორის, ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების საკითხზე კონსულტაცია უკვე გაიმართა.

„ევროპული საქართველოს“ წევრები თვლიან, რომ კონსულტაციის მიზანია, მოხდეს ერთობლივი რეზოლუციის შეჯერება „ევროპულ საქართველოსა“ და საპარლამენტო უმრავლესობას შორის. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, კონსულტაციების ძირითადი თემა იყო რამდენად აღსრულებადია ის სანქციები, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობას თავაზობენ.

„არსებობს სურვილი იმისა, რომ ერთიანი დოკუმენტი მივიღოთ. დოკუმენტში, რომელსაც ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობას ვთავაზობთ, ძალიან მნიშვნელოვანი და მკაცრი სანქციებია ჩადებული... გარდა იმისა, რომ ჩვენ გამოვხატეთ ნება, რომ ერთი რეზოლუციის მიმართულებით ვიაროთ, დავიწყეთ საუბარი რა ტიპის, როგორი სანქციები უნდა იყოს და როდის უნდა ამოქმედდეს. ეს არის რთული პროცესი და ამ პროცესზე პასუხისმგებლობა აქვს უმრავლესობას და ჩვენც, რადგან ჩვენ გვინდა შემოვიტანოთ მექანიზმი, რომელიც მართლა იმუშავებს და დასჯის იმ ადამიანებს, ვინც დამნაშავეა ქართული მოსახლეობის მკვლელობასა და გატაცებაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე ერთიანი რეზოლუციის შესამუშავებლად საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციების დასრულებას მცირე დრო დასჭირდება. კონკრეტულ დეტალებზე თუ რაზე მოხდა შეთანხმება, მხარეები არ საუბრობენ, რადგან კონსულტაციები გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი მაქვს, რომ ერთიანი რეზოლუციის მიღება შესაძლებელი იქნება.

„მიმდინარეობს კონსულტაციები და გაგრძელდება ეს კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საერთო ტკივილი და ჩვენი ამოცანაა, საერთო ხედვა დავუპირისპიროთ იმ სამწუხარო მოვლენებს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ოკუპირებულ რეგიონებში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაში კონკრეტული წინადადებების გათვალისწინებას მოითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც პარტიის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ამ წინადადებების რეზოლუციაში შეტანით, დოკუმენტს ქმედითი ძალა ექნება.

„ჩვენი კონკრეტული წინადადებების წარდგენა მოხდება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. პირველ რიგში შეეხება რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე დაუყოვნებლივ კონსულტაციების დაწყებას საერთაშორისო თანამეგობრობასთან. უნდა შეწყდეს აბაშიძე-კარასინის ფორმატი იქამდე, ვიდრე არ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელების, ხოლო მომავალში ეს ფორმატი სრულიად უნდა შეიცვალოს.

ფორმატის მანდატი უნდა გახდეს გამჭვირვალე, ეს მანდატი უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, მომლაპარაკებელი პირი უნდა განისაზღვროს პარლამენტის თანახმად, მომლაპარაკებელი პირი უნდა იყოს ანგარიშვალდებული საქართველოს პარლამენტის წინაშე. ჩვენი წინადადებები ასევე უკავშირდება უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მომიჯნავე რეგიონებში. ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი წინადადებები, რომელსაც გავაჟღერებთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის გიორგი ლომიას განცხადებით, რეზოლუცია თუ პოზიტიურ შედეგს არ გამოიღებს, ასეთ შემთხვევაში რა აზრის აქვს მის მიღებას. როგორც ლომიამ აღნიშნა, ნებისმიერ რეზოლუციას, ნებისმიერი სანქციას მხარს დაუჭერს, თუ მას რაღაც რეალური შედეგი მოჰყვება, მაგრამ მას არასწორად მიაჩნია ისეთი რეზოლუციის მიღება, რომელიც არაფერი პოზიტიურის მომტანი არ არის.

„მე იმის მომხრე ვარ, რომ ჩვენ რეალური გამოსავალი მოვძებნოთ. ჩვენგან მოსახლეობა ელოდება, რომ მივიღებთ რაღაც გადაწყვეტილებას და მსგავსი ფაქტები - ადამიანის გატაცების, მოკვლის და ა.შ. ბოლოს და ბოლოს შეწყდება და აღარ განმეორდება. თუ ჩვენ რეზოლუციას მივიღებთ, მაგრამ რეზლოუციის შედეგად მსგავსი ფაქტი მაინც გაგრძელდება, მაშინ მითხარით, რა აზრი აქვს საერთოდ რეზოლუციის მიღებას?!

