ვის ჩაანაცვლებს ნარმანია - ჭანტურიას თუ შარვაშიძეს?
საზოგადოება

ვის ჩაანაცვლებს ნარმანია - ჭანტურიას თუ შარვაშიძეს?

ვის ჩაანაცვლებს ნარმანია - ჭანტურიას თუ შარვაშიძეს?
თამთა ქარჩავა

2017-10-12 12:30:42

ლადო ჭანტურია -120 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 54, ოთარ სიჭინავა - 5 ხმა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სტრასბურგში ევროსასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია გახდა. როგორც ცნობილია, გასულ კვირას სია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, არც ერთი კანდიდატურა არ ჩავარდნილა, თუმცა რეკომენდაცია ლადო ჭანტურიას გაუწიეს.

გერმანიაში საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი ელჩი, ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოში მუშაობას 2018 წლის იანვრიდან, ფიცის დადების შემდეგ შეუდგება. ჭანტურია ნონა წოწორიას ჩაანაცვლებს. ქვეყნისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენის ეს უკვე მესამე მცდელობა იყო.

წინა ორ შემთხვევაში სტრასბურგის სასმართლოს მოსამართლეთა ამრჩევმა კომიტეტმა სამივე კანდიდატი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდე ბარამიძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გიორგი ბადაშვილი დაიწუნა.

სტრასბურგის სასამართლოზე წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურის ჩავარდნაში იუსტიციის მინისტრი ოპოზიციას და ომბუდსმენს ადანაშაულებდა. თეა წულუკიანი პოზიციას არ იცვლის და აცხადებს, რომ პირველი სიის ჩავარდნა იმ გაუგონარი პროცესების შედეგია, რომელიც ქვეყნის შიგნით და სტრასბურგში, ძალიან ბევრი ადამიანის მონაწილეობით მიმდინარეობდა.

„ისინი გუშინაც კი, საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრის პარალელურად მუშაობდნენ, მაგრამ საქართველოს ღირსეულმა კანდიდატებმა და ღირსეულთა შორის ღირსეულმა გუშინ აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო ევროპელი დეპუტატების“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის ბრალდებას არ იზიარებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, რომლის განცხადებით, რომ არა მისი და არასამთვარობო სექტორის, მათ შორის სახალხო დამცველის მცდელობა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის მანტიას ევა გოცირიძე მოისხამდა.

„ბევრს ვფიქრობდი წავსულიყავი თუ არა სტრასბურგში და გამეპროტესტებინა თუ არა იგივე ფორმით მოსამართლის არჩევა, რაც გავაკეთე ევა გოცირიძის შემთხვევაში, მაგრამ ვინაიდან ბატონი ლადო არ ჰგავს ევა გოცირიძეს და არ წარმოადგენს რიგით მურუსიძეს საქართველოს კიდევ ერთი სირცხვილი არ ვაჭამე და სტრასბურგში აქციების გასამართავად არ წავედი. მე და ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს რომ არ გვებრძოლა ლადო ჭანტურიას ნაცვლად გვეყოლებოდა ევა გოცირიძე. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ლადოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ქალბატონმა წულუკიანმა კი იმდენად სამარცხვინო პროცესი ჩაატარა კანდიდატების შერჩევის დროს, ჩემი მეხსიერებიდან ეს სამარცხვინო პროცესი დიდი ხნის განმავლობაში არ წაიშლება“, - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.

სტრასბურგში ევროსასამართლოს მოსამართლეს ლადო ჭანტურია, რომელიც ამ დრომდე გერმანიაში საქართველოს მოქმედი ელჩია, სტრასბურგის სასამართლოში უფლებამოსილების შესრულებას 2018 წლის იანვრიდან შეუდეგბა. შესაბამისად, ვაკანტური ხდება გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლადო ჭანტურია შესაძლოა თბილისის მოქმედმა მერმა დავით ნარმანიამ ჩაანაცვლოს. შეგახსენებთ, რომ for.ge საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ სექტემბრის თვეში წერდა იმის შესახებ, რომ დავით ნარმანიამ, შესაძლოა, მოღვაწეობა დიპლომატიურ ასპარეზზე გააგრძელოს. თუმცა, როგორც ირკვევა ნარმანიასთან დაკავშირებით ხელისუფლებაში კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

არსებული ინფორმაციით, დავით ნარმანიას კანდიდატურა ასევე განიხილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე, რომელიც ძალიან მალე ისევ ვაკანტური გახდება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ თსუ-ს რექტორის კაბინეტში დავით ნარმანია ვიხილოთ. რაც შეეხება მოქმედ რექტორს გიორგი შარვაშიძეს, როგორც for.ge-ს წყარო ამბობს, ის მოღვაწეობას აშშ-ში გააგრძელებს.

მინისტრთა კაბინეტის წევრები არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობა, შესაძლოა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაიკავოს. საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, გერმანიაში საქართველოს ელჩის კანდიდატურაზე განხილვები ჯერჯერობით არ დაწყებულა.

