დავით ნარმანია დიპლომატიურ ასპარეზზე?
პოლიტიკა

დავით ნარმანია დიპლომატიურ ასპარეზზე?

დავით ნარმანია დიპლომატიურ ასპარეზზე?
თამთა ქარჩავა

2017-09-09 11:59:55

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას უფლებამოსილება 25 ივლისს ამოწეურა. აუდიტის ხელმძღვანელის მოვალოებას ამ დრომდე ნინო ლომჯარია ასრულებს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს, საკანონმდებლო ორგანო კი, წარდგენილ კანდიდატს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 5 წლის ვადით ირჩევს.

ახალ გენერალურ აუდიტორს პარლამენტი 20 სექტემბრისათვის აირჩევს, ხოლო გუშინ ირაკლი კობახიძე პარლამენტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელძღვანელად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელის, ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას შეთავაზა.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალ ხელმძღვანელად, თბილისის მოქმედი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურას განიხილავდა. უმრავლესობა ამ ინფორმაციას ადასტურებდა.  ინფორმაციას და კონსულტაციებს არც უარყოფდა და არც ადასტურებდა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია.

ამ ეტაპზე უცნობია რატომ შეცვალა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ნარმანიასთან მიმართებაში გადაწყვეტილება უმრავლესობამ კონსულტაციების შემდეგ შეცვალა. კერძოდ, საქმე ეხება კორუფციულ სკანდალებს, რომელშიც თბილისის მერია არის გახვეული.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ გადაჭარბებულია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნარმანიას ასოცირება ხდება კორუფციასთან. მაგრამ რაც შეეხება მერიას და მერიის სტრუქტურას, მისი თქმით, ეს პრობლემა აშკარაა.

„ნარმანიას მიმართ პრეტენზია არის, მაგრამ არა ის, რომ კორუფციაშია ჩართული, არა. არამედ ის, რომ სისტემური რეფორმა, რაც თბილისში იყო განსახორცეილებელი, ამას თავი ვერ მოაბა. მმართველობის სისტემა, რაც ქალაქს სჭირდებოდა და რაც კორუფციის რისკს შეამცირებდა, ამას თავი ვერ მოაბა დავით ნარმანიამ. ბევრი ისეთი სტრქუქტურაა შენარჩულებული მერიაში, რომელიც ვერ ხვდები რისთვის არსებობს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

რაც შეეხება ჯერ კიდევ მოქმედი მერის მომავალ კარიერას, ზარდიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ნარმანიაისევ დაუბრუნდეს აკადემიურ სფეროს.

„კარგი მკვლევარი გახლავთ, საკმაოდ პრესპექტიული. დაბრუნდება იქ, საიდანაც მოვიდა. ამ მიმართულებით გააჩნია როგორც გამოცდილება, ასევე პრესპექტივაც“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.

პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ პოლიტიკაში რეალობას არ აქვს იმხელა მნიშვნელობა, რამდენიც ლეგენდას. თუკი ლეგენდა და მითი შეიქმნა ადამიანის გარშემო, შემდეგ უკვე ის მითი იწყებს მოქმედებას და ამ ადამიანის რეალური ისტორია ძალას კარგავს.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ანალოგიური მდგომარეობაა ნარმანიასთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ არ იყო გარეული კორუფციაში, მაგრამ ასეთი მითის შექმნის საშუალება მისცა ქალაქს და ქალაქში ეს თემა დამკვიდრდა. მერე უკვე დამტკიცებას - ეს სწორია თუ არა, თითქმის აღარ აქვს მნიშვნელობა. აი ეს ხინჯი, რომ კორუფციაში ეჭვმიტანილი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს კორუფციის ყველაზე დიდი რისკის მქონე ადგილას, როგორიც არის სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ეს ხინჯი ყოველთვის იქნებოდა“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, როდესაც ნარმანიას თემა ტრიალებდა, ელოდა, რომ კორუფციული სკანდალების გადამფარავი ინფორმაცია ჭარბად შემოვიდოდა საინფორმაციო სფეროში და ნარმანიას დანიშვნის საფუძველს ცოტა უფრო გაამყარებდა.

„მაგრამ ასე არ მოხდა. არ ვიცი ასეთი გადათამაშების რეალური მიზეზი, მაგრამ ნარმანიას დანიშვნაში ეს რისკი, რომ იყო და ყოველთვის იქნება სალაპარაკო თემა როგორც კი ნარმანიაზე შეტევა დასჭირდებათ. აი ასეთი შეტევისთვის ნარმანიას სახით აქილევსის ქუსლი გააჩნია ხელისუფლებას. შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უარი თქვეს ნარმანიას კანდიდატურაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

რატომ შეცვალა ხელისუფლებამ დავით ნარმანიას კანდიდატურა, უცნობია  იურისტი ლევან ალაფიშვილისთვის, რომლის განცხადებით, ბოლო კომენტარებში თვითონ დათო ნარმანია ადასტურებდა მხოლოდ კანდიდატურის განხილვას.

