„თუნდაც მკვდარი ეძახოთ ჩვენს მინისტრებს, მკვდრეთით ნამდვილად ვერ აღსდგება „ნაციონალური მოძრაობა“
პოლიტიკა

„თუნდაც მკვდარი ეძახოთ ჩვენს მინისტრებს, მკვდრეთით ნამდვილად ვერ აღსდგება „ნაციონალური მოძრაობა“

„თუნდაც მკვდარი ეძახოთ ჩვენს მინისტრებს, მკვდრეთით ნამდვილად ვერ აღსდგება „ნაციონალური მოძრაობა“
თამთა ქარჩავა

2017-12-01 09:00:25

პარლამენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში, დღეს 1 დეკემბერს იგეგმებოდა. მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას დეკემბრის ბოლოს გამოუცხადებს.

პარლამენტში უკვე წარდგენილია მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, სტრუქტურული ცვლილებებზე პირველი მოსმენით უნდა ემსჯელა, მაგრამ ვინაიდან საკითხი გადაიდო, საკითხზე მსჯელობა მომავალ კვირას რიგგარეშე ფორმატში მოხდება.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, სტრუქტურული ცვლილებებზე ძალიან დიდი პაკეტია წარდგენილი და მისი განხილვა ძალიან ყურადღებით უნდა მოხდეს. ამიტომ, განხილვა მომავალი კვირისთვის გადაიდო.

„მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები და ეს პაკეტი არის ძალიან საყურადღებო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ცვლილებებს მივესალმეთ და მთავრობის მეთაურის ამ გადაწყვეტილებაზე გვაქვს კარგი პოზიცია. რაც შეეხება ამ პაკეტის სრულყოფილ განხილვას, ჩვენ გუშინ დავასრულეთ კომიტეტების სხდომები, საკმაოდ გვიან მივიღეთ მათი დასკვნები და წინადადებები, რასაც სჭირდება შეჯერება.

ასევე, დავიწყეთ ამ საკითხებზე ჩვენი დასკვნის მომზადება. ჩემი მოსაზრებაა, რომ ამ კვირაში დაჩქარებული წესით განხილვაზე უმჯობესი იქნება, თუ ამ განხილვას დავიწყებთ შემდეგ კვირას. მეტი დრო გვექნება ეს დასკვნები, რომელსაც წამყვანი კომიტეტი ამზადებს, სრულყოფილი და შეჯერებული პოზიციით გამოვიტანოთ განსახილველად“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

უმრავლესობაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სტრუქტურულ ცვლილებებზე პირველი მოსმენით უმრავლესობის შიგნით არსებული დაპირისპირების გამო არ იმსჯელა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების გადადების მიზეზი საკითხზე კონსულტაციების გაგრძელებაა. როგორც მდინარაძე ამბობს, ძალიან ძნელია ასეთი დოკუმენტის ერთ დღეში მთლიანად გაცნობა და სწორედ ამიტომ მოხდა განხილვების გადადება.

„უკვე პრაქტიკულად მიღებულია გადაწყვეტილება ძალიან სერიოზული კონსულტაციების გაგრძელების მიზნით გადაიდოს განხილვები. გუშინ, გვიან ღამით, ყველა სხვა კომიტეტმა მოამზადა დასკვნა და ძალიან ძნელია ასეთი მოცულობის დოკუმენტის ერთ დღეში მთლიანად ჩავლა. გადაიდება განხილვა და ჩვენ მთავრობასთან კონსულტაციების რეჟიმში ყველა დეტალს კიდევ უფრო დავხვეწთ.

გარემოს დაცვასთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული არგუმენტები როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ჩვენ მთავრობასთან ვართ მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში. ეს კონსულტაციები გაგრძელდება და არგუმენტების შეჯერების საფუძველზე ჩვენ მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას გუნდში, რაც დარწმუნებული ვარ, არ დააზიანებს გარემოს დაცვას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სამთავრობო ცვლილებების არსებულ მოდელს, ბიუროკრატიული სისტემების ფარული მექანიზმების დატოვებად აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე, რომლის განცხადებით, თუ არ მოხდა ძირეული ცვლილება, დარჩება არსებული ბიუროკრატია და არაფერი შეიცვლება.

