„დღიური დოზა“ ნარკოტიკების მომხმარებლისთვის
საზოგადოება

„დღიური დოზა“ ნარკოტიკების მომხმარებლისთვის

„დღიური დოზა“ ნარკოტიკების მომხმარებლისთვის
მანანა ნოზაძე

2017-11-11 11:00:15

ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის ახალი კანონპროექტით, პირი, თუ მას ნარკოტიკების მხოლოდ „დღიური დოზა“ ექნება, სისხლის სამართლის პასუხისგებისგან უნდა გათავისუფლდეს. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება საქართველოს „ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ“ ხუთ დეპუტატთან ერთად მოახდინა. პარლამენტში ამ კანონპროექტის განხილვა მომავალი კვირიდან უნდა დაიწყოს.

საქართველოს ნარკოპოლიტიკის და „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წარმომადგენელი დავით სუბელიანი ამბობს, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო უამრავი ადამიანი ციხეში იმყოფება, ხოლო ციხის შემდეგ შესაბამისი სერვისებისა და ნარკოპოლიტიკის არარსებობის გამო კვლავაც ნარკოტიკის მომხმარებელი ხდება.

„ჩვენს რეფორმაში განსაზღვრულია რეგულარული მომხმარებლისთვის საშუალო ერთი დღის დოზა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალებისთვის, რაც ექსპერტთა მიერ არის შეფასებული. ეს მოდელი განხორციელდა პორტუგალიაში და, საქართველოსგან განსხვავებით, პორტუგალიამ მიიღო 10 დღის საკმარისი ოდენობის ნარკოტიკის დოზის დეკრიმინალიზაცია. იმ ქვეყნებში, სადაც დეკრიმინალიზაცია განხორციელდა, ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა. ცხადია, ჩვენ არ ვეხებით ნარკოტიკის გამსაღებლებს. ჩვენი პაკეტი ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკს, მაგრამ არ არიან ჩართულნი ნარკოტიკის გასაღებაში“, - აცხადებს დავით სუბელიანი.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ფართო მსჯელობაა საჭირო. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე კი განმარტავს, რომ ნარკოტიკის მოხმარება დასჯადი რჩება, უბრალოდ, დადგენილი ოდენობის ფარგლებში დასჯის ფორმა იქნება ადმინისტრაციული და არა-საპატიმრო.

გაამართლებს თუ არა ნარკოტიკების დღიური დოზის დაწესება და ხომ არ გამოიწვევს ეს მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდას და ნარკოტიკის ხელმისაწვდომობას?!

პროფესორი, ნარკოლოგი გელა ლეჟავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ე.წ. ტოკიოს ასამბლეის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, თუკი არ გვსურს, ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციამ დანაშაულის ზრდა გამოიწვიოს, მას აუცილებლად უნდა უსწრებდეს ადმინისტრაციული სახდელების მრავალგვარი შემუშავება. სწორედ ასე იქცევიან დასავლეთში. დასავლეთის ბევრ ქვეყანაში სისხლის სამართლის პასუხისგების ნაცვლად გამოიყენება შინა პატიმრობა, სამთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ჯარიმები, მართვის მოწმობის ჩამორთმევა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. პირი ვალდებულია, ხშირად გამოცხადდეს შემოწმებაზე, რათა დაადგინონ, იღებს თუ არა ნარკოტიკს. პლუს ამას, თუ ადამიანი არ არის ნარკოტიკდამოკიდებული (ანუ ნარკომანი თუ არ არის) და მხოლოდ მომხმარებელია, მაშინ მის მიმართ კანონი უფრო ლმობიერია. მას შეუძლია, თქვას, რომ სულაც არ არის ნარკოტიკზე დამოკიდებული და ეს მისთვის უბრალოდ გართობაა.

