„სუბსიდია დროებითი ინსტრუმენტი იყო და ყველა მეღვინე აცნობიერებდა, რომ ადრე თუ გვიან ის დასრულდებოდა“
ეკონომიკა

„სუბსიდია დროებითი ინსტრუმენტი იყო და ყველა მეღვინე აცნობიერებდა, რომ ადრე თუ გვიან ის დასრულდებოდა“

„სუბსიდია დროებითი ინსტრუმენტი იყო და ყველა მეღვინე აცნობიერებდა, რომ ადრე თუ გვიან ის დასრულდებოდა“
ბექა დანელია

2017-08-12 19:30:42

რთველის დაწყებამდე 2-3 კვირაა დარჩენილი. წელს კახეთს სუბსიდია აღარ ერგება, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის კომპანიები წინასწარ იჭერენ თადარიგს, რომ მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნას. ჯერჯერობით თანადაფინანსების შეწყვეტის გამო პრეტენზია არ გამოუთქვამს არც გლეხებს და არც მეწარმეებს. ყველას იმედი აქვს, წელს ყურძენზე მისაღები ფასი იქნება.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა მეწარმეებთან წინასრთველო შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად როგორც ხელისუფლება, ისე კერძო სექტორი, სრულ მზადყოფნაშია.

„ყურძნის მოსავალი საკმაოდ დიდია, ამავე დროს გაზრდილია ღვინის ექსპორტი. რთველთან დაკავშირებული საკითხები ორგანიზებულია, მთავრობამ რთველის ხელშემწყობი ღონისძიებები დაამტკიცა. კომპანიებთან ვისაუბრეთ იმ დეტალებზე და პროცედურებზე, რომლებიც მთავრობის განკარგულებით არის გათვალისწინებული. ვფიქრობთ, რომ მაქსიმალური კოორდინაციითა და ორგანიზებულობით შევძლებთ რთველის სეზონის წარმატებით და ეფექტურად ჩატარებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გაზრდილი ექსპორტის ხარჯზე ყურძენზე მასობრივი სუბსიდირების საჭიროება აღარ არსებობს.

„მოსავალს წელს საკმაოდ დიდს ველოდებით, ჩვენი პროგნოზით, ინდუსტრიულად გადამუშავდება დაახლოებით 140-150 ათასი ტონა ყურძენი“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

როგორც ცნობილია, წელს ხარისხიან ყურძენზე სუბსიდირება არ გაიცემა. ღვინის ის კომპანიები კი, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანე ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

ამავე დროს, დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი.

გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ღვინის მზარდი ექსპორტი რთველის წარმატებით ჩატარების ერთ-ერთი წინაპირობაა. „კერძო სექტორი მზად არის და კარგად იცნობს წლევანდელ სისტემას, რომლის საფუძველზეც რთველი-2017 უნდა ჩატარდეს. ღვინის კომპანიები გაგებით შეხვდნენ, რომ წელს ყურძენზე სუბსიდირების საჭიროება აღარ არსებობს, რადგან გაზრდილია ექსპორტი და შესაბამისად, მოთხოვნაც. ზოგადად, მეღვინეობის დარგი მზად არის გადაამუშაოს ყურძენი მთლიანად“, - აღნიშნა სამანიშვილმა.

კომპანია თბილღვინოს ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფოს მხრიდან რთველის სუბსიდირების პოლიტიკის შეცვლას დადებითად აფასებს. მარგველაშვილი ამბობს, რომ სუბსიდია დროებითი ინსტრუმენტი იყო და ყველა მეღვინე აცნობიერებდა, რომ ადრე თუ გვიან ის დასრულდებოდა.

„სუბსიდირების დასრულების მოტივი ქართული ღვინის ექსპორტის და მოთხოვნის ზრდაზეა დამოკიდებული. სახელმწიფოს გათვლებით, წელს იქნება საკამრისი მოთხოვნა ყურძენზე ისე, რომ სუბსიდიის სახით ჩარევა საჭირო აღარ იქნება. გლეხი მიიღებს სამართლიან ფასს, ყურძნის მყიდველიც გადაიხდის სამართლიან ფასს. გადაწყვეტილება ჩვენი აზრით დადებითი და დროულია. მოთხოვნა სხვადასხვა სახის ყურძნის ჯიშებზე სხვადასხვაა, ეს იქნება პირველი წელი სუბსიდიის მოხსნის და უნდა დავაკვირდეთ შედეგებს“, - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

ნანახია - 1622

მეგრელი

2017-08-12 21:47:54

არარის გამორიცხული რუსეთმა ევროპის ქვეყნებიდან ღვინოს იმპორტზე უარი თქვას. დაუწესოს სანქციები. ასე რომ ..

kolxi

2017-08-13 00:03:16

კარტელური გარიგებების საქმე როგორ იქნება?!

