რა გახდა ელვის პრესლის გარდაცვალების მიზეზი
სხვადასხვა

რა გახდა ელვის პრესლის გარდაცვალების მიზეზი

რა გახდა ელვის პრესლის გარდაცვალების მიზეზი
for.ge

2017-12-06 12:10:22

მეცნიერებმა, მარკ ევანსის ხელმძღვანელობით, ახლახან ელვის პრესლის სიკვდილის მიზეზი გამოარკვიეს.

მათ მომღერლის პარიკმახერისგან 2 000 დოლარად შეიძინეს ელვისის თმის ღერი, საიდანაც აღებული დნმ-ის გამოკვლევის თანახმად, ვარსკვლავს თანდაყოლილი დაავადებები დაუდგინდა.

გენეტიკურად განპირობებულ სნეულებებს შორის სიკვდილის მიზეზი გახდა ე.წ. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია - გულის კუნთის გასქელებით მიმდინარე დაავადება, რომელიც გულის პროგრესირებადი უკმარისობით მთავრდება და მამაკაცებს 20-40 წლის ასაკში უვითარდებათ.

"არადა, მრავალი წლის მანძილზე როკ-ენ-როლის მეფის ნაადრევ სიკვდილს ნარკოტიკების ზედმეტ დოზას და ლოთობას აბრალებდნენ. ადანაშაულებდნენ მის ექიმსაც", - ამბობს ევანსი.

 

 

ნანახია - 174

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80