„სისტემურად იყო შესაფასებელი ის 9-წლიანი მდგომარეობა და მერე ყველაფერი თავის ადგილზე იქნებოდა“
პოლიტიკა

„სისტემურად იყო შესაფასებელი ის 9-წლიანი მდგომარეობა და მერე ყველაფერი თავის ადგილზე იქნებოდა“

„სისტემურად იყო შესაფასებელი ის 9-წლიანი მდგომარეობა და მერე ყველაფერი თავის ადგილზე იქნებოდა“
თამთა ქარჩავა

2017-12-01 12:30:14

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს მისი დაკავების შემთხვევაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი ადმინისტრაციების, გენერალური პროკურატურის და უშიშროების სამსახურის შენობების ბლოკირება მოახდინონ. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ექს-გუბერნატორი და ამჟამად პარტია „ახალი ძალების“ ლიდერი აცხადებს, რომ პრობლემა მასში კი არა, ყველა მტკიცებულების ფალსიფიცირებასა და სრულ განუკითხაობაშია, რასაც ეს უწყებები პრეზიდენტის ბრძანებით აკეთებენ.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკო მის დაპატიმრებას სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით 3 დეკემბრისთვის დაგეგმილ მარშამდე  გეგმავს.

„პოროშენკომ საბოლოოდ გადაკვეთა წითელი ხაზი და გასცა ჩემი დაპატიმრების განკარგულება უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის და კიდევ რაღაც გამოგონილი ოდესის საქმისთვის. პოროშენკომ განკარგულება მისცა გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს. მათ შემდგომი ორი-სამი დღის განმავლობაში, 3 დეკემბრისთვის დაგეგმილ მარშამდე უნდა განახორცილეონ ჩემი დაკავების, იზოლაციისა და განეიტრალების გეგმა, იმ მიზნით, რომ ჩაახშონ მშვიდობიანი პროტესტი და უკრაინელი მოქალაქეების ნების გამოხატვა“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც სააკაშვილი ამტკიცებს, მოითხოვეს მისი ხმის ნიმუშები იმ მიზნით, რომ მოახდინონ აუდიო ჩანაწერების ფალსიფიკაცია და ამ ჩანაწერებს მისი დაკავების დღეს გამოაქვეყნებენ. გარდა ამისა, სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ყოფილი შს-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რაც პოლიტიკურ დევნას ადასტურებს, მისი საქართველოში ექსტრადირება შეუძლებელია.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული და ამბობს, რომ ყველა ბრალდება პოლიტიკური ნიშნით არის განპირობებული, ქართული სასამართლოს წინაშე თავის მართლების შიში აქვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სასამართლოში დასასრულს უახლოვდება ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე - სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე. პროკურატურის განცხადებით, სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით საქმე სისტემურ დანაშაულს ეხება, რომელშიც ჩართული იყვნენ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია.

გირგვლიანის საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მიხეილ სააკაშვილი კუდ-ის ყოფილ უფროსს, დათა ახალაიას დაჰპირდა, რომ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს შეიწყალებდა.

დაპირება 2008 წელს შეასრულა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს - გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს. სახელმწიფო ბრალდება დარწმუნებულია, რომ ამ საქმეზე სააკაშვილის წინააღმდეგ გამამატყუნებელი განაჩენი დადგება, რაც მისი დაკავების და საქართველოში ექსტრადირების საფუძველი გახდება.

სააკაშვილის შესაძლო დაკავების ფაქტს დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ წევრები დარწმუნებული არიან, რომ სააკაშვილი აუცილებლად წარსდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე. უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ გარდა სამართლებრივი და სახელმწიფო ინტერესისა, არის მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც ამ ნიუანსებს ითვალისწინებს.

