ჩვენ ვართ უბნელესი, გაუნათლებელი საზოგადოება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

ჩვენ ვართ უბნელესი, გაუნათლებელი საზოგადოება

ჩვენ ვართ უბნელესი, გაუნათლებელი საზოგადოება
მანანა ნოზაძე, მარიამ თოდაძე

2018-02-09 12:31:22

დოდო გუგეშაშვილის შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მომხდარის შესახებ უკვე უამრავი ვერსია ვრცელდება.

დოდო გუგეშაშვილის მეგობრები გამორიცხავენ, რომ დანაშაულებრივი ქმედება პანკისის ხეობას შეიძლება, უკავშირდებოდეს. როგორც გუგეშაშვილის მეგობარმა, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, გუგეშაშვილს კარგი ურთიერთობა აქვს ხეობის მცხოვრებლებთან, მათ შორის გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს მომხდარი დანაშაული შესაძლოა, პანკისის ხეობას უკავშირდებოდეს.

კიდევ ერთ ვერსიად სახელდება რუსული სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობა, თუმცა დოდო გუგეშაშვილის კიდევ ერთი მეგობარი, მალხაზ თოფურია ამ ვერსიასაც გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ სპეცსამსახურების მიერ შესრულებული დავალების კვალობაზე, დანაშაული ნაკლებ პროფესიონალურ დონეზეა შესრულებული.

გავრცელებული ცნობით, დანაშაული დოდო გუგეშაშვილის წარსულ საქმიანობას არაფრით უკავშირდება. არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებულია. ითქვა, რომ თავდამსხმელის მთავარი სამიზნე სწორედ ნოდარ გუგეშაშვილი იყო.

ამ ვერსიით, მკვლელს და ნოდარ გუგეშაშვილს შორის წლების განმავლობაში დაპირისპირება გოგონას გამო არსებობდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ისინი წლების წინ ერთმანეთს თბილისის ზღვაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გუგეშაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი რამდენიმე წელი სასჯელს იხდიდა. ციხიდან გამოსულმა კი შური იძია.

სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს გარდაცვლილის ბიძა, მეგობარი გოგონა და მეზობლები. მეზობლებმა დაინახეს მკვლელი ლურჯი ფერის ქურთუკში, რომელსაც რაღაც მიჰქონდა გამჭვირვალე პარკით.

არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ თავდამსხმელი დაჭრილია, მას დოდო გუგეშაშვილმა ესროლა, ხოლო დანაშაულის ადგილი დიღმის ტყე-პარკის გავლით დატოვა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დოდო გუგეშაშვილმა საავადმყოფოში მიყვანისას მკვლელის ვინაობა დაასახელა, ასევე ითქვა, რომ ოპერაციის შემდეგ პოლიციამ დაკითხა, თუმცა, დოდო გუგეშაშვილის მეგობარი, სამსონ ბრეგვაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც ბრეგვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დოდო გუგეშაშვილი საძილე საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და ის არ გამოფხიზლებულა, შესაბამისად, მისი დაკითხვა არ მომხდარა.

როგორც სამსონ ბრეგვაძე აღნიშნავს, ნოდარ გუგეშაშვილს ის ბავშვობიდან იცნობდა, უწესიერეს, ხათრიან და ზრდილობიან ადამიანად მოიხსენიებს. სამსონ ბრეგვაძისთვის უცნობია, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს მომხდარი და არც ვერსიები გააჩნია.

33 წლის ნოდარ გუგეშაშვილი საკუთარი ბიძის სახლში გადაასვენეს. თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი კი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

დოდო გუგეშაშვილის ოჯახის ტრაგედიამ ბევრი ადამიანის თანაგრძნობა გამოიწვია. თუმცა იყვნენ ისეთნიც, რომელთაც ამ ამბავმა 26 წლის წინანდელი იარა განუახლა. დაპირისპირება სოციალურ ქსელებსაც გადაედო, სადაც თანაგრძნობის სიტყვებს ცვლიდა წარსულისა და მხედრიონის საქციელის გამო სამაგიეროს გადახდის სურვილი.

