„თუკი მეასე პლანზე მყოფი ღირებულებით ადამიანი წირავს ადამიანს, ის ევროპულ ღირებულებათა დამცველად ვერ ჩაითვლება“
საზოგადოება

„თუკი მეასე პლანზე მყოფი ღირებულებით ადამიანი წირავს ადამიანს, ის ევროპულ ღირებულებათა დამცველად ვერ ჩაითვლება“

„თუკი მეასე პლანზე მყოფი ღირებულებით ადამიანი წირავს ადამიანს, ის ევროპულ ღირებულებათა დამცველად ვერ ჩაითვლება“
ალა ისპირიანი

2017-11-14 13:30:04

„ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება,“ - ეს ფრაზა ყველა ადამიანს გაუგია, თუმცა საზოგადოების ნაწილი, როგორც სიტყვის, ისე ორიენტაციის გამოხატვის თავისუფლების საზომზე დღემდე ვერ შეთანხმდა.

პრობლემა, რომელიც 21-ე საუკუნეში არ დაწყებულა, აქტუალურობას არ კარგავს. დაპირისპირება სხვადასხვა აზროვნების, შეხედულების, ორიენტაციის, მრწამსის ადამიანებს შორის გრძელდება, რასაც საბოლოოდ სავალალო შედეგებამდე მივყავართ. ადამიანთა ნაწილს ავიწყდება, რომ ერთი ჯგუფის უფლებების დაცვის გამო არ შეიძლება შეილახოს მეორე ჯგუფის უფლება.

ორი ჯგუფი, თავისი მომხრეებით და მოწინააღმდგეებით, 19 წლის ყოფილი სტუდენტის, ანზორ სვიანაძის და ქუთაისის „ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორის, ნატალია პატარიძის სახით ერთმანეთს უპირისპირდება. დაპირისპირების მიზეზი ანზორ სვიანაძის მიერ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსი გახდა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:

„LGBT - არ ვიცი, შევაქო და ჩემი ფბ, თუ ისე მეგობრები გავახარო, თუ დავამხო გამზრდელი თავზე? მგონი შექება ჯობია, მირჩიეთ“, - დაწერა ანზორ სვიანაძემ.

ამ სტატუსის გამო „ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორმა, ნატალია პატარიძემ, ანზორი სასწავლო ცენტრიდან გარიცხა და თქვა, რომ თითოეულ მოსწავლეს სასწავლო ცენტრის შინაგანაწესი უმცირესობებზე სიძულვილის ენით საუბარს უკრძალავს, რომლის გამომჟღავნების შემთხვევაშიც უფლება აქვთ სტუდენტი გაირიცხოს სასწავლო დაწესებულებიდან.

„შინაგანაწესის თანახმად, ადმინისტრაცია ვიღებთ გადაწყვეტილებას, ანზორ სვიანაძე გავრიცხოთ მედია სკოლიდან. ჩვენ, პირველ რიგში, პრეტენზია გვაქვს აღვზარდოთ მოქალაქეები. მსგავსი გამოსვლები ჩვენი სკოლის პრესტიჟზე უარყოფითად მოქმედებს“, - განაცხადა ცენტრის დირექტორმა.

ნატალია პატარიძის თქმით, სასწავლო ცენტრში, პრეტენზია აქვთ აღზარდონ მოქალაქეები, მაგრამ, როგორც ჩანს, ადმინისტრაციაში, ანზორ სვიანაძის გარიცხვის გადაწყვეტილებისას მის მოქალაქედ ჩამოყალბებაზე არავის უფიქრია.

ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გარიცხვით, გაგდებით, აგრესიაზე აგრესიის დაბრუნებით მოსწავლე მოქალაქედ ვერ აღიზრდება.

„როცა დირექტორმა გარიცხა მოსწავლე სასწავლო ცენტრიდან, ფაქტიურად, მან ამ ქმედებით სიძულვილი გამოუცხადა სტუდენტს, ანუ სიძულვილის ენაზე სიძულვილის ქმედებით უპასუხა, რაც სიტუაციას გაამწვავებს და გაამწვავა კიდევაც. როგორც ვიცი, ეს სტუდენტი სასამართლოში აპირებს თავისი უფლებების დაცვას და სწორიც არის.

არასწორია, როცა სტუდენტის გარიცხვით იცავს დირექტორი ლგბტ გჯუფების უფლებებს, რაც გამოიწვევს უფრო მეტ აგრესიას ლგბტ ჯგუფების მიმართ. აგრესია გაიზრდება კონრეტულად ამ მოსწავლის, მისი ახლობლების და იმ ადამიანების აზროვნებაში, რომლებიც ამ მოსწავლესავით ფიქრობენ.