„ლადო ჭანტურია ჯერ კიდევ არის ელჩი გერმანიაში. მისი არჩევა მხოლოდ და მხოლოდ გუშინ მოხდა. შესაბამისად, ეს არის პროცესი, რომელიც საჭიროებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ასევე პარტნიორებთან, ვგულისხმობ გერმანიასთან კონსულტაციებს წარდგენის შემდეგ. როდესაც დასრულდება ეს პროცესი, ამის შესახებ ყვეელა ინფორმირებული იქნება. განხილვები დაწყებული არ არის“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ნანახია - 1530

ვახმეეე

2017-10-12 13:43:39

გასაოცარია და გაუგონარი ამბავია, რა დააშავა ბოლოსდაბოლოს ამ ქვეყანამ? ვის მოსდის თავში ჩვენი საზოგადოების ასეთი შეურაცხყოფა, რომ ეს "კაცი" შეიძლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გახდეს? ანდა საქართველოს ელჩი (ანუ მთავარი სახე) ისეთ უდიდეს ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა? ბოლოსდაბოლოს რა ხდება, ვინ იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს და რა კრიტერიუმებით, გაგვაგებინეთ თუ შეიძლება? იმედი მაქვს, ეს ნიუსიც ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფი აღმოჩნდება.

ფხიზელი

2017-10-12 19:04:05

"ვახმეეე" :)))
თქვენ დიდხანს გაცოცხლოთ ღმერთმა, მაგრამ მე რომ ვერ მოვესწრები ამ თქვენს კითხვებზე გაცემულ პასუხს, ეს ნაღდად ვიცი :)

serapina

2017-10-12 20:38:25

ვახმეეე,
ხალხი,უკვე ულოცავს ნარმანიას და ვნახოთ.
ჰო, ისე გერმანიაში მცხოვრებ ქართველებისათვის,მაინც არაფერი შეიცვლება...
უმეტესობა, ვერც გაიგებს/იგრძნობს, რომ ცვლილება მოხდა.

...ვისაც ჭირდება იმას ვგულისხმობ, თორემ პირადად ჩემთვის, სულ ერთია,ვინ სად იქნება!

-არა,მაინც არაა სულ ერთი...
ცუდი დასანახია ეს გაუმაძ/ღარი ქართველი ჩინოვნიკები და ღვთის ანაბარა დარჩენილი სასოწარკვეთილი ქართველები ერთად,ამოდენა გერმანიაში!
პრინციპში, საქართველოშოც იგივე არაა?!უბრალოდ,შინ არავინ დაგვცინის...

ვახმეეე

2017-10-13 18:58:00

"ფხიზელი"
თქვენც დიდხანს გაცოცხლოთ ღმერთმა, რომ ოდნავ უკეთესობისკენ შეცვლილი საზოგადოებას, ხაზს ვუსვამ, საზოგადოებას და რა ზოგადად ქვეყანას, მოესწროდ.

"სერაპინა"
კარგია, რომ გამოასწორედ, რასაკვირველია არაა სულერთი. და ეს ამბავი სამწუხაროდ მარტო ნარმანიას არ ეხება, არ ჩამოვთვლი ახლა, შორს წავალთ. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრი მაინც განსაკუთრებულად სწორად შრჩეულია კადრია, აა?!აბა ესაა ქვეყნის სახე, აი!

tngh

2017-10-13 22:01:44

პატივცემულო "ვახმეეე" და სხვებოც!!! ბ-ნი დავით ნარმანია არის უაღრესად პატიოსანი, წესიერი და საქმის მცოდნე პროფესიონალი, თანაც თავმდაბალი კაცი. ელისაშვილის დილეტანტ-პოპულისტობა და მისი ჭორიკნული ლექსიკა სულ მალე ისტორიას ჩაბარდება, ხოლო ნარმანია კი დარჩება უახლოეს ისტორიაში ქალაქის საუკეთესო მერად. იმედია, მომავალი ქალაქის მერი უკეთესი იქნება და არანაკლებ სასარგებლო საქმეებსაც გააკეთებს, ზოგიერთების გულის გასახეთქად...

დანიანი

2017-10-13 23:13:00

http://photo.ambebi.ge/pictures/ex350x0x1x80/1286db0b2d.images.new_photo.mozaika.sxvadasxvaaxali.davit-narmania-1111111.jpg

serapina

2017-10-14 00:06:23

ნუ,გადამრევს ეს ხალხი!
ყველა წესიერ,პატიოსან, უნიჭიერეს, "თანამდებობაში მზარდ გენიოსს"(სუფთა ქართული ფენომებია!), საქართველოში მოუყრია თავი... და ჩვენ უმადურებს,ვერა გაგვიგია რა!

აბ, ქვეყანა რატომ დაგვემხო თავზე, ასეთების პატ/რონს,ჰა?
კარგით რა, მართლა ფულს გიხდით ვინმე აქ წერაში, თუ გულწრფელად გჯერათ, რასაც ამბობთ?!

serapina

2017-10-14 00:07:08

ფენომენია...უნდ იყოს.

ფხიზელი

2017-10-15 00:03:56

"ვის ჩაანაცვლებს ნარმანია - ჭანტურიას თუ შარვაშიძეს?"

- კვირიკაშვილს!
(მერობისთვის არც უნდა მოეცდინათ ამხელა კაცი!).

პ.ს.
tngh, ხუმრობ?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80