8 აგვისტო სოხუმსა და თბილისში
პოლიტიკა

8 აგვისტო სოხუმსა და თბილისში

8 აგვისტო სოხუმსა და თბილისში
მარიამ თოდაძე

2017-08-08 19:00:44

ზუსტად 9 წლის წინ, ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად.

მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა მასობრივად შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.

რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ.

ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან.

9 წლის შემდეგ 8 აგვისტოს, ენგურის ხიდთან და ყარაფილასთან ოკუპაციის საწინააღმდეგო საზოგადოებრივი აქციებია დაგეგმილი, როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, ოკუპაციას ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტებენ.

2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელშიც საქართველოს პოზიციაა დაფიქსირებული.

„ცხრა წლის თავზე რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უგულებელყოფით აგრძელებს სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას, რაც გამოიხატება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში უკანონო ინტეგრაციით, ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციითა და საოკუპაციო ხაზის გამაგრებით მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის პროვოკაციული ქმედებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ურყევად აგრძელებს თავის სამშვიდობო პოლიტიკას და დიპლომატიის, მოლაპარაკებებისა და დიალოგის გზით ესწრაფვის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.

„საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის ცხრა წლის თავზე ქართული მხარე კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგების აღმოფხვრისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით“- აღნიშნულია განცხადებაში.

„ჩვენ ამ ადამიანების გვერდით ვართ, რომლებიც მავთულხლართების პირისპირ ყოველდღიურ გამოწვევებს გმირულად უმკლავდებიან“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდა.

მისივე განმარტებით, რჩება ბევრი გამოწვევა, მაგრამ აქტიურად გაგრძელდება კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა.

„ვაპირებთ, დავუდგეთ გვერდით ამ ადამიანებს, რომლებიც მავთულხლართების პირისპირ ძალიან მძიმე გამოწვევებს გმირულად უმკლავდებიან და არ აძლევენ საშუალებას ამ პროვოკაციებს, გადაიზარდოს დაპირისპირებაში და დესტაბილიზაციაში. ჩვენ ვიქნებით ამ ადამიანების გვერდით, რომ გავაძლიეროთ ისინი და ერთად ვიმოძრაოთ განვითარებისაკენ“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

როგორც ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე აღნიშნავს, ეს ცხრა წელი უკვე სიმბოლური რიცხვია - რუსეთ-საქართველოს ომიდან ცხრა წელში დღევანდელმა მთავრობამ რუსეთთან ილუზიის ეპოქა დაასრულა, ექსპერტის შეფასებით, ურთიერთობების დალაგების მაქსიმუმი ქართულ-რუსულმა ურთიერთობებმა გაირა და ამის იქეთ ვეღარ წავა.

„ახლა ალბათ დაიწყება ურთიერთობების რაღაც დონეზე გაციება, რადგან რუსეთი ჩვენგან ელოდება, რომ ჩვენ შევეგუებით და ჩვენ შეგუებას არ ვაპირებთ. ეს პრობლება არ მოიხსნება, ვიდრე პუტინია რუსეთის ხელისუფლებაში“, - მიიჩნევს შარაშენიძე.

შარაშენიძის თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მინიმუმი საოკუპაციო ხაზის შეჩერება უნდა იყოს, რა მიმართულებითაც ბევრს ვერაფერს აკეთებს“.

ამ თარიღს თავისებურად, სიმბოლურად და ცინიკურად აღნიშნავს ოკუპანტიც - რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს 8 აგვისტოს გეგმავს, როგორც ჩანს, 2008 წლის აგვისტოს ომის 9 წლისთავის აღსანიშნავად, თუმცა რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინს სოხუმში სხვა ინტერესებიც აქვს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში ტრაგიკული ფაქტია, რომელიც სასაცილოდ გამოიყურება რადგან ოკუპანტი ჩადის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 

ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, აფხაზეთში ვიზიტის თაობაზე, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება. თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთს აფხაზეთში, სხვა კონკრეტული ინტერესებიც აქვს.

ექსპერტები ამ ჟესტს ვაშინგტონის პასუხად თვლიან, რომელიც მიანიშნებს რომ მოსკოვი არ აპირებს უკან დახევას საქართველოთან დაკავშირებით;

რუსეთის დუმის წევრი, კონსტანტინ ზატულინი, რუსულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ მაიკ პენსის მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ასეთი მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირება, ერთგვარი მინიშნებაა იმისა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს იურისდიქციის ძალისმიერი მეთოდებით აღდგენის საფრთხე ჯერ კიდევ რეალურია და ამის კვალდაკვალ, ვლადიმირ პუტინი, თავს ვალდებულად მიიჩნევს, რუსეთის პარტნიორების მიმართ მხარდაჭერა აშკარად გამოხატოს.

