დეპუტატები საინვესტიციო ფონდებს ამოფარებული ბანკების კონტროლს ითხოვენ
ეკონომიკა

დეპუტატები საინვესტიციო ფონდებს ამოფარებული ბანკების კონტროლს ითხოვენ

დეპუტატები საინვესტიციო ფონდებს ამოფარებული ბანკების კონტროლს ითხოვენ
ბექა დანელია

2017-10-07 18:30:42

„ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარეობს. მთავრობისა და სებ-ის წამომადგენელთა რბილ პოზიციებს არ იზიარებს დეპუტატთა ნაწილი. ისინი მოითხოვენ, რომ არაპროფილურ ბიზნესში მონაწილეობასთან დაკავშირებით რეგულაცია მკაცრი და მკაფიო იყოს.

საქმე ეხება „საბანკო ჯგუფის“ ცნებას, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტში შემოდის. მისი ძირითადი პრინციპი არის ის, რომ თუ აქამდე ეროვნული ბანკი ახორციელებდა კერძო ბანკებზე ზედამხედველობას, ეს ახლა საბანკო ჯგუფზეც გავრცელდება.

„საბანკო ჯგუფში იგულისხმება ყველა ის ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც რაიმე სახით ასოცირდება ბანკის დამფუძნებელთან ან ბანკთან. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ყველა ამ იურიდიულ პირზე განახორციელებს ზედამხედველობას და იყო მოთხოვნა, რომ აღნიშნულ ჯგუფში ცალსახად დაგვეფიქსირებინა, რომ ყოფილიყო საინვესტიციო ფონდები. აღნიშნულ შენიშვნას ჩვენ არ ვითვალისწინებთ. დანარჩენი შენიშვნები გათვალისწინებულია“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია ამბობს, რომ საინვესტიციო ფონდებზე ზედამხედველობა ვრცელდება იმ ნაწილში, რაც გულისხმობს ინფორმაციის მიღება-დამუშავებას.

„წინა კომიტეტზე საუბარი იყო ამ ჯგუფების მიერ სხვა, არასაფინანსო სფეროში ინვესტირების აკრძალვაზე, რომელზეც გავაკეთეთ განმარტება, რომ ეს არ არის ამ კანონის და ამ ეტაპის ამოცანა და, ალბათ, სხვა დროს, სხვა ფორმატშია განსახილველი“, - განაცხადა კიკორიამ და დასძინა, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ფინანსური სექტორის განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს.

არადა პრობლემა სწორედ ბანკების მიერ დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდებშია. რამდენადაც კომერციულ ბანკებს თანდათან შეეზღუდათ არაპროფილური ბიზნესის ფლობა, ისინი სხვა გზას დაადგნენ ბაზნეს აქტივობის განსახორციელებლად და სხვადასხვა მომგებიანი სფეროების გასაკონტროლებლად. ერთ-ერთი ასეთი გზა ბანკებისგან საინვესტიციო ფონდების გამოყოფაა. ეროვნული ბანკი კი ასეთი ფონდების ზედამხედველობაზე უარს ამბობს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი ლევან კობერიძე ამბობს, რომ საბანკო სფერო არის გამორჩეული, რომელსაც აქვს ბიზნესის კეთების გამორჩეული სტილი. როცა ბანკები იწყებენ არაპროფილური აქტივების ფლობას, რაც არ უნდა კეთილსინდისიერი მიზნები ჰქონდეთ მათ, საბოლოო შედეგი მაინც კონკურენციის შეზღუდვაა.

„ერთ-ერთი მთავარი, რაც ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ანუ ფინანსური რესურსი, აკუმულირებულია სწორედ საბანკო სექტორში და შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს ჰოლდინგური თუ ჯგუფების მიერ ფლობა, ქმნის არაკონკურენტუნარიან გარემოს. ჩვენ ვითხოვთ ეროვნული ბანკისგან, რომ მათი კონტროლი იყოს ძალიან მკაცრი და არ დარჩეს ე.წ. შავი ლაქები.

ბევრი ვისჯელეთ ახალ კანონპროექტზეც და ასეთი საერთო დასკვნა გამოვიტანეთ: როდესაც ეროვნული ბანკი საინვესტიციო ფონდების ზედამხედველობაზე უარს ამბობს, ჩვენთვის ეს არის კანონის ნაკლი. ყველაფერი თავის მოტყუებას ემსგავსება და ვფიქრობთ, რომ ამ სახით არ უნდა მივიღოთ კანონი. მით უმეტეს, რომ ერთ-ერთმა ბანკმა უკვე დააანონსა საინვესტიციო ფონდად და საბანკო ჯგუფად გაყოფა“, - განუცხადა „კომერსანტს“ კობერიძემ.

მისი თქიმით, იმის მიზეზი, რომ ბევრი ინვესტორი თავს იკავებს ამა თუ იმ ბიზნესში თანხის ჩადებისგან, რასაკვირველია, არის ბანკების მხრიდან არაპროფილური ბიზნესების ფლობა.

„თუ გვინდა რომ კონკურენცია გაძლიერდეს, მაშინ ყველა თანაბარ პირობებში უნდა ჩავაყენოთ. თუკი ინვესტორი ხედავს, რომ ბანკს თავისუფლად შეუძლია არაპროფილურ ბიზნესში შესვლა და მარეგულირებელი, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ვერაფერს აკეთებს და არ აკონტროლებს, ინვესტიციას არ ჩადებს“, - აცხადებს კობერიძე.

ნანახია - 700

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80