სააკაშვილს საზღვარზე ტიმოშენკო, მომხრეები და უკრაინელი სამართალდამცველები ხვდებიან
დაიჯესტი

სააკაშვილს საზღვარზე ტიმოშენკო, მომხრეები და უკრაინელი სამართალდამცველები ხვდებიან

სააკაშვილს საზღვარზე ტიმოშენკო, მომხრეები და უკრაინელი სამართალდამცველები ხვდებიან
"რეზონანსი"

2017-09-08 18:25:05

"რა მოხდება 10 სექტემბერს, როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუდება, მთელ მსოფლიოში ინტერესით აკვირდებიან. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი კიევში ვიზიტს ევროდეპუტატებთან ერთად გეგმავს, სადაც მას მომხრეებთან ერთად ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკოც დახვდება. შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს, მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტისას, უკრაინის პრეზიდენტმა მას მოქალაქეობა ჩამოართვა, თუმცა 10 სექტემბერს იგი კვლავ კიევში დაბრუნებას გეგმავს. მან საზღვრის გადაკვეთის კონკრეტული ადგილიც დაასახელა - კრაკოვეცის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი პოლონეთსა და უკრაინას შორის“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სააკაშვილს საზღვარზე ტიმოშენკო, მომხრეები და უკრაინელი სამართალდამცველები ხვდებიან

"სააკაშვილის განცხადებით, ის მზად არის ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის, მათ შორის - დაპატიმრებისთვის. თუმცა, უკრაინაში დაბრუნებამდე იგი აქტიურად მოგზაურობს ევროპაში, ბრიუსელში ევროპული პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა, ჟენევაში კი - გაერო-ს წარმომადგენლებს. ევროპარლამენტარებთან მოლაპარაკებების მიზანი მათი მხარდაჭერის მოპოვებაა, რათა უკრაინის საზღვარი მათთან ერთად გადალახოს. ამის პარალელურად, უკრაინული მხარე საზღვრებს აძლიერებს. როგორც უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში აცხადებენ, მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, კრაკოვეცის გამშვებ პუნქტზე სასაზღვრო პატრულირება ძლიერდება. "იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა საგუშაგოსთან დიდი რაოდენობით ადამიანის თავმოყრას გეგმავს, რა თქმა უნდა, ვაძლიერებთ დაცვას. ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ მათი მხრიდან პროვოკაციები არ იქნება," - განაცხადა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა“, - აღნიშნავს გამოცემა

"ცნობილია, რომ 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის დახვედრას რადას 27 დეპუტატი გეგმავს. მათ შორის პარტია "სამშობლოს" ლიდერი იულია ტიმოშენკოც იქნება. ამის პარალელურად, სააკაშვილის დაბრუნებას აქციით აპროტესტებენ ლვოვში, სადაც ოდესის ყოფილი გუბერნატირის ფიტული დაწვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლვოვის მუნიციპალიტეტთან რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი, რომლებიც ქვეყნის სათავეში უცხოელის მისვლას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ქვეყანას მხოლოდ უკრაინელები უნდა ხელმძღვანელობდნენ. რაც შეეხება ქართულ მხარეს, მთავარმა პროკურატურამ უკრაინის შესაბამის უწყებას სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით მორიგ ჯერზე 1-ელ სექტემბერს მიმართა“, - განაგრძობს გამოცემა

"როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, უკრაინა დაინტერესებულია, რჩება თუ არა ძალაში მოთხოვნა ექსპრეზიდენტის ექსტრადირების შესახებ. "ჩვენ უკრაინულმა მხარემ მოგვმართა წერილით, სადაც დასვა შეკითხვა, 2014-15 წლების ექსტრადირების მოთხოვნები, რომლებიც მათ მიიღეს თავის დროზე, იყო თუ არა დღესაც ძალაში, რაზეც პასუხი მიიღო პროკურატურისგან, რომ დიახ, ის მოთხოვნები დღესაც ძალაშია. კიდევ ერთხელ, თავის დაზღვევის მიზნით, გადაეგზავნა იგივე დოკუმენტები, რაც ადრე იყო გაგზავნილი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ მიმდინარეობს განახლებული პროცედურები, რაგან ჩვენგან შეიტყვეს, რომ ინტერესი და სამართლებრივი მოთხოვნა საქართველოს მხრიდან კვლავ ძალაშია," - განაცხადა თეა წულუკიანმა. მიუხედავად ყველაფრისა, ქართველი იურისტები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის ექსტრადირება არარეალურია, რადგან მას მრავალი სამართლებრივი პროცედურა უძღვის წინ, რაც დროში საკმაოდ გაწელილი პროცესია“, - წერს სტატიის ავტორი

ნანახია - 863

Maverick

2017-09-08 23:03:19

ქართველი იურისტები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის ექსტრადირება არარეალურია, რადგან მას მრავალი სამართლებრივი პროცედურა უძღვის წინ, რაც დროში საკმაოდ გაწელილი პროცესია“, - წერს სტატიის ავტორი
--------------------
გაიწელოს, არაუშავს, მოემზადოს ხანგრძლივი პატიმრობისათვის და ხეხოს ნარები უკრაინის ციხეში...

Maverick

2017-09-08 23:06:29

რაც მეტ ხანს დაყოფს ციხეში, მით უფრო მეტი მონდომებით იჭიკჭიკებს!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80