„ეს ჩემთვის ნიშნავდა იმას, რომ დათო ნარმანია ერთ-ერთი იყო და არა ერთადერთი. დანარჩენი, როგორ მიიღება გადაწყვეტილება პარტიის შიგნით, ეს პროცესი გაუმჭვირვალეა, ისევე როგორც სხვა პარტიებთან მიმართებაში და შესაბამისად, ვერაფერს გეტყვით. გაუმჭვირვალეობაში არ ვგულისხმობ მხოლოდ ამ შემთხვევას.

იგივე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატები, მერობის თუ გამგებლობის კანდიდატები, გადახედეთ სიას და დასვით ერთი კითხვა ყველა პარტიის მიმართ - როგორ შეირჩევა ესა თუ ის კანდიდატები. ხშირ შემთხვევაში პარტიის წევრებმაც კი არ იციან. ასე რომ, ჩვენი გაუმართავი პარტიული სისტემა, თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე სხვა მსჯელობის და დასკვნის საშუალებას არ მაძლევს. იმიტომ, რომ პროცესი არის გაუმჭვირვალე. არ ვიცი ვინ იღებს ამ საკითხზე გადაწყვეტილებას, რომელი ორგანო, თუ პირთა ჯგუფი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.

ამასობაში, For.ge-მ შეიტყო, რომ დავით ნარმანიამ, შესაძლოა, მოღვაწეობა დიპლომატიურ ასპარეზზე გააგრძელოს, კერძოდ - საქართველოს სრულუფლებიან ელჩად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სავარძელი, ძალიან მალე, კიდევ ერთხელ გათავისუფლდება და არ არის გამორიცხული, რომ თსუ-ს რექტორის კაბინეტში დავით ნარმანია ვიხილოთ. რაც შეეხება მოქმედ რექტორს, როგორც გვითხრეს, მას აშშ-ში საკმაოდ მიმზიდველი პერსპექტივა გადაეშალა და გული ოკეანის გაღმა მიუწევს.

ნანახია - 2184

antoni

2017-09-09 12:12:27

ჯობდა მონღოლეთში გაუშვან, ან სულაც ახალ გვინეაში (იქნებ შეჭამონ)

natali

2017-09-09 14:41:48

ოცნების სახელის გატეხვა დიდ წილად ნარმანიას კისერზეა. უუნარო ეძახეთ დს ძალიან უნარიანად კი გააფუჭა საქმე. ბოლო აკორდი პეკინის ქუჩის დავიწროვება და ველობილიკი იყო.
ისა და...ველობილიკების დაგებაშიც რამე ფული კეთდება?

ამაპოლა

2017-09-09 16:09:50

რამაზ საყვარელიძე რამ გახადა ქოცების თავგადადებული აპოლოგეტი, ვერ გამიგია.

ამაპოლა

2017-09-09 16:12:08

ერთი ქართულ დიპლომატიას ააშენებს ნარმანია და მეორე - უნივერსიტეტს. სოფლის მასწავლებელი - აი მისი ფუნქცია.

Munji

2017-09-09 17:34:12

?
უცნაურია!..
მე, მაგალითად, ვიცოდი, რომ გაერო ითხოვდა საქართველოს ელჩად (მერე გენერალურ მდივნად გადაყვანის პერსპექტივით), მაგრამ თვითონ ამბობდა უარს, რადგან ჰარვარდიდან ჰქონდა შემოთავაზება რექტორის თანამდებობაზე.

ამაპოლა

2017-09-09 19:14:29

Munji

:):):)!

natali

2017-09-09 19:25:52

გულწრფელად რომ გითხრათ, არ მაინტერსებს მიხეილ სააკაშვილი სად წავა და რას იზამს, – ამის შესახებ პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.
-----
ხოოოო.... არ მაინტერესებსო? კი მაგრამ ხალხს რომ აინტერესებს მაგას რა ვუყოთ? მისგამ დაზარალებული ხალხი რომ დამნაშავის დასჯას ითხოვს რას იზამთ? თუ დამნაშავემ პასუხი არ აგო, ისე ქვეყანა როგორ აშენდება? რისთვის მოგიყვანათ ხალხმა ხელისუფლებაში? როგორც მახსოვს სამართლიანობა უნდა აღგედგინათ. ეს კი დამნაშავის დასჯას ნიშნავს. არა?

natali

2017-09-09 19:32:14

პოლიტიკური აქტუალობა რომ დაკარგა, ეს თქვენ, პოლიტიკოსებს გიხაროდეთ. ხალხს რა? ახლა სხვა მოვა და უფრო თამამად გადაუვლის ხალხს, გარანტირებული ექნება იმასაც ხელშეუხებლობა და პოლიტიკური აქტუალობა ჯანდაბას, რაში დასჭირდება? ფული უკვე იშოვნა დააა... ასეა?

Maverick

2017-09-09 22:04:33

natali
პოლიტიკური აქტუალობა რომ დაკარგა, ეს თქვენ, პოლიტიკოსებს გიხაროდეთ. ხალხს რა? ახლა სხვა მოვა და უფრო თამამად გადაუვლის ხალხს, გარანტირებული ექნება იმასაც ხელშეუხებლობა და პოლიტიკური აქტუალობა ჯანდაბას, რაში დასჭირდება? ფული უკვე იშოვნა დააა... ასეა?
------------------
ვერ დაგეთანხმები!
გახსოვს ალბათ ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, მხ/ფ „ქეთო და კოტე“ მაკარი, ესენიც ასეთი ჯიშის და ჯილაგისანი არიან. ფულმა ფული უნდა მოიგოს, მილიონს კაპიკი რომ დააკლდეს მილიონი არ არის, განსაკუთრებით გემრიელი კი უპატრონო ბიუჯეტის ფულია. მათ არც აქტუალობის დაკარგვა უნდათ და არც სახრავის...