„თუ ადამიანი ნარკოტიკდამოკიდებულია, მაშინ მას აგზავნიან სამკურნალოდ, მაგრამ ამასაც სერიოზული, რამდენიმეთვიანი მომზადება სჭირდება. მოკლედ, დასავლეთში მთელი სისტემაა, მათ შორის, სამედიცინო, სოციალური, ადმინისტრაციული ღონისძიებების ჩათვლით, რომლებიც მოქმედებენ ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციისთვის. ადამიანი ციხეში არ უნდა ჩასვან, ამის ნაცვლად მის მიმართ ადმინისტრაციული ღონისძიებები უნდა გატარდეს“, - აცხადებს გელა ლეჟავა და პორტუგალიის მაგალითით აპელირებას პანაცეად არ მიიჩნევს.

მისი თქმით, ვინც ნამყოფია პორტუგალიაში, კარგად იცის, რომ ეს მაგალითი მაინცდამაინც აღსაფრთოვანებელი არ არის. უკანასკნელი მონაცემებიც ადასტურებს, რომ საქართველოში 24-36 წლის ასაკის მოსახლეობაში მხოლოდ 21% იღებს მარიხუანას, ხოლო პორტუგალიაში - 31%. ამდენად, პორტუგალიის მაგალითი რომ ვარგოდეს, პირველ რიგში, ამ მაგალითს თავად ევროპა აიტაცებდა. მით უმეტეს, პორტუგალიასთან ახლოს არის საფრანგეთი, ესპანეთი და არა - საქართველო. უბრალოდ, ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაცია ეს არის იმ ძალების მოქმედება, რომლებიც სარგებელს ნახულობენ იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაშიც მოხდეს ნარკოტიკების იოლი გავრცელება.

„თუ ლაპარაკია მოხმარების ერთდღიან დოზასა და მის დეკრიმინალიზაციაზე, ამისთვის საქართველოშიც ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს ადმინისტრაციული სახდელები, უნდა გატარდეს შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები, ჭეშმარიტი მკურნალობა უნდა ტარდებოდეს. ევროპის ერთ რომელიმე ქვეყანაში ერთ ადამიანზე ნარკოხაზით საშუალოდ 50 ევრო იხარჯება, ხოლო საქართველოში, დავუშვათ, იხარჯება 5 ლარი. თვითონ პორტუგალიელები წინაღმდეგნი არიან, ასეთი რამ გაკეთდეს დღეს საქართველოში, რადგან იმის ჭკუა ჰყოფნით, რომ ჩვენთან საამისო სტრუქტურა მზად არ არის. რაც შეეხება ნარკოტიკების დღიურ დოზას, ეს საკითხიც პირობითია. მარიხუანას თუ ავიღებთ, აქაც განსხვავებებია, რადგან მარიხუანასაც გააჩნია. არის მარიხუანა, სადაც 2-3%-ია ტეტრა ჰიდრო კანაბინოლი, ანუ ნარკოტიკის შემცველობა, ხოლო ზოგიერთ მათგანში არის 27%. ახლა როგორ უნდა ვიანგარიშოთ, ე.წ. დღიური დოზა რამდენი უნდა იყოს?!

რაც შეეხება ევროპას, 2017 წელს გამოქვეყნდა წინა წლის, ანუ 2016 წლის მონაცემები. ამ მონაცემებიდან ირკვევა, რომ საქართველოში მარიხუანის და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მონაცემების მხრივ უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ევროპაში. ახლა გვინდა, ევროპას გავუსწროთ სიცუდეში?!“, - აინტერესებს გელა ლეჟავას.

For.ge ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, ნარკოლოგ დავით ოთიაშვილსაც ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ პორტუგალიის მაგალითი საქართველოსაც გამოადგება, თუმცა ეს არ გულისხმობს სრული მოდელის მექანიკურ გადმოტანას ქართულ პირობებზე. ცხადია, ჩვენი ქვეყნის კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებები გასათვალისწინებელია. პორტუგალიური მოდელი ადაპტირებული და მორგებული უნდა იყოს ქართულ სინამდვლესთან.

