როგორ დავიკლოთ წონაში
სხვადასხვა

როგორ დავიკლოთ წონაში

როგორ დავიკლოთ წონაში
for.ge

2018-02-13 12:15:59

თუ წონაში დაკლება გსურთ, მოგიწევთ რაციონში მარილის რაოდენობის შემცირება. მარილი აფერხებს ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას, რითაც ხელს უწყობს არტერიული წნევის მომატებას. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა გადაეჩვიოთ მარილიან საკვებს და გაითვალისწინოთ მარტივი რჩევები:

1. დილით, საუზმედ შეარჩიეთ ნაკლებმარილიანი საკვები.

2. თუ კერძებს დაუმატებთ საწებელს ან მაიონეზს, ამით ზრდით საკვებში მარილის რაოდენობას. ამიტომ კეტჩუპი შეცვალეთ ნაკლებად მარილიანი ტომატის პასტით, მაიონეზი  კი - უცხიმო არაჟნით. სოიის მარილიანი სოუსი შეცვალეთ ლიმონის წვენით, ნივრით, ქინძით, რათა კერძი არ გაგიმწარდეთ და კუჭ-ნაწლავი არ გაგიღიზიანდეთ, დიდი სიფრთხილითა და გემოვნებით დაამატეთ წიწაკა.

3. ოხრახუში, რეჰანი, ქინძი, ნიახური კერძებს მატებს საუკეთესო გემოს. მთავარია, იცოდეთ, რომელ კერძს რომელი მწვანილი უხდება: მაგალითად, კარტოფილს უხდება კამა, თევზსა და ხორცს (განსაკუთრებით ცხვრისას) - როზმარინი და ქინძი, პომიდორს - რეჰანი.

მარილის რაოდენობის გასაკონტროლებლად სასურველია თავად მოამზადოთ კერძი. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ნახევარფაბრიკატებს ბევრ მარილსა და წიწაკას ამატებენ, გარდა ამისა, შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად ამატებენ კვებით საღებარებს და გემოს გამაძლიერებლებს.

 

 

ნანახია - 308

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80