9-მილიონიანი ბოტოქსი, ეპილაცია და მასაჟი - მძიმე დანაშაულებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა თუ პროკურატურის უპასუხისმგებლობა?!
პოლიტიკა

9-მილიონიანი ბოტოქსი, ეპილაცია და მასაჟი - მძიმე დანაშაულებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა თუ პროკურატურის უპასუხისმგებლობა?!

9-მილიონიანი ბოტოქსი, ეპილაცია და მასაჟი - მძიმე დანაშაულებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა თუ პროკურატურის უპასუხისმგებლობა?!
ლალი ზირაქიშვილი

2017-08-11 14:30:17

ყოფილ პრეზიდენტს გამოძიება 9 მილიონ ლარზე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება, რაც მის გუნდს არ მოსწონს -„ხელისუფლება რომ შეიცვლება, მწვადებს დაგითვლით“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ ე.წ. პიჯაკების საქმის დაწყებამდე.

„ყოველგვარი თავხედობის ზღვარს გადასცდა ის ყველაფერი, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს. ყოფილ პრეზიდენტს, ასე ვთქვათ, გვირგვინების ხარჯებიც ამოუწიეს. მივმართავ მთავრობას და მინისტრებს, დაიმახსოვრეთ, რომ მილიონობით ფული გაქვთ დახარჯული წარმომადგენლობით ხარჯებზე. ეს აუდიტმაც დაადასტურა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, ამ პრეცედენტის შექმნის შემდეგ ნებისმიერი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი თუ მინისტრი აღმოჩნდება ციხეში, რომელიც ე.წ. წარმომადგენლობითი ხარჯებით უმასპინძლდებოდა სტუმარს თუ საკუთარ თავს.

ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორის, ნათია სონღულაშვილის ინფორმაციით, დოქტორ დოტის ვიზიტზე გაწეული ხარჯების შემდეგ, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ხარჯების გასაიდუმლოება გადაწყვიტა.

„2009 წლის თებერვალში იყო ჩამოსული და როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ამ ვიზიტზე გაწეული ხარჯების შესახებ, ამან გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება. ამ აღშფოთების გამო, გადაწყდა, რომ მსგავსი ხარჯები, როგორიც იყო დოქტორ დოტის ვიზიტი, კერძოდ, ბოტოქსის, ეპილაციის, მიხეილ სააკაშვილის მეგობრებისთვის საჩუქრების ხარჯები, გასაიდუმლოებულიყო. ვინაიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ნახევრად გასამხედროებული ორგანოა და მისი ბიუჯეტი, ასევე ხარჯები არის საიდუმლო, გადაწყდა, რომ ეს ფარული ხარჯები გაწეულიყო ამ ორგანოს მიერ“, - განაცხადა ნათია სონღულაშვილმა.

9 მილიონი ლარი მცირე თანხა ნამდვილად არ არის, მაგრამ ბოტოქსისა და ეპილაციის ფულის დათვლა ცოტა არ იყოს, ირონიულად ჟღერს იმის ფონზე, როდესაც საზოგადოებაში არსებობს ეჭვები და კითხვები, ხომ არ აქვს ჩადენილი ყოფილ პრეზიდენტს სამშობლოს ღალატი 2008 წლის ომის დროს?! ხომ არ არის სისხლის სამართლის დანაშაულების დამკვეთი ან ორგანიზატორი?!

შესაძლებელია, თუ არა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივ დევნას შედარებით სერიოზული სახე მიეცეს, ამ თემაზე იურისტი, ლია მუხაშავრია გვესაუბრება.

ლია მუხაშავრია: თუ 9 მილიონის გაფლანგვას ან მითვისებას ედავებიან, ეს არ არის მცირე თანხა და სერიოზული ბრალდებაა. რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვან დანაშაულებზე ბრალდებები რომ უფრო კვალიფიციურად იყოს წარდგენილი, აჯობებდა.

არ ვიცი, საბოლოოდ პროკურატურა ამ 9 მილიონი ლარის ბრალდებას გამოიყენებს სააკაშვილის ექსტრადიციის დასასაბუთებლად თუ ამ საქმის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად განიხილავს მას სასამართლო და დაუსწრებლად გამოიტანს განაჩენს.

