„პანორამა თბილისის“ შესახებ უნდა ისაუბრონ სპეციალისტებმა, რომლებიც დღეს ელიავას ბაზრობაზე უნდა მოიკითხონ“
ეკონომიკა

„პანორამა თბილისის“ შესახებ უნდა ისაუბრონ სპეციალისტებმა, რომლებიც დღეს ელიავას ბაზრობაზე უნდა მოიკითხონ“

„პანორამა თბილისის“ შესახებ უნდა ისაუბრონ სპეციალისტებმა, რომლებიც დღეს ელიავას ბაზრობაზე უნდა მოიკითხონ“
მანანა ნოზაძე

2017-10-11 19:30:34

„პანორამა თბილისის“ შესახებ უკვე იმდენი აზრი გამოითქვა, რომ აშკარაა, ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს. პოლიტიკოსები პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებენ ამ თემას, თუმცა ჩუმად არიან ის ადამიანები, რომელთაც სამშენებლო სფეროში თავისი სიტყვა ეთქმით. გამონაკლისია არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ამ პროექტს თავიდანვე დაუჭირა მხარი, რადგან „არ შეიძლება, კარგ საქმეს ცუდი დაარქვან“.

რაც შეეხებათ სხვა სპეციალისტებს, ისინი ამ თემაზე საუბრისგან ან თავს იკავებენ, ან აცხადებენ, რომ არ იცნობენ აღნიშნულ პროექტს. წესით, ამ პროექტის მესვეურთა ინტერესში უნდა იყოს, „პანორამა თბილისის“ ჩანაფიქრი უფრო ფართოდ წარუდგინონ საზოგადოებას. ასეთ შემთხვევაში, კითხვებიც ნაკლები დარჩება და მავანნიც პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის არ გამოიყენებენ ამ თემას.

მშენებლობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, „თბილმშენის“ ყოფილი დირექტორი ომარ კიკნაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომპანორამა თბილისს“, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პროექტს, გეოლოგების, გეოფიზიკოსების, სეისმოლოგების დასკვნა სჭირდება და დღეს ამ დარგის სპეციალისტები ელიავას ბაზრობაზე „შურუპებს“ ყიდიან. ევროპაში სახელგანთქმული ზავრიევის ინსტიტუტი კი მიხურა სააკაშვილმა.

რაც შეეხება თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, ომარ კიკნაძის აზრით, თაბორის მთაზე, ამ მთა-ხრიოკზე კაცი თუ რამეს გააკეთებს, სად წაიღებს? ეს თბილისისთვის კარგი გადაწყვეტილება იქნება. პუშკინის სკვერთან მიმართებით კი ომარ კიკნაძეს ცოტა ეეჭვება. მისი მოსაზრებით, როდესაც იმ ტერიტორიაზე, ცეკავშირის ადგილზე სასტუმროს აშენებდნენ, მაშინ უნდა ეფიქრათ პარკინგზე. დღეს კი იქ ისტორიული სკვერია მოწყობილი, გაივლი, ხანში შესული ხალხი ზის, გამოივლი, ბავშვები სხედან. ამიტომ თბილისს თუ ამოაცლი ამ ადგილს, ის უთუოდ დააკლდება. თუკი სხვა ადგილს გადააკეთებ ევროპულად, ისიც დააკლდება, რადგან თბილისი თბილისია და აქაურ მაცხოვრებლებსაც და ტურისტებსაც თბილისის ნახვა სწყურიათ და არა - მიწისქვეშა პარკინგების ხილვა.

„ტერასულ განაშენიანებას ვემხრობი. თუ ვინმე სახურავზეც გააშენებს სკვერს, ამასაც მოვიწონებ. ევროპაში 30 კვ. მეტრი გამწვანება მოდის ერთ სულ მოსახლეზე, თბილისში კი მხოლოდ 3 კვადრატულია. ეს მაშინ, როცა 20 წლის წინ 12-15 კვადრატული მეტრი იყო. რატომღაც ახლა გახდა 3 კვადრატული, რადგან ვიღაცამ ამით ფული იშოვა. ხომ გახსოვთ, რა ამბები ატყდა ყაზბეგის პროსპექტზე 50 წლის ფიჭვები რომ მოჭრეს შუაღამისას? რა უნდა ელაპარაკო ამისთანა ერს? თუ ვინმე რამეს გააშენებს და ამით ძველი არ დაინგრევა, ამას ყველა უნდა მიესალმოს. თუ ეს სეისმურ, მეწყერულ პროცესებს შეუწყობს ხელს, ესეც უნდა ვიცოდეთ. მაგრამ ეს ქუჩაში მიკროფონით ხელში კი არ უნდა იძახოს ვიღაცამ, არამედ ამის შესახებ უნდა ისაუბრონ სპეციალისტებმა, რომლებიც ელიავას ბაზრობაზე უნდა მოიკითხონ“, - აღნიშნა ომარ კიკნაძემ.

ტექნოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ორგანიზაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ, სამწუხაროდ, „პანორამა თბილისის“ ჩანაფიქრს არ იცნობს, რადგან, ალბათ, არც არის გასაჯაროებული ეს პროექტი. უბრალოდ, ტელევიზიიდან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს იმაზე მეტი სართულები ემატება ამ პროექტს, ვიდრე ეს ადრე იყო ჩაფიქრებული. საუბარია ცეკავშირის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე. ამიტომ ეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უშუალო მოვალეობაა, რადგან არ შეიძლება, სამშენებლო ნებართვა გაცემული იყოს ისე, რომ საბოლოო პროექტი არ იყოს დასრულებული.

რაც შეეხება თაბორის მთას, ანზორ საკანდელიძეს აცხადებს, რომ გაუჭირდება ასე ფრაგმენტულად ამხელა მშენებლობის შეფასება. ამიტომ დასრულებული სახით მშენებლობის პროექტს როცა წარმოგვიდგენენ, მაშინ შეეძლება კომენტარის გაკეთება.

ნანახია - 1017

arichopra 2

2017-10-11 22:28:33

მაგარია, უმაგრესია! ამის აშენებამდე ნაღდად არ მოვკვდები! ეს უნდა ვნახო, ეს სასწაული იქნება! მერე იქნება ღამის დარაჯობას ან სულაც შუქურის მორიგეობასაც კი გამოვკრა ხელი?! )

natali

2017-10-11 23:28:11

http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=66&id=13572

papa

2017-10-11 23:53:10

სათაური აქვს 100% --იანი
ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი სპეციალისტია(ინჟინერი) იქ ისეთი, თავის დარგში რომ ბრდღნიდნენ ყველაფერს
მშენებლი ვარ(ყოფილი). მეც ბევრი მინახია იქ ისეთი ხალხი, რომ... უბრალოდ გული მტკენია..უნდა იყენებდეს იმ ხალხს ქვეყანა.
მერე ისინი რომ აღარ იქნებიან, ინგლისურის მასწავლებლებივით ჩამოიყვანენ კონგოდან ან ზიმბამბვედან ვიღაცა კომპიუტერზე გაზრდილ ვითომ სსპეციალისტებს და იტყ/ვიან პირველად საქართველოშიო...
არადა აშენებს დღეს .......ყველა....... გარდა მშენებლებისა!!
იმიტომაცა სჭირს თბილისს ეს უბედურება.

natali

2017-10-12 00:14:33

იმისთანა საინჟინრო სკოლა გვქონდა, გეპეი და მოსპეს, დღეს საქართველოში ყველა იურისტი ან ჟურნალისტია, მაგათ უნდა ააშენონ ქვეყანა?:)))))))))) ძველი ინჟინრები კი...მართლა ელიავაზე დგანან((((((

ცუგო

2017-10-12 11:02:08

ზოგი ექსპერტი, საკრებულოს, ამ პროექტების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების დროს უწუნებს (მაგათი მოსაწონი ხომ არ არსებობს რამე), მე მგონია რომ პირიქით, დრო საუკეთესოდ შეირჩა:
1)საუკეთესო რეკლამა გამოვიდა, ასე უფრო გაიგო ხალხმა რამხელა საქმე კეთდება ქალაქისთვის და საქართველოსთვის, თორემ ჩაივლიდა დანარჩენი საქმეებივით, რაშიც 3 მილიარდი აქვს დახარჯული ივანიშვილს და უმადურები ვერ ხედავენ.
2)მეათასედ და ნათლად გამოჩნდა ნაცძირლების ტყუილი და უამრავი მანკიერი თვისება, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს...
3)...და მთავარი, სიკეთის კეთებას რა დროის შერჩევა უნდა?! ერთი მუჭა, მარაზმში გადასული ნაძირლების გამოხტომის შიშით, რატომ უნდა დაზარალდეს დროში გადადების გამო ამხელა საქმე?

arichopra 2

2017-10-12 11:31:03

აი ცუგოს ვეთანხმები! ასე ძმებო და დებო, სიკეთის კეთებისას ვიღაც გარეწარების შიში რატომ უნდა შემოგვეპაროს?!

