ჯიმი ჰენდრიქსის აუხდენელი ოცნება
სხვადასხვა

ჯიმი ჰენდრიქსის აუხდენელი ოცნება

ჯიმი ჰენდრიქსის აუხდენელი ოცნება
for.ge

2017-08-12 10:49:12

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „Rolling Stone” სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ჟურნალის თანამშრომლების მტკიცებით, ცნობილ ამერიკელ მუსიკოსს ჯიმი ჰენდრიქსს თავის დროზე ერთი საინტერესო პროექტი გააჩნდა, რომელიც სამწუხაროდ ვერ განახორციელა.

წინა საუკუნის 60-იანი წლების დასასრულს ჰენდრიქსი პოლ მაკარტნისა და ცნობილ ჯაზმენ მაილს დევისს დაუკავშირდა და ერთობლივი ჯგუფის ჩამოყალიბების იდეა მიაწოდა.

ამერიკული გამოცემის ჟურნალისტებმა ხელთ ჩაიგდეს წერილი რომელიც 1969 წლის 21 ოქტომბრითაა დათარიღებული. ამ გზავნილის ავტორი ჯიმი ჰენდრიქსი ბრძანდებოდა, ადრესატი კი პოლ მაკარტნი გახლდათ.

ზემოთნახსენები წერილი „The Beatles”-ის სახელზე იყო გაგზავნილი და „Apple Records”-ის ოფისში მიიღეს. ჰენდრიქსი პოლ მაკარტნის ქალაქ ნიუ იორკში ეპატიჟებოდა და მაილს დევისთან ერთად ერთობლივი ალბომის ჩაწერაში მონაწილეობის მიღებას სთხოვდა.

პოლ მაკარტნი იმ პერიოდში ძალიან დაკავებული ბრძანდებოდა და ამ შემოთავაზებაზე ზრდილობიანი უარი განაცხადა. რაც შეეხება მაილს დევისს, ის ამ პროექტში მონაწილეობაზე თანახმა გახლდათ, ოღონდ ჰონორარის სახით 50 ათასი დოლარი მოითხოვა.

ამერიკელი ჟურნალისტების მტკიცებით, „სუპერ ტრიოს“ ჩამოყალიბების იდეა ჯიმი ჰენდრიქსს მუდმივად აწუხებდა, მაგრამ მისი პრაქტიკაში განხორციელება ვერ მოახერხა. მუსიკოსი 1970 წლის 18 სექტემბერს გარდაიცვალა.

 

 

 

ნანახია - 276

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80