„რამდენიმე წლის განმავლობაში პორტუგალიაში ძალიან სწრაფად, დაბალანსებულად და მიზანმიმართულად განხორციელდა ის პროცესი, რომელიც სხვა ქვეყნებში ათწლეულობით გრძელდებოდა. ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია პორტუგალიური მოდელი. რაც შეეხება დღიურ დოზას, დღეისათვის ნარკოტიკების სიაში ნივთიერების 2/3-ისთვის, რომელიც კონტროლდება, არ გვაქვს დადგენილი მცირე ოდენობები. ნებისმიერი ოდენობის ფლობა, კანონის თვალსაზრისით, დიდი ოდენობის ფლობად ითვლება და, შესაბამისად, ციხეში მრავალი წლის გატარებით სრულდება. ჩვენს კანონპროექტში კი ყველა ამ ნივთიერებისთვის შეთავაზებულია მცირე ოდენობა. ეს ოდენობა ყველა ნივთიერებისთვის განსხვავებულია, რადგან ნივთიერების სიძლიერეც და პოტენციალიც განსხვავდება ერთმანეთისგან. ოღონდ პრინციპი ყველა შემთხვევაში ერთია - საშუალო მომხმარებლის სამყოფი ერთი დღის დოზა“, - აცხადებს დავით ოთიაშვილი.

მისივე თქმით, ე.წ. დღიური დოზა ექიმებისა და ექსპერტების, მომხმარებელთა წრის წარმომადგენლების აზრის გათვალისწინებით დაადგინეს. შესაბამისად, გამოიყვანეს ის ოდენობა, რომელიც საქართველოში საშუალო რეგულარულ მომხმარებელს ერთი დღის განმავლობაში სჭირდება. მაგალითად, ბუპრენორფინისთვის ეს არის 8 მილიგრამი, ანუ ერთი აბი. ჰეროინისთვის კი ეს არის 200 მილიგრამი.

 

ნანახია - 893

serapina

2017-11-11 14:37:13

..."რამდენიმე წლის განმავლობაში პორტუგალიაში ძალიან სწრაფად,დაბალანსებულად და მიზანმიმართულად განხორციელდა ის პროცესი, რომელიც სხვა ქვეყნებში ათწლეულობით გრძელდებოდა. ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია პორტუგალიური მოდელი."

-----
...ეს ქართული სენია,რომელიც ძალით შემოგვყარეს(ან ჩვენ არ აღმოვჩნდით გონიერი, ამ ზედაპირულობას გავმკლავებოდით)...
კონკრეტულად,ჯერ ურემის გადაბრუნებამდე არაფერს ვფიქრობთ და მერე, მთლად უკეთესი,ვერც ვერაფერს ვიგებთ და ვერც,ვერაფერს ვსწავლობთ!
...და მერე, გვამსჯელებენ,გვაჩხუბებენ, გვაკამათებენ(უსაგნოდ) და თან გვიხსნიან,ხედავთ რა კარგია დემოკრატია, დისკუსიებს მართავთო.

ახლა,მეც მომწერს აქ ვინმე,ივლი ივლი და ისევ განათლების სისტემას მიადგებიო...

ცხადია,ნარკოტიკის მოხმარებელთა ასეთი მაღალი რაოდენობა,რაც ჩვენ გვაქვს,პირდაპირ კავშირშია იმასთან, რაც არ გვაქვს:- განათლების პოლიტიკა(...ფუნქციონირებადი განათლების სისტემა)!!!
გამოქვაბულ-ტ/ყე-ბუჩქებიდან გამოსულებთან რომ გაგვათანაბრეს,"ჩემმა ევროპელებმა"...კითხვაზე რატომთქო?
როდემდე გინდა,წარსულზე და ისტორიაზე აპელირებდეო?!
-ვერ შევედავე!

