„ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ ხუთი დაბალრეიტინგული პარტია გაერთიანდება და მათგან ერთ რეიტინგული პარტიას მივიღებთ“
პოლიტიკა

„ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ ხუთი დაბალრეიტინგული პარტია გაერთიანდება და მათგან ერთ რეიტინგული პარტიას მივიღებთ“

„ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ ხუთი დაბალრეიტინგული პარტია გაერთიანდება და მათგან ერთ რეიტინგული პარტიას მივიღებთ“
ლალი ზირაქიშვილი

2017-09-07 11:36:29

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თავისი არსით საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნებია, თუმცა უკვე ტრადიციად იქცა - ჩვენთან წინასაარჩევნო პროცესი საკმაოდ დუნედ და მოსაწყენად მინდინარეობს ხოლმე. ამაში საგანგაშო არაფერია და ყველაფერი ნორმალურადაა, თუ ჯერ კიდევ გარკვეული დროა საჭირო, რომ საზოგადოება მთელი სიღრმით ჩაწვდეს, ვის ირჩევენ და რატომ - მიმდინარე პროცესებზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

ვაჟა ბერიძე: ჩვენთან სხვადასხვა მიზეზთა გამო პოლიტიკური პროცესი დაპაუზებულია. ეს დაპირისპირება, აურზაური საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, დემარშები, ჩვენი ხელისუფლების აბსოლუტური სიყრუე საზოგადოებრივი აზრის მიმართ- ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ პროცესს აჩერებს.

ნებისმიერ სფეროში, მათ შორის პოლიტიკაშიც, კონკურენცია არის მამოძრავებელი ძალა - წინსვლის, უკეთესი მომავლის შექმნის, პოლიტიკური პროცესის განვითარებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, კონკურენცია, როგორც სხვადასხვა სფეროში, ისე პოლიტიკაშიც მინავლებულია.

არსებობს ორი ძირითადი ძალა არენაზე, ერთი - ბიძინა ივანიშვილის, ხოლო მეორე - მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია. ძალიან სპეციფიკური სიტუაციაა - პარტიების პატრონები პოლიტიკურ პროცესში ნომინალურადაც არ მონაწილეობან, მაგრამ რეალურად, ყველაფერს განსაზღვრავენ.

სხვა, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წარმოშობილი პარტიები, ერთ ან მეორე ორბიტაზე მოიაზრებიან. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გარკვეული თვალსაზრისით, აზრს კარგავს, თუ არ იქნება ექსცესი, ან რაიმე არაორდინალური ვითარება, მაგალითად ხანძრები ალექსანდრეს ბაღში, ან იპოდრომზე, ანუ ის, რაც გააღიზიანებს საზოგადოებას, ან არ გამოჩნდა ისეთი კატასტროფა, როგორიც იყო ციხის კადრები, როგორც მოხდა 2012 წლის არჩევნების წინ, პოლიტიკური პროცესი იქნება ასეთი დუნე და აშკარა უპირატესობა ექნება სახელისუფლებო კანდიდატს;

მიუხედავად იმისა, რომ  „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაბლა იწევს (რამდენად - ამას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აჩვენებს) მაინც ის გაიმარჯვებს, მათ შორის, თბილისის მერობისთის გამართულ მარათონში.

სიურპრიზები მოსალოდნელია დედაქალაქში და ცალკეულ რეგიონებშიც. შეიძლება, ჩატარდეს მეორე ტურებიც, მაგრამ ამის ალბათობა მცირეა.

მეორე ტურს რაც შეეხება, ზურაბ ხარატიშვილის და კიდევ რამდენიმე პარტიას ჰქონდა შეთავაზება პროდასავლური ოპოზიციური ძალებისთვის პრაიმერის ჩატარების შესახებ. როგორ ჩანს, ყველა ვერ დაითანხმეს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით საუბარი არ არის პრაიმერზე, მაგრამ თუ გამოვლინდებოდა საერთო კანდიდატი და ის დაუპირისპირდებოდა სახელისუფლებო კადიდატს, უფრო რეალური ხომ არ იქნებოდა თუნდაც მეორე ტური?