„სტუქტურული ცვლილებები, ამავე დროს ემსახურება არსებული ბიუროკრატიული სისტემების ფარული მექანიზმების დატოვებას, ვინაიდან, ერთი შეხედვით, ქვეყანაში არის მცირე რაოდენობის სამინისტორები, მაგრამ ამ სამინისტროების დაქვემდებარებაში არის უამრავი სამინისტრო, მაგალითად ტურიზმის დეპარტამენტი, რომელიც არაფრით განსხვავდება ტურიზმის სამინიტროსგან, ან საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

თუ სამინისტროების ქვეშ არსებული უამრავი უსაქმური, გაბერილი უწყებები არ შეიცვალა, არ შეერწყა ან არ გადაკეთდა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მექანიზმის შექმნა, რომელიც უცვლელად დატოვებს ბიუროკარტიასაც და იმ არაეფექტურ საქმიანობასაც. რადიკალური ცვლილება არის საჭირო და არა ისეთი შერწყმა თუ გაერთიანება, რომელიც ძირითადად, ემსახურებოდა სასურველი მინისტრების დანიშვნას. ამას არავითარი კავშირი არ ჰქონდა ქვეყნის მართვის გაუმჯობესებასთან“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი ამერიკულ ფილმს - „მკვდარი პოეტების საზოგადოებას“ შეადარა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში არსებობს „მკვდარი მინისტრების საზოგადოება“.

„ეს არის კრიზისების მართვის საზოგადოება, სადაც ყველა წარუმატებელი და მოხსნილი მინისტრი იყრის თავს და ღებულობს უამრავ ხელფასს, პრემია-დანამატებს 20-ჯერ და 30-ჯერ. განსაკუთრებით ეს გახდა ძალოვანი გაკოტრებული მინისტრების თავშესაფარი. ყველანაირად ცდილობთ, რომ საკუთარი პოლიტიკური აქტივი მოსახლეობის, ხალხის ხარჯზე დაასაქმოთ და მრავალი მილიონი გამოუყოთ. ამ მკვდარი მინისტრების საზოგადოებასაც მრავალმილიონიანი ბიუჯეტი ჰქონდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის რეპლიკას, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისს და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სტატისტიკური მონაცემებით უპასუხა. როგორც ჯაში აცხადებს, არის საკითხები, რომელზეც არ შეიძლება არ დავაფიქსირო სიმართლე და რეალური სტატისტიკა.

„ძალიან ხშირად ხდება დამახინჯება როგორც დინამიკის, ასევე სტატისტიკის. როდესაც საუბარია, რომ 1 ლარითაც არ გაზრდილა ხელფასი, სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ გაზარდა 80%-ით საპენსიო ასაკის პროგრამის ფარგლებში პენსია. 2019-2020 წლებში იგეგმება დამატებით საპენსიო ანაზღაურება.

ჩვენი ინტერესია, რომ პენსია იყოს გაზრდილი და ყველა საპენსიო ასაკის ადამიანს მაქსიმალური კეთილდღეობა შევუქმნათ. მედიკამენტებზე და სამედიცინო სერვისებზე როდესაც არის საუბარი, ნუ დაგავიწყდებათ, რომ სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ შეიმუშავა საყოველთაო ჯანდაცვა.

ასევე, არასწორია, რომ ყოველი მე-6 ბავშვი შიმშილობს. საუბარია, რომ ყოველი მე-6 ბავშვი იყო 2013 წელს სიღარიბეში, მაგრამ ეს მონაცემი გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ შემცირებულია და როდესაც შიმშილობაზეა საუბარი, ეს არის მიკროელემენტებით გამოწვეულ შიმშილობაზე და საზოგადოება ნუ შეგყავთ შეცდომაში. სწორედ ამიტომ ქვეყანამ შეიმუშავა რკინისა და ფოლიუმის მჟავის პროგრამა. თქვენ რაც არ უნდა მკვდარი ეძახოთ ჩვენს მინისტრებს, მკვდრეთით ნამდვილად ვერ აღსდგება „ნაციონალური მოძრაობა“ და ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