მე,ხელი არ მიმიწვდება(მიზეზთა გამო)ინფორმაციაზე, რა თანხებს ფლანგავს განათლების სამინისტ/რო მაგალითად წელიწადში... ბოლო 5-10წლის დინამიკაც საინტერესოა. რამდენად თანაფარდობაშია,რაც იხარჯება ის თანხა,მიღებულ შედეგებთან?
კარგით,ზოგადად,ეს რომ წყ/ლის ნაყვაა ვიცი!
...მაგრამ, როდემდე უნდა იკარგებოდეს დრო,ფული,ენერგია... მზადდებოდეს ათასნაირი კანონები... შენდებოდეს დაწესებულებები,გაფუჭებულის გამოსასწორებლად,მაშინ როცა,არავინ საუბრობს იმაზე,თუ სად და რატომ წარმოიშობა ნარკოტიკისა და აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულება?

რას ველოდებით,"მეგობრები" თავად აგვიხსნიან რას აკეთებენ,თუ ჩვენით მივხვდებით რამეს? ან წავიკითხავთ,ჩვენამდე რა დღეში ჩააგდეს სხვები?!
წაკითხვა და გაცნობიერება უნდა ამას!

მანამდე კი,თვალი გადაავლეთ,რამდენი წლებია,რა სახის ფოკუს-მოკუსები ტარდება განათლების სისტემაში...როგორ ნიავდება ფული ყველაფერ სისულელეზე,გარდა უმთავრესისა: -პედაგოგის კვალიფიკაციისა(ჯერ კვალიფიკაციას არ აძლევენ და მერე, რეკვალიფიკაციაზე დაარბენინებენ,წინ და უკან).

ამ უკანასკნელი მოგვარებით, მოგვარდებოდა უამრავი პ/რობლემა ქვეყანაში. შინ რომ გვეცხოვრა,იმისთვისაც ვივარგებდით და თუ სადმე წავიდოდით, არც იქ ვიქნებოდით მაჩანჩალები.
(ოჯახაშენებულებო, თუ მოდელს ეძებთ გადმოსაღებად, ფინეთის განათლების სისტემას შეხედეთ,იქედან გადმოიღეთ რამე და აღარ იქნება,არც პორტუგალიის და არც სხვების მოდელები საძებნი.)
განათლების სწორი პოლიტიკა,არ ნიშნავს იმას,რომ ქვეყანაში არ იქნება,არც კრიმინალი და არც ნარკომოხმარებელი...
...მაგრამ ასეთი განათლების სისტემა,რაც დღეს გვაქვს, სრული გარანტია ეროვნულ დეგრადაციისა... და პარალელურად დაწესებული "მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" სხვა არაფერია,თუ არა ცინიზმი და უვიცობა!


სხვას რაც უნდა აკეთებს!
ჩვენ,რა გვინდა და რა გვჭირდება,ამაზე არავის უნდა ფიქრი?!

ან ვინ უნდა იფიქროს?
მაძ/ღარმა ხელისუფლებამ,თუ მშიერმა მოქალაქემ.
ყველას თავისი საფიქრალი აქვს!


serapina

2017-11-11 14:41:53

უნდა იყოს: ნარკომომხმარებელი.

natali

2017-11-11 15:11:30

საინტერესოა ჰოლანდიაში მოქალაქეთა რამდენი პროცენტია ნარკომანი და საქართველოში რამდენი.

serapina

2017-11-11 16:06:28

ჰოლანდია არის ფუნქციონირებადი სახელმწიფო!
შესაბამისად, ნარკომოხმარების ასპექტით ჰილანდიის საქართველოსთან შედარება,არაფერში გამოგვადგება.

serapina

2017-11-11 16:57:29

ჰოლანდიის განათლების სისტემა,მუშაობს წარმატებულად და გონივრულად...
..და არა,მიზანმიმართულად უკუღმა,ისე როგორც ეს საქართველოშია.

ჰოლანდიის მოქალაქე,თავის სამშობლოში და მის გარეთ,ისე ცხოვრობს და დადის,როგორც ქართველი(თავის ქვეყანაში და მის გარეთ)?!

ჰოლანდიის პოლიტიკას შეხედეთ,სოფლის მეურნეობას და ხელშეწყობას ხელისუფლების მხრიდან.

ნუ,ახლა "ქართული წისქვილებით" გამდიდრებულთა კატეგორიის ნარატივი ასეთია:
-წამოწვა,ზარმაცი,უცოდინარი და მუქთახორა ქართველი,ბაბუის დარგულ კაკლის ჩეროში...

