ახალი მთავრობის დამტკიცება სავარაუდოდ, პარლამენტს მოუწევს
პოლიტიკა

ახალი მთავრობის დამტკიცება სავარაუდოდ, პარლამენტს მოუწევს

ახალი მთავრობის დამტკიცება სავარაუდოდ, პარლამენტს მოუწევს
მარიამ თოდაძე

2017-11-12 22:29:14

ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ხელისუფლება სამთავრობო ცვლილებებით დაკავდება - კულუარებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ზოგიერთი მინისტრის შეცვლის შესახებ, თუმცა მთავრობის შემადგენლობის 1/3-ის განახლებას არავინ ელოდა. ეს იქნება ყურადღების გადატანა და დროის მოგება მმართველი პარტიისთვის, თუ რეალურად შეიცვლება სიტუაცია, დროის გარკვეულ მონაკვეთში გახდება ცხადი, მანამდე კი მთავრობას კრიტიკის რამდენიმეთვიანი მორატორიუმი გარანტირებული აქვს. ყოველ სმთხვევაში, იმ შეცდომების „გადასატვირთად“ რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, ხელისუფლებას დრო ნამდვილად ექნება.

მთავრობაში დაგეგმილ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს, სავარაუდოდ, მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება დასჭირდება, რადგან ცვლილებები სავარაუდოდ, 7 სამინიტროს ეხება. კონსტიტუციის თანახმად კი, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში, მთავრობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად პარლამენტს წარედგინება.

თანამდებობას ტოვებს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელსაც გიორგი გახარია შეცვლის. ერთ უწყებად ერთიანდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროები, რომელსაც მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს. არაოფიციალური ინფორმაციით, განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს ალექსანდრე ჯეჯელავა. დაგეგმილია ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება და მისი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის შეერთება. ასევე საუბარია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გაუქმებაზე, რომლის ნაწილიც ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო ნაწილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდება. არაოფიციალურად საუბარია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთვის შეერთებაზეც.

წინასწარი არაოფიციალური ინფორმაციით, უქმდება ენერგეტიკის სამინისტრო. ის ეკონომიკის სამინისტროს უერთდება, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.

ორი სამთავრობო უწყება - სასჯელაღსრულების სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფუნქციონირებას არსებული სახით გააგრძელებს და ცვლილებები ამ ეტაპზე არ შეეხება. ამის შესახებ მთავრობაში გამართული კონსულტაციებისას შეთანხმდნენ.

თავდაპირველი ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეერწყმებოდა, რომელსაც თეა წულუკიანი უხელმძღვანელებდა, კახა კახიშვილი კი ახალი საგამოძიებო სტრუქტურის ხელმძღვანელად უნდა დანიშნულიყო, რომლის შექმნაც მთავრობას დაანონსებული აქვს.

გარდა ამისა, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, უქმდებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ეს მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა გადასულიყო.

კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭო და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შესაძლოა, ერთ უწყებად ჩამოყალიბდეს. არაოფიციალური ინფორმაციით, მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში განიხილება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შსს-დან გასვლისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფარგლებში ჩამოყალიბების საკითხი. დაუდასტურებელი ცნობით, რეფორმირებულ უწყებას გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც შს მინისტრის პოსტს დატოვებს.

თუმცა როგორც ცნობილია, სამთავრობო ცვლილებების დეტალების შესახებ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ორშაბათს ისაუბრებს.

ნაკლებად მოსალოდნელია, პრემიერმა სამთავრობო ცვლილებების რეალურ მიზეზებზე ღიად ისაუბროს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს პასუხია ოპოზიციის და საზოგადოების იმ ნაწილის კრიტიკაზე, რომელიც ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში უხვად ისმოდა - როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯზე შემცირებული ფინანსური რესურსი ხალხისთვის უნდა იყოს მიმართული.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, ამას გარკვეული დრო დასჭირდება.