პროკურატურამ უფრო მკაფიოდ უნდა გვითხრას, რის საფუძველზე და რა დასაბუთებით დააპირებს სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნას. თუ განაჩენი არ იქნება დასაბუთებული სერიოზულად და სარწმუნოდ, დამაჯერებლად განმტკიცებული შესაბამისი მტკიცებულებებით და ეს არ გამოჩნდა, როგორც სერიოზული მოთხოვნა, რა თქმა უნდა, მას არავინ დააკმაყოფილებს.

ასე რომ, პროკურატურამ თავი უნდა შეიწუხოს. თუ პროკურატურა დაასაბუთებს, რომ ამ 9 მილიონის გაფლანგვა მოახერხა, როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, შეიძლება, ესეც საკმარისი იყოს.

მსოფლიოში დღეს ბევრი მსგავსი სკანდალია და ბრაზილიის პრეზიდენტი ახლახან, კორუფციის გამო პასუხისგებაში მისცეს.

სააკაშვილის საქმის გამოძიება დაიწყო, ფაქტობრივად, ხელისუფლების შეცვლიდან ძალიან მალე. კულუარებში საუბრობდნენ იმაზეც, რომ უფრო სერიოზულ საქმეებთან დაკავშირებით, როგორც სააკაშვილის, ასევე მისი ჩინოვნიკების მიმართ, მტკიცებულებები განადგურებულია და ამიტომ ვერ ხერხდება ბრალის წაყენება. რამდენად არის შესაძლებელი, რომ სწორედ მსგავსი პრობლემა არსებობდეს?

- წესით, არ უნდა იყოს განადგურებული, რადგან საუბარია პრეზიდენტზე და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე, მიმოწერაზე, რომელიც ინახება მინიმუმ, 10 წლით. არ ვფიქრობ, რომ განადგურებულია და თუ ეს ასეა, მაშინ პასუხი უნდა მოეთხოვოს იმას, ვინც გაანადგურა. წინასწარ საიდან ვიცით, რომ განადგურებულია?! რა ვიცით რომ არ არის სრულიად საკმარისი?!

უბრალოდ, არ მჯერა, პროკურატურას აქვს ნება და სურვილი, ეს საქმეები ისე ხეირიანად გამოიძიოს, რომ სასაცილო არ გახდეს მათი მოთხოვნა უცხო ქვეყანაში სააკაშვილის გადმოცემის შესახებ. ამიტომ მეტი ინფორმაცია უნდა გაავრცელოს პროკურატურამ და საზოგადოება მეტად უნდა დაარწმუნოს, რომ კვალიფიციურად მუშაობენ, თორემ ასეთი ვარაუდებით ვერაფერს ვერ მივხვდებით.

სისხლის სამართლის საქმეში ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია მტკიცებულებები. ჩვენ არ ვიცით, არსებობს ეს მტკიცებულებები, ან თუ განადგურებულია, მაშინ კეთილი ინებონ და გაარკვიონ ეს ვინ გააკეთა და რა მიზნით.

თქვენთვის, როგორც იურისტისთვის საკმარისი ინფორმაციაა გასაჯაროებული იმისათვის, რომ რეალური წარმოდგენა შეგექმნათ, რა ხდება, სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით?

- სწორედ ამისთვის ვაკრიტიკებ პროკურატურას. ის არ თვლის თავს ვალდებულად, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეთა გამოძიების შესახებ. სააკაშვილის საქმეც არ არის ამ მხრივ გამონაკლისი და უფრო მეტი ბუნდოვანებით მოცულია, ვიდრე სხვა საქმეები - ამას შევეჩვიეთ უკვე.

ამაზე დიდი ხანია, ვსაუბრობ და ახალს ვერაფერს ვიტყვი - პროკურატურა ვალდებულია, გახმაურებულ საქმეებზე გამოძიების ინტერესებისა და კონფიდენციალობის დაცვით იმდენად საკმარისი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, რომ ბევრი კითხვა პასუხგაცემული იყოს და არა - პირიქით. დღეს გვაქვს კითხვები და არ გვაქვს პასუხები. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს პროკურატურა რაღაცას აკეთებს, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავთ.

მართალია, ამ თემაზე დიდი ხანია მიდის საუბარი, მაგრამ პროკურატურის ინტერესში რატომ არ უნდა იყოს საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილება?

- ეს გამოიწვია კოაბიტაციის პროცესმა, რომელიც დაიწყო სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს და წარმატებით გრძელდება ახლაც. ანუ ხდება იმ დანაშაულების დაფარვა ამ ხელისუფლების პირობებში, რომელიც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა.

