„პატრიოტთა ალისიანსი აშკარად ჩამოყალიბდა პრორუსული პარტიად“
პოლიტიკა

„პატრიოტთა ალისიანსი აშკარად ჩამოყალიბდა პრორუსული პარტიად“

„პატრიოტთა ალისიანსი აშკარად ჩამოყალიბდა პრორუსული პარტიად“
თამთა ქარჩავა

2017-10-11 14:30:13

„ჩვენ დაბრუნებაზე ვსაუბრობთ, ჯოჯოხეთში რომ იყოს ჩასასვლელი, უნდა ჩახვიდე“, - ეს განცხადება დსთ-ს და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლეონიდ კალაშნიკოვთან შეხვედრის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გიორგი ლომიამ გააკეთა. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები რუსეთის დედაქალაქში ბოლო 3 თვის განმავლობაში უკვე მეორედ ჩავიდნენ.

მათ კრემლში ვიზიტამდე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა, ხოლო მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგის დაწყების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

„საქართველოს ანალიტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე აცხადეს, რომ წინადადებები, რომლითაც „პატრიოტთა ალიანსი“ გამოდის, ქვეყნისთვის შედეგის მომტანი არ არის.

for.ge გიორგი მუჩაიძეს ესაუბრა.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, „პატრიოტთა ალიანსისმეორე ვიზიტი შედგა აგრესორ სახელმწიფოში. გარდა პოლიტიკურისა, მოსკოვში ჩასვლის რა მოტივი აქვსპატრიოტთა ალიანსს“?

გიორგი მუჩაიძე: სავსებით ცხადია ის წინადადებები, რომლითაც „პატრიოტთა ალიანსი“ გამოდის, გნებავთ საქართველო-რუსეთის ფორმატის ჩამოყალიბება, თუნდაც, ორმხრივ ფორმატში წასვლა მოსკოვში და საუბარი ტერიტორიული მთლიანობის საკითზე, ეს არაფრის მომტანი არ არის. არსებობს ჟენევის საერთაშორისო ფორმატი, სადაც ჩართულები არიან ნატოს წევრი ქვეყნები, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, ამ ფორმატში ხდება მოლაპარაკება.

რაც შეეხება ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების და ურთიერთობების წარმოებას, ჩვენი დამოუკიდებლობის 26 წლის განმავლობაში ვნახეთ რა ხეირი მოგვიტანა რუსეთთან არსებულმა ამ ფორმატმა. ამხელა სახემწიფოსთან ჩვენ არ გვაქვს სახმედრო და დიპლომატიური პოტენციალით ორმხრივ ფორმატში თანაბარი კონკურენციის გაწევის საშუალება და სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღწევის შესაძლებლობა.

მიღწეულიც რომ იყოს, ვიცით, რომ რუსეთი არ არის იმ ხელშეკრულებების დამცველი და შემსრულებელი, რომელზეც თვითონ აწერს ხელს...

- რა თქმა უნდა. ამას ცხადყოფს 90-იან წლებში ჩვენი ურთიერთობა, დსთ-ში შესვლა და რუსეთის სამხედრო ბლოკში გაწევრიანება. ცხადია, რომ ყველაფერმა ამან ერთი ნაბიჯითაც წინ არ წაწია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და მით უმეტეს დეოკუპაციის გადაწყვეტის საკითხი. ნატოს საკითხიც, რომ არის განმსაზღვრელი, ესეც ცხადზე ცხადია. მაგრამ „პატრიოტთა ალიანსი“ ამბობს, რომ ნატოს თემა ჩვენი სიტუაციისთვის მხოლოდ გამაუარესებელიაო.

ისევ ჩვენს მაგალითზე რომ ვთქვათ, სამხედრო მოკავშირეები ვიყავით 90-იან წლებში და ნატოზე საერთოდ ხმას არ ვიღებდით, მაგრამ ამან რუსული აგრესიისგან არ იხსნა საქართველო...