ან, გაუშვა ცოლი უცხოეთში სამუშაოდ და თვითონ ლოთობს და ქალებში დადის.

ან, არ უნდათ სწავლა დს მარტო ტოტალიზატორი და ნარკოტიკი აინტერესებთ...
ან,ან,ან...

ვიღაცისთვის ეს არგუმენტები,კომფორტული,ხელსაყრელი,თავისი "ნიჭიერად აწყობილი წისქვილების" გამპრავებელია. ბოლოს და ბოლოს,საკუთარი სინდისის სუფთად წარმოჩენის მეთოდებია... რომლებიც,თავად მოიფიქრეს,რათა სხვათა გაღარიბებით ისე გამდიდრებულიყვნენ,რომ იმ ღარიბს,სათქმელი აღარ დარჩენოდა.

მე, ნარკომანი,ქურდი და ღვთის ანაბარა დარჩენილი ქართველი ბევრი მინახავს,თავად რომ იციან რატომ არიან "იქ,სადაც არიან".

...ზუსტად,მაგათგან მსმენია, რა დამღუპველია ახალგაზრდისათვის (განსაკუთრებით,გარდატეხის ასაკში მყოფისათვის)ის, რომ ხელისუფლება ახალგაზრდას არაფერს სთავაზობს... გარდა ქუჩის,ტოტალიზატორის და ნარკოტიკისა...რომლებიც თავისი მხრივ,ვისი გამდიდრების წყაროა???
ჰოდა,ასე არ იმართება ევროპის არცერთი სახელმწიფო.

აფრიკის სახელმწიფოებს მივედაროთ,ის უფრო გამართლებულია(შინაარსობრივად).
...თორემ ფორმაში რომ ყოფილიყო გამოსავალი,შენობები სააკაშვილმაც აშენა,გზებიც დააგო... და ახლაც, თბილისში იმდენი ძვირადღირებული მანქანა დადის,გერმანიის დიდ ქალაქებს არ ჩამოუარდება.

ახლა,თავისუფლება და ყველამ ის ქნას რაც მოსწონს,არ გვინდა...

თორემ მაშინ, არც ხელისუფლება დაგვჭირდება,არც კერძო საკუთრება, არც კანონი და მისი აღსრულება...
და ვიქნებით თავისუფალი ბუნებაში.
დავკავდებით ნადირობით და შემგროვებლობით,როგორც ჩვენი წინაპარი...და მაშინ რაღაც მცენარეების მოწევა(და გაბოლება),არავის საკითხავი გვექნება!

serapina

2017-11-11 18:30:42

აგერ დევს ეს მასალა,საინფორმაციოში:

"პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, თანამედროვე საქართველოს ზოგადი განათლების ისტორიაში პირველად, სპორტის მასწავლებლების გადამზადება დაიწყო".

----
ეს,პირველად ისტორიაში...
პირველად საქართველოში,არ დაგვეკარგოს...

ოცი წლის მერეც, გადამზადება და რეკვალიფიკაცია იქნება!

natali,
რატომ იცი?
საწყალ ჯორჯ ორუელს იმდენი რამე დააბრალეს...რომ არ წაუკითხიათ,იმ ხალხმა განსაკუთრებით თორემ...

"ცხოველების ფერმის" გარდაც, ბევრი რამ დაწერა და თქვა...
ოღონდ,კარგი მთქმელის და გამგების ანდაზა, მას არ ეცოდინებოდა,სამწუხაროდ.
ჩვენ ვიცით და მაინ, არ გვშველის!

პ.ს. ორუელის მამა ბურმაში(დღევანდელ მიანმარში),პოლიციის იმ განყოფილებას ხელმძ/ღვანელობდა,რომელიც ნარკოტიკის მომხმარება გასაღების საკითხებზე მუშაობდა.თავად ორუელი 5 წელი მუშაობდა პოლიციელად ბურმაში(ის ბურმაშია დაბადებული).