იყვნენ ისეთნიც, რომელნიც გაოცებას ვერ ფარავდნენ, რომ „ვეფხისა და მოყმის“ ბალადის ქვეყანაში რატომ უნდა გახარებოდათ ზოგიერთებს დედა-შვილის ტრაგედია და, განსაკუთრებით, უდანაშაულო ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვა?

რამ გააბოროტა ჩვენი საზოგადოება, ამის შესახებ თავისებური ახსნა აქვთ პოლიტიკოსებსა და დოდო გუგეშაშვილის თანამებრძოლებს.   

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, ფილოლოგიის დოქტორ ლევან ბერძენიშვილს ამასთან დაკავშირებით „ვეფხისტყაოსნის“უნივერსალური ფორმულა ახსენდება- „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“. For.ge-სთან საუბარში ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ, როგორიც არის ჩვენი საზოგადოება, ისე ავლენს ხოლმე თავს იმ მომეტებში, როცა ამის საშუალება მიეცემა. ამიტომაც გვაქვს ცუდი სახელმწიფო და ამიტომაც ვართ შავ დღეში, რადგან თავად ჩვენ არ ვარგივართ. ქართულ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომელთაც ტაქტის არანაირი გრძნობა არ აქვთ. თანაც, ასეთი ადამიანები ერთი და ორი კი არა, უმრავლესობას წარმოადგენენ. ამდენად, ასეთი ტრაგედიის დროსაც კი, რაც დოდო გუგეშაშვილთან მიმართებით მოხდა, ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, ისეთი რამ თქვან, რომლის მოსმენის მერეც ჯანსაღი საზოგადოება შეწუხდებოდა და გამარჯობას არც ეტყოდა ამ ადამიანებს.

„თავის დროზე დოდო გუგეშაშვილთან მიმართებით ცალკეულ ადამიანებს პრეტენზიები ჰქონდათ და ამ პრეტენზიების ნაწილი, შეიძლება სამართლიანიც იყო. ეს ძველი სერიოზული ამბებია და ყველას გვახსოვს, მაგრამ ადამიანებს რატომღაც ავიწყდებათ, რომ მოკლულია მისი შვილი, რომელიც არაფერ შუაშია. სტალინმაც კი თქვა, რომ შვილი არ არის მშობლის დანაშაულზე პასუხისმგებელი. თანაც, დანაშაულზე პასუხისგება ლინჩის წესით ხომ არ უნდა ხდებოდეს?!

ადამიანი რომ გარდაიცვლება, პირველი ფიქრი ის უნდა ჰქონდეთ, ვაიმე, რა კარგია, სად იყვნენ მკვლელები აქამდეო?! თუ, როდესაც ადამიანს სახლში უვარდებიან და კლავენ, პირველი ფიქრი ის უნდა იყოს, სახელმწიფო სად არის, საზოგადოება სად არის? დაცული ვინ არის? თუკი დოდო გუგეშაშვილი არ ყოფილა დაცული, რომელიც სპეციფიკური ადამიანი, სამხედრო ქალბატონი, ვაჟკაცი ქალი იყო და თავის დაცვა მაინც შეეძლო, მაშინ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელსაც არც იარაღი ჰქონია ოდესმე, არც უსვრია, არც უფიქრია თავდაცვაზე, როგორ იქნება დაცული? ეს არის მთავარი პრობლემა დღეს, თუ 33 წლის ბიჭის დაღუპვით გამოწვეული სიხარული?! ჩვენი შუა საუკუნეები გაცილებით უფრო ჰუმანური იყო. ახლა  ვიმყოფებით მე-16-17 საუკუნეების დონეზე, როცა საქართველოს ისტორიაში ყველაზე უფრო მძიმე პერიოდი იდგა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ 20 წელზე მეტია, ჩვენი განათლების სისტემა ჩავარდა. ჩვენ ვართ უბნელესი, გაუნათლებელი საზოგადოება, წერა-კითხვაც აღარ ვიცით და ზნეობაშიც მოვიკოჭლებთ“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა და დასძინა, რომ, სანამ ცუკერბერგი და ფეისბუკი არ იყო, ეს ლექი არ ჩანდა. არ ჩანდა ისიც, რომ ცალკეული ადამიანები გალაკტიონსაც აგინებდნენ და რუსთაველსაც. ახლა კი ყველას აქვს საშუალება, თავისი ბოროტება გადმოანთხიოს.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გამოაჩინა, რომ ჩვენი საზოგადოება ავადაა. თუ როგორი მოვლენაა „მხედრიონი“, ეს უფრო ისტორიული შეფასების საკითხია. თუმცა პირადად ლევან ბერძენიშვილისთვის „მხედრიონი“ უფრო უარყოფითი მოვლენა იყო, ვიდრე დადებითი. მიუხედავად იმისა, რომ ამ გასამხედროებულ ორგანიზაციას ჰქონდა დადებითი მომენტები, მათ იბრძოლეს აფხაზეთში, სადაც „მხედრიონელებიც“ დაიხოცნენ, თვითონ მოვლენა არ არის კარგი, რომ მოქალაქეები ხელში იღებენ იარაღს და სახელმწიფო უძლურია; როცა მოქალაქეები თავად აწესრიგებენ ტერიტორიულ საკითხებს. ეს უკვე ბანდიტიზმის პერიოდად ითვლება.

