„რუსეთი აღარ არის პარტნიორი, ის არის საფრთხე ევროატლანტიკური უსაფრთხებისათვის, რომელსაც ადეკვატური პასუხი სჭირდება“
საზოგადოება

„რუსეთი აღარ არის პარტნიორი, ის არის საფრთხე ევროატლანტიკური უსაფრთხებისათვის, რომელსაც ადეკვატური პასუხი სჭირდება“

„რუსეთი აღარ არის პარტნიორი, ის არის საფრთხე ევროატლანტიკური უსაფრთხებისათვის, რომელსაც ადეკვატური პასუხი სჭირდება“
თამთა ქარჩავა

2017-10-10 18:39:40

„სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში“ - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს. გერმანელი დეპუტატის ულა შმიდტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში საუბარია რუსეთის შეკავების და ამ კონტექსტში, შავი ზღვის უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს დაშინებისა და დესტაბილიზაციის მცდელობები. გარდა ამისა, რეზოლუციაში ხაზგასმულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მხარდაჭერა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ალიანსი აღიარებს, რომ საქართველოს წევრობა ხელს შეუწყობს ატლანტიკურ უსაფრთხოებას, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში.

საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს გააგრძელონ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიული დისკუსიები, გაზარდონ საქართველოს ჩართულობა რეგიონული უსაფრთხოების გამყარებისკენ მიმართულ ნატო-ს აქტივობებში და ხელი შეუწყონ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონკრეტულ ნაბიჯებს.

გარდა ამისა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ ნატო-ს ასპირანტი და ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების მსურველი მეზობლების დაშინებისა და დესტაბილიზაციის მცდელობებს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თბილისში ჩატარებული ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ, ბუქარესტში საქართველო სულ სხვა სტატუსით იყო წარმოდგენილი

„გრძელდება საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები. რეზოლუცია შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას და ამიტომ მნიშვნელოვანი ინტერესი გაგვაჩნდა. მოხარულები ვართ, რომ გერმანელმა მომხსენებელმა მაქსიმალურად გაითვალისწინა ქართული დელეგაციის ინტერესი და ეს ეხებოდა ოკუპაციას, პროგრესს და ნატოში საქართველოს შემდგომ პერსპექტივებს. ძალიან კმაყოფილი ვართ. მთავარი არის ის, რაც არამარტო დოკუმენტებში ფიქსირდება, არამედ დამოკიდებულებაში აისახება.

თბილისში ჩატარებული ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ, ბუქარესტში საქართველო სულ სხვა სტატუსით არის წარმოდგენილი. მომხსენებელი ამბობდა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ეს ეხება დემოკრატიას, ეკონომიკას და რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა. ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მოლოდინები გაზრდილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შემდგომი აქტიური ნაბიჯების გადადგმა, რაც ნატო-ს დაგვაახლოებს“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიიღების შემდეგ, საქართველოს 10 ოქტომბერს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვევა. აპატურაი მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც ბათუმში გაიმართება. ასევე, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს შეხვდება.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველოს თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დღითიდღე მატულობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„მე მექნება ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრა, სადაც ვისაუბრებ ნატო-ს მომავალ სამიტზე, ისევე როგორც საქართველო-ნატო-ს კომისიის ფარგლებში მუშაობის თემატიკაზე. ახლაც ნატოელ ექსპერტებთან ერთად ჩვენი წარმომადგენლები იხილავენ ყოველწლიურ სამოქმედო ეროვნულ გეგმას.

ჩვენი თანამშრომლობა ალიანსთან დღითიდღე მატულობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენი თანამშრომლობის. ჩვენ ნატოელებთან ერთად ამ მიმართულებით მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კიდევ ერთი თემა, რომელზეც საუბარი იყო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 63-ე პლენარულ სესიაზე, ეს იყო რუსეთი და ბოლო დორის უპრეცედენტო სამხედრო წვრთნები.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო შეშფოთებულია მის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტიურობის განვითარებით და სამხედრო სწავლებების გაუმჭვირვალობით. როგორც გენერალური მდივანი აცხადებს, აღნიშნული ხაზს უსვამს რუსეთთან მიმართებაში ორმაგი მიდგომის მნიშვნელობას.