დღეს,ხედავთ მიანმარში რა ხდება?!
ჰოდა, "ბურმის დღეებს" რომ წაიკითხავ ნატალი, მიხვდები,რატომ არის მიანმარი დღეს იქ,სადაც არის.

კატრინა

2017-11-11 19:03:57

რა უბედურებაა ეს პორტუგალიის მაგალითი! ჩვენ პორტუგალია ვართ?! ეკონომიკა, კულტურა,ისტორია,ემოციური მდგომარეობა,გენეტიკა პორტუგალიური გვაქვს,თუ რაშია საქმე?! რა ბოდვაა ეს?! ეს იმის შედეგია,რომ განადგურდა ყველა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი,სოციოლოგია არ არსებობს,სტატისტიკის დეპარტამენტი შემკვეთის ინტერესებზე მუშაობს და ა.შ. ეს თავს მოხვეული პრობლემები როდემდე შეიძლება დღის წესრიგში იდგეს? მარიხუანას დეკრიმინალიზაციაა დღეს მთავარი პრობლემა?! პარლამენტი ოფიციალურად, რასაკვირველია, დაკავებულია კვამლის უხვი გამოფრქვევით და ამას უნდა ვისუნთქავდეთ ჩვენ, საზოგადოება? Нет слов!

arichopra 2

2017-11-11 20:27:59

"როდემდე გინდა,წარსულზე და ისტორიაზე აპელირებდეო?! -ვერ შევედავე!"
დავა არ იყო საჭირო, უბრალოდ უნდა გეთქვა - ლეიბნიცის გამონათქვამი (ილიას თარგმნილი ან გამეორებული) - აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა-ო!!! ))

arichopra 2

2017-11-11 20:30:35

სრულიად ვეთანხმები კატრინას, ძალიან საღად მოაზროვნე იუზერი შემოგვემატა, როგორც ვატყობ! სად პორტუგალია და სად საქართველო, რა გვაქვს საერთო?!

dimpi

2017-11-12 05:12:38

ნაღდად ეგრეა როგორც სერაპინა ამბობს(მოგესალმებით) და კატრინასაც ვეთანხმები მთლიანად ისე რომ აღარაფრის დამატება არაა საჭირო..
მაგრამ ჩემი დათანხმება არაა მნიშვნელოვანი რადგან მათ პოსტებში ჩანს მიგნებული სწორი გზა

საკითხავი ისაა: უნდათ კი ეს?

natali

2017-11-12 09:33:15

ჰოლანდიის ნარკოპოლიტიკა ნარკოტიკების მოხმარებას განიხილავს ჯანდაცვის ჭრილში და განსაკუთრებულად არ გამოარჩევს ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებისგან. კვლევების თანახმად ალკოჰოლიზმსა და თამბაქოს მოხმარებას უფრო საზიანო შედეგები მოაქვს ჯანმრთველობისთვის, ვიდრე მარიოხუანის მოხმარებას. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ 1919-1933 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში აკრძალული იყო ალკოჰოლი, რამაც ბევრად მეტი ნეგატიური შედეგები მოიტანა და გაზარდა კრიმინალი, ვიდრე პოზიტიური შედეგები.

ჰოლანდიაში ნარკოტიკული ნივთიერებები გაყოფილია ორ ჯგუფად ადამიანის ჯანმრთველობაზე მოქმედების მიხედვით: მსუბუქი და მძიმე.

მძიმე ნარკოტიკული ნივთიერებებს მიეკუთვნება: ჰეროინი, კოკაინი, LSD, მორფინი. ამ ჯგიფის ნარკოტიკების მოხმარება აკრძალულია.

მსუბუქი ნარკოტიკული ნივთიერებებს მიეკუთვნება: კანაბისი ყველა ფორმით (მარიხუანა, ჰაშიში) და ჰალუცინოგენური სოკოები. (ეს ნივთიერებები coffee shop-ში გარკვეულ პიროვნებაზე იყიდება შეზღუდული რაოდენობით.)

