Finita La Commedia - კონცერტი სულგუნისა და სახურავისთვის
პოლიტიკა

Finita La Commedia - კონცერტი სულგუნისა და სახურავისთვის

Finita La Commedia - კონცერტი სულგუნისა და სახურავისთვის
მარიამ თოდაძე

2018-02-13 12:13:38

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება გაგრძელდება, მიუხედავად მისი უკრაინიდან გაძევებისა, რომლის შესახებაც უკრაინის გენერალურ პროკურატურაში არაფერი იცოდნენ. ამის შესახებ „უნიანს“ გენერალური პროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განუცხადა.

„უკრაინის სასაზღვრო სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაცია გენერალური პროკურატურისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან მესაზღვრეებს ჩვენ ამის შესახებ არ გავუფრთხილებივართ“, - განაცხადა ლარისა სარგანმა.

ამასთან, გენერალური პროკურორის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება გაგრძელდება.

კითხვაზე, თუ როგორ ჩატარდება საგამოძიებო ქმედებები იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე აღარ იმყოფება, სარგანმა განაცხადა, რომ ამაზე უწყებაში უახლოეს დღეებში ჩამოყალიბდებიან.

სააკაშვილი პოლონეთშია და მხარდამჭერთა დასამშვიდებლად მოწოდებაც გაავრცელა - სააკაშვილის განცხადებით, უკრაინიდან მის გაძევებაზე რეაგირება მშვიდი უნდა იყოს. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა კიევში შეკრებილ მხარდამჭერებთან სატელეფონო  კონტაქტი დაამყარა.

„ჩემი აზრით, ჩვენ ამაზე მშვიდი რეაქცია უნდა გვქონდეს. მათ სისუსტეს ჩვენ სულის სიმტკიცით უნდა ვუპასუხოთ. ისინი ტყუიან. ეს არის პატარა, შეშინებული, იაფფასიანი მატყუარა პოროშენკო. ის პრეზიდენტი არაა. ის ადამიანიც კი არაა. ის არის უბრალოდ საძაგელი ბარიგა, რომელსაც უკრაინის დაშლა სურს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დღევანდელი ქმედებები მათ მარცხამდე მიიყვანს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი, ოლეგ სლობოდიანი აცხადებს, რომ 12 თებერვალს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა საიმიგრაციო სამსახურისა და ეროვნული პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად სააკაშვილს აცნობეს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება მის დაბრუნებაზე იმ ქვეყანაში, სადაც აქამდე იმყოფებოდა.

„თუმცა, აღნიშნული პროცედურის აღსრულებისას მიხეილ სააკაშვილის გარემოცვიდან უცნობი პირები თავს დაესხნენ სამართალდამცველებს. მესაზღვრეები იძულებულნი გახდნენ თავი დაეცვათ და ძალისმიერი მხარდაჭერა გამოიყენეს“, - განაცხადა უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ნიღბიანმა პირებმა მიხეილ სააკაშვილი კიევში მდებარერესტორან „სულუგუნში“დააკავეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ პოლიტიკოსის გატაცების საქმეზე უკრაინის პოლიციაში განცხადებაც კი შეიტანა.

უკრაინის სასაზღვრო სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთშია გაძევებული.

უკრაინული მედიის ცნობით, როგორც „უკრაინსკაია პრავდას“ რესტორნის ადმინისტრაციამ განუცხადა, მათ დაწესებულებაში რამდენიმე ნიღბიანი პირი შეიჭრა, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და რესტორნის ტერიტორია დატოვეს.

„სააკაშვილი და კიდევ ხუთი პირი ერთად სადილობდნენ რესტორნის მეორე სართულზე, როდესაც ნიღბიანი პირები შემოიჭრნენ, ავტომატებით. ის უცებ დააკავეს“, - განაცხადა რესტორანის ადმინისტრატორმა.

მისი თქმით, ყველაფერი სამი წუთის განმავლობაში მოხდა და მიხეილ სააკაშვილის გარდა სხვა არავინ დაუკავებიათ.

გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ტერიტორიაზე მიიღო, - ამის შესახებ პოლონური უწყების ოფიციალურ საიტზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის მიერ წარმოდგენილი განცხადება რეადმისიის შესახებ. უკრაინული მხარის განცხადების განხილვისას თავისი როლი შეასრულა იმ ფაქტმაც, რომ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეა“, - ნათქვამია პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

როგორც სააკაშვილის თანაგუნდელი, დავით საყვარელიძე აცხადებს, შეიარაღებულმა პირებმა სააკაშვილის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, თუმცა ის თავს კარგად გრძნობს. საყვარელიძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში მეგობრები დახვდნენ.

„უკრაინაში მის წინააღმდეგ ძალა გამოიყენს. ის თავს კარგად გრძნობს. გამოწვევა მიღებულია. მოძრაობა გააგრძელებს ფუნქციონირებას და ხალხი გაიმარჯვებს“, – აღნიშნა საყვარელიძემ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, გიგი უგულავა აღნიშნავს, მთავარია გაირკვეს, რომ მისი უფლებები არის დაცული და რამე საფრთხე არ ემუქრება.

„ადამიანურად ძალიან მძიმე საყურებელია ეს პროცესი, იმისდა მიუხედავად, ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს. ვსაუბრობთ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე. ამიტომ, მთავარი ამ წუთას არის ის, რომ გაირკვეს მისი ადგილსამყოფელი, ის, რომ მისი უფლებები არის დაცული და მას არ ემუქრება რაიმე საფრთხე. ძალიან ძნელია ახლა ვისაუბროთ ან ვაკრიტიკოთ, როცა ადამიანის ბედი ჰაერზე ჰკიდია“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, იგი სააკაშვილის მხარდამჭერების რიგებში აღარ არის, მაგრამ მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ კი აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ბრძოლას გააგრძელებს და პოროშენკომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, რადგან სააკაშვილს უფრო მოემატა პოლიტიკური წონა.

ბარამიძე თვლის, რომ დღეს არსებული მდგომარეობით, მასშტაბურად იზრდება სააკაშვილის მიმართ ყურადღება, რაც სცდება უკრაინის ფარგლებს.

ბარამიძის ინფორმაციით, სააკაშვილი აქტიურად აპირებს პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გარკვეული პოლიტიკური ინტერესები აქვს უკრაინაში მომავალ წელს ჩასატარებელ არჩევნებთან დაკავშირებით.

„მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებია, მთელი ოპოზიცია ცდილობს ერთი კანდიდატის გარშემო დაჯგუფდეს, ამის ინტერესი ასევე აქვს სააკაშვილს, იმ ერთ წლამდე რა მოხდება არავინ იცის, რადგან შესაძლოა, პოროშენკომ ერთი წელიც ვერ გაძლოს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

თუმცა, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აქვს სააკაშვილს გეგმები თუ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ამ ეტაპზე ცოტა არ იყოს, ბუნდოვანია, რადგან სულ რამდენმე დღის წინ სააკაშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერით სწორედ ქართულ ოპოზიციას უტარებდა მასტერკლასს, როგორ მომზადებულიყვნენ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. თუმცა არჩევნებამდე საკმაო დროა და როგორც ჩანს სააკაშვილიც გადაწყვეტს, რომელი ქვეყნის ოპოზიცია შემოიკრიბოს ირგვლივ.

უკრაინიდან სააკაშვილის დეპორტაციაზე კომენტარს აკეთბენ პოლიტიკოსები და ექსპერტები.

გია ხუხაშვილი: „საქართველოს ხელისუფლებისთვის სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიცია არ იყო კომფორტული. მე არ ველოდებოდი, რომ რევოლუციური პროცესები დაიწყებოდა, მაგრამ ეს იქნებოდა მუდმივი თავის ტკივილის ფაქტორი სააკაშვილის საქართველოში ყოფნა. მაგრამ თუ ხელისუფლება გულწრფელია, როდესაც საუბრობს, რომ საექსტრადიციო პროცედურა უკრაინაში დაწყებული ჰქონდა და ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება მოიქცა ისე, როგორც მოიქცა, ეს ნიშნავს ქვეყნის დიპლომატიურ შეურაცხყოფას. ფაქტობრივად უკრაინა გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ჩვენი მტერი, მაგრამ თქვენი მოთხოვნა იმდენად არადამაჯერებელია და თეთრი ძაფით არის შეკერილი, რომ ჩემი მტერიც კი არ მემეტება საექსტრადიციოდ, ამიტომ მოახდინა მისი დეპორტაცია. ეს ძალიან მძიმე მომენტია ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამის ახსნა-განმარტება, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდებათ, რატომ მოხდა ეს და რა ტიპის სპეციფიკა ახასიათებს საქართველო უკრაინის ურთიერთობებს“.