ჩვენმა სულგაყიდულმა მასმედიამ, „საზოგადოებრივმა“ ორგანიზაციებმა და ასო-ებმა წარმატებით აითვისეს ლიბეტრასტების პრიომი, შეაქე და წარმოაჩინე უვიცი, უქნარა, ჩლუნგი და ამბიციური ადვილად სამართავი და შენზე დამოკიდებული... აი რაშია საქმე.

abdushahili

2017-09-09 22:32:50

MAVERIK 100%-ით OK.

arichopra 2

2017-09-09 23:30:46

ე.ი. ველობილიკმა დაასამარა ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური ძალა, ხოლო მესაფლავე არის ნარმანია?! მაგარი დასკვნები გაქვთ ძვირფასო იუზერებო, მაგარი! რაღა თქვენ და რაღა ნაცები და იმათი ანასხლეტები!
ხალხს საერთოდ არ აინტერესებს არაფერი, არც დაკარგული მიწების დაბრუნება, არც კონსტიტუცია, არც კიდევ მსგავსი სხვა რამე. 100 კაციდან 10 -ს აინტერესებს ისე რა, დანარჩენებს კი საერთოდ არ აინტერესებთ! რატომ? იმიტომ რომ ხალხი ბრძენია და კარგად ხვდება? რომ მას (ქართველ ხალხს) არ აქვს გამოჯანმრთელების, ან უკეთესი მდგომარეობის მაინც, მისაღწევი რცეპტი!
მთავრობა იქნება ყოველთვის ისეთი როგორიც იყო და არის! ასეთია საზოგადოების განვითარების ობიექტური კანონზომიერება! ხალხს ამღერეს მარსელიეზა, მერე კი საფრანგეთის დიდი რევოუციიდან რამდენიმე თვეში როდესაც ე.წ. ხალხის მტრები გამოელიათ ახლმა მთავრობამ ერთმანეთის გილიოტინაზე გასმა დაიწყო, რიგრიგობით!
იცის ქართველმა ხალხმა ყველაფერი, ახსოვს! ბევრ მათგანს "ბახტრიონი" არა თუ წაკითხული აქვს, ისწავლეს კიდეც! მერე კი იმათმა შვილებმა ქართულ ჯარში რომ არ იმსახურონ გირჩის სექტანტობა არჩიეს, მაგ მართლმადიდებლებმა, მაგათა! ჰაი დედასა?! ქართლის დედა დარჩა მხოლოდ ნარიყალაზე, ისიც იმიტომ რომ ფეხები არ აქვს! რომ ქონდეს დააგდებდა იმ თას და ხმალს, მოახტებოდა რედისონის წინ დადგმულ ორ რულიან ველოსიპედს და პეკინის ქუჩაზე ახალგახსნილი ველობილიკით გაქროლდებოდა თურქეთისაკენ, დავრდომილი თურქი მალაზონის მოსავლელად!

arichopra 2

2017-09-09 23:32:59

მოკლედ ამ ნარმანიას ამგვარ უზომო კრიტიკაში ვერ დაგეთანხმებით, ვერანაირად! (ამაპოლას საყურადღებოდ, აქ მძიმე სადაც უნდა იყოს იქ წერია!).

Maverick

2017-09-09 23:51:56

ჩოპრ,

ჩემი აზრით ეს კაცი ვერ მოხვდა თავის გარემოში, მერია არ არის მისი „კანიოკ“-ი, არ აქვს უნარი მტკიცე ხელით ლაგამი ამოდოს თავგასულ ჩინოვნიკებს, მოთოკოს მათი ამბიციები,სწორი მიმართულებით გაუძღვეს მისდამი დაქვემდებარებული ადამიანებს, კარგად არ ქონდა წარმოდგენილი რამოდენა სირთულეებს შეეჭიდა.

Maverick

2017-09-09 23:52:47

უკაცრავად, უნდა იყოს ჩოპრა,
----------------------------

serapina

2017-09-10 00:48:33

ვიღაცას ძალიან არ უნდა რომ აქ ვწერო.
ამიტომაც აუცილებლად დავწერ,როდესაც მოვახერხებ...

გავხდი სააკაშვილის ფანი!

1.ვოცნებობ დაბრუნდეს და მინდა შევხედო, როგორ კოჰაბიტაციას გაუმართავს დღევანდელ ქოციონალებს.

2. ერთ ამას მოუსმინეთ:
"კახა კალაძე: გულდასაწყვეტია ისეთი ფაქტები, როცა გაურკვეველი კომპანია ერთ-ერთ სკვერში ჩუმად შედის და ხეებს ჭრის".