ეს, რა თქმა უნდა, შეთანხმებულია, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ ერთია - დანაშაულის ჩადენა, მეორე - მისი დაფარვა და ორივე დანაშაულია. მაგრამ ჯერჯერობით ვერც დანაშაულის ჩამდენთა პასუხისმგებლობას ვხედავთ და ვერც მათ დამფარავთა პასუხისმგებლობას და ეს ყველაფერი სწორედ პროკურატურის საქმიანობიდან გამომდინარეობს.

ამ სფეროში ხელისუფლების შეცვლით ბევრი არაფერი შეცვლილა?

- გამოდის, რომ ხელისუფლებამ მოატყუა ამომრჩეველი, როდესაც უთხრა, რომ დარღვეულ უფლებებსა და სამართლიანობას აღვადგენო. მიუხედავად იმისა, მას ჰქონდა თუ არა მსგავსი პოლიტიკური დაპირება, ხელისუფლება და გამოძიება იმისთვის არსებობს სახელმწიფოში, რომ ვინც არ უნდა იყოს დანაშაულის ჩამდენი, ყველას მოეთხოვოს პასუხი და დაისაჯოს იმისთვის, თუ რამე კანონსაწინააღმდეგო გააკეთა, მაგრამ ამას ვერ ვხედავთ.

სააკაშვილის საქმე ხელახლა წამოტივტივდა ფაქტობრივად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. შეიძლება პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი იყოს?

- სხვა ახსნა ვერ ექნება - პროკურატურა ასეთ ინფორმაციას ავრეცელებს ახლა, მაშინ როდესაც ამდენი ხანი დუმდა. 2012-წლიდან უკვე 5 წელი გადის და ამ თემაზე განცხადებები არ მოგვისმენია.

ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური და არა, კვალიფიციური გამოძიების ელფერი. არ ვფიქრობ, რომ ეს საქმე ბოლომდე მივა და დადასტურდება, რომ სერიოზული დანაშაული იყო ჩადენილი სახელმწიფო ქონების გაფლანგვის სახით სააკაშვილის მხრიდან. 

ნანახია - 2035

უძველესი

2017-08-11 14:32:49

ადმინ! ეს საიტი ისევ შენია თუ დაგაწერეს?:))

ცუგო

2017-08-11 14:40:06

"უძველესი", რომელ "ადმინს" წერ?ძველს თუ ახალს?

დომნა

2017-08-11 15:14:34

რეესტრში ჯერ ვერ გადააფორმა და მალე მოგვევლინება ანდრია.გე სახით.სხვა სახელი ნამდვილად არ ეკადრება. ვერ ხედავთ რა მაგრად დაგვაფრთხო ხალხი, საფრთხობელას ჯიშმა. ცოტა ხანში აქ იქნება პრესაბორდელი. დავაი, დასვიდანია ჩემგან.

თენგო

2017-08-11 19:34:14

ადმინისტრაციას!!! გძინავთ ,თუ დასასვენებლად ხართ წასული ???!!!
აყროლდა საიტი ,სუნი უკვე კომპიუტერიდან გამოდის!!! გამოიძახეთ სანტექნიკოსები ,სასწრაფოდ!!!

Maverick

2017-08-12 03:35:56

ფორ გე კოჰაბიტაციაში დრეიფობს!

ვინ ვის ქინძავს ფორ გე მარფა ივანოვნას, თუ მარფა ივანოვნა ფორ გეს ჯერჯერობით გაურკვეველია...

არადა რაღაც ცუდი სუნი არაადეკვატურ, უნიჭოდ შეთხზულ სტატიებსაც აუვიდა!!!!!!!!.........

kostaia

2017-08-12 11:28:48

მე მგონი რაღაცას ვერ ვხვდები და იქნებ ვინმემ გამარკვიოს, რა წერია ამ თემაში არასწორი?!

ანდრეი

2017-08-12 19:50:52

მავერიკ

თქვენმა კომენტმა გამოიწივია მისი უდიდებულესობის,ღვთაებრივი ანდრეის მოწონება,და ამიტომაც გეძლევათ უფლებამოსილება,მის უდიდებულესობას,ანდრეის,ანუ მე, რომ ურიგოთ და უფასოდ
ემთხვით მოოქროვი-მოვარაყებულ პ/ე/ნ/ი/ს/ზ/ე !

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80