„სააკაშვილი ყოვლისშემძლე არ არის, არც მისი ბოროტებაა დაუსჯელი“
პოლიტიკა

„სააკაშვილი ყოვლისშემძლე არ არის, არც მისი ბოროტებაა დაუსჯელი“

„სააკაშვილი ყოვლისშემძლე არ არის, არც მისი ბოროტებაა დაუსჯელი“
მანანა ნოზაძე

2017-12-07 10:00:13

სააკაშვილისთვის კიდევ ერთმა ცხელმა დღემ ჩაიარა. მართალია, მისთვის ყველაფერი ისე წარმატებით არ დასრულდა, როგორც 2003 წლის 23 ნომბერს საქართველოში, როცა 22 ნოემბერს ვარდით ხელში, „გადადექი, გადადექის“ ძახილით შეიჭრა პარლამენტში, მაგრამ ამჯერად უკრაინული სპეცსამსახურისგან თავის დაღწევის შემდეგ სააკაშვილმა ისევ დაიბრუნა თავისი ტონალობა და დაიქადნა, რომ პოროშენკოს ბანდისგან უკრაინის გათავისუფლების პროცესს დაიწყებდა.

For.ge დაინტერესდა იმით, რა თამაში მიმდინარეობს უკრაინაში, როცა, თითქოსდა, აკავებენ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მაგრამ „მოჯადოებულსავით უვნებელი“ უსხლტება გამოძიებას?!

უკრაინული თამაშების შესახებ For.ge ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

- თამაში შეიძლება იყოს ნებისმიერი. ჩვენ ამას ვერასდროს გამოვიცნობთ, ვინ რას თამაშობს, ვის რა ინტერესი აქვს. სინამდვილე ერთია, რომ სააკაშვილმა, დიდი ალბათობით, საქართველოს წინაშე ჩაიდინა დანაშაული და საქართველომ მას პასუხი უნდა მოსთხოვოს. უკრაინაში მომხდარს ათასნაირი ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს, მაგრამ, რაც მან ჩაიდინა 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით, ეს სახელმწიფო ღალატია. სააკაშვილმა თავისი ნება-სურვილისამებრ გამოიყენა შეიარაღებული ძალები, საქართველო შეიყვანა საერთაშორისო ომში და შემდეგ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობდა, შეიარაღებული ძალები გაუშვა სახლში. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ დავით აღმაშენებელს, ერეკლე მეფეს, ან ნებისმიერ სხვა მეფეს გამოეყვანა ჯარი, ეს ჯარი მტრის ხახაში შეეყვანა, ამის მერე გაქცულიყო და ერთი დღის შემდეგ ეთქვა, ბოდიში, შევცდიო, ან არც არაფერი ეთქვა და ქვეყანა შეეტოვებინა მტრისთვის. რეალურად, რაც უნდა ჩაედინა სააკაშვილს პოლიტიკურად, ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით (რაც, ასევე, უმნიშვნელოვანესი საკითხია), ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის აგვისტოს ომი, როცა მან სახელმწიფო ღალატი ჩაიდინა. თანაც, ეს მოხდა სრულიად ცხადად, აშკარად, ღიად. ჩვენ თუ ვართ ქვეყანა და კიდევ დაგვრჩა ღირსება, როგორ შეიძლება ამაზე პასუხი არ მოვთხოვოთ? ხომ ვნახეთ, უკრაინაში სააკაშვილის დაჭერის მცდელობა ჰქონდათ.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ დაპატიმრება შეუცვალეს შინაპატიმრობით. ამის შემხედვარე სააკაშვილის მომხრეები ამბობენ, რომ ესგენიოსი 50-მილიანიან ქვეყანასაც კი აზანზარებს“.

- სააკაშვილის ფენომენი ლამის ამ ეპოქის ნიშანდობლივ სახედ იქცა. ჩვენს ეპოქას გამოხატავს სააკაშვილი. თუ როგორი იქნება მის მიმართ დამოკიდებულება, ამაზე ბევრად არის დამოკიდებული, როგორ ვიქნებით მერე ჩვენ. ეს პიროვნება, თავისი არსით, ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დამნაშავე, ჩვეულებრივი ავანტიურისტია, რომელიც ყველანაირი სამართლის ჩარჩოდან გასულია. სამართლის ჩარჩოზე არც არის საუბარი, სააკაშვილი ადამიანური ჩარჩოს გარეთაა გასული. განა შეიძლება, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, როგორც ცივილიზაციამ და კულტურამ საზღვრებს გარეთ გასულ არსებას საკუთარი ადგილი არ მივუჩინოთ? მაშინ ჩვენც მისნაირები ვყოფილვართ.

ამ ეტაპზე ის უკრაინაშია და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ საქართველოდან? ხომ არ ფიქრობთ, რომ უკრაინელებს მაინცდამაინც დიდად არც უნდოდათ მისი დაკავება?