აი,კაცი!
ასე ლაკონურად ახსნა, ხელისუფლების უსუსურობა.
დღისით მზისით, შუა თბილისში რა ხდება ხელისუფლება გაგებაში არ არისო.
მართალია, თავად ბიზნეს ინტერესები და პოლიტიკა ერთმანეთისაგან ვერ განუსხვავებია, ფანები მაინც ბლომად ჰყავს.

მე კიდევ, იმიტომ ვხდები სააკაშვილის ფანი, რომ ფორმალურად მაინც იცავდა წესს და კანონს.(რომ აფუჭებდა, რომელი დაუმტკიცა ევროპაში განათლებულმა ელიტამ?!)
თავად თუ რამე წამოსცდებოდა თორემ, დანარჩენებს მშვენივრად დირიჟორობდა.
...ახლაც,მშვენივრად და ორგანიზებულად მუშაობს.ვინ უშლის ხელს?!



serapina

2017-09-10 00:51:00

http://www.info9.ge/politika/178031-kakha-kaladze-guldasatsyvetia-isethi-faqtebi-roca-gaurkveveli-kompania-erth-erth-skvershi-chumad-shedis-da-kheebs-tcris.html?lang=ka-GE

ტორი

2017-09-10 09:22:46

serapina
"ვიღაცას ძალიან არ უნდა რომ აქ ვწერო.
ამიტომაც აუცილებლად დავწერ,როდესაც მოვახერხებ"...
------------------------------------
ჰოოოოდა, ძალიანაც კარგი:)))



serapina
"გავხდი სააკაშვილის ფანი!
1.ვოცნებობ დაბრუნდეს და მინდა შევხედო, როგორ კოჰაბიტაციას გაუმართავს დღევანდელ ქოციონალებს"...
-----------------------------------
ძალიანაც ცუდი:)))
ძაღლი ძაღლის ტ/ყავს არ დახევს...
ეგენი კოჰაბიტაციას გააგრძელებენ...
ისევ ხალხის ზურგზე გადატ/ყდება ცოცხი:)))

serapina

2017-09-10 10:28:24

ტორი,
ხალხისათვის, არცერთ ხელისუფლებას არ შეუწუხებია თავი!
ხალხი, უმეტესობა უცხოეთშია,საკუთარი თავის ანაბარა...და უცხოეთიდან არჩენენ საქართველოში მცხოვრებ ოჯახის წევრებს.
ვინც საქართველოშია,მშიერი არ დარჩება(სოფლად განსაკუთრებით...თუ არ იზარმაცებს)...
სახელმწიფო ჩვენთვის არ არის და ხელისუფლება და...
ისემც უქნიათ,ერთმანეთი დაუჭამიათ...
იკამათებენ და იჩხუბებენ ორ რამეზე: ძალაუფლებაზე(ფულის წყაროა) და ქონების განაწილებაზე (კომუნისტებიდან მოყოლებული, რომ სასტავ-სასტავ ინაწილებენ).

აბა, ხალხზე და მის მომავალზე მოსაუბრე და მზრუნველი ხელისუფლება,მე არ მახსოვს!

იქნებ,იმას მაინც მიხვდეს ხალხი,რომ ასარჩევი აღარაფერია.







natali

2017-09-10 10:30:38

Serapina

მხოლოდ შენ არა, ძალიან ბევრი ფიქრობს მასე.
მე პირადად რაც ბათუმში ვნახე ამ ზფხულს, ეს იყო საკმარისი რომ ამათზე ხელი ჩამექნია.
არდაგანის ტბაზე, რომელიც ჭაობი იყო, მიშას დროს გაწმინდეს და შადრევანი გააკეთეს. ძალიან მიყვარდა ეს ადგილი და ბულვარზე სულ იმ მხარეს მივდიოდი. კუნძულზე ჩინური შენობა იყო, რომელსაც შერემონტება სჭირდებოდა მხოლოდ.
ახლა რა ხდება იცი? მიუციათ ვიღაც რესტორნების მფლობელისთვის იმ პირობით (როგორც თქვეს) რომ ტბას გაწმენდს. გააკეთეს ღია რესტორანი, მთელი საღამო დოლ-გარმონის გრიალი, ტაში ბიჭო გიორგუნა და ხმალ- ხანჯლის ჭახა- ჭუხი ისმის, ისე, რომ შადრევნების მუსიკა გადაფარეს, ააშენეს სამწვადე, საიდანაც კვამლი და მწვადის სუნი ეფინება ტერიტორიას.:)
მერე რომ მთავრდება რუსებისთვის ნაჩვენები ეგზოტიკა, ატეხილი მთვრალი მემწვადე ქართველები გამოდიან იქიდან და არის ერთი ცემა-ტ/ყეპა, წივილ-კივილი...

რაც შეეხება ტბას! ასეთი ჭუჭყიანი ის ტბა არასდროს ყოფილა. ტბის გაწმენდას სპეციალისტების ჩამოყვანა და მთელი ამბები სჭირდება, ეს ასეთი იოლი საქმე არაა. სპეციალური თევზები უნდა გაუშვან. მაგათ კიდე ისეთი გრიალი უდგათ ყოველ საღამოს, თევზი კი არა, ბაყაყიც აღარაა.

