„დამთავრდა ის დრო, როცა გუბერნატორები რეგიონებში ერთგვარი კომისრის როლს თამაშობდნენ“
პოლიტიკა

„დამთავრდა ის დრო, როცა გუბერნატორები რეგიონებში ერთგვარი კომისრის როლს თამაშობდნენ“

„დამთავრდა ის დრო, როცა გუბერნატორები რეგიონებში ერთგვარი კომისრის როლს თამაშობდნენ“
მარიამ თოდაძე

2017-08-11 09:30:16

მალე რეგიონებს ახალი ხელმძღვანელები ეყოლება, თუმცა, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორების თანამდებობიდან წასვლაში ოპოზიციური სპექტრი ნეგატივს ხედავს - პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ, რომ პრემიერის რწმუნებულების თანამდებობები მთავრობის ახალ საარჩევნო სტრატეგის შეეწირა.

კრიტიკა უმთავრესად, ნაციონალებისა და ყოფილი ნაციონალებისაგან მოდის და, როგორც ჩანს, ძირითადად, საკუთარი გამოცდილება ალაპარაკებთ.

„ყველაფერი არის მობილიზებული იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა მეთოდებით და საშუალებებით, მათ შორის ხელის გადაგრეხვით, ძალოვანი უწყებების გამოყენებითაც, შეძლოს იმ საარჩევნო შედეგის მიღება, რომელიც მათ აქვთ დაგეგმილი,“ - აცხადებს „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ წიკლაური.

 „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაციას აკეთებს.

„ალბათ, სელექციურად ჩაატარეს გარკვეული კვლევები - სადღაც დაბალია მხარდაჭერა ხელისუფლების კანდიდატებისა და აქედან გამომდინარე არის მიღებული ეს გადაწყვეტილება,“ - აცხადებს უგულავა.

უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო რწმუნებულების გადადგომასთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი და განსაკუთრებული არაფერი ხდება.

„ადამიანების წასვლა თანამდებობებიდან იმდენად სკანდალურად ჟღერდა ყოველთვის, რომ ვფიქრობ, ეს საშუალება, მექანიზმი, სკანდალური თემის შემოტანისა, არ უნდათ, რომ დაივიწყონ, მაგრამ რაღაც ახალიც უნდა დავნერგოთ. პრემიერ-მინისტრის წასვლა მაშინ - როცა მიიჩნევს, რომ წასასვლელია; გუბერნატორის წასვლა მაშინ - როდესაც გუნდი მიიჩნევს, რომ წასასვლელია. ასე რომ, ახალი და განსაკუთრებული ამაში არაფერია“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს მმართველი გუნდის წინასაარჩევნო გათვლაა და იმ პირების მობილიზება ხდება, ვინც დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებს.

„ასე ერთდროულად რეგიონში რამდენიმე გუბერნატორის გამოცვლა, რა თქმა უნდა, აღძრავს ეჭვს, რომ ეს პირდაპირ საარჩევნო პროცესთან არის დაკავშირებული. ჩვენი ინფორმაციით, რაჭაში ინიშნება ადამიანი, რომელიც ბოლო რამდენიმე არჩევნების განმავლობაში იყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი“, - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი კიკნაველიძეც ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ცდილობს, გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი.

ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც თვლის, რომ ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია.

„ჩვენ ყოველდღიურად შევდივართ ფაზაში, როდესაც არის ახალი გამოწვევები, გვაქვს სივრცითი განვითარების ძალიან ამბიციური პროგრამა. ასეთი ცვლილებები არის ძალიან ბუნებრივი“, - აცხადებს პრემიერი.