ჩვენ არ ვიცით ამას ვინ სჩადის. ვფიქრობ, რომ ამას სჩადის დესტრუქციული ძალა როგორც ოსეთის ტერიტორიაზე, ასევე მოსკოვში, ასევე საქართველოში. უამრავი, გინდა პოლიტიკური, გინდა არასამთავრობო დესტრუქციული ძალა არის შექმნილი, რომელსაც არ აწყობს, რომ ურთიერთობა აღდგეს ჩვენსა და ოსებს, ჩვენსა და აფხაზებს შორის, თუნდაც ჩვენსა და რუსებს შორის. არის ძალები, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ ამ დადებით პროცესს“, - განაცხადა გიორგი ლომიამ.

ნანახია - 2667

imereli

2018-03-07 20:52:22

imereli

2018-03-08 09:11:18

დაიჯერებთ რომ რუსეთის პატრიარქმა ვერ შეძლო?!

imereli

2018-03-08 09:11:49

არ უნდოდა და არ გააკეთა!

imereli

2018-03-08 09:12:31

ასეთია ყველა ჩრდილოელი "ძმა"!

imereli

2018-03-08 09:14:37

რატომ არავითარ კომენტარს არ აკეთებს ფქვილის დედოფალი, ყველაზე მაგარი პოლიტიკოსი (როგორც თვითონ აცხადებს)?! იცის თავისი უფროსების ზნე და იმიტომ!

imereli

2018-03-08 09:16:08

ამიტომ "ნე ვიჟუ ი ნე სლიშუ"-ს აკეთებს!

imereli

2018-03-08 09:19:54

თავიდან ვიყავი დარწმუნებული საპატრიარქოს წერილიდან არაფერი გამოვიდოდა. რუსების მიზანია ჩვენი მოთმინებიდან გამოყვანა და რაიმე პროვოკაციაზე წამოგება. ისეთ პროვოკაციაზე, რომელიც მოკლულ ტატუნაშვილს ყველას დაავიწყებს და არც ცხედრის გადმოსვენება მოხდება.

imereli

2018-03-08 09:21:56

საჭიოროა მეტი აქტიურობა, მაგრამ გაცილებით მეტი სიფრთხილე! პროვოკაციებში რუსეთი ძალიან გამოცდილია!!!

imereli

2018-03-08 09:28:12

ყველა ქართველმა, რომელსაც შეუძლია რაღაც, თუნდაც მცირე გააკეთოს, ვალდებულია ჩაერთოს. მაგალითად, თუ იცნობს ვინმე ჟურნალისტს დასავლეთის პრესიდან, დააინტერესოს საკითხით.თუნდაც სოციალურ ქსელებში იაქტიუროს. ზოგი ალბათ ევროპელ პოლიტიკოსს იცნობს პირადად.მოკლედ ვის რა შეუძლია იმით დაეხმაროს ქვეყანას.

imereli

2018-03-08 09:33:15

სად არიან რუსეთუმეები, რატომ ხმას არ იღებენ?!

imereli

2018-03-08 09:33:57

იცნობენ პატრონებს და იმიტომაც დუმან!

imereli

2018-03-08 09:35:06

საქართველოში ყველაზე დიდი (თავს რომ უწოდებს) სადაა?!

imereli

2018-03-08 09:36:42

მაპატიეთ შეცდომა გამეპარა, უნდა იყოს: ყველაზე დიდი პოლიტიკოსი...

arichopra 2

2018-03-08 14:39:53

ფიზიკურზე ვსწავლობდიო ადრე გაქვს ნათქვამი. ახლა ლოგიკუად ვერ ხვდები რატომ არავინ გამოგეხმაურა? აქ რუსეთუმეები არ არიან, აქ ქართველები არიან და რუსეთუმეები სად ხართო რომ კითხულობ, ვის გამოხმაურებას ელი?! შენ თითონ ვინმეს თუმე ხარ? არა ხომ? აბა სხვები რატომ გგონივართ შენზე ნაკლებები?