„ძალიან კარგი ბიჭები დაღუპა „მხედრიონმა“. არც მინდა ამის გახსენება, მაგრამ, თუ ვინმეს „მხედრიონთან“ პრეტენზიები აქვს, უნდა ახსოვდეს, რომ მკვლელობასა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადები არ გააჩნია. ასეთ ადამიანებს უნდა მიემართათ სასამართლოსთვის, მაგრამ გუგეშაშვილების ოჯახში ჩადენილი მკვლელობა „მხედრიონთან“ პირდაპირ კავშირში არ უნდა იყოს. უნდა შეგვეცოდოს მოკლული ახალგაზრდა კაცი და, ასევე, დედა, რომელსაც შვილი მოუკლეს თვალწინ, ვინც უნდა იყოს იგი. განა რელიგიური გრძნობის მქონე ადამიანი იტყვის, მკვლელობა კარგიაო? რომელ სახარებაში წერია ასეთი რამ? ყველგან წერია, „არა კაც კლა“, ყველგან გვეუბნებიან, შეგეცოდოს და აპატიეო. გარწმუნებთ, მკვლელებს რომ ჰკითხოთ, მათზე უფრო რელიგიური არავინაა. თუ სადმე მინახავს რელიგიური გრძნობა, ყველაზე მეტად ციხესა და პოლიციაში, ანუ იმ ადგილებში, სადაც ძალადობას განსაკუთრებული გავლენა აქვს“.

ფილოსოფოსი, „სახალხო ფრონტის“ ლიდერი ნოდარ ნათაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძალზე ცუდი ფაქტი მოხდა. მართალია, თავის დროზე დოდო გუგეშაშვილი „მხედრიონში“ იყო და ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, მაგრამ არც ერთი კონკრეტული დარღვევა დოდო გუგეშაშვილის მხრიდან პირადად მას არ გაუგონია.

„რა თქმა უნდა, მე ყველაფერი არ ვიცი დოდო გუგეშაშვილის შესახებ, არც მისი ბიოგრაფია ვიცი მთლიანად და არც მისი საბრძოლო ეპიზოდები, მაგრამ კონკრეტული ფაქტი მისი დანაშაულებრივი ქცევის შესახებ ჩემს თვალსაწიერში არ არის. სხვათა შორის, მე მაქვს დაწერილი წიგნი, სახელწოდებით „რაც ვიცი“, სადაც ჩემი ყველაზე მძიმე და ყველაზე არსებითი ცოდნა განვლილი წლების შესახებ გადმოვეცი. „მხედრიონს“ ჰქონდა პლუსები და მინუსები. ძალიან ბევრი კარგი ბიჭი ჰყავდა „მხედრიონს“, თუმცა თვითონ ჯაბა იოსელიანი სულ სხვა თემაა და ამაზე იმ წიგნში მიწერია“,-აღნიშნა ნოდარ ნათაძემ.     

დოდო გუგეშაშვილის თანამებრძოლი და მეგობარი, პოლიციის პოლკოვნიკი ნოდარ კენჭაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ  პირადად დოდომ მას სიცოცხლე აჩუქა. ამიტომ საკუთარი სიცოცხლით ვალდებულია, მას გვერდში დაუდგეს.