- რა თქმა უნდა. ასევე თუ გადავხედვათ სხვა ქვეყნების მაგალითებს, დიდი ხანია მოლდოვა ნეიტრალურია, მაგრამ დნესტრისპირეთის პრობლემები არ მოგვარებულა და არანაირად არ შეუწყვია ხელი რუსეთს ამ პრობლემის მოგვარებაში.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ „პატრიოტთა ალიანსისთვისაც“ ცხადია, რომ საკითხის რუსეთთან ორმხრივ ფორმატში გადატანა, ან ამ აბსურდული არარეალისტური საქართველო-ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების ფორმატის შექმნა, არაფრის მომტანია ქვეყნის პრობლემების, მათ შორის დეოკუპაციის პრობლემის გადაჭრის კუთხით. სხვა რა მიზნები ამოძრავებს „პატრიოტთა ალიანსს“ ეს უკვე მეორე საკითხია.

ვფიქრობ, ცდილობდნენ ჩამოყალიბებულიყვნენ ნეიტრალურ პარტიად, არც რუსეთი და არც დასავლეთი, მაგრამ ცხადია, რომ ასეთი ნეიტრალიტეტი ჩვენნაირ რეგიონში და რუსეთის სამეზობლოში, გამორიცხულია, არ არსებობს. ნეიტრალიტეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული რომ იყოს, რუსეთი თავისივე ხელმოწერილი ხელშეკრულების შემსრულებელი არ არის.

1921 წელს საქართველოს დაპყრობა, მოლდოვას და უკრაინის მიმართ მისი მოქმედება, როდესაც ორივე სახელმწიფოს უარი ჰქონდა ნათქვამი ნატოში გაწევრიანებზე, ცხადყოფს რუსეთის რეალურ სახეს. ასე რომ, „პატრიოტთა ალიანსი“ აშკარად ჩამოყალიბდა პრორუსულ პარტიად. დაფინანსებას საიდან იღებს და როგორი გავლენები აქვთ, ამის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ლოგიკურად თუ გადავხედავთ, ჩანს პრორუსული ტენდენციები. იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსებას რუსეთისგან იღებენ, ეს უნდა გამოიძიოს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა.

პატრიოტთა ალიანსი“ და ნინო ბურჯანაძე გასულ კვირას პრორუსულ ნიშაზე დავობდნენ. ცივილიზებული მსოფლიო რუსეთს მოიხსენიებს, როგორც აგრესორ ქვეყანას, ქართულ ოპოზიციურ ფლანგზე კონკურენცია იმართება იმაზე, ვინ არის პირველი პრორუსული პარტია. საზოგადოება რომ შეცდომაში არ შევიდეს, ამისთვის რა კონტრზომები არის მისაღები?

- ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, პრესაში და ტელევიზიაში გამოსვლას, ცხადია, რომ ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი განწყობა და ინფორმირება. ერთ-ერთი პირდაპირი გამოხატულება და განაჩენის გამოტანა ასეთი პარტიებისთვის ხდება არჩევნების საშულებით, მაგრამ არჩევნებამდე აუცილებელია შესაბამისი ინფორმაციული გარემოს შექმნა.

ჟურნალისტური პროფესიონალიზმის პრობლემაც არის, როდესაც სათანადოდ არ ხდება პარტიების პლატფორმის, მათი რეალური მიდგომების გაშუქება. ხშირად ვხვდებით პოპულისტური სახის გადაცემებს, სადაც ძირითადად ორიენტირებულია პარტიებს შორის დაპირისპირების და სანახაობრივი ეფექტის მიღწევა, რომ მაყურებლის რაოდენობა გაზარდონ გადაცემის მიმართ და არა, ის, რომ რეალურად გამოავლინონ ამა თუ იმ პარტიის რეალური არსი, მათი ორიენტაცია - პრორუსული იქნება, თუ პროდასავლური.