„მე მიმაჩნია, რომ როცა სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთა, რა ფორმითაც გადაკვეთა ესეც სისხლის სამართლის დანაშაულია. სახელმწიფო, რომელსაც არ შეუძლია ასეთ გამოწვევებს სწორად და მყარად გაუმკლავდეს, იმას სამხედრო გამოწვევებთან გამკლავებაც გაუჭირდება“, - მიიჩნევს გედევან ფოფხაძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მისი პოზიცია არის ისეთი, როგორი პოზიციაც აქვს კანონს. როგორც ბესელია აცხადებს, სააკაშვილის დაკავებით არა პოლიტიკოსები არიან დაინტერესებულები, არამედ იუსტიციის სამინისტრო და სასამართლო.

მისი თქმით, პროცესი, ერთი მხრივ, მიჰყავს სასამართლოს ბრალდებების ნაწილში, მეორე პროცესი, რომელიც ეხება სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობას სამართლებრივი დახმარების ექსტრადიციის და სხვა საკითხებზე, იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურას.

„ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ ეს პროცესები კანონის შესაბამისად მოქმედებდეს, კანონი იქნება იგივე პრინციპების მატარებელი სააკაშვილის მიმართ, როგორც სხვა იმ პირის მიმართ, ვის მიმართაც გაცემულია წინასწარი დაპატიმრების ბრძანება. კანონი ამბობს, რომ სამართლებრივი პროცედურები უნდა გაგრძელდეს. ამიტომ, მიმდინარეობს სასამართლო პროცედურა, მიმდინარეობს ქვეყნებს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის ფორმატი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ინფორმაცია, რომ პოროშენკო სააკაშვილის დაპატიმრებას სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით გეგმავს, აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი გამოეხმაურა, რომლის განცხადებით, შეერთებული შტატებისთვის უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, არის პარტნიორი და იმედი აქვს, რომ იქ კანონის უზენაესობა დაცული იქნება.

„მე არ მინახავს ეს ინფორმაცია. აშშ-ისთვის უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, არის პარტნიორი და მასში ახორციელებს საკმაოდ დიდ ინვესტიციებს, რათა უკრაინა იყოს განვითარებული და დემოკრატიული ქვეყანა. პირველ რიგში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანონის უზენაესობა იქნება დაცული და ნაბისმიერი პიროვნების სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა მოხდება სამართლებრივად“, - განაცხადა იან კელიმ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი დარწმუნებულები არიან, რომ კიევში პროცესები პოროშენკო-ივანიშვილის სცენარით ვითარდება, თუმცა თვლიან უკრაინული ოპოზიციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გადმოცემის შემთხვევაში, ეს „ქართული ოცნების“ მმართველობის დასასრული იქნება. როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელსაც ძალიან ადვილად გადაყლაპავენ.

„მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება და საქართველოში მისი ექსტრადირება ძალიან ძვირად დაუჯდებათ ივანიშვილს და პოროშენკოს. მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელსაც ძალიან ადვილად გადაყლაპავენ, ყელში გაეჩხირებათ. მიხეილ სააკაშვილის მხარესაა სიმართლე და ის არის ევროპული მასშტაბის პოლიტიკოსი. მასთან ურთიერთობა ბევრს გადაიყოლებს, სერიოზული პრობლემებიც შეექმნებათ და შეიძლება პოლიტიკურ სამარეშიც წავიდეს ბევრი“, -განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, ანალიტიკოსები არ თვლიან, რომ სააკაშვილის ექსტრადირება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკური ცხოვრების დასასრული გახდება. for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი, რამაზ საყვარელიძე 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს და ამბობს, რომ რუსული თვითმფრინავის დანახვაზე, მანქანის ქვეშ მძრომიალე სააკაშვილისგან, დაპატიმრების და ექსტრადიციის შიში არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ის არის ემოციური, თან აქტიური ადამიანი, რომელსაც ვერ წარმოუდგენია დახურულ სივრცეში ყოფნა.