„მომხდარის გამო აღელვებული ვარ. ვინც დოდოზე ზედმეტს იტყვის, ჩემთან ექნება საქმე. პოლიციელი ვარ, მაგრამ ბრძოლის ველზე პოლიციელი, მხედრიონი, გვარდიელი, ერთნი ვიყავით სუყველა. შრომის გზაზე „სნარიადმა“ რომ გადამაგდო ხევში, უკვე კანტუზირებული ვიყავი, მოძრაობა არ შემეძლო, მაშინ დოდო გადმოხტა და ამომიყვანა თავისი ზურგით. ეგეთი გოგოა დოდო და ღმერთმა კარგად მიმყოფოს მისი თავი. ის მეომარია, ნამდვილი, ღირსეული ქართველია. კარგის მეტი მასზე და მის საცოდავ შვილზე არაფერი მეთქმის. ვინც მასზე ცუდს ამბობს, თვითონაც უნდა წასულიყო ომში და ის განეცადა, რაც დოდომ გადაიტანა. მოესმინათ როგორია, ტყვია რომ ყურთან გაუწივლებს ადამიანს, ნასროლი ბომბის დენთი ჩაეყლაპათ“, - აცხადებს ომის 74 წლის ვეტერანი და იხსენებს, რომ ომის დროს დოდო გუგეშაშვილს  ბევრი ადამიანი გადაურჩენია, გინდ გვარდიაში, გინდ თვით მხედრიონში, გინდ პოლიციაში. ომში უშიშროების ბიჭებიც იყვნენ წასულნი და დოდოს ისინიც გადაურჩენია, რადგან ტყვიამ გარჩევა არ იცის.

ნანახია - 2391

arichopra 2

2018-02-09 13:38:38

რა ვქნა? უნდა დვეთანხმო ლევან ბერძენიშვილს! სხვა გამოსავალი არ ჩანს! ღმერთმა აცხონოს ნოდარიკოს სპეტაკი სული! ასეთი ზრდილობიანი, სიკეთით აღვსილი პიროვნება იშვიათად შემხვედრია ამ ცხოვრებაში. ვაი საწყალო დოდო გუგეშაშვილო, რაც შენ იბრძოლე სამშობლოსათვის, ვიღაც არაკაცების სახსენებელი უნდა იყო?! გისმძიმრებ! დაცემულია ერი ჩვენი. ჰაერში ბოროტება ტრიალებს!

natali

2018-02-09 14:22:34

ჯერ ერთი, რომ მე პირადად არავისგან გამიგონია სიხარული გამოეხატოს ახალგაზრდა კაცის მკვლელობის გამო. პირიქით, ძალიანაც შეშფოთებული და შეწუხებულია ყველა. მეორეც, ასეთები თუ არსებობენ, მე რატომ მლანძღავს ეს ბატონი, ვერ გავიგე. მეც (თვითონაც) ამ საზოგადოების ნაწილი არ ვართ? გაუნათლებლებს და ბნელებს რომ გვეძახის, მაგისი პირდაპირი მოვალეობა იყო ჩვენი განათლება.:))))აი მე პირადად ეგ საერთოდაც არ მევალებოდა. და მე მსაყვედურობს? და ვინაა ბნელი და გაუნათლებელი, ეს კიდევ საკითხავია.

და მესამე- ეგრევე გამახსენდა კოკა ყანდიაშვილის აი ეს წერილი---


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=178&id=6832

წაიკითხეთ!!!!!

ცუგო

2018-02-09 14:43:22

მომენტს არ გაუშვებს "დამპალ თესლზე აღმოცენებული" (ნ.დ.) ლევან ბერძენიშვილი, ბოღმა რომ არ გადმოანთხიოს, სხვისი ბოროტება უკვირს?! ეგ და მისი სექტა მთელი ცხოვრება ქრისტიანობას ებრძვიან, უჭკუოდ განათლებულნი, გამარჯვებული თუ უნახავთ ვინმე ამ ბრძოლაში?!