აი ეს რომ ვნახე, მეც მიშა ვინატრე. აბააა....

natali

2017-09-10 10:34:21

ძალინ ბევრია ტბის და შადრევნების გაფუჭებით აღშფოთებული. მხოლოდ ამ მთავრობის მტერი თუ ჩაიდენდა ამას.

arichopra 2

2017-09-10 11:18:04

ვაგრძელებ თემას! ხალხი? აპელაცია ხალხზე! მომყავს ციტატა ხალხის დამოკიდებულებიდან კონსტიტუციის შეცვლაზმეზღაპრე"
პარლამენტის უმრავლესობას მივმართავ: არ მოსწონს კონსტიტუციის ახალი რედაქცია არც ოპოზიციას არც არასამთავრობო ორგანიზაციებს და არც ბატონ ბუკიკიოს? თქვენც ადექით და ძველი დატოვეთ, ნახავთ როგორ გაუხარდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილს.(არ უნდოდათ რძე და ყველის ... ანალოგიურად).
08.09.2017
* * *
სამშობლოს მრავალ სატკივარზე დღედაღამ ფიქრსა და დარდში,წუხილში დაღლილს, მრავალი ღამის უძილოს,ეტყობა უნებლიედ ჩაგეძინა,თორემ ფხიზელს კონსტიტუციის შეცვლას ვინ ჭკუათმყოფელი გაგიბედავდა?
07.09.2017
მარი
იცით,რა ვერ გავიგე??? გოცირიძის პოლიტიკური შეხედულებები გაინტერესებთ თქვენ თ პარლამენტი რეებს აკეთებს???!!! პატრონი ვინააა??? და ბ-ნო გოცირიძევ,მე რომ მეუბნები მაგას,მე რა ვქნა? მაქ რომ ზიხართ,რაღაცა ქენით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
07.09.2017
მარი
ღმერთი არ სწამთ!!!!
05.09.2017
ალექს
6 ეშმაკისაა,5 ნაცების და ჩვენ 7-ს ჯერადი გვინდოდა ! მე თოხლი მობმული მყავს,ახალ პრეზიდენტს ვერ მოვესწრები ! 7 ჯობია,7 მაინც სულ სხვაა !
05.09.2017
დიიდუუუუუუ... დევიღუპეეთ!
არ შეიძლება ასთე! არაა! რა ხდება ამ ქვეყანაში მართლა და მართლა, გამაგებიეეთ! უუჰ! )
05.09.2017
ზურა
შენთვის რა მნიშვნელობა აქვს რომელი კონსტიტუცია იქნება,რაც თავი მახსოვს ყველანაირ კონსტიტუციას მოერგე,ახალსაც მოერგები და გააგრძელებ "ერის მსახურებას".ენა ქე გაქვს ისეთი ყვავს ჩამოაგდებს ხიდან.
05.09.2017
"შავგოგია"
აბა კარგად მოსინჯე,წუხელ სხვა რამეც ხომ არ "გაგიჩალიჩეს"?
05.09.2017
დათო
ჩვენთან არჩევნები მაინც არ არის არჩევნები, ჩვენთან არჩევნები არის დაჩაგრული ხალხის ბრძოლა გამდიდრებული პოლიტიკოსების წინააღმდეგ..
05.09.2017
კონსტიტუცია
ედავეთ მაშინ , თუ ტყუილს ამბობ. ეგ რა არგუმენტია, შენ ვინ აგირჩევსო. თუ 5 წელი იყო და ახლა 6 წელი ისე ჩაწერეს, რომ არ მიუღია პარლამენტს, ესაა დანაშუალი. მოკლედ, კამათი ისწავლეთე რ. გოცირიძის გამონათქვამთან დაკავშირებით! ))

arichopra 2

2017-09-10 11:21:58

რომელ ტბაზე საუბრობთ, პიონერთა პარკი რომ ერქვა ადრე?

ტორი

2017-09-10 11:39:03

serapina,

მესმის თქვენი...
საქმაოდ ბევრი მიზეზი მოგვცა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ გული ავიცრუოთ...
მუდმივად ცუდსა და უარესს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება...

მაგრააამ...
ჩვენ რა გავაკეთეთ, ჩვენ, იმისთვის, რომ ხელისუფლება ასე არ მოქცეულიყო? და, არამარტო ხელისუფლება...
ორ-სამკაციანი პარტიები ითხოვენ კონსენსუსსო, რამდენიმე ასო მთელი ხალხის და საზოგადოების სახელით რატომ ლაპარაკობსო, უცხოელი "მეგობრები" სულ თითს რატომ გვიქნევენო და კიდევ ბევრი რამით ვართ უკმაყოფილო...
იმიტომ...იმიტომ...

რაცა გვჭირს, სულ ჩვენითა გვჭირს...
განძრევა გვეზარება - კუხნაში თბილად ყოფნა-ჯდომა გვირჩევნია...იქ ვიოხებთ გულს:)))
3 მილიონს 3 ათასადაც აღარ გვთვლის არავინ...
უკაცრიელ ქვეყანას დავემსგავსეთ სამოქალაქო აქტიურობის მხრივ...
ყველას მხოლოდ საკუთარი ადარდებს - სოლიდარობა ნულია...
იმას კი ვერ ვხვდებით, რომ სხვისი ჭირის ფეხებზე დამკიდებს, ჩვენს ჭირსაც ფეხებზე დაიკიდებს ის "სხვა"...

