მთავრობას 6 მინისტრი დაემშვიდობა - დოლიძე გერმანიაში მიდის
პოლიტიკა

მთავრობას 6 მინისტრი დაემშვიდობა - დოლიძე გერმანიაში მიდის

მთავრობას 6 მინისტრი დაემშვიდობა - დოლიძე გერმანიაში მიდის
თამთა ქარჩავა

2017-11-13 13:49:48

საქართველოს მთავრობაში განხორციელებული საკადრო და სტრუქტურული რეორგანიზაცია, პარლამენტის მხრიდან ნდობის ხელახლა გამოცხადებას საჭიროებს. მოქმედი კონსტიტუციით, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, 18 სამინისტროს 14- მდე შემცირება და საკადრო ცვლილება, პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას საჭიროებს.

„მთავრობის შემადგენლობაში განახლება მოხდება და მთავრობის შემადგენლობის 1/3 იცვლება, კონსტიტუციით ამ შემთხვევაში, მთავრობა პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას თავიდან საჭიროებს. ამასთან, კონსტიტუციით, ასეთი განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს. წარდგენიდან ასევე ერთკვირიანი ვადა აქვს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობაზე იმსჯელოს“, - აცხადებს გიორგი კახიანი.

გარდა ამისა, მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი სამთავრობო პროგრამაც უნდა იყოს. აღმასრულებელ ხელისუფლებას პარლამენტის მხრიდან ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

რაც შეეხება მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტს ოფიციალურად წარუდგენს, მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა როგორც კომიტეტების ფორმატში, ასევე ფრაქციების რეჟიმში წარიმართება, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მინისტრობის კანდიდატები პლენარულ სხდომაზე წარსდგებიან, სადაც როგორც წესი, პოლიტიკური დებატები იმართება.

საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები განხორციელდა. დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო - გაერთიანებულ უწყებას დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს; ფინანსთა მინისტრის თანამდებობას კი, „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელი, მამუკა ბახტაძე დაიკავებს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მინისტრის პოსტს - მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის კომპონენტთან ერთიანდება - უწყებას მიხეილ გიორგაძე ჩაიბარებს;

გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერდა - უწყების პირველი პირი, სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი ლევან დავითაშვილი გახდა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება, გაერთიანებულ უწყებას, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.

მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელიც მოქმედმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ შეცვლა. შსს-ში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, შსს-ში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმა ხდება. რეორგანიზაციის შედეგად კი, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც ყოფილი შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.

საქართველოს მთავრობას 6 მინისტრი დაემშვიდობა - გიორგი მღებრიშვილი, ალექსანდრე ჯეჯელავა, ილია ელოშვილი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, გიგლა აგულაშვილი და ვიქტორ დოლიძე. არსებული ინფორმაციით, ვიქტორ დოლიძე საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგეძელებს. არსებული ინფორმაციით ის გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს. მერიაში გადაინაცვლა ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა ილია ელოშვილმა. ბიზნესში ბრუნდება ტარიელ ხეჩიკაშვილი. რაც შეეხება ალექსანდრე ჯეჯელავას, ჯერ-ჯერობით უცნობია სად გააგრძელებს საქმიანობას.

სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუნდის თითოეულ წევრს, რომელსაც ცვლილებები შეეხო, მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველა განხორციელებული რეფორმა ემსახურება მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და სწრაფ განვითარებას.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული მორიგი დემოკრატიული არჩევნები, ამომრჩევლის მიერ გამოცხადებული უდიდესი ნდობა გვანიჭებს მანდატს შეუქცევადად განვაგრძოთ ჩვენს მიერ აღებული კურსი. მეტიც, გამოვაცხადოთ ცვლილებების ახალი ტალღა, რომელიც კიდევ უფრო უკეთ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და მოემსახურება ჩვენს უმთავრეს მიზანს - ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას.

ამისთვის ვგეგმავთ მთელი რიგი სტრუქტურულ ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რომელზეც ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გარდა ამისა, პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ კუთხით გატარდა არაერთი რეფორმა და გამომდინარე იქედან, რომ საგარეო დაზვერვა ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია, გადაწყდა უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება.

„პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური. ამ სფეროში ჩვენ უკვე განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება მხოლოდ მისასალმებელია. საგარეო დაზვერვა სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია და ამ ცვლილებითაც ხდება ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ნანახია - 1516

კატრინა

2017-11-13 15:29:13

არა მგონია რაიმე შეიცვალოს ამ გადაადგილება-გადმოადგილებამ.ღმერთმა ქნას ვცდებოდე! ჯეჯელავასა და მღებრიშვილის შემთხვევაში ვეთანხმები პრემიერს,მაგრამ გიორგაძის დატოვებას ვერ მივხვდი და რა ვქნა? თუმცა ბერასთან ახლობლობა ისეთ იმუნიტეტს გამოგიმუშავებს თურმეეეე!

natali

2017-11-13 16:27:10

მთავარია ახალმა ვაშლების დარიგება გააგრძელოს.:)) მოკბეჩილს თუ დაარიგებს, მთლად უკეთესი. არ მკითხოთ ახლა მოკბეჩილი რატომო:)))))

ფხიზელი

2017-11-13 18:38:25

"მიხეილ ჩხენკელმა ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სადაც იგი იყო აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა, სადაც მას მიენიჭა მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

მიხეილ ჩხენკელი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის "საპროფესორო ოსკარი" საუკეთესო სწავლებისთვის, პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, Goldman Sachs-ის ფონდის პრემია... არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, ამერიკაში გამოცემული წიგნების რეცენზენტი და სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებების წევრი.
ამერიკის უნივერსიტეტებში მოღვაწეობისას მიხეილ ჩხენკელი იყო მათემატიკის დეპარტამენტის კომპიუტინგის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორთა სენატის წევრი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების საკონკურსო კომიტეტების წევრი, ტექნოლოგიის, ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური სტანდარტების კომიტეტების წევრი, ამერიკის მათემატიკური საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჟიურის წევრი, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და მათემატიკური ოლიმპიადების ორგანიზატორი, Cengage Learning-ის მრჩეველი და გოლდვოტერის პრემიის კომიტეტის წევრი. მონაწილეობს ახალი კურიკულუმების შემუშავებაში და კვლავ კითხულობს ლექციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები ამერიკის მრავალი წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორებთან, მათ შორის ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, იელის, კოლუმბიის, ბრაუნის, კორნელის, ჩიკაგოს, ბერკლის, ნიუ იორკის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტებში და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში. მიხეილ ჩხენკელი არის ამერიკის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი."
------------
ბიოგრაფიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკეთესს ვერ ინატრებ კაცი და ამანაც თუ ვერ უშველა ჩვენს დაქცეულ განათლებას, არ ყოფილა ჩვენ საშველი!

ფხიზელი

2017-11-13 18:46:14

მთავარია, აღმოაჩნდეს მტკიცე ხასიათი, არ წავიდეს კომპრომისებზე და მოახდინოს ნეპოტიზმზე აგებული საგანმანათლებლო სისტემის დემონტაჟი...

serapina

2017-11-13 21:43:39

არაფერიც არ მოხდება პატივცემულებო... ჩვენდა სამწუხაროდ,ზემოდან!

პედაგოგი უნდა დაფიქრდეს,რამდენად უნდა იმ სიტუაციაში ყოფნა,რაშიც ამყოფებენ.თითოეული პედაგოგის ძალა და მონდომებაა აქ გადამწყვეტი...
განათლების რეფორმა(საჭიროა,მაგრამ...)არ იქნება.ან იქნება მოდელირებული... რაც სულ გვაქვს.

natali

2017-11-13 22:04:12

ვფიქრობ რომ ვიქტორ დოლიძესთან დაკავშირებით მაგრად შეგეშალათ! სულ მაგან იმუშავა ვიზალიბერალიზაციაზე და ეგ გააგდეთ, ხოლო არაფრის მაქნისი ჯანელიძე დატოვეთ.

papa

2017-11-13 23:35:38

ფხიზელი


ბიოგრაფიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკეთესს ვერ ინატრებ კაცი და ამანაც თუ ვერ უშველა ჩვენს დაქცეულ განათლებას, არ ყოფილა ჩვენ საშველი!