imereli

2018-03-08 14:57:33

არიჩოპრა! გამოხმაურებაში ვგულისხობდი ცნობილ ქართველებს და არა ამ საიტის მკითვველებს! კერძოდ ბურჯანაძეს, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებს, ნათელაშვილს და მისთანებს, როლებსაც კარგად აქვთ გაკვალული გზა დედა მოსკოვისაკენ და იქ დიდი მეგობრებიც ჰყავთ.შენ კი მხოლოდ ერთს გეტყვი: ვინც პატრიოტობაში ეჯიბრება ვინმეს, ის პატრიოტი არაა!!! არც არავის შევჯიბრებივარ ვინმეს. ძალიან გამიხარდება, თუ ყველა ჩემზე მეტი პატრიოტი აღმოჩნდება.

arichopra 2

2018-03-08 15:14:28

ხო მაგაში 100% ხარ! ბურჯანაძე რაფერ გეიყურსა ჩირგვებში?! ნათელაშვილი მიიყვანო უნდა ახლა ახალგორთან და გადმოსვა ავტომობილიდან... ვნახოთ მერე რას იზამს? პატრიოტთა ალიანსი არა მგონია რუსეთუმეები იყვნენ, პროსტო რაცხას ფხაკურობენ, შესაძლებლობის ფარგლებში.
აქეთ ამინდი გაფუშტდა, გარეთ არ გეისვლება. მაქეთ რა ხთება?! სპეციალურად ვწერ კუთხურ კილოკავზე. სხვა სითბო აქვს!

arichopra 2

2018-03-08 15:32:42

ახლა თქვა -ნინო ბურჯანაძე - მივმართავ ჩვენს ოს დებსა და ძმებს, არ მისცეთ ყველაზე მძიმე ტკივილსაც კი იმის შესაძლებლობა, რომ დაკარგოთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის
18:02 07-03-2018
ნინო ბურჯანაძე - მივმართავ ჩვენს ოს დებსა და ძმებს, არ მისცეთ ყველაზე მძიმე ტკივილსაც კი იმის შესაძლებლობა, რომ დაკარგოთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის მივმართავ ჩვენს ოს დებსა და ძმებს, არ მისცეთ ყველაზე მძიმე ტკივილსაც კი იმის შესაძლებლობა, რომ დაკარგოთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვნებასთან დაკავშირებით ცხინვალში გამართულ აქციას.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა ქართველებიცა და ოსებიც ვართ ადამიანები და ამასთანავე ქრისტიანები და ძალიან მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ ეს ორი უმნიშვნელოვანესი ღირსება.

„მე მესმის იმ ადამიანების ტკივილი, რომელთაც საკუთარი მიცვალებულები არ ჰყავთ მიწას მიბარებული. ქართულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მათაც დაუბრუნდეთ საკუთარი მიცვალებულები, მაგრამ ეს არ იძლევა იმის საფუძველსა და საბაბს, რომ მოითხოვო სხვას არ მიეცეს საშუალება პატივი მიაგოს საკუთარ მიცვალებულს. ვეფხი და მოყმე არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი, იმავე ტრადიციაზე იზრდებოდნენ ჩვენი ოსი თანამოქალაქეები. მე მინდა მოვუწოდო ჩვენს ოს თანამემამულეებს, რომ დადგნენ ამ უდიდეს ტკივილზე მაღლა და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ასეც იქნება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. -

tngh

2018-03-08 20:10:21

ვკითხულობ ერთი ადამიანის კომენტარებს, და მინდა ვუთხრა: თქვენ იმერელი კი არ ბრძანდებით, არამედ ჩამოყალიბებული "რუსოფობი" ხართ. თანაც ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ქართველები, ოსები და აფხაზები არ შერიგდნენ. ქ-ნი ნინო ბურჯანაძე, რაშიც გასაკრიტიკებელი იყო და არის, პირადად მეც არ დამიკლია მისთვის კრიტიკა. ამ საკითხში კი, აბსოლიტურად სწორია მისი განცხადება...

serapina

2018-03-08 20:14:06

..."ყველა ქართველმა, რომელსაც შეუძლია რაღაც, თუნდაც მცირე გააკეთოს, ვალდებულია ჩაერთოს. მაგალითად, თუ იცნობს ვინმე ჟურნალისტს დასავლეთის პრესიდან, დააინტერესოს საკითხით".

imereli,
თქვენდამი პატივისცემის მიუხედავად...
ჩვენ,არ გვესმის დასავლეთის შინაარსი!
რომ გვესმოდეს,მაშინ არც თქვენ და არც ბევრ სხვას,არ გექნებათ ის შეგრძნება, რომ ვინმეს სიმართლე აიტერესებს.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80