ცუგო

2018-02-09 14:50:49

ნატალი გამარჯობა, მშვიდობა მოგცეს ღმერთმა, არ მქონდა ეს წერილი წაკითხული, თუმცა მსგავი რამ, ბევრჯერ ითქვა. კარგი იყო, მომეწონა.

natali

2018-02-09 15:37:06

ჩემი აზრით განათლებული ადამიანი ნიშნავს კულტურულს. ხოდა ზოგიერთს რამდენიც გინდა აკითხე, კულტურას მაინც ვერ იძენს და რა გინდა ქნა? გამოდის, რომ ნაკითხი სულაც არ ნიშნავს კულტურულს და აქედან გამომდინარე-განათლებულს.

natali

2018-02-09 16:42:39

და კიდევ....

პოლიტიკაში რომ მართლა ბნელები და გაუნათლებლებს გაქვთ თავი შეფარებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოებაა ბნელი.არა ბატონო! ეს თქვენ ხართ ბნელები!!!

აი ერთი მაგალითი-
http://for.ge/view_news.php?news_id=77806&news_cat=0

ე.ი.ხალხი გარბის იმიტომ, რომ აქ არ ეცხოვრება და იმის მაგივრად, რომ პირობები შექმნათ ისეთი, რომ ადრე წასულიც ბრუნდებოდეს, ახლა ძალადობით აპირებთ მათ ჩამოყვანას და ჯარიმებით აშინებთ? რატომ? მონები და გლადიატორები გჭირდებათ?
ასე მგონია ვიღაცის უჩინარი ხელი სამოქალაქო ომს გვიჩალიჩებს, ჩვენი საბოლოოდ განადგურება აქვს გადაწყვეტილი. მხედრიონის თემაც საეჭვოდ წამოიწია....ეს სავალდებულო რეზერვიც ახლა მოუნდათ, მოიგონეს რაღაც სისულელე, ვითომ არიციან რა უკმაყოფილებას გამოიწვევს ეს მოსახლეობაში...ხეფასი შეუნარჩუნდებათო...თვითასაქმებულმა რა ქნას, ვინ შეუნარჩუნებს ხელფასს?არადა ზუსტად ეს თვითდასაქმებულია სახელმწიფოს და პირადად თქვენი მარჩენალი.
ფრთხილად ქართველებო!!! და გონს მოდი მთავრობავ!

papa

2018-02-09 19:03:46

მაგ ბერძენიშვილმა(ქუნემ მაგის განათლება) კოკაო... რომ გაიძახის, რატო პავლოვი არ გაიხსენა?? ან თუთაშხიასეული კაციჭამია ვირთხების გამოყვანის ისტორია......არ აწყობს და იმიტომ ხომ?..მაშინ ქართველი კაცის ლანძღვით გულს ვეღარ მოიოხებს ხომ?/
შშშშშშშშშშშშშშშშშათლახი....
იმის მაგივრად რომ ქართველი კაცის გაჭირვებიდან გამოსაყვანად რამე იღონოს დგას და ისევ ქაართველს ლანძღავს. ეგ რა იაპონელიააა, თუ ლორდის ჩამომავალი??
მე რაც მჭირს ძაან კარგად ვიცი.......მაგან მიზეზის მოსპობას უნდა ეცადოს, მიზეზის და არა... ქართველი ლანძღოს
ქართველი უკვე გალანძღულიცააა და გადალანძღულიც---- წისქვილის ქვა ტრიალებს ქართველის თავზე, წისქვილის ქვა და კიდევ ესაა დამნაშავეე?? ქართველის ამ მეტისმეტმა ლანძღვამ უკვე საკმარისი შედეგებიც გამოიღო ......ახალგაზრდები უკვე არასრულფასოვნების კომპლექსით იზრდებიან...ნაცვლად იმისა რომ ბავშვს სიკეთე სითბო ჩაუნერგონ---მისცენ.......დგანანან და ....... ქართველი ასეთია....... ქართველი ისეთია.
აი ვინც მაგეებს დემაგოგობს სწორად თვითონ ისინი არიან, ისეთებიც და ... ასეთებიც
ან კიდევ ხალხს რაააა ...სახლიდან გაქცევა და ვიღაცეების გარშოკების ტარება უხარიააათ??
ფანდარასტი.....ასოების დირეხხხხხტორი

papa

2018-02-09 19:16:44

მაგან უკრაინას უყუროს, უკრაინას... ნახოს კოლუმბის ხალხი ცხრა წლის მანძილზე იქაურებს როგორ დემოკრატიულად ,,დარეფორმირებენ,, მერე ისინი ჩვენ შეგვადაროს და ჩვენზე აუგი მერე თქვას......დაინახავს ეს მეგობრები 9 წელში იმ 48 მლნ ქვეყანას როგორ პინგპონკის ბურთივით აკეწნიან(აფსუსს თან რა ქვეყანას)
და იმათ ფონზე კიდევ ჩვენ ვართ გასალანძღებიიი??