გურიაში გია სალუქვაძეს სავარაუდოდ, მერაბ ჭანუყვაძე ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელია. სალუქვაძე კი კერძო სექტორში გადაინაცვლებს. ასევე ცნობილია, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი, პაპუნა მარგველიძე მუშაობას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მრჩევლად გააგრძელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე აცხადებს, რომ ყველა გადაწყვეტილება ნაკარნახევია მხოლოდ ერთი მოტივით - ადგილებზე შევარჩიოთ ისეთი კადრები, ვინც ღირსეულად გაართმევს თავს ახალ გამოწვევებს. მისივე თქმით, დღეს მთავარი ამოცანა რეგიონებში დაწყებული ყველა პროექტის დროულად და ხარისხიანად განხორციელებაა, რეგიონების ხელმძღვანელები არიან მთავრობის წარმომადგენლები და აქედან გამომდინარე, ისინი ძალიან აქტიურად იქნებიან სივრცითი მოწყობის პროცესებში ჩართული.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს არარეალურად მიიჩნევს.

„საბედნიეროდ, საქართველოში დამთავრდა ის დრო, როცა გუბერნატორები რეგიონებში ერთგვარი კომისრის როლს თამაშობდნენ და ისინი პირდაპირ და ძალიან უხეშად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესებში. ეს მოვლენები საქართველოში დიდი ხანია აღარ ფიქსირდება. ასე რომ, საკადრო ცვლილებები არჩევნებთან დაკავშირებული არ არის“, - აცხადებს კობახიძე.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ თვითმმართველობებში კანდიდატების წარდგენას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს პროცესი 25 აგვისტოდან დაიწყება.

„დავიწყებთ მერობის კანდიდატების წარდგენას და ამის შემდეგ ეტაპობრივად მოხდება საკრებულოებში კანდიდატების წარდგენა. განახლება იქნება საკმაოდ მასშტაბური, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკრებულოების და მერების შემადგენლობა სრულად შეიცვლება. მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება, თუმცა ასევე გვეყოლება კანდიდატები, რომლებიც ბოლო წლებში ადგილობრივ ხელისუფლებაში თავიანთ მოვალეობებს ასრულებდნენ“, - განმარტავს პარლამენტის თავმჯდომარე.

ექსპერტი, თვითმმართველობის საკითხებში, დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ გუბერნატორ-რწმუნებულები ახალი კანონის თანახმად, პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან, რომლებიც ინიშნებიან - ამდენად, სრულიად ბუნებრივია, რომ პრემიერმა მათი გადანაცვლება მოახდინოს.

„ისიც ბუნებრივია, რომ სწორედ არჩევნების წინ ხდება პოლიტიკის გადახალისება. რაც შეეხება, ადმინმისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ვარაუდებს, არ აქვს მნიშვნელობა, ვის დანიშნავენ - ძველი იქნება ეს, თუ ახალი გუბერნატორი, რაკი პოლიტიკური თანამდებობის პირია, მისი გამოყენება მაინც მოხდება საარჩევნო პროცესში. ნაკლებად მგონია, რომ ეს პროცესი საფრთხეს გაზრდის. საფრთხე თავისთავად არსებობს და მისი წამალი იქნება საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და არა ის, თუ რატომ შეცვალეს გუბერნატორები.

რეგიონული პოლიტიკის გადახალისება ზოგადად, უკავშირდება არჩევნებს - ანუ მმართველი პარტია ცდილობს, ეს არჩევნები მისთვის წარმატებული იყოს და რეგიონული პოლიტიკა უკეთესობისკენ შეიცვალოს. იმისი საფუძველი, რომ არჩევნების მოსაგებად ნიშნავენ ახალ გუბერნატორებს, ნაკლებად გვაქვს“.

რეგიონებში მმართველი პარტიის და ზოგადად პოლიტიკოსების მიმართ რომ დიდი ნდობა არ არსებობს, ეს დიდი ხანია, ცნობილია, თუმცა მოახერხებს თუ არა მმართველი ძალა, არჩევნების წინ მაინც, ხალხის გულის მოგებას, როგორც დავით ზარდიაშვილი ამბობს, ამას უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება. 