დავით უსუფაშვილი: „სასიამოვნო არაფერია იმაში, რა კადრებიც ვიხილეთ. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ეს არის შეურაცხმყოფელიც, მტკივნეულიც და დამაფიქრებელიც, მაგრამ სამწუხაროდ, ეს გზა აირჩია ყოფილმა პრეზიდენტმა. რაც შეეხება მის მომავალს, სამწუხაროდ, უკრაინელებმა არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება მასთან დაკავშირებით. იმედია, ახლა პოლონელები მაინც გაითვალისწინებენ”.

რამაზ საყვარელიძე: „რა უნდა უქნან სააკაშვილს, როგორ უნდა მოექცნენ - საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. ეს იყო შეთანხმებული უფრო დიდ სახელმწიფოებთან, ვისაც ანგარიშს უწევენ. ეს შეთანხმებული იქნებოდა ამერიკის და ევროპის სახელმწიფოებთან მინიმუმ, რამდენადაც სააკაშვილის საპატიმროში მოხვედრა, გინდ უკრაინულ და გინდ საქართველოს საპატიმროში და იქ დაკითხვა, ბევრ პოლიტიკურ ფიგურას სირთულეებს შეუქმნიდა - დაკითხვაზე მყოფი სააკაშვილი ვისზე რას იტყოდა, არავინ იცის. ბევრ წვრილმანშიც გამოჩნდა, რომ მისი დაპატიმრება არ აწყობდათ. 

მე არ შემიძლია კონკრეტულად თქმა, ვისზე შეიძლება მიეწოდებინა სააკაშვილს ინფორმაცია გამოძიებისთვის, მაგრამ „ვიკილიქსის“ მასალებიდან და უკრაინის ფარული სატალეფონო საუბრებიდან რამდენიმე ფიგურაზე იყო საუბარი, მაგალითად, მაკკეინზე, რომელთანაც გარკვეული საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა სააკაშვილს. რეალურია, თუ არარეალური ეს სატელეფონო საუბრები, ერთი რამ ფაქტია, რომ სააკაშვილს ბევრ ფიგურასთან ჰქონდა ურთიერთობა. იმ ტიპის ფიგურებთან, ვისაც დღეს გავლენა აქვს დასავლეთის პოლიტიკაზე. ზედმეტი თავის ტკივილისგან თავის არიდებისთვის ყველას ერჩივნა, რომ ეს ხამურიანი ფიგურა არ ჩაესვათ ციხეში, რადგან სააკაშვილის ნებისმიერი ნათქვამი იქნებოდა ატაცებული მსოფლიო პრესის მიერ. რაში უნდა დაჭირვებოდათ მათ ამ სირთულეების შექმნა? ამიტომ ყველას შეთანხმებული მოქმედება იყო მისი დეპორტაცია პოლონეთში“.

ეკა ბესელია: „მიხეილ სააკაშვილის ბოლო ამბები არის კომედიის ჟანრი. ეს არ არის პოლიტიკა, არც სერიოზული ქმედება. ეს აღარ არის არც სასაცილო. ეს არის ერთი იაფფასიანი კომედიური ჟანრის სერიალის სცენარი”. 

 

ნანახია - 1392

papa

2018-02-13 20:45:45

ოოოოო......ბერიკაშვილის ძმაკაცისა არ იყოოს, ინდაურები არ ახსენოთ, არა ..... ინდაურების ხსენებაზე ესენი ძააან ბრაზდებიან,....