ნანახია - 1464

arichopra 2

2017-12-01 10:43:18

მთავრობას! თქვენ და თქვენმა წინამორბედმა მთავრობამ საქართველო გადააქციეთ "პროხოდნოი დვორად". ჩვენ არავითარი სუვერენიტეტი არ გაგვაჩნია, გვაქვს მხოლოდ დროშა და ჰიმნი, გეეროს წევრობა და კიდევ უამრავი არაფრის მომცემი რაღაც ჭუკ-ინდაურული ორგანიზაციების წევრობა! ჩვენი სუვერენიტეტი ეს არის სრული მოჩვენება (ფიქცია. ამას იმიტომ გითარგმნით რომ მოლანდება რაა ვერ გაიგებთ, თქვენ იცით სიტყვა ფიქცია). ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს სტრასბურგის სასამართლომ. კონსტიტუცია თავიდან ბოლომდე გადასინჯოს ვენეციის კომისიამ. ჩვენი ბიუჯეტი უნდა მოიწონოს (სინამდვილეში დაამტკიცოს) მსოფლიო ბანკმა. ჩვენი ეროვნული ვალიუტის კურსი საერთაშორისო სავალიუტო ფონდმა. პოლიტიკური გადაწყვეტილებები აშშ -ს ელჩმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა. ...

cugo

2017-12-01 10:49:37

რომან გოცირიძეს
--------------
შე ნაძირალა მეცოცხევ,მკვდარი არ იყო მთელი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება?.ადამიანებს კლავდნენ,აწამებდნენ,აუპატიურებდნენ,ქონებას ართმევდნენ,მმშვიდობიან მიტინგებს და ტელევიზიების არბევდნენ.სად იყო ხელისუფლება?.პრეზიდენტი,პარლამენტი,სახალხო დამცველი,უშიშროების საბჭოს მდივანი,მინისტრები და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები.ხალხი უპატრონოდ გყავდათ დატოვებული პირისპირ სისხლიან ჯალათებთან,რასაც მოისურვებდნენ იმას აკეთებდნენ.უნდოდათ მოკლავდნენ,აწამებდნენ,გააუპატიურებდნენ.სახელმწიფო არ არსებობდა,ქვეყანა გადაქცეული იყო ზონდერების და ჯალათების სათარეშო პოლიგონად.მკვდარი კი არა კრიმინალები იყვნენ თქვენი მინისტრები.შინაგან საქმეთა მინისტრი გვამებს ითხოვდა.იუსტიციის მინისტრი ღამის საათებში კაბინეტში იბარებდა ხალხს და ძარცვავდა.ასეთ კრიმინალებს პოლიტიკურ პატიმრებს ეძახით.რა სინდისით ეუბნები შე ნაძირალა ია მეტრეველს და სხვა შვილმოკლულ დედებს ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარიაო.მიბრძანდი პროკურატურაში და მოუსმინე ყოფილ პატიმრებს როგორ აწამებდნენ ციხეებში.ბატონი ბიძინა რომ არ მოსულიყო პოლიტიკაში ვინ იცის კიდევ რამდენ ოჯახს გააუბედურებდით.ბატონმა ბიძინამ იხსნა საქართველო.თქვენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები როგორ უნდა ბედავდეთ ხმის ამოღებას.თუმცა თქვენს ნათქვამს რა ფასი აქვს.ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ.მთელმა საქართველომ იცის რომ კრიმინალები ხართ და ვერასდროს ვერ დაბრუნდებით ხელისუფლებაში.

dimpi

2017-12-01 11:07:12

"მკვდრეთით ნამდვილად ვერ აღსდგება „ნაციონალური მოძრაობა“ და ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი"

სწორია, ეგეთი პირი უჩანს, ვერ აღდგება "ნაციონალური მოძრაობა", ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა და არა ის მარაზმატიკები რომლებმაც დაირქვეს და უწოდეს თავს ნაციონალური, სხვა სახელს გამოინახავენ, რა პრობლემაა?

მოქკავშირი, მოქკავშირი 2, და ა.შ. თვითმარქვიობა გაგიჭირდებათ ან თქვენ ან იმათ?