Maverick

2018-02-09 23:00:39

ლევან ბერძენიშვილს იმის ბოღმა აღრჩობს ქართველმა ხალხმა დ.ი.შ.ლ.ა.ზ.ე რომ დააცურა თავისი "პარტიით" და გ.ო.თ.ვ.ე.რ.ა.ნ.ი წევრებით.

ისინი კი, ვისაც ეს ტრაგედია გაუხარდა დოხტურ ლ.ბეძენიშვილის გამოზრდილი მაქცია მიმდევრები არიან..

სეზამი

2018-02-10 02:38:03

დაუშვებელია ბერძენიშვილის ახალგაზრდებთან ლექციაზე შეშვება.

papa

2018-02-10 08:14:58

დავით უსუფაშვილი - ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად საინფორმაციო საშუალებებით მიეწოდებათ აგრესიის, ძალადობის, ჩხუბის, შეუთანხმებლობის ახალი დოზა



ბიჯოსსს ...ეხლაღა გაიგეეეს??თვითონ რომ იქ იყო, მაშინ რა,.... ვერ ხვდებოდააა ამ ტელევიზიების გამიზნულ გოთვერნობა--ჩათლახობაააას?? 6 წელია რაც აქა ვარ, სუ პავლოვი პავლოვის გავიძახი და მაგათ მხოლოდ ეხლაღა გაიგეს ვინაა პავლოვი ან რა ძალა აააქვს მააას? რა სკოლაში არ უსწავლიააათ ??
მაგრამ მასე კი არა.....
ასეთი ჩათლახური გადაცემების გარეშე, ეს ოპტომ მისახური ტელევიზიები, რეიტინგებს რომ დაკარგავენ? მაყუთს რომ ვეღარ გაააკეთებენ-ვერ იმარიაჟებენ??...მერე ეგ როგორ იქნება??
ხალხს სანახაობა რომ მოაკლდებათ?---მაშინ მთავრობამ პური უნდა მისცეს ხალხს!
პური ფული ღირს, ესენი კიდევ ხალხს ფულის არ მისცემენ. ხალხის შესაყოლიებლად ისევ ეს ცირკები ურჩევნიათ ...
მოკლედ რა დროს ხალხია.....თორემ როგორ, ამათ რომ ხალხის ჯავრი ჰქონდეთ, ამ ტელევიზიებს ვერ გამოასწორეებდნეეენ?? როგორ.... ხელისუფალი ვიყო და ამ ტელევიზიებს დემოკრატიულად ვერ მივქინძავდიიი??
მივქინძავდი და დედებსაც ზედ მივუყოლებდი!!!!....თანაც სუ გრამატიკულად---სუ კოდექსებითა და დემოკრატიული ნორმებით
... მგელისა და კურდღელისა არ იყოს, ბოლო-ბოლო პრიჩინას იმას მაინც მოვუძებნიდი, ქუდი არ გახურია--მეთქი, (ან პრიჩოსკა არ მომწონს მეთქი) და...... მაინც მივქინძავდი....
როცა გნაცების ევროპულ დემმოკრატიას სჭირდებოდა, ამ ტელევიზიებს ხომ აყენებდნენ ყირაზე??(ჩამოთვლა საჭირო არაა)...ჰოოდა მე მათთან შედარებით განსაკუთრებულად დემოკრატიულად მოვიქცეოდი...მისაქინძებს სუ ტკბილად მივქინძავდი, თანაც ყოველგვარი ხმაურის გარეშე.
მაგ გრიგოლიას არ იყოოო, პირდაპირ ეთერში ბარამიძემ სიტყვა რომ ჩააგდებინა??(დაჟე დაემუქრა კიდეც). აფრასიძეები შტურმით რომ აიღეს, მაშინ ბარამიძეს, როგორც ოპერაციის ხელმძრვანელს(შსს-ს მინისტრს) გრიგოლიასთან ,,მზეზე,, პირდაპირი ჩართვა ჰქონდა. ჰოოდა, მაშინ გრიგოლიამ ბარამიძეს აფრასიძეების აწიოკებასთან დაკავშირებით უბრალოდ კითხვა დაუსვა(ბარამიძისთვის არასასიამოვნო) ბარამიძემ კიდევ, არც აცია...არც აცხელა და გრიგოლიას ....... დაააახურ--დაემუქრა!!
მოკლედ ამ ,,ანეგდოტებით,, იმის თქმა მინდა, რომ....ეს ვაკხანალია მთავრობას რომ არ სჭირდებოდეს, ამ ტელევიზიებს მიხედავდა!!!