2008 წლის 1 ნოემბრიდან ჰალუცინოგენური სოკოების გაყიდვა აიკრძალა და 200-ზე მეტი სახეობა შევიდა აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერებების სიაში. გადაწყვეტილება, შეწყვეტილიყო ჰალუცინოგენების გაყიდვა, მიღებული იქნა ჰოლანდიის მთავრობის მიერ, მას შემდეგ, რაც ასობით სამედიცინო ჩარევა გახდა საჭირო, მისი მოხმარების გამო. სამედიცინო დახმარება ძირითადად სჭირდებოდათ ტურისტებს. აქედან 3 შემთხვევა განსაკუთრებულად მძიმე იყო, ხოლო 17 წლის ფრანგი გოგონას შემთხვევა სიკვდილით დამთავრდა. დღესდღეობით კი ჰოლანდიის რამდნეიმე ტურისტული საინფორმაციო საიტი მკაცრად გვაფრთხილებს, რომ არ გამოვიყენოთ ჰალუცინოგენური სოკოების ის სახეობები, რომლეიც ჯერ კიდევ გაყიდვაშია, ვინაიდან მათი გავლენა ორგანიზმზე არის განსხვავებული და შესაძლოა დიდი ზიანი მივაყენოთ ჩვენს ჯანმრთველობას!

dimpi

2017-11-12 14:38:27

natali
ჰოლანდიაში ძირითადად უცხოელები მოიხმარენ ნარკოტიკს, თითქმის სულ უცხოელების ხელშია ნარკო-ბიზნესი, ადგილობრივები კოფი-შოპით შემოიფარგლებიან მხოლოდ და ამით კანონში ჯდებიან...
თუმცა უცხოელებთან შედარებით ადგილობრივ ნარკო-მომხმარებელთა რაოდენობა ძალიან მცირეა და ისინიც ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკით სარგებლობენ...
(ფრანგი თავისიანად ევროპის წევრად ითვლება)- ამიტომაც მიიღო გახმაურება ფრანგის სიკვდილმა, თორემ უცხოელთა სიკვდილიანობის რიცხვი გაცილებით დიდია... მათი ხელიდან გადის მძიმე ნარკოტიკები, უცხოელები არიან ე.წ. "ბოლო ხელი-ბარიგა"..

serapina

2017-11-12 15:52:53

dimpi,
გამარჯობა!
დიდი ხანია,არ მინახავს თქვენი პოსტები...(შაბათ-კვირას შემოვდივარ ძირითადად და შეიძლება ამიტომ).

ნატალი,
საქართველოს მმართველობის სისტემა, აბსოლიტურად განსხვავდება ევროპის ნებისმიერი ქვეყნის მმართველობის სისტემისაგან.
შესაბამისად,არც ნარკომოხმარების წარმოშობის წყარო არ გვაქვს, მათი მსგავსი და ვერც,პ/რობლემის გადაჭრის გზები გვექნება,მათთან ოდნავ მიახლოებულიც კი...

ამდენად,ნებისმიერი ევროპის ქვეყნიდან გადმოღებული მოდელი, იქნება "უცხოეთში განათლებული კასტის", უუნარობის კიდევ ერთი დასტური...
რომლებმაც ვერ შეძლეს,სხვა ქვეყნის წარმატებული ნაბიჯები(რომლებიც ყველა ქვეყანაში,მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება და არა პირად გამდიდრებას!),გონივრულად "ეთარგმნათ" ქართულ რეალობაში და მიზანმიმართულად დაენერგათ ის, ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

მოზარდს,რომელსაც არ ააქვს მომავლის პერსპექტივა და ხელისუფლება მას არ აცხოვრებს ისეთ პირობებში,სადაც მოზარდს სჯერა რომ ის(მისი ცოდნა,განვითარება)ქვეყნისათვის საჭიროა...
რომ მან, იმიტომ უნდა ისწავლოს,რომ შემდეგ კეთილსინდისიერად ოჯახი არჩინოს(ის რაც ყველა ნორმალურ ქვეყანაშია) და არა,დიპლომი მიჰყიდონ და მერე უმუშევარი,სახლში დააჯინონ...

