მუხთარლი წუთისოფლის შესახებ...
პოლიტიკა

მუხთარლი წუთისოფლის შესახებ...

მუხთარლი წუთისოფლის შესახებ...
თამთა ქარჩავა

2018-02-10 08:44:35

ორი დღით საპატიმროდან გათავისუფლებული აფგან მუხთარლი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბრალდებას უყებს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აცხადებს, რომ მისი გატაცების ბრძანება პირადად გიორგი კვირიკაშვილმა გასცა და ირწმუნება, რომ კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართველმა სამართალდამცველებმა გაიტაცეს.

„ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ქართველი ხალხი აღარ მოითმენს კვირიკაშვილის მთავრობას, მან მისცა უფლება, რომ მე გავეტაცებინე, მას რომ ამის ნებართვა არ გაეცა, არ მომიტაცებდნენ, ეს იყო ალიევსა და კვირიკაშვილს შორის შემდგარი შეთანხმების შედეგი. მე ვფიქრობ, რომ თავდაპირველად, აზერბაიჯანულ მხარეს სურდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩემი თავი მათთვის კანონიერად გადაეცა, მაგრამ ეს ქართულ მხარეს არ გამოუვიდა, რადგან ჩემი დაპატიმრებისა და დეპორტაციის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ამის შემდეგ ჩემი გატაცება მოიფიქრეს.

თავიდან წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ მერე დავინახე მათი ფორმები და ჩემით ჩავუჯექი მანქანაში. მათ ავტომობილში ცემა დამიწყეს და თავზე ტომარა ჩამომაცვეს. საზღვარზე ნეიტრალურ ზონაში სხვა მანქანაში გადამსვეს, სადაც უკვე აზერბაიჯანელები ისხდნენ, მათ შორის აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის უფროსის თანაშემწე, ვიცე პოლკოვნიკი, ასკეროვი“, - აცხადებს აფგან მუხთარლიმ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ მისი გატაცება საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების გარეშე ვერ გადაწყდებოდა. გარდა ამისა, მუხთარლი ხელს უშუალოდ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსაც ადებს და აცხადებს, რომ ის საქართველოში ილჰამ ალიევისა და მისი ბიზნეს-პარტნიორის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს შეეწირა.

„მე ვწერდი ალიევისა და მისი ოჯახის ბიზნეს-ინტერესებზე სხვადასხვა სფეროში. მას აქვს სასტუმრო თბილისსა და ბათუმში, მიწა გურჯაანში, ფლობს ორ ბანკს, „პაშა ბანკსა“ და აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკს და სხვა ბიზნესებს. ყველაფრის გამოძიება ვერ მოვასწარი, რადგან მომიტაცეს. ვფიქრობ, რომ ახლა მისი ბიზნეს-პარტნიორი არის ბიძინა ივანიშვილი. მე ვფიქრობ, ის დაელაპარაკა კვირიკაშვილს ჩემს მოტაცებაზე, რადგან ახლა ივანიშვილი მხოლოდ ფულზე ფიქრობს, ალბათ იცოდა, რომ გამიტაცებდნენ.

ბიძინა ივანიშვილი თქვენს მთავრობაში არის რუხი კარდინალი, მისი თანხმობის გარეშე ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილი ამას ვერ გააკეთებდა. მე ვუჩივლებ საქართველოს საერთაშორისო სასამართლოში. ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება მიწევს, მაგრამ იძულებული ვარ, ეს გავაკეთო,“ - განაცხადა აფგან მუხთარლიმ.

აფგან მუხთარლის ამ სკანდალურ ინტერვიუს, რომელიც ტელეკომპანია „რუსთვი 2“-ს მისცა უკვე მოჰყვა შეფასებები მმართველ გუნდში. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ამბობს, რომ კონსპირაციის ეჭვები უჩნდება, როდესაც მუხთარლი ექსკლუზიურად საქართველოს მმართველი გუნდისკენ იშვერს ხელს.

„პირადად მე დიდი კონსპირაციის ეჭვებიც მიჩნდება. ყველამ თავისთვის განსაჯოს - კაცი, ვისაც 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა აზერბაიჯანულმა სასამართლომ და რომელიც თავს უდანაშაულო ჟურნალისტად მიიჩნევს, ექსკლუზიურად საქართველოს მმართველი პოლიტიკური გუნდისკენ იშვერს ხელს. დასკვნების გაკეთება ყველას შეგვიძლია. სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც არიან საქართველოს ხელისუფლების იმიჯისთვის სასიკვდილო დარტყმის მიყენების და საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვის მსურველები“, - აცხადებს თამარ ხულორდავა.

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ მუხთარლიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადება გააკეთა. ამბობს, რომ ასეთი დამოკიდებულების შემდეგ, მუხთარლის ბედი საერთოდ აღარ აინტერესებს, რადგან ქვეყანას და ხელისუფლებას უღირსად მოექცა.