ზატულინი განმარტავს, რომ აფხაზეთში პუტინის ვიზიტის კიდევ ერთი მიზეზი, აფხაზეთში არსებული რთული პოლიტიკური ვითარებაც არის.

რუსი დეპუტატის თქმით, აფხაზეთში რუსებსა და აფხაზებს შორის გამწვავებული ურთიერთობა აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარებას და რუსეთის ინვესტიციებს აფერხებს, რაც მკვეთრად უარყოფითად აისახება აფხაზეთის განვითარებაზე...

რუსი ანალიტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელია, რომ  პუტინი ეკონომიკური ხასიათის მხარდაჭერას გამოუცხადებს აფხაზეთს.

რუსული მედია იმასაც ვარაუდობს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში პუტინის ჩასვლის შემდეგ, რუსეთისა და აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობას შორის, შესაძლოა, გარდამტეხი ეტაპი დაიწყოს, - ერთი მხრივ, რუსული ინვესტიციები რეგიონში მეტი რუსული ინტერესების გატარების სანაცვლოდ...

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს დაშინებას ცდილობს და ამიტომ მთავრობა კრემლთან დათმობის პოლიტიკას არ უნდა ახორციელებდეს.

„რუსეთი ცდილობს, რომ დაშინების გზავნილი გამოაგზავნოს საქართველოში და ამას ნიშნავს პუტინის ვიზიტი და იმისათვის, რომ ამან არ შეაფერხოს ქვეყნის განვითარება, ამისათვის საქართველოს უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელიც არ ატარებს დათმობების პოლიტიკას,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი პუტინის აფხაზეთში ჩასვლას ეხმაურება. როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, პუტინის მხრიდან ეს ქმედება სწორედ ის ანექსიური პოლიტიკა და მილიტარიზაციაა, რომელიც აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო იყოს მზად ნებისმიერი კრიზისისთვის“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა

ექსაპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, დღეს საქართველოს ხელისუფლება ჩიხურ მდგომარეობაშია და ქვეყანა გეოპოლიტიკური რეალობის მსხვერპლია.

როგორც არეშიძემ აღნიშნა, დღეს საქართველო იმყოფება პროცესში, როცა ახალი მსოფლიო წესრიგი იქმნება და რთულია სასარგებლო მანევრის გაკეთება.

„დღეს საქართველო გეოპოლიტიკური ვითარების სამიზნეშია მოქცეული. დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ორი სუპერსახელმწიფო ატარებს წვრთნებს და ისინი ამ პატარა სივრცეში ერთმანეთის წინააღმდეგ კუნთების თამაშით არიან დაკავებული. ასე რომ, ჩვენზე სამწუხაროდ, ძალიან ცოტა რამ არის დამოკიდებული - იმდენი ვქენით, რომ ძალიან ცოტაა ჩვენზე დამოკიდებული. მოსკოვს ერთი ძალიან მყარი მოთხოვნა აქვს - ეს მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ ნატო-სთან თანამშრომლობა შეწყვიტოს. ეს გამორიცხულია, რადგან რუსეთი სამაგიეროდ არაფერ გადამწყვეტს არ გვთავაზობს, რაც საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას, საქართველოში არსებულ რეალობას ძირ-ფესვიანად შეცვლის. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი არ არის“, - აღნიშნა არეშიძემ.

 

ნანახია - 1559

ანდრეი

2017-08-08 19:20:50

ორი საათის წინ რუსეთის იმპერატორი აფხაზეთში ჩავიდა!