„მზად ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ნაკლები მიმდინარე ხარჯი წავიდეს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციონირებაზე. ეს ფინანსური რესურსი ხალხის საჭიროებაზე უნდა იყოს გადართული, ეკონომიკური, განათლებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იყოს მიმართული. მე ვადასტურებ, რომ მმართველობის რეფორმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია და სწორედ ამ მიმართულებით იგეგმება სიახლეები და გარკვეული რეფორმების გატარება“,- აცხადებს თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, რომ ეს არის ხარჯების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და მთავრობის ეფექტურობის გაზრდა.

ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ იგეგმება გარკვეული ცვლილებები როგორც სტრუქტურული, ისე საკადრო, რაზეც პრემიერი განცხადებას გააკეთებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ რაც უფრო ადრე გაკეთდება ოპტიმიზაციები, მით უკეთესია.

„ჩვენ წინ უკვე გვაქვს მომდევნო რამდენიმე წლის თავისუფალი პოლიტიკური სივრცე“, - განაცხადა დანელიამ.

ჟურნალისტები დეპუტატისგან დაინტერესდნენ, რატომ გახდა საჭირო უმრავლესობის სხდომის ჩანიშვნა არასამუშაო დღის ბოლოს. ოთარ დანელიას განმარტებით, ეს გარკვეულწილად უკავშირდება არჩევნების მეორე ტურის დასრულებასაც.

„მნიშვნელოვანი პერიოდი საარჩევნო პროცესების დასრულებულია. ყოველთვის დროულია, რაც უფრო ადრე გაკეთდება ასეთი ოპტიმიზაციები და მიდგომები, რადგან ჩვენ უკვე წინ გვაქვს მომდევნო რამდენიმე წლის თავისუფალი პოლიტიკური სივრცე. აქედან გამომდინარე ეს უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისივე ინფორმაციით, სხდომას ესწრება როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე, მთავრობის მეთაური და პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი.

 

ნანახია - 947

avoeavoe

2017-11-12 23:11:39


გაერთიანების შემდეგ ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაიბარებს,შენ გადმოხედე უფალო ამ ქვეყანას თორემ ამათ იმედად მტერი დარჩა.

ქუმსიშვილი იმას ვერ მართავდა და ახლა ენერგეტიკაც ჩააბარეს.





























natali

2017-11-12 23:18:47

ქუმსიშვილი არსად დაგეკარგოთ:))))))

თუ ვინმე იყო მოსაშორებელი, ეგ იყო! სუფთა დეგენერატი!:))))))))

ხალხი იცინის მეფეო!!!!!!

natali

2017-11-12 23:45:03

რა ვიცით ახალი მინისტრის, მამუკა ბახტაძის შესახებ.

ის "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის მარტში დაინიშნა.

მამუკა ბახტაძე 35 წლისაა, ის 1982 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები; ფლობს მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

აღსანიშნავია რომ, ის ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირებს შორის, ვინც ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებს საქართველოში. "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის წლიური ანაზღაურება 225 134 ლარია. ამასთან, იგი პარალელურად არის "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანიების - შპს "ჯორჯია ტრანზიტის" და შპს "ჯიარ ტრანზიტ ლაინის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც, საიდანაც მისი შრომითი ანაზღაურება ერთობლივად 64 457 ლარია. საერთო ჯამში მამუკა ბახტაძის მიერ მიღებული წლიური შემოსავალი 2016 წლის მონაცემებით, 289 591 ლარს შეადგენს, რაც თვეში საშუალოდ 24 132 ლარია.
-------------------------
რა გააკეთა ამ ფასის, ვინმეს შეუძლია ახსნას? რა გაუკეთა ამის ფასი რკინიგზას?

და ეს იმ ქვეყანაში, სადაც ეს რკინიგზა ვისი აშენებულიცაა, იმ ხალხისთვის პენსია 180 ლარია და 20 ლარითაც ვერ გაუზრდიათ.






natali

2017-11-12 23:46:36

რა ვიცი, ევროპა....ევროპაო და სულ მოსკოველები კი გვისხედან მინისტრებად. ამ ბახტაძეს ბინაც კი ჰქონია საყვარელ მოსკოვში.

davituna

2017-11-13 00:44:25

ეს ნარცისი ქუმსიშვილი გაიტანეთ,სანამ ბოლომდე გაქუმსირებულა ლარი!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80