natali

2018-02-10 11:17:51

არა რაააა, რაღაცას გვიმზადებენ, რაღაც ძალიან ცუდს. ორმა ქართველმა იქურდა ევროპაში და რა ამბავია ატეხილი. და თვითონ ქართველებიც რომ აჰყოლიან ამას, ეს მაგიჟებს.დიახ არ ვარგივართ და იცით რატომ? ჩვენ ყველა გვიყვარს ერთმანეთის გარდა.

მაგარი ხალხია სომხები და ებრაელები, როგორ იციან ერთმანეთის გატანა.რააა, იმათში არ არიან ქურდები? ისინი არ დაუჭერიათ ევროპაში და ამერიკაში ქურდობისთვის? მაგრამ არააა, ერთი ქართველი რომ იქურდებს ამაზე ილაპარაკებს მსოფლიო, რომ ჩვენ ყველანი ქურდები და ყაჩაღები ვართ და რა საოცარიც არ უნდა იყოს, ჩვენ მხარს ავუბამთ.არადა 3 მილიონი ქართველი ყველა ყაჩაღებად რომ ვიქცეთ, რაოდენობით მაგათ მაინც ხომ ვერ გადავუსწრებთ? ან ვინც ქართული პასპორტითაა გასული, ყველა ქართველია? აი ახლაც, ხომ დარწმუნებული ვარ ეს ამბავი რუსების და სხვა ჩვენი "კეთილი" მეზობლების ატეხილია. აფხაზები გადაირივნენ ჩვენ რომ უვიზო გვაქვს და ყველას ქართული პასპორტი მოუნდა. ხოდა მოქრთამეს რამდენიმე გერმანელი ჩინოვნიკი(მაგათ მოქრთამვას რა უნდა, თვით შროდერი იყიდა პუტინმა დაა...)და აჰყოლია ამას ჩვენი მთავრობაც. იმის მაგივრად ერთი კარგად დაახუროს იმ კორუმპირებულ ევროპელ ჩინოვნიკებს, აქ საკუთარ მოსახლეობას ემუქრება ჯარიმებით. ვის ემუქრები, დამშეულ და გაღატაკებულ ხალხს? ოჯახი არაა, ერთი წევრი წასული არ იყოს, შვილები ენატრებათ, მაგრამ რა ქნან, დამლაგებლებად და მომვლელებად მუშაობენ, ნახევარ ფასში, ვიდრე იქაური იმუშავებდა , თვითონ მშივრები აქ ოჯახებს ინახავენ და მაგათ ემუქრები ჯარიმებით? იმის მაგივრად, რომ იქ დიასპორები შექმნა, დაეხმარო რომ შენ გყავდეს იქ შენაიანები და შენი ქვეყნის პატრიოტები, ასე უკუღმა იქცევი? ან თქვენ,ხალხო, ქართველები არ ხართ? ერთი რომ ყაჩაღია, ამის გულისთვის საკუთარი ერი და თავი ასე შეიძულოთ, შეიძლება? აი როგორ მშურს იმ ერების ერთმანეთის გატანა რომ იციან.....ვერ ნახეთ ერდოღანმა რა მოუწოდა თურქებს? იყავით მანდ, დაეხმარეთ ერთმანეთს, იმუშავეთ მაგარ ადგილებში, იყიდეთ ძვირფასი ბინები და კარგად იცხოვრეთო? ჩვენ ყველა აქ უნდა გამოვიკეტოთ და აქ უნდა ვიმუშაოთ აქ ჩამოსული თურქების და რუსების მონებად? ბიზნესიც მაგათია, სასტუმროებიც და ტურისტებადაც ეგენი ჩამოდიან. თუ ჯარში წავიდეთ მაგათი ქონების დასაცავად? აბა მაგათ სასტუმროებს ხომ არ დავაბომბინებთ პუტინს.