- აქ უკრაინელები არ არის მთავარი, ეს საერთაშორისო კონტექსტია. უბრალოდ, მე მაინტერსებს ამ ადამიანის საქართველოსთან ურთიერთობა. რასაკვირველია, მასაც აქვს თავისი უფლებები, ისიც ჩვეულებრივი, ღვთისგან გაჩენილი სუბიექტია და ადამიანურ მოპყრობას იმსახურებს. ამიტომაც ის უნდა გასამართლდეს არა ველურობით, არამედ ცივილიზებულად, ადამიანურად. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა ბრალეული. რაც შეეხება უკრაინას, არც ვიცი და ნაკლებად მაინტერესებს ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა უკრაინაში. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ იმავეს გააკეთებდა, რაც საქართველოში გააკეთა.

სცენარი დაახლოებით ერთნაირია. უკრაინაშიც და საქართველოშიც თითქოს ვიღაც ერთი წერს ამ სცენარებს. აქაცგადადექი-გადადექისძახილით გმირად წარმოჩნდა სააკაშვილი მაშინდელი ქართველი ერის თვალში, უკრაინაშიც მიმდინარეობს მისი გმირად წარმოჩენის მცდელობა. ფაქტობრივად, ბორკილებდადებული სააკაშვილი ხალხის მასის დახმარებით უსხლტება სამართალდამცავებს დაგაფარჩაკებული ხელისუფლების დამხობასაანონსებს.

- რასაც თქვენ ამბობთ, ეს შეთქმულების თეორიაა და თქვენი შეკითხვა ლოგიკურია, მაგრამ ეს შეკითხვა გამომდინარეობს მოვლენათა განვითარების ერთი და იმავე ლოგიკიდან. ვინ ვართ ჩვენ - უკრაინაც და საქართველოც? რასაკვირველია, ჩვენ ვართ პოსტსაბჭოური ქვეყანა, სადაც სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების განვითარების ლოგიკა მეტ-ნაკლებად მსგავსია. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც ამ პროცესებს წინასწარ გეგმავს. დამერწმუნეთ, პოლიტიკაში ასე არ ხდება, რომ ვიღაც ამას წინასწარ გეგმავდეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ყველაფერი, რაც ჩვენისთანა ქვეყნებში ხდება, „ეფ-ეს-ბე“- სცენარია.

- ძალიან იშვიათად ხდება ასე და ასეთი რამ თუ ვინმეს შეუძლია, როგორც წესი, ბოროტებით კი არა, სიკეთით ხდება. ასეთი რამ, მაგალითად, შეეძლო დავით აღმაშენებელს, როცა მოიგო დიდგორის ომი. ნუ ვიფიქრებთ, რომ ბოროტება მართავს მსოფლიოს, რადგან, თუ ბოროტება მართავს, მაშინ მსოფლიო, უბრალოდ, აღარ იარსებებს, შეუძლებელია იარსებობს. თუკი რაიმე არსებობს, ან კიდევ, ხვალინდელი დილა რომ თენდება, ესეც იმის გამოა, რომ სიკეთე უფრო მეტია ამ ქვეყანაზე, ვიდრე ბოროტება. არ არის სააკაშვილი ყოვლისშემძლე, არ არის მისი ბოროტება დაუსჯელი და მისი ქმედებები იმით დამთავრდა, როგორც დამთავრდა. რასაკვირველია, ამას ექნება პოლიტიკური ინტერპრეტაციები, მაგრამ ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა. სააკაშვილის ბოროტებას უნდა მიეზღოს, მაგრამ ეს შურისძიებას როდი ნიშნავს.

„ნაციონალები“ ახლა ცდილობენ, საქართველოში შექმნან მოჩვენება, ფანტომი, თითქოს მთავარი საკითხი სააკაშვილია. ეს არ გამოვა. თავის დროზე, როცა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, მაშინაც ფანტომი იქმნებოდა, თითქოს მთავარი იყო სააკაშვილი, თითქოს ყველაფერს ჭვრეტდა სააკაშვილი. ეს კეთდებოდა გეგმაზომიერად, სისტემურად, რადგან ძალაუფლების დანაწილება ასეთი იყო. დღეს ეს აღარ არის და სააკაშვილმა რაც გააკეთა, საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას. აქ პიროვნული დამოკიდებულება მინიმალიზებული უნდა იყოს, თუმცა ამ წუთასვე შემიძლია გითხრათ, რომ პირადად მე სააკაშვილის მიმართ მაქვს უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება, მაგრამ ეს არაფერს წყვეტს და არც არაფერს ცვლის. წარმოუდგენელია, სააკაშვილისგან ახლა შექმნან წამებული, სიმართლისთვის მებრძოლი რაინდი. მსგავსი ხატის შექმნა საქართველოში შეუძლებელია. გინდაც უკრაინაში, გინდაც საქართველოში არსებული ვითარება აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ შემდგარი, ჩამოყალიბებული საზოგადოება არ ვართ. უკრაინულიც და ჩვენი საზოგადოებაც თვითგამორკვევის გზაზეა და ვარკვევთ, რას ნიშნავს საზოგადოებრივი სიკეთე, რას ნიშნავს ბოროტება, რა არის სახელმწიფო, რა არის დანაშაული?! ეს საკითხები არ გვაქვს ისეთნაირად ჩამოყალიბებული, როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. თუმცა სწორი გზით მივდივართ. ის, რაც მოხდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ეს იყო საქართველოს არჩევანი, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი ცნობიერების მქონე ერი, რომელსაც შეუძლია გაარჩიოს ბოროტი და კეთილი. 

ნანახია - 1707

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80