მე მაგისგან ხეირისა მეეჭვება..
ეგეც.... იმას კი არ დაუწყებს ყურებას, ბავშვები სწავლობენ თუ არა(ვერა) , არამედ წინამორბედებივით ეგეც ,,რეფორმების წარმატებულობაზე,, იქნება გამეცადინებული და ეგეც რაღაც სიაფანდ მაჩვენებლებზე დაიწყებს სწორებას

--------------------------------------------------------------------
ეხლა ზოგადად

ვაააა .......
გადამრევს ეს განათლების სამინისტრო..........ლამის ამ 30 წლის მანძილზე ყოველწლიურად რეფორმას რეფორმაზე ატარებენ,(მინისტრს მინისტრზე ცვლიან) ამ ე.წ. რეფორმების,,წარმატებულობით,, ლამის უკვე ტ/ყ/ვიას ტ/ყ/ვიაში ურტ/ყავენ და ამ ბავშვების განათლების დონეს მაინც არაფერი ეშველა---მაინც სავალალო მდგომარეობაშია.
(მეგობრის მეუღ/ლე პედაგოგია და იმისგან ვიცი ამ რეფორმების,,წარმატებების,, ამბები) .გამოდის რომ ეს რეფორმები ბავშვების განათლების დონის ასამაღ/ლებელი კი არა, არამედ ბავშვების უფრო მეტად დაშტერების რეფორმები ყოფილა
იმიტომ რომ....ამ ე. წ. რეფორმებს ეგენი მხოლოდ ევროპელი კომისიების დასანახად ატარებენ(გრანტების დახარჯვის გასაპრავებლად) და არა ბავშვების სწავლის დონის ასამაღ/ლებლად.
აბა მაშ რა უბედურება ამდენი რეფორმის რეფორმაზე ჩატარება და შედეგი მაინც ....??
მესმის რომ საჭიროა სკოლებში ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების და მიღწევების შეტანა--დანერგვა, მაგრამ თუ ის ე.წ ახალი ვერ შეაქვთ, ძველს რაღას ანგრევდნენ?/ ახალს თუ ვერ ნერგავენ მაშინ ძველი დააბრუნონ, დღევანდელს მაინც აჯობებს!!
წინსვლა და რაღაცა მსგავსი მაინც რომ იყოს ამ რეფორმებით, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ რომ არც წინსვლააა და რაც იყო ისიც დაინგრა??.
სხვათა შორის იმ ძველი პროგრამებით ისწავლეს სკოლებში ყველა ჩვენმა მსოფლიოში გამოჩენილმა მეცნიერებმა და რით არიან ისინი ამ ევრო--ამერიკანცუზებზე ნაკლებები?/ (მეტნი თუ არა??)..იმათი დონის მეცნიერები რომ დაზარდოს ისევ საქართველომ, თუნდაც იმ ე.წ. ძველი მეთოდ--პროგრამებით რითი იქნება ცუდი??
,,ცუდი,, ის იქნება რომ განათლებული თაობა, განათლებული ხალხი, საზოგადოება გვეყოლება... ეს კი მავანთთათვის არასასურველია..იმიტომაც გვიტარებენ ამ რეფორმებს დაუსრულებლად და მანამ ამ ბავშვებს ბოლომდე არ დააშტერებენ ამ რეფორმებს არც მოეშვებიან.
კი ბატონო ახალი სჯობია ..
აბა სადაა შედეგი? ...ინდივიდუალურად სამი-ოთხი მონდომებული მოზარდის გარდა, ყველა




serapina

2017-11-14 00:04:39

"ცუდი,, ის იქნება რომ განათლებული თაობა, განათლებული ხალხი, საზოგადოება გვეყოლება..."
----
...და მერე,ჯარისკაცის ფორმას აღარ ჩაიცვამენ და სამაგიეროდ, ევროპაში ან ამერიკაში ადამიანურ სამსახურს მოითხოვენ(!)
(და ეს იმ ფონზე,როცა ჩვენი თავგასული ხელისუფლებები, ვერ გაძღნენ(პარდონ), უცხოეთიდან შემოსული თანხების თქვლეფით და სულ მეტი და მეტი უნდათ).

..და ვის გჯერათ,რომ ფულს იმიტომ გვიგზავნიან,რომ ხალხს სარგებელი ჰქონდეს?!

ამიტომ უნდა გააცნობიეროს და შეიგნოს ეს, პედაგოგმა!!!
მას ახლა, მეტი მექანიზმი აქვს,ვიდრე განათლების მინისტ/რს!


რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80