„ალიანსის სამხედრო მზადება წარმოადგენს პასუხს უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის ქმედებებსა და მუქარაზე. ნატო-ს ეს რეაქცია ჩვენი საერთაშორისო და შიდა ვალდებულებების პროპორციულია. რუსეთს მოვუწოდებთ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ. ნატო-ს არ სურს ახალი ცივი ომი, ხოლო ჩვენი ქმედებების მიზანი კონფლიქტის თავიდან აცილებაა და არა კონფლიქტის წარმოშობა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რუსეთი დიდ ფულს დებს თავდაცვაში, შეიარაღების მოდერნიზებაში და ასევე სამხედრო ძალას იყენებს მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ, რაც ყირიმის ანექსიაში და აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციაში გამოიხატება.

„ნატო-ს შეუძლია ყველა მოკავშირეს დაცვა, მათ შორის მათი, ვინც სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ჩვენ ყოველთვის ვუწევთ მონიტორინგს იმას, თუ რისი გაკეთება გვჭირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პასუხი თავდაცვითი და პროპორციული იყოს. ჩვენ არ გვსურს დაძაბულობის გაზრდა“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ დასავლეთი და ნატო ძალიან ხშირად საუბრობს ცივი ომის არასასურველობაზე, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. მისი თქმით, ასევე ძალიან ცალსახად ჩამოყალიბდა პოზიცია ნატოს გენერალური მდივნის და აშშ-ს მხრიდან, რომ რუსეთი აღარ არის პარტნიორი, ის არის საფრთხე ევროატლანტიკური უსაფრთხებისათვის, რომელსაც ადეკვატური პასუხი სჭირდება.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ უნდა ხდებოდეს მოლაპარაკება, მაგრამ მოლაპარაკებებთან ერთად აუციელებელია შესაბამისი ძალისმიერი ნაბიჯების გადადგმა რუსეთის ხულიგნური და აგრესიული საქციელის შესაზღუდად. არ ვგულისხმობ პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციას, მაგრამ აუცილებელია პრივენტიული სამხედრო განლაგეგება, რომელიც უკვე ხდება. ნატოს სამხდერო სტრატეგია შეიცვალა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უკვე განლაგდა და გრძელდება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების განლაგება. ამასთან ერთად, შავ ზღვაზე იზრდება და უფრო რეგულარული ხდება ნატოს სამხედრო ყოფნა“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.

 

 

 

 

ნანახია - 1472

arichopra 2

2017-10-10 19:31:50

ვაა...?! ეს რა გავიგეთ კაცო?!
მეგობრული რჩევა საიტის ადმინისტრაციას - გახადეთ საიტის "პოსტებზე" წვდომა ფასიანი, რაღაც სიმბოლიურ ფასად, მაგალითად 15 ლარი თვეში ( მართვის მოწმობის გამოცვლის ფასი). ცოტა შემოსავალი გაგიჩნდებათ, თუ ეს შემოსავალი არ გჭირდებათ, ის გაეცით ბლოგერის ჰონორარად! ვისაც შემოსვლა და პოსტების წერა ეხალისება ამ მცირე თანხის გაღებაზე უარს არ იტყვის!

მეგრელი

2017-10-10 21:38:14

რუსეთის ხულიგნური .... გიორგი მუჩაიძე.

----------------------------

18 საუკუნეში ლონდონის ახლოს პატარა ქალაქ საუსვორკში (დღეს ლონდონის ერთერთი უბანი ) ცხოვრობა ძალიან ფათარაკიანი ირლანდიური წარმოშობის ოჯახი გვარად ხულიგენ. ყველაზე განთქმული იყო პატრიკ ხულიგენი , რომელიც ლონდონის ქიჩებში გოპნიკობდა. ეს ერთი.

მეორე.

„რუსეთი აღარ არის პარტნიორი, ის არის საფრთხე ევროატლანტიკური უსაფრთხებისათვის, რომელსაც ადეკვატური პასუხი სჭირდება“
---------------------------------------------------------------------------------------

ეს გავიგეთ. უთო რომ ჩართო ეს გვესმის. ეს ყველამ დავიჯერეთ. 100% დავიჯერეთ . არარის საჭირო ამის პროპაგანდა . ვიცით. ვეთანხმებით. გვჯერა.