ამას შინაური და გარეული ყველა კარგად ხედავს - რაც უფრო "უხიფათოდ" ვიკეტებით ჩვენ კუხნაში, მით უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს ისინი...
იმიტომაც უკვე მიტინგებზეც კი შეიარაღებულები დადიან - ტ/ყვიას დაგახლიან..ვინმე პასუხს მოსთხოვს თუ რა?
მართლა ორკაციანი ასო იმიტომ ჩანს ცხრათავიანი გველეშაპი, რომ ჩვენ ვაძლევთ ამის საშუალებას...

ფული და ძალაუფლებაო...
ეგ უკვე გამოვცადეთ დორბლიანის დროს...
რა ციმბირ-კლონდაიკის გამოულევი სიმდიდრე საქართველოს აქვს, რომ ეგენო გაძღნენ?
ერთმანეთს რომ გააკულაკებენ, ისევ ხალხის გატ/ყავებას დაიწყებენ ამ სიტ/ყვის პირდაპირი მნიშვნელობით...
კარგი ცხოვრება გვინდა, მაგრამ, ვიმსახურებთ კია?..




natali

2017-09-10 14:40:17

ჩოპრა
არა, აი მერიოტს რომ აშე
ნებენ,პირდაპირ იმის ცხვირწინ. მშვენიერი კულტურული ადგილი მაგარ ბანძ და გოიმურ ადგილად აქციეს. მერიოტში ვფიქრობდი ბინის შეძენას და კიდევ კარგი არ ვიყიდე, რა მინდა მანდ. შემინონ მაინც და დახურონ, შიგნით თავში ქვაც უხლიათ. მაგრამ არაა... თავში უნდა ურახუნონ ყველას დოლი და გარმონი. ტფუი!

serapina

2017-09-10 15:31:49

ისა და გიორგი ვაშაძე რომ კეკლუცობს,იუსტიციის სახლი და ასეთებიო(ხალხის რაოდენობის დამატებაზე რომ საუბრობს თბილისში და შედეგების გაყალბებაზე)...
ბღუჯა-ბღუჯა პირადობის მოწმობები რომ ჰქონდათ ნაციონალებს გაკეთებული... უნიჭიერესმა წულუკიანმა გაარკვია ამ საქმის თავი და ბოლო?!რიტორიკული სმაილი.

tngh

2017-09-10 18:44:17

დავით ნარმანია არის წესიერი, პატიოსანი და საქმის უხმაუროდ მკეთებელი კაცი. იგი, სადაც არ უნდა წავიდეს, შესანიშნავი თანამშრომელი იქნება. ამიტომ შეუჩდნენ პირველივე დღიდან ელისაშვილი და "ნაც-ოპოზიცია" მას, თუმცა მათ გულის გასახეთქად, მაინც ბევრი რამ გააკეთა და პირადად ჩემთვის, ჯერ-ჯერობით საუკეთესო მერის სახელით დარჩება...

arichopra 2

2017-09-10 21:06:12

ახლა ვუყურებდი როგორ გაარღვიეს კორდონი მიშას მომხრებმა და მიშა გადაიტვანეს უკრაინის ტერიტორიაზე! იქვე თვალი მოვკარი სერაფინას და ნატალის!)))

arichopra 2

2017-09-10 21:06:12

ახლა ვუყურებდი როგორ გაარღვიეს კორდონი მიშას მომხრებმა და მიშა გადაიტვანეს უკრაინის ტერიტორიაზე! იქვე თვალი მოვკარი სერაფინას და ნატალის!)))

natali

2017-09-10 21:12:11

პოროშენკომ ისეთი დებილური რაღაცეები ჩაიდინა, რომ სულ მიშას წისქვილზე ასხა წყალი. მიშა-ლენინის რეჩს მოუსმინეთ სამხედროებს რომ მიმართავდა?:)

serapina

2017-09-10 21:32:18

arichopra2,
მე,დამინახავდი

serapina

2017-09-10 21:47:14

ნარმანია წესიერი და პატიოსანიაო... კალაძეს ნიჭიერი და პ/როგრესულიო...

ბავშვები მაინც არიან გულწრფელები,ყოველგვარი მიკერძოებისა და სიბინძურის გარეშე.
აქაურმა ბავშვებმა თავშესაფარში მყოფი ქართველი ბავშვები მოინახულეს,ახლადჩამოსულები(დღითიდღე იზრდება ამათი რაოდენობა)...
ჩემს ბავშვს უთქვამს, საქართველო ძალიან ლამაზია,ნეტა იქ ვცხოვრობდეო.
ქართველ ბავშვს უთქვამს, იქ ისეთი გაჭირვებაა,სილამაზეს ვერ ვხედავთო!