დირექტორს შეეძლო დაებარებინა ეს სტუდენტი, დალაპარაკებოდა, ეცადა მაინც, მით უმეტეს ამ ახლაგზარდამ სიძულვილის ენაზე სასწავლებელში არ ილაპარაკა, მან ილაპარაკა თავის ფეისბუქ გვერდზე. ასე რომ, ამ ნაბიჯზე სასწავლებლის წესდება არ ვცელდება. შინაგანაწესი ეხება ადამიანს, როდესაც ის არის დაწესებულებაში. ბუნებრივია, რომ ეს მოსწავლე სასამართლოში დაიცავს უფლებებს.

„სიტყვის თავიუფლება, ადამიანის ინტერესების დაცვა, მისი გადარჩენა, ადამიანის ბედზე ზრუნვა ნომერ პირველი ევროპული ღირებულებაა და დანარჩენი მეორადია, მესამედია და მეასედია და, თუკი მეასე პლანზე მყოფი ღირებულებით ადამიანი წირავს ადამიანს, ის ევროპულ ღირებულებათა დამცველად ვერ ჩაითვლება.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ევროპული ღირებულება მხოლოდ საბაბი იყოს დირექტორის იმ ნაბიჯის გადადგმის, რაც მას უნდა კონკრეტული მიზეზების და მოტივების გამო, რომ გადადგას. მოტივში შეიძლება ჩაითვალოს სახელის მოხვეჭა, გრანტის მიღება, ვიღაცისთვის თავის მოწონება და ა.შ.“ - აღნიშნავს For.ge -სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

დაველოდოთ, როგორ გადაწყდება ანზორ სვიანაძის საქმე სასამართლოში, თუმცა საზოგადოების მხრიდან ქვის სროლის პრინციპის გამოყენება, ალბათ, არც ერთი მხარის მიმართ არ იქნება მართებული, რადგან ანზორი, ნატალია, პირობითად ვინმე გიორგი, ნანა, სანდრო და ა.შ. ჩვენ, ყველა ერთად ვქმნით საზოგადებრივ განწყობას ნებისმიერი ჯგუფისა და კონკრეტული პიროვნების მიმართ.

მიუხედაცად იმისა, რომ ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლები წლების და საუკუნის წინაც იყვნენ, დღესაც არიან და მომავალშიც იქნებიან, ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ადრე მათთან ურთიერთობა ყოველგვარი აგრესიის გარეშე ვითარდებოდა.

„ლგბტ ჯგუფები ახლა არ გაჩენილან საქართველოში, ესენი ყოველთვის იყვნენ და დიდი პატივისცემაც იყო ბევრი მათგანის მიმართ გამოხატული. ბევრი ხელოვნების წარმომადგენელი იყო და ისინი არავის არ შეუზღუდია სხვა საქმიანობაში. თუმცა, ისინიც არ ზღუდავდნენ სხვა ადამიანების განსხვავებულ აზრს. ეს ჰარმონიული დამოკიდებულება ორ სხავადასხვა ჯგუფს შორის ტრადიციულად იყო საქართველოში, მაგრამ დღეს არის დაპირისპირება და აგრესია, რაც შეიძლება ხელოვნურადაც იყოს შექმნილი“, - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

მოსწავლისა და დირექტორის დაპირისპირების თემაზე, for.ge, საყვარელიძის გარდა კიდევ რამდენიმე ფსიქოლოგს დაუკავშირდა, თუმცა მათ ამ კონკრეტული ფაქტის ფსიქოლოგიური მხარის შეფასება არ ისურვეს.

რატომ არ ისაუბრეს საჯაროდ ფსიქოლოგებმა ლგბტ თემასთან დაკავშირებულ დაპირისპირებაზე, ამ კითხვაზე პასუხი, შევეცადეთ ისევ ფსიქოლოგისგან მოგვესმინდა, რაზეც რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ ამის მიზეზი შეიძლება ლგბტ თემის მიმართ შიში იყოს.