თქვენ კი,მათხოვარნო,მდაბიონო და ,,სუპერ-დასავლეთელო,, ქართველებო,თქვენი ბომჟი და დორბლიანი მიშიკო არსად დაგეკარგოთ,და ბიძინას მიერ სანაგვეში ნაპოვნი მეორე ბომჟი,ვინმე მარგველაშვილი ჩაიხუტეთ მაგრად))))))

tngh

2017-08-08 19:46:58

ვლადიმერ პუტინს ისე ეშინია მაიკლ პენსის, როგორც პატარძალს დიდი პენ/ი/სის...

tngh

2017-08-08 19:52:09

იქნებ ეხლა მაინც მივხვდეთ, რომ საქართველოს გამთლიანებისათვის რუსეთთან მოლაპარაკებებს და ორმხრივ, გონივრულ კომპრომისს ალტერნატივა არ აქვს??? "მეგრანტე" თვითმარქვია ექსპერტების კოჰორტა, რა თქმა უნდა ამის წინააღმდეგები იქნებიან, რადგან უამრავ გრანტებს დაკარგავენ, მაგრამ საზოგადოება ხომ უნდა იყოს გონიერი და ხელისუფლებას მკაცრად მოთხოვოს დიალოგის დაწყება...

cugo

2017-08-08 19:54:59

ზურაბ ჭიაბერაშვილს
------------------
სამარცხვინოა თქვენს პარტიას ,,ევროპულ საქართველოს,, უწოდებთ.ამით ცდილობთ თქვენი კრიმინალური წარსული დაავიწყოთ ხალხს,მაგრამ ეს არ გამოგივათ.ყველაზე ადეკვატური სახელი თქვენი პარტიისათვის არის ,,ფაშისტური საქართველო,,,რადგან,რაც თქვენმა ხელისუფლებამ გააკეთა 9 წლის განმავლობაში იყო ფაშიზმი.კერძოდ: 1.ფაშიზმია,როცა პატიმრებს სასტიკი მეთოდებით აწამებ და წამებისაგან გონებაწართმეულს მორგში მიცვალებულთან აბამ.2.ფაშიზმია,როცა,დამსახურებულ უდანაშაულო ადამიანებს წამებით მოკლავ,ლოდს გამოაბამ და ზღვაში ჩაძირავ,მშობლებს მათ საფლავებსაც არ აღირსებ.3.ფაშიზმია,როცა სამეგრელოს ტყეში სპეციალურ მიწისქვეშა გამოქვაბულს ააშენებ,იქ უდანაშაულო ადამიანებს დაასკოჩავ მაგიდაზე და აწამებ და აუპატიურებ.4.ფაშიზმია როცა პაპანაქება სიცხეში გმირი ჯარისკაცების ცხედრებს უპატრონოდ დატოვებ და შენ ქვეყნიდან გაიქცევი.ომის დამთავრების შემდეგ რუსთაველზე ,,გამარჯვებას,, იზეიმებ,ისე,რომ ცხედრები არ არის გამოყვანილი.ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ სისატიკისა,რაც თქვენ ჩააიდინეთ 9 წლის განმავლობაში.ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ,როცა თქვენი გუნდის წევრები იყვნენ:პარლამენტის თავმჯდომარე,სახალხო დამცველი,უშიშროების საბჭოს მდივანი,სამხარეო პოლიციის უფროსი ,იუსტიციის მინისტრის მოადგილე და პარლამენტარები.სინდისი გყოფნით თქვენ გუნდს პროდასავლური უწოდოთ. ამის მერე კიდევ ოცნებობთ ხელისუფლებაში მოსვლაზე. ვერ ეღირსებით მაგას.

DDDzia

2017-08-08 20:46:59

- ზურაბ ჭიაბერაშვილი, აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს დაშინებას ცდილობს და ამიტომ მთავრობა კრემლთან დათმობის პოლიტიკას არ უნდა ახორციელებდეს
------------------------------------------------------------
მერე ვინ მიიყვანა ქვეყანა აქამდე? ან რაში გამოიხატება დათმობის პოლიტიკა? შენ, ვითომ პოლიტიკოსი რაში ხედავ დათმობას?
დათმობა კი არა, საერთოდ არ ველაპარაკებით არაფერზე. აბაშიძეც კი გაწყრა კარასინზე.

- ვანო მაჭავარიანი - პუტინის მხრიდან ეს ქმედება სწორედ ის ანექსიური პოლიტიკა და მილიტარიზაციაა, რომელიც აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ მიმდინარეობს.
-------------------------------------------------------------
მერე შენ რას აკეთებ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს? პინდოსების ტანკებით აღიზიანებ?

- არეშიძის განცხადებით, დღეს საქართველოს ხელისუფლება ჩიხურ მდგომარეობაშია და ქვეყანა გეოპოლიტიკური რეალობის მსხვერპლია. იმდენი ვქენით, რომ ძალიან ცოტაა ჩვენზე დამოკიდებული. მოსკოვს ერთი ძალიან მყარი მოთხოვნა აქვს - ეს მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ ნატო-სთან თანამშრომლობა შეწყვიტოს. ეს გამორიცხულია, რადგან რუსეთი სამაგიეროდ არაფერ გადამწყვეტს არ გვთავაზობს
----------------------------------------------------------------
სხვა ვინ რას გვთავაზობს? ყველაზე გრძელს??? თუ ამაზე უფრო მეტს?