- პირველ რიგში, ბატონ ხარატიშვილს, მიშას დროს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ამჟამად ერთ-ერთი პარტიის დამფუძნებელს, ვურჩევ,  თვითშეფასებას ნუ გააკეთებს, ვინ არის პროდასავლური პარტია საქართველოში და ვინ - პრორუსული; ეს დასადგენია, განსჯის საგანია და კლიშეებით აზროვნებას არ უნდა მივეჩვიოთ არც თბილისში და არც ბრიუსელში. ეს ვაშინგტონში ერთი-ორკვირიანი გასეირნებითაც ძნელი დასადგენია.

რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიის სტატუსით შეცვლის მომხრე პარტია არ მეგულება, არც ევრაზიულ კავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას არ ითხოვს რომელიმე პარტია, ვისაც ეს ბატონები მოიაზრებენ პრორუსულ პარტიებად -ერთმანეთისთვის დამღის დასმა პოლიტიკურ პროცესს ასაჭურისებს და ჩიხში შეჰყავს.

პრორუსულს უკვე აღარ ეძახიან - კონსერვატიულ პარტიებად მოიხსენიებენ...

- წინ წავსულვართ აშკარად, როგორც ჩანს, ვიღაცამ, სადღაც, საქართველოს მიღმა საღად იაზროვნა. ამას რომელიმე მხარის მიმართ სიმპათიის გამო არ ვამბობ - პრორუსულად წოდებულ მიმართულებაზე უფრო მეტი კრიტიკული შენიშვნა მაქვს და უფრო მკაცრი პოზიცია, ვიდრე ე.წ პროდასავლურ ფრთაზე მოღვაწე პარტიებისადმი.

იმითაც  ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ ხუთი დაბალრეიტინგული პარტია გაერთიანდება და მათგან ერთი რეიტინგული პარტია მიიღება. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული, ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში ჯუფდებადობის კანონი არ მუშაობს.

მსგავს პლატფორმაზე მდგარი და ხედვების მქონე პარტიების გამსხვილება და გაერთიანება მისასალმებელია, მაგრამ იქ, სადაც არ არის სათანადო ადამიანური და ფინანსური რესურსი, შეუძლებელია კონკურენტუნარიან ბრძოლაში გამოიწვიონ დაუშვათ,„ქართული ოცნება“, რომლის უკანაც დგას ივანიშვილის ფინანსები. ამას ემატება ისიც, რომ ტენდერებში გამარჯვებულ ბიზნესმენებს, რატომღაც,შეაქვთ ფული მხოლოდ „ქართული ოცნების“ სალაროში.

მეორე მხრივ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშეწყობით გამდიდრებული ბიზნესმენები, მიხეილ სააკაშვილთან ასოცირებული, რომლებიც ახლა დაბნეულობის სტადიაში არიან, რადგან ვერ ხედავენ რეალურ მიზეზს, არჩევნებში რატომ უნდა ჩადონ ფული.

თან, როგორც კულუალური ინფორმაცია ვრცელდება, სააკაშვილსა და მის მთავარ მოლარე კეზერაშვილს შორის, გარკვეული გაუგებრობებია და პრობლემები აქვთ ურთიერთობებში. თან ისიც ჩანს, რომ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკაში ფულს არ ხარჯავს. ამ ეტაპზე მას უკრაინა უფრო აინტერესებს, იქ უფრო დიდი ფსონებია დადებული და ოლიგარქებთან ჭიდილი უფრო მეტ ქულებს და ავტორიტეტს შესძენს, რადგან ფიქრობს, რომ დასავლეთისთვის კიდევ გახდება საჭირო. ამიტომ საქართველოში იგი ფულს ამჯერად არ ხარჯავს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვაში, მათ შორის პოლიტიკაში, სააკაშვილი გაბედული და უხვი იყო, მაგრამ მისი კონტროლირებადი ფინანსები რატომღაც არ იხარჯება.

მითხარით, არის სადმე მესამე ფული? მესამე ფული საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს. შეიძლება აქ იგულისხმებოდეს რუსული ფული, რომელიც სხვადასხვა არხებით შემოდის და გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს ხმარდება. მაგრამ აქ ჰიპოთეტების დონეს ვერ გავცდებით - არც მედიას დაუდევს კონკრეტული ფაქტები ამის თაობაზე.