„ელგბტ თემის მიმართ მხოლოდ ერთგან გაჩნდა ბზარი და ეს არის ტრამპი. პრაქტიკულად, მხოლოდ ტრამპმა გაბედა თქმა, რომ მისთვის მიუღებელია ლგბტ ჯგუფი და ა.შ. დანარჩენი მოდად არის დაკანონებული, რომ ვინც ელბტ-ზე გადატრიალებულ სიტყვას იტყვის, ის უნდა იყოს გარიყული და მის მიმართ საზოგადოებას აქვს აგრესიის უფლება.  მიდგომა, რომ ჩაქოლვის უფლება აქვთ - საზოგადოება ხდის ამ თემას ტაბუირებულად, ვინაიდან გარისკვა არავის უნდა,“-აცხადებს საყვარელიძე.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოსცა ბრძანება, რომელიც რელიგიური მოტივებით ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის უფლებას იძლევა. ბრძანების ავტორი აშშ-ს გენერალური პროკურორი, ჯეფ სეშნსია.

ბრძანება აუქმებს მანამდე ბარაკ ობამას მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომელიც ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციისგან დაცვაზე იყო მიმართული. ახალი ბრძანებით, ადამიანებს უფლება უნდა ჰქონდეთ, რელიგიის საფუძველზე განახორციელონ დისკრიმინაცია.

ბრძანება იცავს ადამიანის უფლებას, საკუთარი რწმენიდან გამომდინარე შეასრულოს, ან უარი თქვას გარკვეული ქმედებების შესრულებაზე.

ბრძანებაში ნათქვამია: „გარდა განსაკუთრებული ვითარებებისა, არავინ უნდა იყოს იძულებული, არჩევანი გააკეთოს საკუთარ რწმენასა და კანონს შორის“.

დისკრიმინაციის უფლება მხოლოდ მცირე ბიზნესებზე არ ვრცელდება. ბრძანებაში ნათქვამია, რომ რელიგიური თავისუფლების დაცვის ბრძანება ვრცელდება ორგანიზაციებზე, ასოციაციებზე და კომერციულ კორპორაციებზეც.

... ანუ პრინციპი, - „ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება“, - ამერიკაში მოქმედებს. 

ნანახია - 1103

antoni

2017-11-14 15:22:06

ყველას აქვს უფლება უყვარდეს, ან არ უყვარდეს ლოთი, ნარკომანი, პედ/ერას/ტი, მუქთახორა, შურიანი, მშიშარა და ა.შ. მაგრამ მეორეა დამოკიდებულება - სიძულვილის ღიად გამოხატვა და აგრესია ყოვლად მიუღებელია!
ისევე, როგორც მიუღებელია რეკლამირება და მოწოდება პედ/ერას/ტობისაკენ, ლოთობოსაკენ, ნარკომანობისაკენ ...

კატრინა

2017-11-14 19:48:39

თითიდან გამოწოვილი პრობლემაა და გათვლილია გრანტის მოპოვებაზე.გინდა თუ არა მოეფერეო,გეუბნებიან! ამით ჩემი უფლება არ ირღვევა? ე.ი ძალადობენ ჩემზე,გინდა თუ არა კარგები ვართო! არა ჩემო ბატონო! ვერაფრით! შეიძლება თვალი დახუჭო რაღაცაზე, მაგრამ როდესაც ცდილობენ თავს მომახვიონ მიუღებელი,ამაზე თვალს ვერ დავხუჭავ! ვერა!

kejeradze

2017-11-14 22:02:16

ლგბტ ჯგუფის პროპაგანდა უნდა მოისპოს და ყველაფერი კარგად იქნება. არავინ არ ზღუდავს მათ. როგორც უნდათ ისე იცხოვრონ მაგრამ პროპაგანტის გარეშე

ფხიზელი

2017-11-15 04:41:51

:)
არა, ძმობილო, ახლა ცხოვრება
ძველად რომ იყო, ისე როდია!
მაგალითადრე პედე/რასტები
თუ ძველად ველად ხელად რბოდიან
ახლა ცირკისა წინარე დგანან,
მაჯის საათებს დასჩეროდიან,
მიდი-მოდიან,
მოელოდიან...

(მუხრანი, მინუს ორი სიტჸვა)

lialia

2017-11-15 10:24:48

მე ამ ახალგაზრდის სტატუსში სიძულვილი და ფობია ვერ დავინახე - მას, უბრალოდ, არ მოსწონს არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია! არა აქვს უფლება??? ეს ქალი კი არ არის ღირსი პედაგოგობისა, მგონია. მე, პირადად, ასეთ სასწავლებელში შვილს არ მივიყვანდი, და არც დავტოვებდი!!!! ჩამქოლეთ, ახლა! სიტყვის თავისუფლება თუ ისაა, რომ რაც მავანთ მოსწონთ, მართო იმის თქმის უფლება მქონდეს - არ მინდა ასეთი სიტყვის თავისუფლება!!!!!!!!!!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80