ასეთი გარემოს არარსებობის პირობებში, საზოგადოების ნაკლებად განათლებულ ნაწილს უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ემზარ კვიციანი, რომ მოხვდება პარლამენტში, საერთოდ, რაღაზეა საუბარი?! ადამიანი ამდენი ხანი გადასახლებული იყო რუსეთში და იქიდან აკეთებდა ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს, მიკედლებული იყო ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებას.

პრორუსული ძალების წინააღმდეგ მარტო საზოგადოებრივი პროტესტი და იგნორი არ არის საკმარისი. როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს დონეზე უნდა იყოს აყვანილი პრორუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლა?

- რუსეთის პროპაგანდის გასანეიტრალებლად სახელმწიფო ერთ კაპიკსაც არ ხარჯავს. არა აქვს სამოქმედო გეგმა, მესიჯების საკორდინაციო სისტემა და აქედან გამომდინარეა ეს ყველაფერი. საზოგადოებას და მედიას სერიოზული ბერკეტები აქვს. მედია არის მეოთხე ხელისუფლება. ასევე საზოგადოებრივი აზრის შექმნის კუთხით, საზოგადოებასაც ძალიან დიდი გავლენა აქვს მთავრობაზე შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით.

ასე რომ, მედიას და საზოგადოებას ძალიან დიდი წნეხის და გავლენის საშუალება აქვთ. ორმხრივ მოლაპარაკებაში ოკუპანტთან (რომელსაც ამხელა ძალაუფლება და სამხედრო პოტენციალი გააჩნია), რომ ვერ მოხდება ტერიტორული მთლიანობის საკითხის გადაწყვეტა, ეს ბევრისთვის ცხადზე ცხადია.

ბოლოს და ბოლოს აბაშიძე-კარასინის ფომატმაც დაადასტურა, რომ ერთი ნაბიჯით წინ არ წასულა საქმე ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. არ მომხდარა არანაირი გარღვევა. პირიქით, ბორდერიზაციის პროცესი გააქტიურდა, რეგულარულად იტაცებენ მოქალაქეებს. ნელ-ნელა წინ მოიწევს ოკუპაციის ხაზი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიებისაკენ. საერთაშორისო მხარდაჭერისა და ჩართულობის გარეშე ორმხრივ ფორმატში რუსეთთან საუბარი, არაფრის მომტანი არ არის.

საინტერესო წინადადებით გამოდის რუსეთიდან დაბრუნებულიპატრიოტთა ალიანსისწევრი გიორგი ლომია. კერძოდ, ვინც მათ ხელს შეუშლის აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებაში, ყველა გამოცხადდეს, როგორც მოღალატე და ყველაზე სისხლის სამართლის საქმე იყოს აღძრული. რა უფლებამოსილება და ბერკეტები გააჩნიათ, როდესაც ოკუპანტ სახელმწიფოსთან საუბრობენ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე?

- ეს არის ხმამაღალი პოპულისტური განცახდებები, რომელიც მიზნად ისახავს ელექტორატის გარკვეული ნაწილის ხმების მოზიდვას თავისი პარტიისათვის. ფიქრობენ, რომ ასეთი პოპულისტური „ურაპატრიოტული“ განცხადებებით განიმტკიცებენ თავიანთ ელექტორატს და შესაბამის პოლიტიკურ დივიდენდებს მიიღებენ.

რაც შეეხება თვითონ დასჯადობის არსს, თავიანთი ქმედებებით, სწორედ, რომ ეწინააღმდეგებიან ჩვენი ტერიტორიული მთლინობის და სუვერენიტეტის აღდგენას. საუბრობენ ორმხრივ ფორმატში აგრესორთან, რომელთანაც ორმხრივმა საუბარმა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიღებული გამოცდილებით, მხოლოდ უარყოფითი გავლენა მოგვიტანა და არანაირი დადებითი შედეგი არ მოუტანია. იმედი მაქვს, რომ მათი ინიციატივა, თუ წინადადება არ გავა, ხოლო თუ მიიღენენ, თვითონ აღმოჩნდებიან ამ კანონის ტყვეობაში.

 

ნანახია - 1451

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80