თხილის ფასი 90%-ით დავარდა
ეკონომიკა

თხილის ფასი 90%-ით დავარდა

თხილის ფასი 90%-ით დავარდა
ბექა დანელია

2017-10-06 00:59:43

დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონში, სადაც კი თხილი მოჰყავთ, დიდი პრობლემებია. უამინდობამ, აზიურმა ფაროსანამ და თურქეთში უხვმა მოსავალმა ქართული პროდუქტის ფასი მინიმუმზე დაიყვანა. გლეხებთან ერთად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ჩამბარებელი პუნქტებიც.

გურიაში ამბობენ, რომ თხილს შიგთავსი ან არ აქვს, ან გაფუჭებული და უხარისხოა. შესაბამისად, თხილის ფასი დაბალია. თუკი წინა წლებში 1 კგ თხილი 4-5 ლარი ღირდა, წელს 1 ლარზე მეტს არავინ იხდის, საშუალოდ, 50 თეთრად იბარებენ, ეს კი იმ ხარჯებსაც ვერ ფარავს, რაც გლეხებმა თხილის მოსავლის აღებისთვის გასწიეს.

დაახლოებით იგივე ვითარებაა სამეგრელოშიც. ოღონდ იქ ფასწარმოქნის თავისებური სისტემა მოქმედებს. მიმღებ პუნქტებში შემთხვევით შეარჩევენ ათ ცალ თხილს და ვარგისიანი შიგთავსის რაოდენობას 0.3 ლარზე გაამრავლებენ. თუკი ათივე საღი აღმოჩნდა, თხილის მაქსიმალური ფასი 3 ლარი იქნება. ყველაზე მაღალი ფასი წალენჯიხისა და ჩხოროწყუშია, სადაც მოსავალი ასე თუ ისე ხარისხით უკეთესია.

რეგიონის ქვედა ზონაში ვითარება საგანგაშოა. ზოგიერთ გლეხს წელს მოსავალი საერთოდ არ დაუკრეფია: „ერთი მკრეფავს დღეში 25 ლარი უნდა გადავუხადო. გავსინჯეთ თხილი და როცა ვნახეთ, რომ ამ ხარჯს მოსავალი ვერ აანაზღაურებდა, საერთოდ აღარ დავკრიფეთ“, – ამბობენ ზუგდიდელი გლეხები.

ზოგ ნაყოფს შეხედვისთანავე ეტყობა, რომ დამპალია, ზოგი კი გარეგნულად საღს ჰგავს, მაგრამ გულს თუ შუაზე გაყოფის შემთხვევაში, თეთრ რბილობზე ყავისფერი ლაქები აშკარად შესამჩნევია.

სამეგრელოში გლეხებთან ერთად მსხვილი ფერმერებიც დაზარალდნენ. 24 წლის მარიამ კოდუას, რომელიც სოფელ დარჩელში ცხოვრობს და 15 ჰექტარზე გაშენებული თხილის საკუთარი პლანტაცია აქვს, საკმაოდ იზარალა. „შარშან ამ ნაკვეთში 25 ტონა თხილი ავიღეთ, წელს – 7. ამ 7 ტონიდანაც მხოლოდ 35% თუ გამოვა კარგი“, – ამბობს მარიამი.

გურია-სამეგრელოში თხილს ყველა შერჩევითი შემოწმების გზით იბარებს. ბევრგან აქვთ პატარა ხის ჩაქუჩიანი ხისავე დაფა, თხილის ზომის პატარა ორმოებით, რომელშიც თხილს აწყობენ და ტეხენ. ათი ცალი თხილიდან თუ ნახევარზე მეტი უვარგისი აღმოჩნდება, თხილი პატრონს უბრუნდება და არანაირ ფასში არ იბარებენ. თუ 3 ან 4 ცალია უვარგისი, შეხედულების მიხედვით, 1 კილოგრამი 2 ან 2,5 ლარი ღირს.