როდესაც ასეთი სურათი გვაქვს,ჯანსაღ და რეალურ კონკურენციაზე საუბარი ზედმეტია, მითუმეტეს, ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი სასიკეთო რამ მოუტანა ქვეყანას - მაგალითად, პოლიტიკური პროცესი ჩიხიდან გამოიყვანა, ავტორიტარული რეჟიმი მოაშორა და შეეცადა სახელმწიფოებრიობის აღდგენას, მაგრამ ეს არ გამოუვიდა და ასე ვთვათ, პროცესები თვითდინებაზე მიუშვა;

რეალურად, ივანიშვილს გამოუვიდა პოლიტიკის დეპოლიტიზაცია, რაც აბსოლუტურად შინაარს აცლის იმ პოლიტიკურ პროცესს, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს.

როდესაც ჩახედავ საკრებულოს წევრობის კანდიდატებს და მხოლოდ 2-3 ნაცნობ სახელს და გვარს აღმოაჩენ ისეთს, ვისთვისაც ღირს, საარჩევნო ყუთთან მისვლა, თუ „ქართულ ოცნებას“უჭერ მხარს; ხოლო ყველა დანარჩენი არის მისტერ ინკოგნიტო, რომელიც აბსოლუტურად უცნობია საზოგადოებისთის და პოლიტიკური მოღვაწეობა მილიონნახევრიანი ქალაქის საკრებულოში უნდა დაიწყოს, ხვდები, რომ აქ ბევრი შეცდომაა დაშვებული და დეპოლიტიზაცია პოლიტიკის და კონკურენციის მოშლა ქვეყანაში უკვე სახიფათო ზღვართან მივიდა.

ივანიშვილს ვურჩევდი, ეს პროცესი შეაჩეროს, იქნება თუ არა არენაზე, პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობაზე პასუხისმგებლობა პირადად და პერსონალურად ეკისრება.

აქედან გამომდინარე, გაერთიანება მერობის კანდიდატების, რასაც ბატონი ხარატიშვილი გვთავაზობდა, ჩემი აზრით, მათი საერთო კანდიდატის კონკურენტუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით, შედეგის მომტანი არ იქნებოდა.

მერობის კანდიდატებისმრავალფეროვნება არ გვაკლია -კალაძე, ხოშტარია,  უდუმაშვილი, ინაშვილი, ელისაშვილი, რომელიც დამოუკიდებელ კანდიდატად დაამტკიცეს, დავით აქუბარდია, რომელმაც შესაძლოა,„ტრადიციონალისტთა კაშირის“ სახელით იყაროს კენჭი და ა.შ... ნაციონალების და „ქართული ოცნების“ კანდიდატებს უკან რომ არ იყოს ფული, ასეთ შემთხვევაში შეიცვლებოდა თუ არა შანსები?

- ფული პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი, გადამწყვეტი ფაქტორი. ჰიპოთეტურად, რომ დაუშვათ და „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ მხარეს არ იდგეს ფული; მიუხედავად ასეთი ჰიპოთეტურად დასაშვები რეალობისა, უპირატესი შანსი მაინც ექნებოდა კალაძეს და უდუმაშვილს, ეს არ შეცვლიდა აბსოლუტურად არაფერს.

დასახელებული კადიდატები საინტერესო მოღვაწეები არიან, მივესამლებოდი დავით აქუბარდიას მონაწილეობას საარჩევნო მარათონში. ეს ადამიანი უკვე ბევრი წელია პოლიტიკის ანალიტიკოსია, თოქშოუ მიჰყავს, ეთერში აწარმოებს დისკუსიებს, განათლებული პიროვნებაა - ამ თვალსაზრისით, ის არის მისასალმებელი კანდიდატი, თუმცა გარკვეული ხარვეზები ექნება, როგორც მენეჯერს, მაგრამ კანდიდატი უაღესად საინტერესოა.