Maverick

2018-02-14 03:56:29

"„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ კი აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ბრძოლას გააგრძელებს და პოროშენკომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, რადგან სააკაშვილს უფრო მოემატა პოლიტიკური წონა".
-----
კი,კი,როგორ არა; წონაში, მართალია მოემატა, მაგრამ პოლიტიკურის რა მოგახსენოთ?!

Maverick

2018-02-14 06:06:06

papa

2018-02-14 07:28:45

რამაზ საყვარელიძე: „რა უნდა უქნან სააკაშვილს, როგორ უნდა მოექცნენ - საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. ეს იყო შეთანხმებული უფრო დიდ სახელმწიფოებთან, ვისაც ანგარიშს უწევენ. ეს შეთანხმებული იქნებოდა ამერიკის და ევროპის სახელმწიფოებთან მინიმუმ, რამდენადაც სააკაშვილის საპატიმროში მოხვედრა, გინდ უკრაინულ და გინდ საქართველოს საპატიმროში და იქ დაკითხვა, ბევრ პოლიტიკურ ფიგურას სირთულეებს შეუქმნიდა - დაკითხვაზე მყოფი სააკაშვილი ვისზე რას იტყოდა, არავინ იცის. ბევრ წვრილმანშიც გამოჩნდა, რომ მისი დაპატიმრება არ აწყობდათ.

მე არ შემიძლია კონკრეტულად თქმა, ვისზე შეიძლება მიეწოდებინა სააკაშვილს ინფორმაცია გამოძიებისთვის, მაგრამ „ვიკილიქსის“ მასალებიდან და უკრაინის ფარული სატალეფონო საუბრებიდან რამდენიმე ფიგურაზე იყო საუბარი, მაგალითად, მაკკეინზე, რომელთანაც გარკვეული საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა სააკაშვილს. რეალურია, თუ არარეალური ეს სატელეფონო საუბრები, ერთი რამ ფაქტია, რომ სააკაშვილს ბევრ ფიგურასთან ჰქონდა ურთიერთობა. იმ ტიპის ფიგურებთან, ვისაც დღეს გავლენა აქვს დასავლეთის პოლიტიკაზე. ზედმეტი თავის ტკივილისგან თავის არიდებისთვის ყველას ერჩივნა, რომ ეს ხამურიანი ფიგურა არ ჩაესვათ ციხეში, რადგან სააკაშვილის ნებისმიერი ნათქვამი იქნებოდა ატაცებული მსოფლიო პრესის მიერ. რაში უნდა დაჭირვებოდათ მათ ამ სირთულეების შექმნა? ამიტომ ყველას შეთანხმებული მოქმედება იყო მისი დეპორტაცია პოლონეთში“.

papa

2018-02-14 07:44:47

აი .....ეს მე ნი ჩურტა, ნიჩურტა ....ამას მე არ ვამბობ არა....ამას რამაზ საყვარელიძე ამბობს...
.აი ესეთები მე რომ მეთქვაააა.....გოძიაშვილისა არ იყოს, მე ვიცი რეებსაც ვიტყოდი.....

ბიჯოოოოოოოო.....მიხომ ამერიკელებს 26 მაისის ამბებზე პატარა, ზრდილობის გამო, ვინუჟდენზე, ნათქვამი საყვედური არ აპატია(ეგრევე ჩაუშვა) და ეხლა ამისთანა ,,შეურაცხყოფას,,....აპატიეეებს??.
..იტ/ყვის მაგრამ,... რეებს იტყვის-----....მტრისას...(სუ კოლუმბისა იყოს)
მოკლედ...ეხლა ამერიკელები დემოკრატიულად ნაღდად,,აღშფოთდებიან,,...თუ არადა, ვაი მიხოს....
არ მინდოდა ინდაურებზე ლაპარაკი, მაგრამ ცოტა მაინც წამომცდა.....

papa

2018-02-14 07:54:45

ისე ხუხაშვილი ამ ოცნებაზე მართლა ძაან არის გაბრაზებულ--გამწარებული
ეტყობა ის ლაპარაკები, რომ მაგას ბიძომ დაურხიაო მართალია, თორემ რა არის თეთრი ძაფით ნაკერი? თვითონ ეგ არიყოო მიშამ რომ დაააბეთქვინაა??

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80