მოახერხებს თუ არა კალაძე ურბანული კრიზისის დაძლევას?
ეკონომიკა

მოახერხებს თუ არა კალაძე ურბანული კრიზისის დაძლევას?

მოახერხებს თუ არა კალაძე ურბანული კრიზისის დაძლევას?
ბექა დანელია

2017-11-10 20:00:14

ახალი მერი პირობას დებს, რომ თბილისის ურბანული პოლიტიკა შეიცვლება. ბოლო 10 წლის განმავლობაში დედაქალაქში ქაოსი და განუკითხაობა გაბატონდა. რამდენად მოახერხებს ამ ყველაფრის მოწესრიგებას კახა კალაძე, ჯერ ძნელი სათქმელია. მის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ წინამორბედი მერის დროს მოხერხდა მიწათსარგებლობის ერთიანი გეგმის შემუშავება, რომელიც ახალმა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

კახა კალაძე ამბობს, რომ სამშენებლო რეგულაციები გამკაცრდება, რადგან ადამიანების უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია.

„დარწმუნებული ვარ, ის, რაც ჩვენ ყველას გვაწუხებს - თბილისის იერსახის პრობლემა, მომდევნო წლებში გამოსწორდება და ქალაქი ქალაქს დაემსგავსება. ჩვენთვის მოქალაქეების უსაფრთხოება არის პრიორიტეტული, ამიტომ სამშენებლო რეგულაციები გამკაცრდება. გარდა ამისა, ახალი აშენებული შენობები უნდა იყოს მოპირკეთებული და არა მარტო შეღებილი, რაც ძალიან აზიანებს ქალაქის იერსახეს“, - განაცხადა კალაძემ.

მანვე ყურადღება გაამახვილა დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემზე.

„რამდენიმე კომპანიაა, რომელიც ასეთ შენობა-ნაგებობებს ფლობს. მათ გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნათ. სერიოზული ზიანი მიადგათ იმ ადამიანებსაც, ვისაც ავანსი ჰქონდათ გადახდილი და ამ საკითხზე ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიწყებთ მუშაობას და ჩამოვაყალიბებთ გეგმას, როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება“, - აღნიშნა ახლმა მერმა.

მისივე თქმით, ხრუშოვკების ჩანაცვლების პროექტი მის სამოქმედო გეგმაშია და ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს დრო და დრო გააცნობს საზოგადოებას.

შეიძლება ითქვას ამჟამად თბილისში ურბანული კრიზისია, რაც ახლო მომავალში დრამატულად გაუარესდება. ქალაქის ცხოვრება თითქმის მთლიანად თავისუფალ ბაზარსაა დაქვემდებარებული! სიტუაციას ვერ ცვლის კონკურსის შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგებიც.

ყველაზე დიდი ცვლილება თბილისმა საბჭოთა კავშირის არსებობის დროს (1921-1991 წწ) განიცადა. საბჭოთა პერიოდში თბილისის განვითარების სამი გენერალური გეგმა იქნა მიღებული: 1934, 1954 და 1972 წლებში. ეს უკანასკნელი მიღებულ იყო 2000 წლამდე მოქმედების ვადით, თუმცა მან ფაქტობრივად 2009 წლამდე იმოქმედა. მას შემდეგ ქალაქი ქაოსურად ვითარდებოდა.

მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმაზე მუშაობა მხოლოდ 2017 წელს დასრულდა და დედაქალაქის მერიას 13 ნოემბერს ჩაბარდება. იგი დასამტკიცებლად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალ შემადგენლობას წარდგინება.

„სითი ინსტიტუტი – საქართველოს“ დირექტორის მამუკა სალუქვაძის თქმით, გენგეგმის პროექტის მომზადება 2 მლნ 800 ათასი ლარი დაჯდა, თუმცა, დამკვეთი თანხა სრულად მას შემდეგ გადაიხდის, რაც დოკუმენტი საბოლოოდ დამტკიცდება. მისი თქმით, თბილისის ახალი მთავრობა მიიღებს მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც იქნება დედაქალაქში არსებული მწვავე პრობლემების მოგვარებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი, მათ შორის, მოგვარდება ქაოსური მშენებლობების პრობლემა და ის გარკვეულ რეგულაციას დაემორჩილება.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია კი აცხადებს, რომ თბილისს კონკრეტული, ერთიანი ურბანული პოლიტიკა ექნება.

„ცვლილებები არის მშენებლობის გამარტივების მიმართულებით, მაგრამ დეველოპერებმა უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები შენების პროცესში. ყველა პრინციპული მიდგომა, რა თქმა უნდა, შენარჩუნდება. თბილისს საშუალება მიეცემა შექმნას, განავითაროს სამშენებლო პოლიტიკა და მოახდინოს მისი იმპლემენტაცია. თბილისს კონკრეტული, ერთიანი ურბანული პოლიტიკა ექნება“, - განაცხადა გახარიამ.

ნანახია - 359

natali

2017-11-10 20:18:36

ეს მშენებლობები სულ კანონიერია? როგორ, როდესაც ერთი კორპუსის საკადასტრო კოდის ქვეშ გაერთიანებულია რამდენიმე კორპუსი და მერე ეს დარჩენილი კოდები ჩნდება იქვე ახლომახლო და ახალი კორპუსებია იქ აშენებული. თაღლითური სქემებია მოფიქრებული და გამოძიებაც არ უნდა, დახედეთ გმირთა მოედანზე საკადასტრო რუკას და ერთი დახედვითაც ეტყობა რა ხდება. და მთელ ქალაქში რამდენია ალბათ ასეთი.





თითოეული კორპუსის ცნობა-დახასიათება დევს არქივში. წერია რამდენ სართულიანია, რამდენ სადარბაზოიანია....ხოდა ერთ საკადასტრო კოდზე რომ წერია 5 სართულიანი, 2 სადარბაზოიანი და უცებ რომ ამ კოდზე 4 სადარბაზოიანი 2 კორპუსი ჩნდება, ამის გამოძიებას დიდი ამბავი უნდა?
სულ მიკვირდა რა წარამარა ცვლიან მისამართებს მეთქი. აი ამიტომაც ცვლიდნენ, რომ მერე თავგზა აბნეოდა ხალხს.

თუ დაინტერესდება კალაძე, მივალ და სულ დავულაგებ სად რა არის ნამაიმუნარი. თანაც არც ხელფასი მინდა და არც პრემია. ისე, უხელფასოდ ვიმუშავებ

ანდა ავტოფარეხებზე რომ გაუკეთეს ხალხს, (ნაცებს, თორემ არანაცებს დაუნგრიეს:)))წითელი ზოლი და დაუკანონეს, და ის ხალხი მანქანას მაინც ქუჩაში აყენებს, იმ ავტოფარეხში მაღაზია რომ აქვს გახსნილი და გაქირავებული, ეს ნორმალურია? აღარ დარჩება მანქანის გასაჩერებელი ადგილი, აბა რააა. და თან ზოგან ეს ავტოფარეხები ქუჩას ავიწროვებს. არაა ახლა ასეთი ავტოფარეხი მაღაზიები დასანგრევი???

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80