მეორე მხრივ, ალეკო ელისაშვილი - ერთ-ერთი პირველი მივესალმე, როდესაც ის გამოჩნდა დედაქალაქის არასამთავრობო ორგანიზაციის ხელძღვანელის ამპლუაში, მაშინვე იგრძნობოდა, რომ პატრიოტი და გონიერი კაცია, თუმცა ელისაშვილმა ვერ შეძლო ცდუნების დაძლევა, რომ პოპულიზმის ტალღაზე არ შემოსულიყო პოლიტიკაში.

დამოუკიდებელი კანდიდატობა საფრთხეც არის - ბევრი ხალხი რომ მიიმხრო, მაქსიმალურად პოპულისტური ნაბიჯები უნდა გადადგა. ის პოპულისტი კანდიდატია ჯერჯერობით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კარგ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდება.

ვერც იმ ცდუნებას გაუძლო, რომ გარკვეულ ეტაპზე ასოცირებული გახდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, თუმცა ვერ შეთანხმდნენ და გაიმიჯნენ - რეალურად თუ მოჩვენებით, ჯერ არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ ის აღიქმებოდა არა მარტო მისი მტრების მიერ, არამედ საზოგადოების ნეიტრალური ნაწილის თვალშიც, როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პიროვნება. 

ცხადია, არ დამავიწყდება ელენე ხოშტარია, რომელიც არის ძალიან გონიერი, ენერგიული ქალბატონი. კარგია, რომ პოლიტიკაშია. შესანიშნავი იყო არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობის პერიოდში, მაგრამ ის მერობისთვის ჯერ მზად არ არის და ეს ჩანს ყველაფერში - პლატფორმაში, მიდგომებში, გამოსვლაში და ა.შ. მისი მერობაც და კანდიდატობაც ნაადრევია, თუმცა მისი ყოფნა პოლიტიკაში უდავოდ, მისასალმებელია.

ზაალ უდუმაშვილი როგორი მერი იქნებოდა?

- უდუმაშვილი იქნება ცუდი მერი, იმიტომ რომ საამისოდ არ აქვს სათანადო გამოცდილება. არ არის მენეჯერი. მისი ხედვები ქალაქის მომავალთან დაკავშირებით  ზედაპირულია. ერთია, იყო საინფორმაციო გადაცემის წამყვანი და ჟურნალისტი და მეორეა - იყო პოლიტიკოსი მთავარი ოპოზიციური ძალისგან; თუმცა პიროვნულად, უაღრესად ღირსეული კანდიდატურაა.

თუ მერი გვინდა არა მარიონეტი, არა მართული, არა ისეთი, ვისაც უნიშნავენ მოადგილეებს, ხელქვეითებს, ზედამხედელებს და ა.შ. მაშინ უნდა ჰქონდეს ხედვა და უნდა იყოს ლიდერი, უნდა ჰყავდეს გუნდი, რომლითაც ის მოვა ხელისუფლებაში და არა ვისაც სააკაშვილი მიუთითებს, ან გვარამია დაუნიშნავს.

კახა კალაძეს არ დაუნიშნავენ ზედამხედველებს?

- კალაძე ეს სერიოზული თემაა ყველა თვალსაზრისით. კალაძის თაობაზეც არაერთხელ მითქვამს, რომ მისი გამოცდილება პოლიტიკაში არასაკმარისია დედაქალაქში პირველობისთვის იმიტომ, რომ დედაქალაქი ეს არის მოსახლეობის მესამედი, ეკონომიკის ნახევარზე მეტი.

მითუმეტეს რთული ფენომენია თბილისის საზოგადოება, ეკონომიკა, სოციალური პრობლემატიკა, მაგრამ ამავე დროს არ შეიძლება არ ითქვას, რომ კალაძე მზარდია, როგორც პოლიტიკოსი, როგორც საზოგადო მოღვაწე და მის მიმართ საწინააღმდეგო არაფერი შეიძლება გვქონდეს.

ის არის კარგი მაგალითი ჩვენი ახალგაზრდობისთვის - როგორ შეიძლება, საკუთარი ოფლით და შრომით მიაღწიო და გახდე მილიონერი, იყო წარმატებული და ეს ძალიან ჭირდება ჩვენს სიღარიბით სავსე ქვეყანას. ასეთ მაგალითებს მიჰყავს ახალგაზრობა და საზოგადოება მიზნისკენ, რომ შრომით შეიძლება წარმატების მიღწევა ასეთ პირობებშიც კი.

