საჭიროა თუ არა სასკოლო სახელმძღვანელოებში არსებითი შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა?
დაიჯესტი

საჭიროა თუ არა სასკოლო სახელმძღვანელოებში არსებითი შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა?

საჭიროა თუ არა სასკოლო სახელმძღვანელოებში არსებითი შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა?
"რეზონანსი"

2017-11-10 12:56:26

"მინდა, საზოგადოებას ვამცნო დიდი სიხარულით, რომ რეალურად ხდება შინაარსობრივი ცვლილება სახელმძღვანელოებში, რომლითაც ჩვენი შვილები ისწავლიან," - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განათლებისა და სპორტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს შეეძლება, სახელმძღვანელოების შინაარსის დახვეწაში მონაწილეობა მიიღოს. "ახალი სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესი დაწყებულია. ჩვენ, განათლების სამინისტროსთან ერთად, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ შეძლებს საზოგადოების თითოეული წევრი, მიიღოს მონაწილეობა ახალი თაობის სახელმძღვანელოების შემუშავებასა და დახვეწაში. აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადავალთ შინაარსობრივი პროცესის და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინისტროს", - განაცხდა მარიამ ჯაშმა", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, საჭიროა თუ არა სასკოლო სახელმძღვანელოებში არსებითი შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა?

"სასკოლო ცხოვრებასთან არ ვარ დაკავშირებული, ამიტომ ამ საკითხზე ვერ გიპასუხებთ. არ ვიცნობ ამ სახელმძღვანელოებს", - აღნიშნავს ფილოლოგი ლევან ღვინჯილია

"ჩვენი სასკოლო სახელმძღვანელოები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ხელისუფლების შეცვლასთან ერთად იცვლება წიგნებიც. პროფესორებს არანაირი ყურადღება არ ექცევა. განათლებაში იმის მიხედვით შედგება სახელმძღვანელოები, რა გემოვნებაც აქვს სასკოლო კომისიას. ხოლო მისი გემოვნება, როგორც ვხედავ, 20 წლის განმავლობაში არის ყოვლად გაუმართლებელი. რომ ნახოთ ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოები, გული აგერევათ. ჩვენ ხომ უნდა გავზარდოთ ეროვნული მოქალაქე, ფენომენი, ეს საქმე ლიტერატურამ უნდა გააკეთოს სხვა ზნეობრივ აღზრდასთან ერთად. ჩვენი სახელმძღვნელოები კი, პირიქით, გავსებულია ისეთი არალიტერატურული ცდებით, რომ ამით თვითონ უცხოელებიც შეშფოთდებიან. ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, რეზო ინანიშვილის ადგილი ჩვენს სახელმძღვანელოებში დაიკავა ვიღაც გაუგებარი უმწიფარი მწერლების ნაწარმოებებმა. ამიტომ მივესალმები, თუ მართლა მოხდება რეფორმა. თუმცა მე პირადად არ მჯერა, რადგან ასეთი დაპირება პირველი არ არის", - აცხადებს მწერალი რეზო მიშველაძე

"სასკოლო წიგნებს არ ვიცნობ, ამიტომ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. მაგრამ ცვლილებას გააჩნია - ვინ შეცლის, რას და საითკენ წავა ეს ყველაფერი.

ზოგადად კი, ცვლილება ყოველთვის საჭიროა, ცხოვრება წინ მიდის, ეპოქა იცვლება და შეუძლებელია, ბავშვს ასწავლო იმავე წიგნებით, რითიც სწავლობდნენ 20-30 წლის წინ. მეცნიერება წინ მიდის, ვითარდება, ამიტომ შეიძლება თანამედროვე ელემენტების შეტანა. საბჭოთა დროს ისეთ ლიტერატურულ ძეგლებს გვასწავლიდნენ, რომელიც იმ იდეოლოგიას პასუხობდა, ძალიან ბევრი მხატვრული ნაწარმოები კი კლასგარიშედ წავიკითხეთ. ასე, რომ ცვლილება საჭიროა, მაგრამ რა ნაწარმოები ჩანაცვლდება და რითი, ვინ წყვეტს ამას, აი, ეს არის ახლა მთავარი. ადრე თქვეს, გოგებაშვილი უნდა შევცალოთო და ისეთი სახელმძღვანელო გამოუშვეს, ამას ისევ გოგებაშვილი ჯობია. არის რაღაც ფუნდამენტური, რომელიც არ უნდა შეიცვალოს, მაგალითად, დედაენა", - მიიჩნევს მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე

ნანახია - 195

კატრინა

2017-11-13 17:08:29

მე არ ვიცი,რომელ საბჭოთა ლიტერატურას გულისხმობს ქალბატონი რუსუდანი,მაგრამ მე კარგად მახსოვს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები როგორ გვასწავლიდნენ ქართულ მწერლობას. ეს არის დღეს მნიშვნელოვანი,რომ პედაგოგი იყოს პედაგოგი,და არა ხელფასზე მეოცნებე დილეტანტი.ამერიკული სკოლა, ბრიტანული სკოლა ვერ აღზრდის ეროვნული სულისკვეთების თაობას,რომელიც შემდეგ თავის სამშობლოში გადაწყვეტს მოღვაწეობას. ქართული მწერლობის შესწავლით ვიღებთ ქართულ ცნობიერებას,სხვა რამ ჯერ არ გამოუგონიათ და "აი ია" არის ფუძე ეროვნული ცნობიერების.რატომ ვიგონებთ ველოსიპედს,როცა ის უკვე გამოგონებულია!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80