ჰოდა, რა პატიოსნები და განათლებულებიც გყავთ, ამ 12 წლის ბავშვმა ერთ წინადადებაში ჩაატია.
(პირფერობა არ მიყვარს,თორემ განა მეწყინება,რომ მართლა საქები იყვნენ?!).

arichopra 2

2017-09-10 22:02:02

ვახ ნატალი, ვუსმინე მიშას რეჩს.ნეტავ არ მესმინა! შემეცოდა! შეურაცხადია ნაღდად! დედა ეს რა იყო, რას ბოდავდა,ვაიმეე...?! ახლა საქართველოში რომ ჩამოვა დახვედრა მერე იკითხეთ თქვენ, მინიმუმ 100 (ასი) ათასი კაცი დახვდება და ხელში ატაცებულს შეიყვანენ პრეზიდენტის სასახლეში! ვიცნობ მე ამ ხალხს!

natali

2017-09-10 22:07:48

ღირსი არაა პოროშენკო მოუწყოს ერთი მაიდანი?

serapina

2017-09-10 22:13:53

"...მინიმუმ 100 (ასი) ათასი კაცი დახვდება."

ცოტაა...ერთი მაგდენი ქალი(ყოფილი კოორდინატორები) და ერთი მაგდენი ევროპაში მგლოვიარე ნაციონალი,ეკრანზე მიციცინებული...ბიძინა ჩვენის კადრებით რომ ჩაანაცვლეს და შედეგი,იგივე დარჩა!

Maverick

2017-09-11 00:07:48

დაიკიდეთ ფეხებზე, იტეხოს თავი უკრაინამ, რაც დათესა ის მოიმკა, ღირსიც არიან!

Maverick

2017-09-11 00:11:47

მიხეილ დამპალს ქართველი ხალხის რომ არ ეშინოდეს კარგახნის შემოგლიჯინდებული იქნებოდა საქართველოში.

Munji

2017-09-11 00:12:30

ნატალი,
მოუწყობს კიდევაც, ეჭვი არ მეპარება (ზუსტად ისევე, როგორც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ სულ გრიალით შევიდოდა უკრაინაში!).
ზუსტადაც მაგის ღირსია პოროშენკო, რომელიც მიშაზე ბევრად უარესი აღმოჩნდა ყველა ასპექტში!.. უბრალოდ, არაკაცი, რომელიც ჩაიჭრა ყველასთან - დასავლეთთანაც, უკრაინელ ხალხთანაც, საქართველოსთანაც და მიშასთანაც!..

ტორი

2017-09-11 10:41:08

Maverick
"მიხეილ დამპალს ქართველი ხალხის რომ არ ეშინოდეს კარგახნის შემოგლიჯინდებული იქნებოდა საქართველოში"...
----------------------------
გამარჯობა ძამი,
სააკაშვილს საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინია, მაგრამ არამცდაარამც ქართველი ხალხის:)))...
შემოგლიჯინებას რაც შეეხება, ყველაფერს თავისი დრო აქვს - როცა ეტ/ყვიან, მაშინ შემოგლიჯინდება:)))

პარაშა კიდევ, ყველაფრის ღირსია - ჩვენ რომ გაგვხადა დორბლიანის დაბრუნების გეგმის ნაწილად...
ჩვენი ხელისუფლების წარმატებული ბიზნესმენები კისრულზე წამოიკიდეს და ახლა რაღა დროს...

ასე იცის, ქვეყანას რომ ბიზნესმენი მართავს და არა პოლიტიკოსი...

arichopra 2

2017-09-11 21:21:19

"ასე იცის, ქვეყანას რომ ბიზნესმენი მართავს და არა პოლიტიკოსი..." ამ კაცზე კარგი შეხედულება მქონდა! ეს რა დაახეთქე?! პოლიტიკოსებს, პროფესიონალებსაც და "ლიუბიტელებსაც" "მოვუხან მინდორ ველები", ანუ მაგათ კეთილებს უწია მიხოს ვირის გაბრიგინებულმა!1988 წელს მერე რაც მაგათ საქართველოს ჭირი შეჰყარეს, რაც მაგათ ეს აყვავებული ქვეყანა ტუალეტის ქაღალდად გადააქციეს, თავიანთი ვიწროპოლიტიკური უსაფუძვლო ამბიციების გამო გააჩაღეს სამოქალაქო ომი, დაკარგეს შემორჩენილი ტერიტორიების 20% ზე მეტი... ბოდიში ყველა მათი ჩა/თლა/ხობა თუ ვერ ჩამოვთვალე! კიდევ პოლიტიკოსები მოგინდა და მოგნატრა?! ჯერ ერთი ნორმალური არ მინახავს და არც გამიგონია! სხვა ადამიანების, მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯერ დაბოლებას, მერე კი იმათი ბედის განგებას რომ კაცი ხელობად გაიხდის, ამაზე რომ იქნება გამეცადინებული იმის კაცობა როგორ ვიწამო?! ის ბუნებით პარაზიტი და გო/თ/ვე/რანია!

Maverick

2017-09-11 22:37:01

ტორი, გაგიმარჯოს ძამი!

მართალს ამბობ, მაგრამ ვინ გეგულება ისეთ პოლიტიკოსად, რომელიც ქართულად წარმართავს პოლიტიკას და არა "მეგობრების" დავალებითა და კარნახით?!