მისი ხედვებიც საკმაოდ პროგრესულია, თანმიმდებრულია და ვფიქრობ, ის გაიზრდება, როგორც ქალაქის მერი.

რომ არა ივანიშვილის ხედვა პოლიტიკის დეპოლიტიზაციის მიმართულებით, რომ უკეთესია უბიოგრაფიო ადამიანები, რომლებზეც კომპრომატები არ არსებობს, იყვნენ წინა პლანზე, ვიდრე გამოცდილები, რომელთაც საქმე უკეთებიათ -ასეთი ხედვა რომ არა, ვფიქრობ, სხვა ღირსეული კანდიდატების შერჩევაც შეიძლებოდა, მაგრამ რაც არის, ესეც საკმაოდ ეფექტურადაა შერჩეული. მგონია, რომ ყველა თვალსაზრისით და ყველა ჩემი გათვლით, კალაძე უნდა გავიდეს პირველ ადგილზე. იქნება თუ არა მეორე ტური, ეს სხვაა.

ხელისუფლებას აქვს შიში, რომ შესაძლოა, რომელიმე კანდიდატმა მოახერხოს და მოიპოვოს უკმაყოფილო ამომრჩეველთა ხმები - სოციოლოგიური კვლევების მიხედვით ეს ცოტა არ არის. არის თუ არა რომელიმე, კანდიდატთა შორის, რომელიც პოტენციურად შეძლებდა ამ ხმებით პირველ ან მეორე ადგილს დაპატრონებოდა?

- არ ღირს ირმა ინაშვილის შესაძლებლობების შეუფასებლობა, ის გონიერი ქალბატონია, თუმცა აქვს ნაკლი და ცდუნება პოპულისტურ ტალღაზე მოეწყოს. ხმების სამართლიანად დათვლის პირობებში მას შეუძლია სიურპრიზის შემოთავაზება.

თავისთავად, სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია ალეკო ელისაშვილსაც, თუმცა ჩემს მიერ ხსენებული ხარვეზების გამო მცირდება ამის შესაძლებლობა. გარდა ამისა, საპროტესტო ნოტაზე რომ მოიმართოს პრონაციონალური ელექტორატი, ელენე ხოშტარიას შანსები გაიზრდება, მაგრამ ესეც ნაკლებად მოსალოდნელი მგონია.

სიურპრიზებს არა, მაგრამ უფრო იმას ველოდები, რომ ხელისუფლებას პრობლემა შეექმნება ხალხის საარჩევნო ურნებთან მიყვანის თვალსაზრისით - ბევრი ადამიანი საზოგადოებაში ნიჰილისტურად არის განწყობილი ამ არჩევნების მიმართ.

ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და, როგორც წესი, მის მიმართ საპარლამენტოსა და საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ამომრჩევლები ნაკლებ დაინტერესებას იჩენენ. მეორე მხრივ, იმედგაცრუებაც დიდია, ამიტომ სერიოზულად დაუდგება ხელისუფლებას ხალხის საარჩევნო ურნებთან მიყვანის პრობლემა და თუ ეს ასე მოხდა, მმართველი ძალის სერიოზული მარცხი იქნება...

ამიტომ არ მომწონს საარჩევნო მზადების პროცესი და ვფიქრობ, სულ ტყუილად ეიმედებოდათ ცხელი ზაფხული მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. შეიძლება ამან დათვური სამსახურიც გაუწიოს ხელისუფლებას და სექტემბერ-ოქტომბერში ხალხის მობილიზება გაუჭირდეს.

მეორე ადგილი რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ არჩევნებში?

- მნიშვნელოვანი იქნება, თუ ხმების დათვლა საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება. ასეთ შემთხვევაში მეორე ადგილი გვიჩვენებს, როგორი განწყობაა დღევანდელ საზოგადოებაში. არა პირობითად პროდასავლური ან პროპუსული, არამედ რეალურად პროდასავლური და რეალურად პრორუსული.

თუ დასავლური კლიშეებით შევხედავთ რეალობას, „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში დასავლეთი დამშვიდდება, რადგან მმართველი ძალის ალტერნატივა იქნება მათ მიერ კლიშედადებული პროდასავლური ძალა - „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ევროპული საქართველო“.