ნაწილობრივ მოსავალი იმერეთშიც განადგურდა. გლეხები, რომლებსაც თხილი აზიურმა ფაროსანამ გაუნადგურა, რეგიონში ამ კულტურის მოსპობას პროგნოზირებენ. მათთან ერთად პრობლემები აქვთ თხილის ჩამბარებელ პუნქტებსაც.

შპს „თხილის ქვეყანა“ ქუთაისში ნედლეულს გლეხებისგან იბარებს. საწარმოში ამბობენ, რომ წლევანდელ სეზონზე 70 ტონამდე თხილი მიიღეს, თუმცა პრობლემას მისი ექსპორტზე გატანა წარმოადგნეს.

„თურქული კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ მოსული და წლევანდელი თხილის ხარისხი დაიწუნეს. ამიტომ აღარც იყიდეს. წელს უკვე წაგებაზეა მთლიანად ჩვენი საწარმო“, - ამბობს „თხილის ქვეყნის“ დირექტორი, ჯუმბერ დვალიშვილი.

მისივე თქმით, დარჩეული თხილის ჩაბარების ფასიც ხარისხზეა დამოკიდებული. გასულ წელს ასეთი თხილის ღირებულება 15 ლარი იყო, წელს კი 10-11 ლარია. ფასის ვარდნის მიზეზი თურქეთში უხვი მოსავალიცაა.

საქართველოში აზიურმა ფაროსანამ თხილის კულტურას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, მაგრამ პროდუქციის გაიაფების მიზეზი მარტო ეს არ ყოფილა. ქართული თხილის ფასი წინა წლებთან შედარებით 80-90%-ით არის შემცირებული. დაბალი ფასის მნიშნელოვანი ფაქტორი თურქეთში წლევანდელი თხილის დიდი მოსავალია. თურქეთი თხილის ბაზრის 63%-ს აკონტროლებს და მას შეუძლია ბაზარზე ნებისმიერი პირობების წამოყენება. მოსავლის სიჭარბიდან გამომდინარე, წელს თურქული თხილის ფასი, წინა წელთან შედარებით, საშუალოდ, 3 ლირით (2.1 ლარი) ნაკლებია.

მრავალმა სხვადასხვა პრობლემამ ქართული პროდუქტის გასვლა ევროპულ ბაზარზე ძალიან შეაფერხა. საქართველოს სტატისტიკური სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თხილის ექსპორტი 54.1 მილიონი დოლარით არის შემცირებული.

ნანახია - 996

უძლევი

2017-10-06 01:24:37

აზიური ფაროსანა მხოლოდ ქართულ თხილს მიირთმევს? როგორ მოხდა რომ მხოლოდ საქართველოს თხილის ბაღებზეა შესეული, მაშინ როცა მეზობელ ქვეყანაში თურმე თხილის უხვი მოსავალია? საინტერესოა მეცნიერების დასკვნა თუ არსებობს საქართველოში ფაროსანას გამრავლების მიზეზებზე? შეთქმულების თეორიების მოყვარული არ ვარ, მაგრამ მეცნიერების აზრის მოსმენა აუცილებელია.

მეგრელი

2017-10-06 08:20:39

უძლევი
----------

დოქტორმა ლეონარდ გოროვიცმა ამ საკითხზე წიგნები გამოაქვეყნა (მეცნიერია) და ჟურნალისტმა შერრი კეინიმ დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. ( ეხება ღორის , ქათმის გრიპეპს და სხვას. ვინ აკეთებს და რატომ აკეთებს. რომელი მედია ხელს უწყობს. ყელაფერი გაშიფრულია დეტალებში ) . ამას ბიოლოგიური დივერისია ეძახიან .



შეთქმულების თეორიების მოყვარული არ ვარ
----------------------------------------

მოდური ციტატაა ,რომლის პოპულარიზაცია ხდება ხელოვნურად იმიტომ რომ შეთქმულებები ყველაფერში ყოველთვის იყო , არის და იქნება. ვინც ამას აკეთებს ზუსტად მათი მოგონია ეს მოდური ციტატა რომელსაც ხშირად გაიგონებთ და ყველაზე სასაცილოა როცა ამას პოლიტიკოსები ან ექსპერტები ამბობენ .

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80