ისე მიყვარს ახლა ჩემი ხალხი, როგორც არასდროს.
სერიოზულად ვფიქრობ,ხომ არ წავიდე პოლიტიკაში?

arichopra 2

2018-02-10 11:58:37

წმინდა კოზმა (მე-18 საუკუნე)!!!! ჩვენი დროის მეცნიერულ გამოგონებებსა და ტექნიკის სიახლეებზე წერს:

"დაინახავთ ცაში ძერასავით მფრინავ ადამიანებს, რომლებიც მიწაზე ცეცხლს გადმოყრიან. ვინც ცოცხალი დარჩება, სასაფლაოზე ყვირილით გაიქცევა: - გამოდით, მკვდრებო, რომ თქვენი ადგილი დავიკავოთო";
"ცაში იფრენენ რკინის ცხვირიან-ფრთიანი ჩიტები";
"ნახავთ უცხენო ეტლს, რომელიც კურდღელზე სწრაფად ირბენს";
"გაჩნდებიან უსწრაფესი რკინის ცხენები";
"მოვა დრო და მთელი სოფელი ერთი ძაფით შეიკვრება" (წინასწარმეტყველება ტელეგრაფსა და ინტერნეტზე);
"დადგება დრო, როცა ერთმანეთისგან შორს მყოფი ორი ადამიანი ერთმანეთს ისე დაელაპარაკება, თითქოს მეზობელ ოთახებში იყვნენ";
"მოვა დრო, როცა ეშმაკი ყუთში შევა და იქიდან ყვირილს დაიწყებს, ყუთიდან კი მისი რქები იქნება ამოშვერილი" - აშკარაა, აქ ტელევიზორზე საუბრობს. წმინდა კოზმამ ამით წინასწარ გვაუწყა ტელევიზორის მაზომბირებელი და გამხრწნელი გავლენა!!!

arichopra 2

2018-02-10 13:16:48

http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=63961

arichopra 2

2018-02-10 13:26:51

ვინც ბნელი არ ხართ და რაღაც ორიოდე გროში მოგეძევებათ ამ გაჭირვებულებს დაეხმარეთ, შესაძლებლობის ფარგლებში! მაღალი ღმერთი თქვენც გადმოგხედავთ და მათაც!

tngh

2018-02-10 18:15:00

"მხედრიონის" და მისი წევრების შეფასება შეიძლება სხვადასხვაგვარი და ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავიც კი იყოს. თუმცა ჩემი შეფასება ლ. ბერძენიშვილისა და ნ. ნათაძის მიმართ სრულიად ცალსახა და ერთგვაროვანია: სახელმწიფო გადატრიალების იდეოლოგები... დანარჩენს არ დავწერ!!!

tngh

2018-02-11 12:39:30

უსუფას განუცხადებია, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს "ქურდულ სამყაროს" საქმეების გასარჩევადო. საინტერესოა, საიდან აქვს ეს სტატისტიკა, თუ "ქურდული სამყაროს" წევრი არ არის თვითომ... და თუ არ არის, მაშინ ხომ, პროვოკატორი და ინტრიგანია!!!

Maverick

2018-02-11 20:39:37

კითხეთ ერთი უსუფას რატომ მიმართავენ გარჩევებისათვის "ქურდულ სამყაროს"?

თავად ქურდად რომ იჯდა პარლამენტში და ტრ..ი რომ არ გაუნძრევია ნაცებოზბანდისაგან დაყაჩაღებული ადამიანების დასახმარებლად, ეს ხომ არ არის მიზეზი?

------------------
ჩოპრა, რაღაცას მოვახერხებ მაგათთვის, ქუთაისში ჩემებს დაველაპარაკები...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80