„კრიტიკულად ვუყურებ იმასაც, რომ ვერაფრით დადგინდა ის სურათი, თუ რა პირობებში გაუჩინარდა აფგან მუხთარლი, თუ საერთოდ გაუჩინარდა. მისი და მისი მეუღლის განცხადების ტირაჟირებას ვაკეთებთ, რომ ის გადაცმულებმა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიტაცეს. ამის დამადასტურებელი ერთი ფაქტი მაინც არსებობს? - არ არსებობს და ეს განცხადება აბსოლუტურად უპასუხისმგებლობაა. ეს არ არის მხოლოდ ბრძოლა საქართველოს იმიჯის წინააღმდეგ, ეს არის დაგეგმილი ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს ადამიანი ძალიან უღირსად იქცევა. ძალიან უღირსად მოექცა იმ ქვეყანას, რომელმაც შეიფარა“, - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

დეპუტატი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ასეთ საქციელს გარკვეული პოლიტკური წრეები პედალირებას უწევენ.

„მესმის, რომ გამოძიება იმის იქით ვერ განვითარდა, რომ ხელში არაფერი გვაქვს, მაგრამ სანამ ხელისუფლების წარმომადგენლების არცერთი ბრალეულობა არ არის დადასტურებული, ამაზე ასე გაურკვეველი საუბარი არ შეიძლება. ეს არის გარკვეული კამპანია, რომელსაც პედალირებას გარკვეული პოლიტიკური წრეები უწევენ. აფგან მუხთარლის საიდან მოაქვს, იცოდა, როდის და საიდან გაიტაცეს?

ამ გარემოებების შესახებ იცოდა თუ ყურში ჩასჩურჩულეს? არავინ იცის, რა მდგომარეობაში და რა პირობებში გაიტაცეს, ეს მისი განცხადებაა. სინდვილეში რა მოხდა, არ ვიცით. ამ საქმის მიმართ ასეთი დამოკიდებულების შემდეგ, ყველანაირი ინტერესი დავკარგე მაშინ, როცა ამ ადამიანის ბედ-იღბალის მიმართ სხვანაირად ვიყავი განწყობილი. მისი განცხადებები ზღვარს გადასცდა და მისი ბედი აღარ მაინტერესებს“, - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.

უმრავლესობისგან განსხვავებით აფგან მუხთარლის განცხადების სისწორეში დარწმუნებულია ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართავს დასაქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისის შექმნას მოითხოვს. როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლის მუხთარლის გატაცების და საზღვარზე გადაყვანის ფაქტი.

„ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ისედაც ნათელი იყო ყველასთვის - მისი გატაცება ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების დავალებით, საქართველოს სამართალდამცავების მიერ მოხდა. ის მომხდარ ფაქტში პირდაპირ ადანაშაულებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.

ამ მოვლენამ, რომელიც უმძიმეს დანაშაულს წარმოადგენს, განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე. კერძოდ, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს სპეციალური რეზოლუცია მიუძღვნა ევროპარლამენტმა, რითაც საქართველოს მთავრობისგან მომხდარი დანაშაულის დროული გამოძიება და მასში მონაწილე პირების დასჯა მოითხოვა“, - აცხადებს რომან გიცირიძე.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება არ ცდილობს გამოიძიოს მომხდარი, რადგან გოცირიძის განცხადებით, ამ დანაშაულში ჩართულია მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს აკისრებს პასუხისმგებლობას „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე, რომლის განცხადებით, დღეს რომ ეს ადამიანი ციხეში ზის, არის საქართველოს სირცხვილი.

„ჩვენ ვერ შევძელით უდანაშაულო ადამიანის დაცვა. ამ საქმის სწრაფი გამოძიება და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯა იყო ერთადერთი შანსი პრემიერ კვირიკაშვილისთვის შეენარჩუნება ღირსება და მისი ამ საქმეში მონაწილეობის ბრალდებები გაექარწყლებინა. სამწუხაროდ, მან ეს არ და ვერ შეძლო.

მე არ მაქვს იმედი, რომ ქართული მხარე ამ საქმეს გამოიძიებს, ერთადერთი შანსი მუხთარლისთვის და ჩვენთვისაც დავადგინოთ სიმართლე, არის სტრასბურგი. ქართული სახელმწიფო ამ საქმეს წააგებს ევროსასამართლოში და სამწუხაროდ, ამ შედეგებზე ისევ საქართველოს მოქალაქეებს მოგვიწევს ვაგოთ პასუხი“, - აცხადებას თამარ კეკენაძე.