პ.ს. მაინც ვერ გავიგე რა საჭიროა ეს ორ - ორი სახელები?

arichopra 2

2017-12-01 11:09:24

სახელმწიფო იდეოლოგია როგორ გვექნება, როცა სუვერეენული სახელმწიფო არ ვართ?! კონსტიტუციაში რაც ჩაწერეთ - სწრაფვა ევროპისაკენ, ეს იდეოლოგია ქართველი ერის იდეოლოგია ვერ იქნება. ეს სოროსის ბარტყების იდეოლოგიაა! თუ ამას ეძახით იდეოლოგიას, მშინ ის არის ძირფესვიანად გადასახედავი! აქ იუპირველეს ყოვლისა გულისხმება მონურ - ქვეშევრდომული, დასვლეთისადმი და საერთოდ ყველაფერი უცხოურისადმი სნობისტურ, მონურ-ქვეშევრდომული დამოკიდებულების დაგმობა და მასთან ბრძოლა. საკუთარ ინტელექტუალურ და შრომითი რესურსებზე აქცენტის გადატანა, იმისათვის რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები როგორ შეიქმნება, როცა გმირთა მოედანზე რაღაც ფალოსის ძეგლს, ივერიასთან ველოსიპედის ძეგლსაც, ...რაღაც ტერიტორიის გამწვანებაზეც კი უცხოურ კომპანიებს, უცხოელ ლანდშაფტ დიზაინერებს აძლევეთ შეკვეთას, რომ არაფერი ვთქვათ აეროპორტების, გზების, ელექტროსადგურების, საზღვაო პორტების და ყველა სხვა მნიშვნელოვანი ობიექტის დაპროექტება - მშენებლობაზე. რატომ აქვთ მხოლოდ უცხოელებს, უცხოურ კომპანიებს ეს საქმეები მინდობილი?! სად არის ჩვენი მეცნიერებათა აკადემია, ჩვენი საპროექტო ინსტიტუტები, ჩვენი სამეცნიერო სკოლები. თქვენ რა გგონიათ ე.წ. დამოუკიდებლობის 27 წელიწადში მოასწარით ყველაფერი ქართულის განადგურება? თურმე უცხოელების გარეშე 12 მილიონიანი საღორეც კი ვერ აგვიშენებია რაჭაში???!!! ახლა აბრეშუმის გზის ფორუმზე დიდი ზარ-ზეიმით გვამცნეს, რომ ჩაის აღდგენის პროექტსაც ცინელები (ჩინელები) განახორციელებენ! აბა სად უნდა ვიმუშაოთ ჩვენ ქართველმა სპეციალისტებმა, მარტო "ლაფათქაზე" ყვითელ ჟილეტში?! აი ასე, პოლიტიკოს დილეტანტების დაუღალავი ღვაწლით ბოლო 27 წელიწადში თვალსა და ხელს შუა გამოგვეცალა ჩვენი ავტოქოთნური, სახელმწიფოს მაორგანიზებელი ერის სტატუსი! დღეს ჩინელი დამქირავებელი კეტით ცემს ქართველ მუშას, კორეელი აშენებს ჰესს (ენგურჰესის ამშენებელ ქვეყანაში) გაჰყავს გვირაბები ჩინელებს და კორეელებს, ვითომ წიფისფის გვირაბი და მეტროპოლიტენი ჩვენი დაპროექტებული და აშენებული არ იყოს, ვითომ საინჟინრო ტრადიციები არ გაგვაჩნდეს?! მიეცით შტადლერის მატარებლებში გადახდილი ფული ქართველ ელმავალმშენებლებს და ვაგონმშენებლებს, დაუსახეთ ამოცანა და ნახეთ რა მატარებლები გააკეთონ! რამდენი მოვთვალო კიდევ?! მაგრამ არა, ჩვენმა სახელმწიფონ ჯერ უცხოური ბანკებიდან და ფონდებიდან ფული უნდა ისესხოს, შემდეგ აეს ფული იმავე უცხოელებს უნდა გადაუხადოს მათივე საწარმოების და სამეცნიერო პოტენციალის გასაძლიერებლად. მერე გვიკვირს რატომ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, რატომ ვართ ასე გაუსაძლის სიდუხჟირეში! რატომ აქვს 3,5 მილიონიანი ქვეყნის 500 000 მცხოვრებს (ფაქტიურად ყველას) 10 მილიარდი ბანკის ვალი?! სამწუხაროდ ვხედავ - ვფიქრობ ეს პროცესი შეუქცევადია! ამას, ამ გადაგვარებას ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო, გინდა ეს, გინდა ის მთავრობა წინ ვერ აღუდგება!