ამ მოზარდს ახლა, პორტუგალიური მოდელი უშველის ან ჰოლანდიური?!









natali

2017-11-12 20:20:09

კამათს არ ვაპირებ, ყველას თავისი შეხედულება აქვს. უბრალოდ მოკლედ ვიტ/ყვი-აკრძალული ხილი გემრიელია!

Maverick

2017-11-13 04:35:43

მშვიდობა და ჯანმრთელობა ყველა ახალ და ძველ იუზერებს, მაგ კანონთან ერთად ბარემ ბორდელებიც დააკანონონ, აკრძალულ ხილს ბარემ ესეც დაუმატონ და სოფელიც "აშენდება"...

natali

2017-11-13 10:22:14

Maverick
მშვიდობა არ მოგაკლოს უფალმა!

რა თქმა უნდა, დიახ, პროსტიტუციაც უნდა დაკანონდეს.

და სერთოდ, მე ვფიქრობ,ვიმეორებ-მე ვფიქრობ, რომ არც განათლებას ეშველება რამე, არც ეკონომიკას და საერთოდ არც არაფერს, სანამ ქვეყანაში ამდენი შავი ფული ტრიალებს. ხოლო ეს შავი ფული კი სულ ნარკომაფიის და პროსტიტუციის ხელშია. ასე რომ ქვეყნის მკურნალობის დაწყება ზუსტადაც მაქედან უნდა.
რა თქმა უნდა მაგ შავი ფულის კოორდინატორები ყველა წინააღმდეგი იქნება, რომ ეს ყველაფერი გაკონტროლდეს, ისიც გასაგებია, რომ ამას პირდაპირ არ იტ/ყვიან და აქეთ შემოგიბრუნებენ, რომ მაგარი პატრიოტები არიან, ქვეყნის მომავალზე ზრუნავენ, და იმიტომ ეწინააღმდეგებიან ამ კანონს. მე კი ქვეყნის განადგურება მინდა.

რა თქმა უნდა თქვენ და სერაფინა არ მყევხართ მხედველობაში. თქვენნაირი გულწრფელებიც საკმარისად არიან:))) მაგრამ მგონია, რომ თქვენ თქვენი პოზიციით უნებლიედ მათ წისქვილზე ასხამთ წყალს.
მე ასე მგონია და რა ვიცი....შეიძლება ვცდები!

ტორი

2017-11-13 13:11:51

ბო.ებო და ნარკომანებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით საქართველოში!!!

ტორი

2017-11-13 13:17:04

სულმნათის "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო" როგორ ჩვენ თავად შევცვალეთ "ჩემი ტრ.კი მე მეკუთვნის"-ო...
აფსუს...
ახია, ახი...
რითიც ვფიქრობთ, იმას ვიყუდნებთ...

serapina

2017-11-13 19:24:30

მაგრამ მგონია, რომ თქვენ თქვენი პოზიციით უნებლიედ მათ წისქვილზე ასხამთ წყალს.
-----
ნატალი,
ბოდიშის მოხდით(ჩემს პირდაპირობას,აქამდე არ ეშველა და აწი რაღა უშველის)...და სრულიად არასაკამათოდ.

პირიქითა, ამ დროს!
მე, ყოველთვის მრჩება შთაბეჭდილება რომ თქვენ, "წიქვილების" საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ...და ეს საკმაოდ შეგნებულად,როგორც ჩანს(ნაწერიდან...ან მე ვკითხულობ არასწორად).გაგეხუმრე კიდეც, უეჭველი ტ/რენინგებს ატარებ სადმეთქო.
განათლების(მინიმუმ სასკოლო) მოწესრიგების გარეშე,ამ წისქვილებს ვერასოდეს მოვიშორებთ!
შეიძლება პროფესიული ნიუანსებიც ახდენს გავლენას,რასაც წერ იმაზე...
...და კიდევ ერთხელ, არაფერი პერსონალური.
მეც შეიძლება ვცდები.
უშეცდომო არავინ არის!




რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80