 

ნანახია - 1914

natali

2018-02-10 11:04:43

რა ვერ გავიგე იცით? ეს კაცი 2 დღით ციხიდან გამოუშვა ალიევმა, ნება მისცა, რომ ჩართულიყო გრიგოლიასთან და ხელი დაედო კვირიკაშვილზე? თუ კვირიკაშვილმა დაიჭირა და ასე ბანდეროლით გაუგზავნა ალიევს, მადლობა ასე გადაუხადა ალიევმა? ამას ვინმე ჭამს? მე თქვენ გეტყვით და ისეთი დემოკრატიული ქვეყანაა აზერბაიჯანი, რომ ასე შაბათ-კვირაობით ალიევის ოპოზიციას სახლში უშვებენ? :)))))))))

tngh

2018-02-10 18:00:19

ვერაფერს მსგავს სიცრუეს ვერ გაბედავდა ეს კაცი, რომ არა ჩვენი პატივცემული "მეგრანტეების" და იმ დროინდელი სახალხო დამცველის პროვოკაციული განცხადებები. "ნაც-ოპოზიციაზე" ლაპარაკიც აღარ ღირს. თუმცა ყველა ამ ბრალდებასთან ერთად, ვერც ერთი ვერ ასახელებს ერთ მოწმესაც კი, რომელმაც დაინახა თუ როგორ ჩამოაცვეს აფთან მუხთარლის შუა ქალაქში "უჩინმაჩინის" ქუდი და აზერბაიჯანის გზას გაუყენეს.

Maverick

2018-02-10 19:36:44

ასე იცის ნამეტნავად ლიბერასტულ დემოკრატიულ განავალში კისრამდე შეტოპვამ!

კაცოო, საკუთარი ასოებისათვის ვერ მოგივლიათ და სხვის ასოს რომ შეგატენიან უარესის ღირსი ხარ!

წარმოიდგინეთ ოცნაბაში თავით შეტენილი მუხთარლი, მაგარი სანახაობა იქნება...

----------------------
აზერბაიჯანი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოაზისი გამხდარა. პატიმრებს შაბათ კვირას, ანუ უიკ ენდზე სუფთა ჰაერზე აგულავებენ, ინტერვიუებსა და პრესკონფერენციებს აწყობინებენ, ყოჩაღ ალივსა და მის მთავრობას.

მთავრობა, პარლამენტი სრული შიმადგენლობით უნდა გავუშვათ აზერბაიჯანული გამოცდილების გულდასმით შესასწავლად და იქამდე არ შემოვუშვათ უკან საქართველოში, ვიდრე აზერბაიჯანული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სანიმუშო ოაზისად არ აქცევს საქართველოს!!!
__________________________
ესეც ასეეეეეეეეეეეეე!

ლაზი1

2018-02-10 23:14:43

ვინც ამისგან ინტერვიუ აიღო და ვისაც ვითომ ამის სჯერა, ყველანი ერთი კომპოტის ბანკიდან არიან.
და კიდევ: ვინ თქვა აზერბაიჯანში ვინმეს უფლებები ირღვაო! ხუთდღიანი საციხეო კვირა სხვა რომელიმე ქვეყანას აქვს?!

asdf961

2018-02-11 02:25:01


ამ სტატიის პირველივე სიტყვები "ორი დღით საპატიმროდან გათავისუფლებული აფგან მუხთარლი" მტკნარი სიცრუეა და ამდენად მთელი სტატია უაზრობაა, მაგრამ სტატიის მიზანი ყველასთვის ცნობილია.

tngh

2018-02-11 11:42:56

ამ ამბავს თავიდანვე მკვეთრი და დამაჯერებელი პასუხი, რომ არ გასცა ხელისუფლებამ, ამიტომ არის დღეს ამდენი "ბაზარი" ატეხილი ამ ზღაპარზე... უნდა დაიბარო "აყროლებული" ნანუაშვილი შესაბამის ორგანოში და გამოკითხვა მოუწყო. ბრძანოს რა ეჭვებზე "ბოდიალობდა" ამ საქმესთან დაკავშირებით.

natali

2018-02-11 16:55:00

ნეტავ რას ერჩის ალიევი კვირიკაშვილს? მეორე ძეგლი ხომ არ დავუდგათ?

papa

2018-02-11 16:55:02

რეჯეფ ტაიფ ერდოღანი - თურქეთის რესპუბლიკა ოსმალეთის იმპერიის გაგრძელებაა
13:42 11-02-2018


აი ბოლო-ბოლო ხმამაღლა ამოთქვა თავის გულის წადილი.............ჰმმ...მეგობარი
ეგ იგეთივე ჩვენი მეგობარია როგორც.... მე კოლუმბის.

natali

2018-02-11 16:56:18

ხომ აშკარაა, რომ ის ალაპარაკებს ახლა მაგ კაცს.

tngh

2018-02-12 14:38:22

ვერ დაგეთანხმები!!! ამ კაცს შეიძლება სხვა ვინმე ალაპარაკებდეს. უფრო მეტად კი, თავშესაფარის მიღების სურვილი...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80