ჩოპრა, დამშვიდდი, ტორი პოლიტიკოსსზე ამახვილებს ყურადღებას, შენ კიდევ პოლიტპროსტიტუტკებზე, პოლიტიკანებზე. სხვათაშორის კარგად შეერგებათ ჯანებში რასაც შემ მათ უსურვებ.

ტორი

2017-09-11 22:54:30

arichopra 2,

შენ, შემთხვევით, ქართველ "პოლიტიკოსებზე" ხომ არ უბნობ?:))))
აი, ბერძენიშვილების მაგვარზე, ორმოცი წელია, პოლიტიკაში ვარო, "მალადოებს" რომ აყვედრიდა?:))) ანუ, სტაჟიანი პოლიტიკოსი ვარო, ამით აწვებოდა...
თუ ასეა, მაშინ გასაგებია შენი გაცხარება...
1988 წლის მერეო, რომ ამბობ, მანამდეც /ეს მიჯნა რატომ ახსენე, ვერ ვხვდები/, პოლიტიკოსი რომელი იყო?
ჰაჰა შევარდნაძეზე თუ იტ/ყვის ვინმე მაგას, თუმცა, ისიც სულ სხვის დაკრულზე ცეკვავდა - საბჭოთა საქართველოს დროს კოლბინი იყო მისი ზედამხედველი, "პერესტროიკის" დროს - გორბაჩოვი...
რომც მოენდომებია, რომელი დამოუკიდებელი პოლიტიკის გამკეთებელი ეგ იყო? რასაც სხვები დაავალებდნენ - იმას ასრულებდა...

შედარებისთვის ცუდი მაგალითი რომ აიღე, მიიხედ-მოიხედე, უვიზო რეჟიმი გვაქვს ევროპასთან და იქაურ პოლიტიკოსებსაც გადაავლე თვალი:)))...
ნახავ, რამდენმა დატოვა ისტორიაში კვალი, რამდენმა წასწია წინ თავისი ქვეყანა გონივრული პოლიტიკის წყალობით...
ასეთი უამრავი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება...
ბიზნესიდან მოსული რამდენი ქვეყნის პირველი პირი იცი, იგივე რომ მოახერხა?
აგე, მილიარდერ ტრამპი აიღე - სულ თავბედს იწყევლის, რა მინდოდა წვენებშიო...
რა, გონება აკლია? ის ფული კი არ უპოვია...მაგრამ, ბიზნესში ჭიპმოჭრილი კაცი პოლიტიკაში წარმატებული ვერ გამოდგა...ჯერ-ჯერობით მაინც...
პოლიტიკოსობა ნიჭია, ისევე, როგორც პოეტობა, მუსიკოსობა, მხატვრობა...
ნიჭთან ერთად კიდევ, ათეული წლებია საჭირო პოლიტიკოსად ჩამოყალიბებისთვის...
პოლიტიკოსის და ბიზნესმენის გონება სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, სხვადასხვა საფიქრალი აქვთ და, ძირითადად, სხვადასხვა გარემოში უწევთ საქმიანობა-ტრიალი...
პოლიტიკოსმა პოლიტიკა უნდა აკეთოს, ბიზნესმენმა ფული, მეპურემ და ა.შ...
შენ კიდევ, ჩააჩიჩინდი საქართველოს ორკაციან პარტიებს...შედარებისთვის...

"ამ კაცზე კარგი შეხედულება მქონდა! ეს რა დაახეთქე?"...
ამის პასუხად კიდევ, პური ვეღარ მიჭამია რა...
კაცია და გემოვნება...
არ მოგწონს? შენ თქვი უკეთესი, ან უკეთესად......თუ შეგიძლია:))))



natali

2017-09-11 23:10:45

მე კიდე იცით რას ვფიქრობ? ფული თუ არ გაქვს, პოლიტიკაში არ უნდა წახვიდე. ახლო წარსულმა გვიჩვენა, რომ უფულო პოლიტიკოსს ნებისმიერი ფულიანი ყიდულობს და ქვეყანა ფეხებზე ჰკიდია.

ტორი

2017-09-11 23:20:36

Maverick

"მართალს ამბობ, მაგრამ ვინ გეგულება ისეთ პოლიტიკოსად, რომელიც ქართულად წარმართავს პოლიტიკას და არა "მეგობრების" დავალებითა და კარნახით?!"...
---------------------------------------
ეგ არის ეგ...
სწორედ ასეთი პოლიტიკოსების მაგალითი მოიტანა arichopra-მ...
მაგ დროში დავიბადეთ და გავიზარდეთ ჩვენ და სხვანაირი არ გვინახავს...
"მეგობრების" მოყვანილ-დასმული კაცი ქართულ-ეროვნულ პოლიტიკას როგორ წარმართავს?
ის იქ რისთვის დასვეს?
იმისთვის, რომ დამსმელის /გინებასავით გამომდის - გამოვიყვანე/ ინტერესები გაატაროს...
1988 კი არა, ბარე 200 წელზე მეტია, ქართულ-ეროვნული ხელისუფლება არ გვყოლია, სულ "დასმულები" მართავენ ქვეყანას და რა გასაკვირია, რომ საგინებლად გაიხადეს საქმე?

მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ და საერთოდ უარი ვთქვათ პოლიტიკოსებზე...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80