arichopra 2

2017-12-01 11:13:22

აქ მრავალი უნებლიე შეცდომა გამეპარა. ძალიან გაცხარებული ვიყავი. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი.

dimpi

2017-12-01 11:45:32

მე მგონი ძაან ცოტა შეგეშალა, იმდენად ცოტა რო შეცდომად არ ჩაითვლება

dimpi

2017-12-01 11:47:34

რა მნიშვნელობა აქვს დანით გაჭრი რამეს თუ ნაჯახით? მაინც გაჭრილად ჩაითვლება...

dimpi

2017-12-01 11:49:23

:)) არ გაჭრაო ვერ დაგაბრალებენ
რათქმა უნდა ნაცსექტის სისტემის გარდა

macro

2017-12-01 11:52:53

ჩოპრას,
ძალიან მომეწონა თქვენი პოსტი.

კატრინა

2017-12-01 14:12:07

გეთანხმებით და მრავალგზის გეთანხმებით, მაგრამ მაინც ჩვენი,საზოგადოების ბრალი უფრო მგონია! არცერთი მთავრობა არ არის ჩემთვის მისაღები,რადგან კანონი ვერცერთს ვერ მივაღებინეთ ისეთი,რომ ქვეყანა საქართველოს გამოადგეს! ეს კანონები,რომელსაც ბესელია და ა.შ. აცხობს,არ მგონია ჩვენ წაგვადგეს! როგორ მოვიქცეთ? ესაა მთავარი კითხვა,თორემ ამათი და იმათი ანალიზი,იცოცხლე ბევრი გვაქვს! მეც ასე "ვბუქსაობ" ჩემს ანალიზში და გზას ვეძებ. უნდა ვეძებოთ, სხვა გზა არ არის!

papa

2017-12-01 18:41:35

ჩოპრა
კი....... გეთანხმები ......მაგრამ....ერთი .....მამაძაღ/ლური კითხვა მაქვს შენთან


სამწუხაროდ ვხედავ - ვფიქრობ ეს პროცესი შეუქცევადია! ამას, ამ გადაგვარებას ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო, გინდა ეს, გინდა ის მთავრობა წინ ვერ აღუდგება!


რატომ...... რატომ???????????????????????????
წინ რატომ ვერ აღუდგება???




papa

2017-12-01 18:46:35

მოკლედ მაგარი პოსტი მაჩუქა თომამ,... მაგარი



მაგიტომაც გამოდის ჩვენი დამოუკიდებლობა ფიქცია: საგარეო პოლიტიკა ვაშინგტონს უნდა შევუთანხმოთ (კაი ბიჭი ხარ, შენით გადადგამ ერთ ნაბიჯს!), თავდაცვის საქმე - ნატო დეიდას, ფინანსები - სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს, კანონები - ვენეციის კომისიას, სამართალი - სტრსბურგს (რომელმაც გვანცა ყუფარაძის საქმეში ვერ იპოვა არღვევა და ვანო მერაბიშვილის საქმეში იპოვა!), საკადრო საკითხები აშშ - ელჩს და ომბუდსმენი რომ ომბუდსმენია, რომელსაც ჩვენი ყველა ხელისუფლება ბორბლებში გაჩხერილ ჯოხად აღიქვამს მხოლოდ, ისიც კი გრანტიჭამიებმა უნდა შეგვირჩიონ და ევროსაბჭომ უნდა გვიკურთხოს!
ზუსტად ასე იყო სსრკ-ს დროსაც - ყველა საკითხს მოსკოვს ვუთანხმებდით. (ოღონდ, მაშინ ის ცენტრი იყო და იმ ცენტრს ქართველებიც ხშირად მართავდნენ!)
იმიტომაც გვითხრეს რუსებმა, თქვენ დამოუკიდებლობა კი არა, ბატონის გამოცვლა გდომებიათო!
ასეთი კვაზი-დამოუკიდებლობისთვის ნამდვილად არ ვიბრძოდით!

arichopra 2

2017-12-01 19:40:58

პაპაექსპერტო აბა ერთი ეს წაიკითხე - http://geworld.ge/ge/12-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-30-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92/ მერე მომწერე არის ეს შენს კითხვაზე პასუხი?!

