სამეგრელოში თხილის მავნებელმა ხალხი აქციებამდე მიიყვანა
ეკონომიკა

სამეგრელოში თხილის მავნებელმა ხალხი აქციებამდე მიიყვანა

სამეგრელოში თხილის მავნებელმა ხალხი აქციებამდე მიიყვანა
ბექა დანელია

2017-08-11 19:30:15

თხილის მავნებელი აზიური ფაროსანა ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ისევ გამრავლდა და მოსახლეობაც ძალიან შეშფოთებულია. ადგილობრივები ამბობენ, მათ თხილნარებში მავნებლის უკვე რამდენიმე თაობა შეიმჩნევა. ფაროსანას კვლავ გამრავლების მიზეზად მოსახლეობა შეწამლვითი სამუშაოების დაგვიანებასა და მის უხარისხოდ წარმართვას ასახელებს.

ზუგდიდის სოფელ კოკის მცხოვრებნი თხილისა და სიმინდის მოსავლის განადგურების გამო ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. სხვადასხვა სახის მავნებელმა - უმეტესად კი, ე.წ. აზიურმა ფაროსანამ - წელს სოფლის მეურნეობის მთავარი პროდუქტები გაანადგურა და გლეხები შემოსავლის გარეშე დატოვა.

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ თხილის მავნებელ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლის სამუშაოები დაგვიანდა და ისიც მხოლოდ ერთხელ ჩატარდა, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა. კოკელები დახმარების სახით კომპენსაციას ითხოვენ.

როგორც სოფლის მკვიდრი ნონა კვარაცხელია ამბობს, გლეხების პრობლემები დღეს ხელისუფლებას არ აინტერესებს, რის გამოც იძულებულნი არიან საპროტესტო გამოსვლები დაიწყონ: „ხელისუფლებას ვთხოვთ გამოყოს კომისია, შეისწავლოს, თუ რა ზარალი ნახა მოსახლეობამ. ყველას კრედიტები აქვს. ეს ხალხი არ გაჩერდება, ეს დასაწყისია“, - აცხადებს კვარაცხელია.

„ფაროსანასთან ბრძოლა უნდა დაწყებულიყო აპრილ-მაისის თვეში, უნდა ყოფილიყო რამდენჯერმე, ახლა ჩვენთან 90% უკვე გაფუჭებულია. ერთხელ შეიწამლა და ეს იყო მხოლოდ პიარი. სახელმწიფოს ვთხოვთ შეისმინოს ჩვენი მოთხოვნა. მივმართავთ გუბერნატორს. დღეს აქ ვართ, მაგრამ ხვალ და ზეგ გამგეობასთან დავდგებით და იქ ჩავატარებთ აქციას. მათ მივაწვდენთ ჩვენს ხმას“, - განუცხადა რადიო „თავისუფლებას“ კოკში მცხოვრებმა მერაბ თოდუამ.

ზუგდიდელები თხილნარების შეწამლვას თვეებით ადრე ელოდნენ, თუმცა ღონისძიებები მხოლოდ ივლისში ჩატარდა. იმისთვის, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე არ დადგენ, გლეხები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის ხელახალ ჩატარებას ითხოვენ.

„აზრი არ ჰქონდა უკვე ამ შეწამლვას. მთლიანად განადგურებულია თხილი. ვითხოვთ, შემოდგომაზე მოხდეს შეწამლვა, რომ მომავალ წელს მაინც იყოს მოსავალი“, - ამბობენ ისინი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ დაზარალებულთა განცხადება განხილვის ეტაპზეა და მოხდება შესაბამისის რეაგირება. სამაგიეროდ, მოსახლეობის პრეტენზიებს წამლობის დაგვიანების თაობაზე, არ ეთანხმებიან სურსათის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჩატარებული ღონისძიებების მონიტორინგი მიმდინარეობს, რის შემდეგაც გადაწყდება მოხდება თუ არა ხელახალი წამლობა.

დაახლოებით 1 თვის წინ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში თხილის მავნებელ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წარმოებული სამუშაოები შეაჯამეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ, მონიტორინგის მიხედვით, კამპანია წარმატებული იყო, რადგან მნიშვნელოვნად შემცირდა აზიური ფაროსანას პოპულაცია.

ნანახია - 1190

Maverick

2017-08-12 02:55:50

გასაგებია, რომ მავნებელი აზიანებს ნარგავებსა და მოსავალს, ცოდო არიან დაზარალებულები, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს ეს ნარგავები სახელმწიფო სექტორშია, თუ კერძოში?!

თუ სახევმწიფო მეურნეობაში ხდება, ხელისუფლების უუნარობაზე მეტყველებს, რადგან არ უვლის მის ქონებას! მაგრამ თუ კერძო სექტორში ხდება ეს მოვლენა რა შუაშია სახელმწიფო, ან აქციები?!

ნუთუ მარგველაშვილი უნდა ჩასულიყო სამეგრელოში ოყიანი თოხით, შესაწამლი აპარატებით, თუ კვირიკაშვილი, ან სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საკარმიდამო ნაკვეთები "მუშ-მუშა"-ს ძახილით უნდა ჩამოევლოთ?!

კაცოოოოოოო, თუ მავნებელი გინადგურებს მოსავალს, რატომ არ აზღვევ, ან რას უცდი, რატომ არ წამლავ? მუქთი ყველი სათაგურშია და ნუ შეყოფთ თავს თორემ მოხვდებით შიგნით და მერე მშველელიც აღარ გეყოლებათ.

ხალხო, გაიგეთ, წავიდა საბჭოთა და კოლექტიური მეურნეობების დრო. ნეპი მობრუნდა, ანუ კერძო მეწარმეობა და კომუნისტების ლოზუნგი "ვინც არ მუშაობს, არ ჭამს"! მთელი ძალით ამოქმედდა!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80