თუ ინაშვილი გაიმარჯვებს, მაშინ დასავლეთი შეშფოთდება და ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ქვეყანაში მომრავლდნენ პროპუსული მიმართულების მომხრეები. იმიტომ კი არა, რომ ირმა ინაშვილი პრორუსად მიმაჩნია, ვთვლი, რომ ის პროდასავლურად მოაზროვნე პოლიტიკოსია - არამედ კლიშეების გათვალისწინებით.

ფაქტია, რომ ინაშვილი თავისი გუნდით წავიდა მოსკოვში, თანაც ისე, რომ კარგადაც ვერ გავიგეთ, რა „წაიღეს“ და რა „ჩამოიტანეს“...

- დემეტრე თავდადებული ურდოში ჩავიდა მონღოლებთან სალაპარაკოდ იმიტომ, რომ არ აეოხრებინათ ჩვენი ქვეყანა. მოსკოვში ჩასვლა უფრო უკეთესია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, თუ როგორც ეჭვია - დრონებით ხანძრების გაჩენა? - მინიშნებას არ ვაკეთებ, პირობითად ვხატავ სიტუაციას.

მე პირადად, დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი დუგინსა და მის „ძმებს“ რადგან ისინი ქმნიან რუსული პოლიტიკის ხედვებს - მიმაჩნია, რომ რუსეთის პოლიტიკა დამღუპველია არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის და უფრო ადეკვატური პოლიტიკის წარმოებაა აუცილებელი და იქნებ, ამ დიალოგში ჭეშმარიტებაც გვეპოვა.

რამდენადაც ცნობილია, დიალოგიც არ შემდგარა...

- არ შედგა იმიტომ, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ არასწორი პოზიცია დაიკავა. მათ უნდოდათ თავიანთი პარტიული ინიციატივა გაეოფიციალურებინათ, რაც საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით საქართველოსთვის ბევრი პრობლემის შემქმნელი იყო. მათ პარტიულ ან ინდივიადუალურ დონეზე უნდა ესაუბრათ.

კიდევ ვიმეორებ: რუსეთთან დიალოგის მომხრე ვარ, რაც არ უნდა ემსგავსებოდეს ეს საუბარი ყრუთა დიალოგს ბრმებთან, მაინც უნდა ვილაპარაკოთ რუსეთთან, მაგრამ ისე, რომ ჩვენი სტრატეგიული არჩევანი უცვლელი დარჩეს.

თავისი პრობლემების მიუხედავად აშშ და ევროკავშირი არის ერთადერთი გარანტი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის. ეს რეალობაა - საგარეო პოლიტიკური ორიენტირების შეცვლაც არ არის ასე ადვილი;

მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმაც რომ გადაწყვიტოს, დასავლეთი აღარ გვინდაო, იმაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა, ვიდრე თავის დროზე საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც მოიშალა და დაინგრა ყველაფერი.

ანუ ადგილობრივ თვითმმართველობასა და საგარეო ვექტორებს შორის იმაზე მეტი კავშირია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს?

- დიახ, ასე მჭიდროდ უკავშირდებაადგილობრივი თვითმმართველობა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებს. ცალკე აღებული თვითმმართველობა არ არსებობს და ამ თემაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივი თვითმმართველობის დაკნინებული მდგომარეობა, ქრონიკულად სუსტ და განვითარების დაბალი ტემპის მქონე საქართველოში, სადაც თვითმმართველი ქალაქების რაოდენობას ამცირებენ, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტები ფიქციადაა ქცეული. ასეთ ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს სოციოლოგიურ გამოკითხვაზე მეტი ფუნქცია არ შეიძლება ჰქონდეს.

ხელახალი რეფორმა გვჭირდება?