ბაბაია

2017-12-01 23:54:22

,,ასე თავგამოდებული ბიძინისტობა,მიშისტობისაგან არაფრით განსხვავდება! " --100% მართალია !!!
რაღა დროის ნაცია მიხედეთ შვილოსა საქმეს, 1,70 რომ აქციეთ 2,72 , ეხ ხალხი სულ ელის მაგრამ ასეთი სულელიც ხომ არ გგონიათ? არჩევნებს რომ ხარჯები ჰქონდა ვინ უნდა გადაიხადოს ხარკი? რათქმა უნდა რიგითმა მოქალაქემ, აიწია დაიწიას თამაშს მილიონობით შემოსავალი მოაქვს მავანისათვის ,დაწყებული ბობოლებით დამთავრებული პატარა ლაქია ,,ცოცხისმფრქვეველი“ ცუგოებით, ხომ შემოგვისიეს მყვლეფავი მიკროსაფინანსოები და არასაფინანსოები, ლომბარდები,კაზინოები, ტოტალიზატორები და ა.შ.10მილიარდი ვალი აქვს მოსახლეობას ამათი ! ვინც უნდა იზრუნოს მოსახლეობის დაცვაზე ის ზრუნავს საკუთარი შემოსავლის გაზრდაზე.ზოგი 1000 მილიონს არ სჯერდება, ზოგს კი აი ასე მწუ, მწუ, ცუგა, აი შენ ძვალი ხოდა ხრავს,ხრავს რაც სახრავია და თან იღრინება,მღრინავ ქუცებს ხომ არ აქვთ არც ეროვნება არც პარტიული კუთვნილება
ქვეყანას სჭირდება განვითარება !!! ამაზე ყოველდღიურად უნდა იფიქროს მთავრობამ და გამოსავალი ისედაც გაჭირვებული ხალხის ხარჯზე არ უნდა ეძებოს, გაძვირებული ცხოვრებით და გაიაფებული შემოსავლებით.ახალი აქციზები, გაზრდილი კომუნალურები და გადასახადები წაადგება ჩვენ ეკონომიკას?

--ვითხოვთ პენსიების და ხელფასების , დღგ - ს ,მიკრო და მცირე მეწარმეებისათვის , საბაჟოზე 300ლარიანი ზღვარის ინდექსაციას ! დააყენონ შესაბამისმა ორგანიზაციებმა ეს მოთხოვნები მთავრობის წინაშე,!!!!!

ტორი

2017-12-02 21:23:34

" თქვენ რაც არ უნდა მკვდარი ეძახოთ ჩვენს მინისტრებს, მკვდრეთით ნამდვილად ვერ აღსდგება „ნაციონალური მოძრაობა“ და ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა...
----------------------

ამის იმედზე არიან...
იმიტომაც ატივტივებენ ერთმანეთს...ხალხის სახელით...

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ეს განცხადება საქართველოს მოსახლეობის პირდაპირი დაშანტაჟებაა...

სხვა თემაა, ეს ქალი როგორ მოხვდა პარლამენტში...

ტორი

2017-12-02 21:30:42

"როდესაც შიმშილობაზეა საუბარი, ეს არის მიკროელემენტებით გამოწვეულ შიმშილობაზე და საზოგადოება ნუ შეგყავთ შეცდომაში" - მარიამ ჯაში...

----------------------

ვერაფერი გავიგე...

ეს რა, რამე ახალი სახის შიმშილობაა თუ რა?

slava

2017-12-04 16:58:57

"(„ეს არის კრიზისების მართვის საზოგადოება, სადაც ყველა წარუმატებელი და მოხსნილი მინისტრი იყრის თავს და ღებულობს უამრავ ხელფასს, პრემია-დანამატებს 20-ჯერ და 30-ჯერ. განსაკუთრებით ეს გახდა ძალოვანი გაკოტრებული მინისტრების თავშესაფარი. ყველანაირად ცდილობთ, რომ საკუთარი პოლიტიკური აქტივი მოსახლეობის, ხალხის ხარჯზე დაასაქმოთ და მრავალი მილიონი გამოუყოთ. ამ მკვდარი მინისტრების საზოგადოებასაც მრავალმილიონიანი ბიუჯეტი ჰქონდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.)"

ვეთანხმები რომანს ამ განცხადებაში გამოთქმულ აზრს!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80