„ეს ამერიკული ტანკები, რომ წავა, რას აპირებთ?" - ნინო ბურჯანაძე
http://patrioti-tv.ge/slide/599--.html

მეგრელი

2017-08-08 22:15:34


ეს მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ ნატო-სთან თანამშრომლობა შეწყვიტოს. ეს გამორიცხულია, რადგან რუსეთი სამაგიეროდ არაფერ გადამწყვეტს არ გვთავაზობს, რაც საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას, საქართველოში არსებულ რეალობას ძირ-ფესვიანად შეცვლის. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი არ არის“, - აღნიშნა არეშიძემ.
------------------------------------------------------------------------------------
რა უნდა შემოქთავაზოს მან ეს ტერიტორიები აღიარა და ჰააგის 1907 კონვენციით ის ოკუპირებულად არც ითველბა . ვინაიდან ამ კონვემციით ოკუპირებულად ითვლება

IV конвенция о законах и обычаях сухопутной войны.

ОТДЕЛ III. О ВОЕННОЙ ВЛАСТИ НА ТЕРРИТОРИИ НЕПРИЯТЕЛЬСКОГО ГОСУДАРСТВА

Статья 42
Территория признается занятою, если она действительно находится во власти неприятельской армии.
Занятие распространяется лишь на те области, где эта власть установлена и в состоянии проявлять свою деятельность.

ამ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის კანონები არ მოქმედებს და ისინი იურიდიულად მოსკოვიდან არ იმართება. იქ პერიოდულად ტარდება არჩევნები და ასე შემდეგ,

ჩრდილოეთ კიპროსის თურქეთის რესპუბლიკა მარტო თურქეთმა აღიარა. მაგრამ დღეს ამ რესპუბლიკაში თავისუფლად ჩამოდიან ევროპიდან ტურისტები. ამავე დროს დღეს უკვე ამ რესპუბლიკის მოქალაქეები უპრობლემოდ დადიან აშშ და ინგლისში. როგორც ვიცი იქ მიმდინარეობს მოლაპარაკები გაერთიანებაზე .თურქეთის ოკუპაციის ძახილით იქ არაფერი გამოვიდა.

საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის შეწყვეტა ძალიან გაუჭირდება. ფერადი რევოლუციების სცენარებში ეს გათვალისწინებული არარის.



დღეს საქართველო იმყოფება პროცესში, როცა ახალი მსოფლიო წესრიგი იქმნება და რთულია სასარგებლო მანევრის გაკეთება.
-------------------------------------------------------------------------------------

საქართველო კი არა პლანეტა რომლის სახელია დედამიწა იმყოფება სტრუქტურული მართვის სისტემის ჩამოყალიბების პროცესში. სსრკ დაშლის შემდეგ მსოფლიო პრედიქტორის მმართვის სტრუქტურამ პერებოი მისცა. პუტინმა იცით რა მოახერხა . მან დააწრმუნა გლობალური პრეედიქტორი იმაში , რომ რუსეთის გარეშე მმართველობის გლობალური სტრუქტურა არ მუშაობს.


arichopra 2

2017-08-09 00:30:09

გვყავდა აქ ერთი წავიდოდა-წამოვიდოდა და მიადგებოდა "ფედერალურ სარეზერვო სისტემას", მერე გაიხსენებდა დალესის დოქტრინას და გუტევდა. ახლა მეგრელი... რაღაც ძალიან მოუხშირე მსოფლიო პრედიქტორის ხსენებას, რაშია საქმე, პიროვნებაა ვიღაც, შენი ბიძაშვილია, საკუთარი გეგმების და მოქმედებების საქმის კურსში გაყენებს თუ მოდუსია რაღაც ასეთი უპიროვნო?! ვერ გავიგე რას გვზაფრავ, რამე დავაშვეთ?!

ანდრეი

2017-08-09 12:53:30

არიჩოპრა2

რა მაგის პასუხია,ცნობილო ფ/ა/ნ/ჩ/რ/ი/ს პარიკმახერო,და რა ქენი,შენს ბებიკოს გაკრიჭე მისი ხუჭუჭა ფ/ა/ნ/ჩ/ა/რ/ი?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80