„სააკაშვილი ნიჭიერი პოლიტიკოსია და ყველა სიტუაციაში იმას ამბობს, რაც იმ მომენტში თვითონ სჭირდება. ყველა მის სიტყვაზე, რომ ავიღოთ ორიენტაცია, ძალიან დიდი ტყუილის დამტკიცება მოგვიწევს, ან აყოლა. სწორედ ამიტომ ისვრის ამა თუ იმ ფრაზას. ამასწინათ ისროლა ასეთი ფრაზა - „საქართველოში, რომ ჩავიდე, მთელი საქართველო ფეხზე დადგება, ხალხი დამიცავს, ვერ დამიჭერენო“. ამას რომ იტყვის ადამიანი, რომელმაც დაახლოებით 60%-ით წააგო არჩევნები, ასეთი ადამიანის ტექსტის გარჩევას, უკვე აზრი აღარ აქვს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ ამ შეთხვევაში სააკშვილი პიროვნული ბედი ნაკლებად მნიშვნელოვანია. არსებითი არის ქართული სახელმწიფოს ცნობიერება, რომ გააცნობიეროს რა ხდებოდა იმ 9 წლის განმავლობაში ქართული სახელმწიფოს თავს, რასაც კონკრეტულად უკავშირდება სააკაშვილის ბედი.

„მთავარია, რას იტყვის ქართული სახელმიფო და არა სააკაშვილი. როგორ შევაფასებთ ამ მოვლენას, ეს არის მთავარი. გასაგებია, რომ მას არ უნდა ციხეში ჩაჯდეს. ყველანაირი ნეგატივისგან ცდილობს საკუთარი ბედი შექმნას, ეს არის მთელი მისი პოლიტიკური ცხოვრება. კუთხეშია მიყენებული, იმისათვის რაც ჩაიდინა ქართული სახელმწიფოს წინაშე, აუცილებად მოუწევს პასუხისგება“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ თავის დროზე დაუშვა შეცდომა, როცა 9 წლის განმავლობაში შექმნილი მდგომარეობა სამართლებრივად არ შეაფასა. როგორც ზარდიაშვილი აცხადებს, როცა ლაპარაკი არის კონკრეტულ პიროვნებაზე და მის კონტრეტულ ბრალეულობაზე, ეს არ შეიძლება კონტექსტიდან ამოსისტემურად იყო შესაფასებელი ის 9-წლიანი მდგომარეობა, სამართლებრივი შეფასება უნდა მისცემოდა ამ ყველაფერს და მერე ყველაფერი თავის ადგილზე იქნებოდა.გლეჯილად იყოს განხილული.

„ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს. როდესაც ციხის სკანდალური ფაქტები გასაჯაროვდა, მაშინ სააკაშვილმა თქვა, რომ ეს არის სისტემური მარცხიო.

ახლა, როდესაც მთლიანი სამართლებრივი სურათი არ არსებობს, რასაკვირველია, ყველანაირი ინტერპრეტაცია არის შესაძლებელი კონკრეტულ შემთხვევებში. რაც არ უნდა ილაპარაკოს სააკაშვილმა, დღესავით ნათელია, რომ მას აქვს უდიდესი დანაშაული ჩადენილი საქართველოს წინაშე და რასაკვირველია, ის უნდა გასამართლდეს.

მაგრამ უნდა გასამართლდეს არა იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომ ის არის კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, არამედ იქიდან გამოდინარე, რა სისტემური უბედურება დაატეხა თავს საქართველოს. ამას გაცნიბიერება უნდა ქართული სახელმწიფოს მხრიდან.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა ქართულ სახელმწიფოს, სამართლებრივად უნდა შეეფასებინათ სისტემური დანაშაული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

 

ნანახია - 1604

dimpi

2017-12-01 16:20:02

" შეცვლის შემდეგ, პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა ქართულ სახელმწიფოს, სამართლებრივად უნდა შეეფასებინათ სისტემური დანაშაული"

და არა მარტო, უნდა დაეწყოთ მაინც, რეფორმა იმ დისტოფიკული სისტემისა რომელი კიდევ მრავალ პათოლლოგიას შობს... დაწყებული დანგრეული და ფუქცია დაკარგული განათლების სისტემიდან...

papa

2017-12-05 09:38:35

დაჟე სხვაც რომ არაფერი ვთქვათ, ამას მარტო ჯერ სიფათზე ეკუთვნის კაი ათწლიანი
სროკი----თავისივე მოგონილი გონივრული ეჭვის საფუძველზე

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80