ლეგენდებით მოცული სახლი კიევში, სადაც მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობას გაატარებს
დაიჯესტი

ლეგენდებით მოცული სახლი კიევში, სადაც მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობას გაატარებს

ლეგენდებით მოცული სახლი კიევში, სადაც მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობას გაატარებს
"ambebi.ge"

2017-12-11 14:41:44

მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის პერიოდს კიევის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ლეგენდარულ სახლში გაატარებს. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაასახელა ბინის მისამართი, სადაც ექს-გუბერნატორმა სადღეღამისო შინაპატიმრობის 2-თვიანი პერიოდი უნდა გაატაროს. კერძოდ, აღნიშნული ბინის მისამართია: კიევი, კოსტელნაიას ქუჩა N7, ბინა 32.

მეცხრამეტე საუკუნის ვარდისფერი შენობის კედლებზე ტიტანების ქანდაკებებია გამოსახული. როგორც უკრაინული მედია წერს, შენობას ეწოდება "სახლი ტიტანებით" და ამ ადგილას ბინის შეძენა, დღეს მხოლოდ "ფინანსურ ტიტანებს" შეუძლიათ. ერთოთახიანი ბინის ღირებულება აქ 220 ათას დოლარს აჭარბებს, 5-ოთახიანი ბინის ღირებულება კი 3 მილიონსაც აღწევს.

segodnya.ua წერს, რომ კოსტელნაიას 7-ში მდებარე შენობა კიევის ყველაზე ფანტასტიკური სახლების ხუთეულში შედის. გამოცემის ინფორმაციით, სახლი, რომელზეც შიშველი მამაკაცების ქანდაკებები დგას, კიევში გიდების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია და მას ტურისტებს აცნობენ, როგორც მე-19 საუკუნის მამაკაცების ბორდელს. თუმცა, ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ მითია.

სახლის აშენება დიდგვაროვან ალექსანდრ კოზეროვსკის უკავშირდება, რომელმაც არქიტექტორ იგნატ ლედოხოვსკის პროექტით, 5-სართულიანი, მოდერნის სტილის სახლი ააშენებინა. ჩახუტებული სამი ტიტანის ქანდაკება კი სკულპტორ ფიოდორ სოკოლოვს დაუკვეთა. 

კიდევ ერთი ლეგენდის თანახმად, სახლის მფლობელი კოზეროვსკი ჰომოსექსუალი იყო და მისი სურვილით შეკვეთილი სკულპტურები, ამის გამოხატულება იყო.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს სხდომა ბოლო ინფორმაციით, თბილისის დროით 14:00 საათზეა დანიშნული. ამის შესახებ NewsOne-ს სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განუცხადა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროცესი თბილისის დროით ჯერ 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, შემდეგ კი 13:00 საათისთვის გადაიდო.

"სხდომა სასამართლოს მეორე დარბაზში გაიმართება. ავტომატური განაწილების შედეგად მოსამართლედ ლარისა ცოკოლი დაინიშნა. ბრალდების მხარე ორთვიან სადღეღამისო შინაპატიმრობას მოითხოვს. ამავდროულად, სააკაშვილი ვალდებული იქნება საგამოძიებო პროცესზე გამოცხადდეს", - განაცხადა ჩერნოლუცკიმ. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი ნებისმიერი სახის აღკვეთის ღონისძიების დანიშვნას ეწინააღმდეგებიან.

ნანახი?- 829

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80