papa

2017-10-12 12:20:02

მეც ვამბობ შარის თავიდან აცილების მიზნით ან ადრე ყოფილიყო ან მერე მეთქი

შიში რა შუაშია??
..ნაცები რომ პროვაკაციის ხელოვნებას უმაღ/ლეს დონეზე ფლობენ ეგ ახალიააა? მერე??
ის თინიკო რომ იქიდან,, სადაც იჯდა,, დემოკრატიულად ჩამოვარდნილიყო, ხომ ერთიანად აყაყანდებოდა მთელი დემოკრატიულ--ლიბერალური დასავლეთი??
მე თქვენ გეტყ/ვით და მაგათ დამცველებს ეს ჩვენი ბლუყუნა მთავრობა რამეს შეჰბედავ--შეჰკადრებდა....მარტო თავებს ჩაჰქინდრავდნენ და დემოკრატიის დარღვევას აღიარებდნენ.
აგე ტორი ამბობს..... ეგენი წვრილწვრილ პროვაკაციებს აგროვებენ, რომ მერე დიდ შარს გამოჰკრან ხელიო
რა ..... გასაკვირვიააა??
..ან პატრონები არ დაუჭერენ მაგაში ნაცებს მხარს თუ რააა? ვერა ხედაავთ დღემდე იმათ
ჩვენთვის ვერ უპატიებიათ, მიშა ფალავანი რომ გავუგორეეეთ?? დღესაც კი ნაცების ტყუილი რომ ამათ მართალს,,დემოკრატიულად,, სჯობნის, ვერც ამას ხედააავთ??
შიში რა შუაშია------ სიფრთხილეა საჭირო, სიფრთხილე
ის კიდევ რომ უმადურები დაინახავენო.....ვერა დაინახავენ ვერა!! იმათ გინდ წინ უქენი, გინდ უკან, გინდ კიდევ ხელის გულზე სუ ერბოკვერცხი შეუწვი....არადა ვსიო ....ეჭიდავე ეხლა იმათ
ხალხი დაინახავს ნაცების რაობას....სინამდვილეში ეგენი ვინც არიანო..
როგორ ნაცების რაობას, კიდევ ახსნა უნდააა? ვისაც მაგის ახსნა უნდა, იმას თუ გინდა შეეე.....კითხე, მაინც არაფერს არ გაიგებს, არაფერს. მაგ ავადმყოფებს მხოლოდ მიშა უნდათ, მიშა..... მორჩა და გათავდა
მაგათ მარტო მძ/ღრენიანი ჯოხივით უნდა ერიდო .....თუ არადა დემოკრატიული შარი და პრობლემები გარანტირებულია. როგორმე ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე მშვიდად უნდა მივიდეთ , რომ ეგენი საბოლოოდ დაიმარხონ საქართველოს ისტორიაში.
მაგათი ,,ოპოზიციაში,,ყოფნა ორნაირად უშლის დღეს ხელს საქართველოს--ჯერ ერთი თავიაანთი პროვაკაციებით მართალა უშლიან მთავრობას ხელს საქმეში(რასაც აკეთებენ) და მეორეც ამათ ბუა აღარ ეყოლებათ და ვეღარ დაიმალებიან.

ანდრეი

2017-10-12 13:24:56

არიჩოპრა2

რა მაგის პასუხია,და ,მეგობარო,დროა რომ ენით ალოკო ჩემი სახელოვანი პ.ე.ნ.ი.ს.ი)))))

tngh

2017-10-13 09:40:56

ნუთუ ძნელია იმის მიხვედრა, რომ "ნაც-ოპოზიციის" და მასთან მიტმასნილი დილეტანტ-პოპულისტების მიზანი ერთად ერთია: არაფერი ახალი არ აშენდეს, რადგან შემდეგ ხმამაღლა იყვირონ: "არაფერი არ კეთდება"... ხოლო მათთან ჩახუტებულ დილეტანტ-პოპულისტებს თუ დაუჯერა ხელისუფლებამ, რამოდენიმე წელში მთელი ძველი თბილისი თავზე დაგვენგრევა. ისედაც მათ დამჯერე და გადამკიდე ბევრ ოჯახს სახლი თავზე ემხობა. ესენი ყველა ინვესტორს "დააფრთხობენ"... ეხლა უკვე ბევრი ოჯახი ნანობს, რომ ინვესტორი გააგდეს... სამაგიეროდ ხელში ელისაშვილის ამბიციები შერჩათ...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80