„ეროვნული ბანკის პოზიცია არასანდოა“ - ირაკლი ბერძენაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე
დაიჯესტი

„ეროვნული ბანკის პოზიცია არასანდოა“ - ირაკლი ბერძენაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე

„ეროვნული ბანკის პოზიცია არასანდოა“ - ირაკლი ბერძენაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე
„კომერსანტი“

2017-11-04 12:28:33

„არვიცი, რა ფუნდამენტურ საკითხებზე საუბრობს ეროვნული ბანკი, დაასახელოს ზოგადად, რატომ უფასურდება ვალუტა და თუ მას აქვს ბერკეტები, გაუფასურება შეაჩეროს“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან“ ერთად „არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის თავმჯდომარემ“ ირაკლი ბერძენაძემ განაცხადა.

როგორც ბერძენაძე განმარტავს, ეროვნულმა ბანკმა მოსახლეობას, ბიზნესს და ინვესტორებს უნდა აუხსნას, რა ხდება და უახლოეს პერიოდში როგორი მოლოდინები უნდა ჰქონდეთ მათ.

„ეროვნული ბანკის განმარტებები ბოლო პერიოდის განმავლობაში არის ძალიან განსხვავებული. რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  ისინი მოკლევადიან რყევებზე არ აკეთებენ კომენტარს, ამის შემდგომ შეცვალეს პოზიცია და გააკეთეს განმარტება. ჩემთვის ეროვნული ბანკის განმარტებები, როდესაც გაუფასურებულ ლარს ვხედავ, არასანდოა. არ ვიცი, რა ფუნდამენტურ საკითხებზე საუბრობს ეროვნული ბანკი, დაასახელოს ზოგადად, რატომ უფასურდება ვალუტა და თუ მას აქვს ბერკეტები გაუფასურება შეაჩეროს.

ეროვნულმა ბანკმა მოსახლეობას, ბიზნესს და ინვესტორებს უნდა აუხსნას, რა ხდება და უახლოეს პერიოდში როგორი მოლოდინები უნდა ჰქონდეთ მათ“, - აღნიშნა ირაკლი ბერძენაძემ.

მისი აზრით, ლარიზაციის პროგრამიდან 11 თვე გავიდა და შედეგი არ არის. ბერძენაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლება კურსს ხელოვნურად არ დაიჭერდა.

„საქართველოს ძლიერი ეკონომიკა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ლარიზაციის პროგრამა სახელმწიფომ დაიწყო, მან ის ეფექტი ვერ მოიტანა, რაც ვალუტის გამყარებას შეუწყობდა ხელს. ლარიზაციის პროგრამიდან 11 თვე გავიდა და შედეგი გარკვეულწილად უნდა დაგვენახა. რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგი ექნება ლარიზაციას გრძელვადიან პერიოდში, ამის თქმა რთულია. თუ იციან მთავრობასა და ეროვნულ ბანკში, რა პერიოდში ექნება ამას შედეგი, მაშინ დაგვისახელონ.

ხელისუფლებას არ სჭირდება ის სიტუაცია, რაც დღეს ქვეყანაშია შექმნილი, ამიტომ კურსს ხელოვნურად არ დაიჭერდა. მე სახელმწიფოს ნაკლებ პასუხისმგებლობას დავაკისრებდი. ეს ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკის ბრალია“, - განმარტა ბერძენაძემ.

როგორც „არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის თავმჯდომარე“ აცხადებს, „ლარის კურსი ეცემა და ეროვნული ბანკი ჩუმად არის. ჩემთვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრება იყო გაბუტული თანამდებობის პირის პოზიცია მაშინ, როდესაც მან პირველად განაცხადა, რომ მოკლევადიან რყევებზე კომენტარს არ გააკეთებს. 

შესაბამისად ისმის კითხვა, რა პასუხს გაგვცემს ეროვნული ბანკი თუ კურსი 2.7-ს გადააჭარბებს? ჩემი ვარაუდია, რომ ერთი დოლარის ღირებულება 2.7 ლარის ნიშნულს გადასცდება, რის შემდგომაც სტაბილიზაცია დაიწყება. ეროვნულ ბანკს მოუწევს მოახდინოს ინტერვენცია, რადგან სხვა გამოსავალი არ ექნება,“ — განაცხადა ბერძენაძემ.

 

ნანახია - 238

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80