ნანახია - 1445

cugo

2017-08-11 10:26:48

გიგი უგულავას
-------------
შე გარეწარო,შენ რა უფლებით ლაპარაკობ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე.შენ და შენმა მოადგილეებმა არ იყო 50 მლნ. რომ მოპარეთ თბილისელებს და არჩევნების გასაყალბებად რომ მოიხმარეთ.ყველა ვხედავდით ყოველ საღამოს როგორ მიგყავდა რესტორნებში შენი მხარდამჭერები და როგორ აქეიფებდი ხალხის ფულით.ჟურნალისტებს გაურბოდით არ გინდოდათ ხალხს ენახეთ.შე ხაზინის ვირთხავ,ვინ მოგცა ასეთ საკითხებზე ლაპარაკის მორალური უფლება.თუმცა შენ სადა გაქვს მორალი.შენ რომ მორალი გქონდეს თბილისის ქუჩებში არ უნდა ჩნდებოდე.ხალხს მილიონებს პარავდი და ამ დროს ბაგა-ბაღი ფასიანი გქონდა.ბავშვებს სასკოლო სახელმძღვანელოები არ ქონდათ და დაქსეროსებული ფურცლებით დადიოდნენ,შენ კი ხალხის ფულით წონაში დასაკლებად საზღვარგარეთ დადიოდი.ათეულობით შენი თანაპარტიელი გყავდა გაფორმებული და სახლში ჯდომისთვის უხდიდი ფულს.შენ გგონია,იმას რასაც შენ აკეთებდი,იმავეს სხვას თუ დააბრალებ შენი კრიმინალური წარსული დაავიწყდება ხალხს.არ მოხდება მაგი.პარტიის სახელის გამოცვლაც არ გიშველით.თვენ გუნდში გაერთიანებული ადამიანები იყვნენ მაღალ თანამდებობებზე,როცა ადამიანებს აწამებდნენ,აუპატიურებდნენ და ხოცავდნენ.პარტიას რომელშიც გაერთიანებული ისეთი კრიმინალები როგორიცაა:დავით ბაქრაძე,გიგა ბოკერია,თენგიზ გუნავა,გიორგი ტუღუში,გიორგი ღვინიაშვილი,ოთარ კახიძე,ზურაბ ჭიაბერაშვილი უნდა ერქვას,,ფაშისტური საქართველო,,.ამათ კისერზეა ათასობით ხალხის ცოდვა.

ანდრეი

2017-08-11 11:21:38

მარტო იმიტომაა არ შემდგარი სახელმწიფო,ე.წ.საქართველო ბოლომდე გასასრესი,რომ გიგი უგულავას და სხვა ,,ნაცებს, ასე ალაპარაკებენ,ასე აფარფაშებენ,და ასე უტლიკავენ უკანალებს!

აი ამიტომაც ბოლომდე გაისრისებით,მათხოვარო,მხდალო,და არა კაცო ქართველებო!

antoni

2017-08-12 09:42:41

უგულავას რომ კაცობის ნატამალი ჰქონდეს, დღე გარეთ არ უნდა გამოდიოდეს - ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონის მოპარვაზე ამხილეს და გაასამართლეს,
- მერე გააბახეს და სასჯელის ნაწილი აპატიეს
-ციხეში მჯდომს ცოლი აახიეს
-მანამდე, მინისტრის მოადგილეობისას, ჩამორთმეული მანქანით ქალაქში სეირნობისას, მანქანის პატრონმა (ალექსიძემ) დაიჭირა და ისე ცემა, ძლივს სლოკინებდა
- 2008 წელს ოსეთში სარდალი იყო და საკუთარ ცხენს გამოასწრო იქიდან და წითელ ხიდამდე შეუსვენებლად ირბინა
- იმავე წლის 12 აგვისტოს რუსთაველზე "გამარჯვების ზეიმზე" კუნტრუშებდა
კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი ქაქი/ჭამიობა

.... და რა, ბოლო-ბოლო თავზე უნდა დააჯ/ვან სახალხოდ, რომ შერცხვეს?


პ.ს. ქართველებს რას ერჩი ყ/ლისმ/წოველო ანდრეი?იქნებ სულაც ქართველის თეს/ლის ასკ/ოლკა ხარ?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80