prins

2017-08-13 00:10:07

ანდრეი,
რუსეთში თუ ვინმეს ჭ/კ/უ/ა მოეკითხება - არარუსია:

prins

2017-08-13 00:12:12

ე/ბრაელი(უმეტესად), კავკასიელი, შუა აზიელი და სხვ. რაც შეეხება: სტალინმა უძლიერესი იმპერია შეგიქმნათ, პეტრე პირველი უდიდეს მეფედაა აღიარებული.

prins

2017-08-13 00:12:25

დანარჩენი მეფეები ან სკანდინავიელების (შვედები) ან გერმანელების სისხლისმიერი ნათესავები იყვნენ. ვინღა დაგრჩათ, სულელი ნიკიტა? დოროგოიო ტოვარიშჩ ლიონია? ბოთე გორბაჩოვი? ლოთი ელცინი თუ დღევანდელი მეფე ვვპ, რომელმაც თვითონ არ იცის ვინ გააკეთა. ასე რომ ხმა გაიკმინდე და ნუ იგინები უაზროდ, ნუ ა/ა/ყ/რ/ო/ლ/ე საიტი. ადმინ, ჩაატარე გამოკითხვა იუზერებს შორის ერთადერთი კითხვით: დაიბლოკოს თუ არა ესა თუ ის იუზერი? და თუ უმრავლესობა იტყვის კის - დაბლოკე. დასაბლოკია ეს ვანია ანდრეი ულაპარაკოდ, რადგან მისი პოსტები ლანძღვა გინების მეტს არაფერს შეიცავს!

prins

2017-08-13 00:14:17

გამაწამა ფილტრმა, ბოდიშს გიხდით.

prins

2017-08-13 00:18:30

ანდრიუხა,
ახლა თვითონ მოტვინე ვინაა კრეტინი

მეგრელი

2017-08-13 01:27:45

ბოდიშის მოხდით. თემას არ ეხება.

აშშ . ქ. შარლოტა. სადაც დღეს ნაციონალისტების მარში იმართებოდა.ეს სამოქალაქო დაპირისპირებაა .

https://www.youtube.com/watch?v=tvIbcsEsBPs

მეგრელი

2017-08-13 01:47:41

როცა აშშ შიდა პრობლემები აწუხებდა ის ვიღაცას ბომბავდა ხოლმე. მონიკა-ბელგრადი, ბუშს ქონდა პრობლემა სადამი კუვეტში შეიტყუა. ტრამპს არჩევანი აქვს ან ვენესუელა ან კიმ ჩერ ინი

salte

2017-08-13 01:54:04

ცივი ომის დამქაშებს არ დავალევინოთ ქართული ღვინო

natali

2017-08-13 18:06:49

გადავიდეთ საქმეზე.

იცით რა მაინტერესებს? ტროტუარზე რომ მიდიხარ და ზემოდან კონდენციონერების წ/ყ/ალი რომ გესხმება თავზე, ამაზე რამე არ უნდა იღონოს მთავრობამ? მეც კი მაქვს ჩართული, მაგრამ წყალი ჟოლობში გადის, თუ ამის საშუალება არაა, ვედრო მაინც შეუდგან. მიიღეთ რამე კანონი, თორემ სირცხვილია რაააა.

tngh

2017-08-13 21:04:01

საიდან დაასკვენით, რომ "ანდრეი" რუსია... მე უფრო პროვოკატორი მგონია, რომ ეს საიტი გააბითუროს..

natali

2017-08-13 22:21:01

საინტერესო რამ ხდება.

რუსი პრანკერები ავრცელებენ აუდიო ჩანაწერს. სხვა საქმეა მართლა მინისტრი გააბრიყვეს თუ არა, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ტ/ყ/ულია თუ მართალი, ამით რა გააკეთეს? მიშასთვის იმუშავეს? როდიდან შესტკივათ გული მიშაზე???? მგონი თვითონ დაჩნენ გაბრიყვებულნი.:) რუსთავი2-ს საქმე მიეცა. მალადეც რუსები!!!!!!!!!!:)))))))) ვიმეორებ-არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მართალია თუ ტ/ყული.

ამაპოლა

2017-08-14 11:26:10

ჯერ ერთი, ეს აყროლებული ანდრეია თუ ვიღაცა, მოაშორეთ აქედან. კარგი იქნება, თუ მომავალში ესეთ ვიგინდარებს თავიდანვე აღუკვეთავთ ამ საიტის გზას.

მეორე – ეს გიორგი სამანიშვილი ვინ არის, რა თანამდებობა უკავია, ერთხელ მაინც არ უნდა ახსენოთ?

prins

2017-08-15 23:49:32

ანდრეი,
გინდ რუსი იყავი, გინდ ქართველი, ყველა ვარიანტში დიდი უზრდელი, ხეპრე და ყიამყრალი ცხოველი ხარ, ფაქტია. თუ რამის თავი გაქვს შევხვდეთ სადაც გაგიხარდება, როცა გინდა და ვნახოთ რა ვაჟკაციცა ხარ.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80