პატარა რეპლიკა . ომი რომ გარდაუვალია ეს ბატონ იენს სტოლტენბერგის და თქვენი განცხადებებიდან ჩანს. ყველა დაპირისპირებული ქვეყანა ზრდის სამხედრო ხარჯებს განსაკუთრებით რუსეთი ( რუსეთი დიდ ფულს დებს თავდაცვაში, შეიარაღების მოდერნიზებაში -იენს სტოლტენბერგი.აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უკვე განლაგდა და გრძელდება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების განლაგება.-გიორგი მუჩაიძე.) . აშშ-ზე მეტს ხარჯავს თავდაცვაში. ანუ 700 მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავს რუსეთი თავდაცვაზე. ნატოსთან ემზადება ომისთვის. რუსეთი ესაზღვრება ნატოს 7 ქვეყანას.ომი გარდაუვალია .


ამ მომავალ ომში -ჩვენ რას ვაკეთებთ? რუსეთის მხარეს რომ არ ვიქნებით ეს გასაგებია. ნატოს მხარეზე რომ ვიყოთ რომელ ხელშეკრულების საფუძველზე?

და ბოლოს :

,, შავ ზღვაზე იზრდება და უფრო რეგულარული ხდება ნატოს სამხედრო ყოფნა“
-------------------------------------------------------------------------

მონტრეს კონვეცია არარის ძალაში? თუ ძალაშია მაშინ მონტრეს კონვეციას ძალა ეკარგება ომის დროს , როცა თურქეთი , როგორც ნატოს წევრი ქვეყანა ამ ომში იქნება ჩართული.

arichopra 2

2017-10-10 22:09:15

მეგრელი, მონტერეს კონვენცია და სერთოდ ყველა კონვენცია ირღვევა რაღაც დროის, რაღაც პრეცედენტის შემდეგ, ხან გაცხადებულად, ხანაც გამოუცხადებლად! ისტორია გვიჩვენებს, კონვენცია და ხელშეკრულება მაშინვე კარგავს ძალას როგორც კი რომელიმე მონაწილეს შექმნილ რეალობაში მისი პირობები აღარ მოეწონება თუ, რა თქმა უნდა მას ამისათვის საკმარისი სამხედრო ძალა გააჩნია (ან ასე ჰგონია მას)! ზუსტად ასეთივე მდგომარეობაა ადამიანებს შორისაც, ნარკოკარტელებში და ნარკოსინდიკატებშიც კი! ე.წ. მშვიდობიან მოსახლებაშიც ასეა! მაგალითისათვის ნახეთ დღევანდელი მასალა ოზურგეთის რაიონში ახალგაზრდა -28 წლის მამაკაცის მკველობის შესახებ! ის კი არა იგივე კანონები ხელშეკრულების გადასინჯვაზე შინაურ ფრინველებშიც ანუ ქათმებშიც კი მოქმედებს!

მეგრელი

2017-10-10 22:57:32

მონტერეს კონვენცია და სერთოდ ყველა კონვენცია ირღვევა რაღაც დროის, რაღაც პრეცედენტის შემდეგ,
---------------------------------------------------------------------------------------

1936 წლიდან ორჯერ დაირღვა. არარის ის მასე როგორც ჩვენი ექპერტები ფანტაზიორობენ . საერთოდ აქვთ წაკითხული?

Maverick

2017-10-10 23:22:52

ექსპერტებს კითხვა.

როგორ შეხვდება ნატოს, კატოს თუ ტლატოს შემოსვლას შავ ზღვაში ნატოს წევრი თურქეთი Dრევანდელი რეალობიდან გამომდინარე?

მეგრელი

2017-10-11 11:01:57

Maverick
------------

დასავლეთის სამხედრო ექსპერტები ღიად საუბრობენ რუსეთ-აშშ ომზე.



http://www.politicsglobal.ru/archives/8191

არის ინფორმაცია ( არაოფიციალური ) რომ რუსების სამხედრო მისიის უფროსი სულ ეხლახან არა ჭირვმა იმსხვერპლა არამედ აშშ სპეც რაზმების სნაიპერმა და რომ არც რუსები დარჩნენ ვალში . მართლა სერიოზული სიტუაციაა. ამ დროს საომარი რიტორიკა , ჩვენი ექსპერტების , უადგილოა . ჩემი აზრით. როცა დიდი არეულობა იწყება იმ დროს საერთაშორის სამართალი რომელიც დღეს არ ფასობს და წარმოგიდგენია არეულობის რა იქნება?

arichopra 2

2017-10-11 14:08:58

თუ რუსეთ ამერიკის ომი დაიწყო პირველი რასაც რუსეთი მოიმოქმედებს საქართველოს სრული ოკუპაცია იქნება. ამით ის შეიქმნის საერთო საზღვარს თურქეთთან და ირანთან სომხეთის გავლით!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80