- მუდმივი რეფორმებია საჭირო, ჩვენ ძალზე რთული რეგიონები გვაქვს. ზოგ ადგილას ზედმეტმა დამოუკიდებლობამ შეიძლება პრობლემებიშექმნას - ესეც გასათვალისწინებელია. საუბარია დასაწყები მოწყობის განსაკუთრებულ ფორმაზე ასიმეტრიული ფედერაციის ელემენტებით, ეს მოითხოვს მეცნიერული კვლევის დონეზე შემუშავებულ პროექტებს, რომ ეგებ როგორმე გადავარჩინოთ ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

ნანახია - 1466

papa

2017-09-07 18:28:21

მომეწონა---- 90 % ვეთანხმები

პრორუსულს უკვე აღარ ეძახიან - კონსერვატიულ პარტიებად მოიხსენიებენ...

- წინ წავსულვართ აშკარად, როგორც ჩანს, ვიღაცამ, სადღაც, საქართველოს მიღმა საღად იაზროვნა.


უბედურება ზუსტად ეგააა რომ.... ვიღაცამ სადღაც იაზროვნა.... და ესენი მხოლოდ მათ ნათქვამს იმეორებენ


მაშ დამოუკიდებელი საქართველო სადღაა?????
ეს ამდენი მსხვერპლი და განახევრებული საქართველო??
ესააა დამოუკიდებელი საქართველოოოო?/
ამისთვიის ეს 27 წელი??
მოდი და ნუ გაგიჟდები კაცი.--კანტმა თავი დაიბრიდა, მესამედი მძინებიაო და ჩვენ ადგილზე ის რაღას იზამდა??
ხან დროს მეც მასეთ განწყობაზე ვარ--- რისთვის ამდენი მსხვერპლი?

Maverick

2017-09-07 22:25:29

ვაჟა ბერიძე,
"იმითაც ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ ხუთი დაბალრეიტინგული პარტია გაერთიანდება და მათგან ერთი რეიტინგული პარტია მიიღება. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული, ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში ჯუფდებადობის კანონი არ მუშაობს".
-----------------------
გეთანხმებით, ბატონო ვაჟა.

ნოლს, ნოლი რომ მიემატოს, რაც არ უნდა იძახონ ოპოზიციურმა კოდლამ და არა პარტიებმა "ნე პრავილნა", მაინც ნოლია!!!...............

antoni

2017-09-08 08:49:56

ხოშტარია, უდუმაშვილი, ვაშაძე სულერთია - მეცოცხე მეცოცხეა დედალი იქნება, თუ მამრი. ცოტა ხანში კიდევ უფრო დაიშლებიან, მიშასაც დაიჭერენ, ფული გამოელევათ და დადგებიან ხარატიშვილთან და მალაშხიასთან
ინაშვილის აყვავება ერთჯერადია
ბურჯანაძე და შალიკო გარეკილი იმ 3%-ის რაიონში იბორძიკებენ
თ/დემოკრატები და რესპები ცალ-ცალკე თითო პროცენტის ამღები არაა.
0+0=0 - დავითაია, მალაშხია, თორთლაძე, გამსახურდია, ხარატიშვილი, ბაღათურია, კუკავა, ბერძენაძე, ბურჭულაძის ნაშთი, კაციტაძე ერთად იქნებიან თუ ცალცალკე რა მნიშვნელობა აქვს?ბიუჯეტიდან რამის წასაგლეჯად თუ მიაღწევენ რამეს!
პოლიტიკური სპექტრი ასეთი ღატაკი რომაა, ეს მათ უნიჭობასთან ერთად ჩვენი ბრალიცაა; მათხოვარი უნიჭოები გავრეკოთ, ხელისუფლებას მკაცრად მოვთხოვოთ ...

antoni

2017-09-08 08:54:39

ხო, პროდასავლური და რუსეთუმე (გინდათ კონსერვატორი) პირობითია; ვინც საიდან ელოდება ფინანსებს, ან ტ/რაკში თითს, იმ მხარეს თამაშობს. ბურჯანაძე ხელისუფლებაში ყოფნისას დასავლეთზე იჭრიდა ვენებს, ინაშვილი კომკავშირს ლექსებს უწერდა, მიშა დორბლიანი თავისი მეცოცხეებით აშშ-ს სოყვერულს ეფივებოდა, ამ დროს რუსღა გაუპრავა სახელმწიფო გადატრიალება, მასვე აჩუქა კოდორი და ქვეტნის ყველა სტრატეგიული ობიექტი ...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80